განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-----------------
საქმე N 1-4---17
განაჩენი
საქართველოს სახელით
26.06.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: პ----------–-----ძე
დაცვის მხარე
დამცველი: რ---–-----–----ა
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------
ბრალდებული: გ------–---------–--ნი
მამის სახელი: ნ---
დაბადებული: 3-.1-.1--- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო-სპეციალური
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: წ---–-----ო, სოფელი ხ--------–ი
რეგისტრირებული: წ---–-----ო, სოფელი ხ--------–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. შპს "ტ------–--ი" 2016 წლის სექტემბერში ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----–ი აწარმოებდა საჯარო სკოლის მშენებლობას. სამუშაოთა წარმოებას ხელმძღვანელობდა გ------–---------–--ნი, რომელიც პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების წესების დაცვაზე და "უსაფრთხოების წესები მშენებლობაში" პუნქტი 2.26-ის თანახმად, ვალდებული იყო უზრუნველყო სამუშაო ადგილებისა და მათთან მისასვლელების 1.3. მეტრ სიმაღლეზე შემორაგვა, აგრეთვე მოეხდინა მუშების სწავლება, ინსტრუქტაჟის ჩატარება შრომის უსაფრთხოების დაცვაზე და ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში და კონტროლი თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სამუშაოს მწარმოებელმა გ------–---------–--ნმა არ ჩაატარა ინსტრუქტაჟი სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე, არ განახორციელა კონტროლი თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე და არ უზრუნველყო სამუშაო ადგილებისა და მათთან მისასვლელების, 1.3 მეტრ სიმაღლეზე შემორაგვა, რის გამოც 2016 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 11 საათსა და 20 წუთზე, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----–ი საჯარო სკოლის მშენებლობაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად სკოლის მეორე სართულის იატაკის მონოლითური ჩასხმის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ბრიგადის წევრი, ა-----------ე, არმატურის გადაზიდვის დროს მეორე სართულის იატაკის არმირებისას ჩავარდა ამოსაყვანი შიდა კიბის ცარიელ უჯრედში და დაეცა სარდაფისა და პირველი სართულის დამაკავშირებელ შიდა რკინა-ბეტონის კიბის საფეხურებზე და მიიღო დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად ა-----------ე გარდაიცვალა 2016 წლის 16 დეკემბერს.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა
უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2.1. ბრალდებულმა გ------–---------–--ნმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულის უფლებამონაცვლემ თ----------------------ემ განმარტა, რომ არის გარდაცვლილი ა-----------ის მეუღლე. ბრალდებულ გ------–---------–--ნს იცნობს, რომელიც დაზიანების მიღების პირველი დღიდან ა-----------ის გვერდით იყო. ზ----------ძემ მიიყვანა ა-----------ე გ------–---------–--ნთან სამუშაოდ. ა-----------ემ, სამუშაოს შესრულების დროს მიიღო დაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა. საავადმყოფოში მკურნალობის თანხამ შეადგინა 64 000 ლარი და მოკლებულია შესაძლებლობას გადაიხადოს აღნიშნული თანხა. თ----------------------ემ განმარტა, რომ თანახმა არის გ------–---------–--ნთან დაიდოს საპროცესო შეთანხმება, თუმცა სამედიცინო მომსახურების შედეგად წარმოქნილი ვალის დაფარვაში დახმარება ითხოვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ს----–--------ემ განმარტა, რომ არის გარდაცვლილი ა-----------ის დედა. მისი ჩვენებით, გარდაეცვალა ორი შვილი, დარჩა მზრუნველის გარეშე და სამედიცინო მომსახურების დავალიანებას ვერ დაფარავდა.
მოწმე ნ--------------–----ის ჩვენებით, აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. მისი უფროსი იყო გ------–---------–--ნი. სამუშაო საათები იწყებოდა მისალმებით და უსაფრთხოების საკითხების განხილვით. შემთხვევის დღეს მუშაობდა შენობის პირველ სართულზე და არ დაუნახავს ა-----------ის მეორე სართულიდან გადავარდნის ფაქტი. გაიგონა ხმაური, მივიდა და ნახა, რომ ადამიანი იყო ჩამოვარდნილი.
მოწმე ა-–------------–---------ძემ, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მუშაობდა სოფელ ზ----–ი გ------–---------–--ნთან. დავალებული ქონდა არმატურის დაჭრა. გ------–---------–--ნი, სამუშაოს დაწყებამდე, უტარებდათ ინსტრუქტაჟს სამუშაოთა წარმოების შესახებ და მოუწოდებდა სიფრთხილისკენ, თუმცა წერილობითი დოკუმენტს არ ადგენდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------ამ განმარტა, რომ მუშაობდა გ------–---------–--ნთან სამშენებლო ობიექტზე. ევალებოდა პროექტის მიხედვით კოსტრუქციის აწყობა. სამუშაოების წარმოების დროს ძირითადი ხელმძღვანელი იყო გ------–---------–--ნი, რომელიც აძლევდათ შესასრულებელ დავალებებს. გ------–---------–--ნი თავად უტარებდა ინსტრუქტაჟს თანამშრომლებს. ა-----------ის გადმოვარდნის ადგილას, მუშის უსაფრთხოებისათვის შესაბამისი ზომები არ იყო მიღებული, რათა გადმოვარდნა არ მომხდარიყო.
მოწმე ჯ------------ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუშაობდა მშენებლობაზე მუშად. გაიგონა ყვირილის ხმა. მივიდა შემთხვევის ადგილას და დაინახა, რომ ა-----------ე გადმოვარდილი იყო მეორე სართულიდან და იწყვა ძირს გულაღმა. მისი ჩვენებით, გ------–---------–--ნი ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამუშაოებს და სიტყვიერად აფრთხილებდა უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ. ჯ------------ამ აღნიშნა, რომ იმ ადგილას სადაც მუშა ჩავარდა დამცავი ღობე არ იყო მოწყობილი.
მოწმე კ---------–---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სოფელ ზ----–ი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გ------–---------–--ნი სიტყვიერად აფრთხილებდა თანამშრომლებს უსაფრთხოების წესების დაცვაზე. მისი ჩვენებით, ადგილი, საიდანაც მუშა გადავარდა, შემორაგული არ იყო.
2016 წლის 19 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დადგენილია, რომ სამშენებლო სამუშაოების შედეგად აშენებული არის ნაგებობა სადაც მოცემულია ა-----------ის გადავარდნის ადგილი, რომელიც არ არის შემორაგული.
2016 წლის 7 ნ---მბრის N 01/07/11 წერილით, შპს "ტ------–--ის" დირექტორმა მ--–------------ემ, ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს აცნობა, რომ გ------–---------–--ნი წარმოადგენდა სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ხელმძღვანელს და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს.
201- წლის 12 მარტს დაიდო ხელშეკრულება შპს "ტ------–--ს" და გ------–---------–--ნს შორის, რომლითაც, გ------–---------–--ნს დაევალა ზედამხედველობა მშენებლობის მიმდინარეობის დროს უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვაზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, სამუშაოები მიმდინარეობდა СНиП III-4-80* "უსაფრთხოების წესები მშენებლობაში" პუნქტი 2.26*.-ის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე. СНиП III-4-80* "უსაფრთხოების წესები მშენებლობაში" პუნქტი 2.26*.-ის თანახმად სამუშაო ადგილები და მათთან მისასვლელები 1.3 მეტრ სიმაღლეზე უნდა იყოს შემორაგული თანახმად ГОСТ 12ю4ю059-89-ის მოთხოვნებისა. აღნიშნული მოთხოვნები უნდა გაეთვალისწინებინა სამუშაოთა მწარმოებელს გ. ლ---------–-ანს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს საინჟინრო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ი------------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ა-----------ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება დარბილებით, არაქნოიდიტით, ენცეფალიტის ჩამოყალიბებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 1- საათი. ა-----------ის გვამზე აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სამედიცინო დოკუმენტაციით - ნახეთქი ჭრილობა მარცხნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში. ქალა-სარქველისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობა. მარცხნივ I, II, III, IV, V, VI - ნეკნების იღლიის შუა ხაზზე და VII, VIII ნეკნების იღლიის უკანა ხაზზე მოთეთრო ფერის ძალოვანი კორძები, (სამედიცინო დოკუმენტაციით - ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ლავიწის და ბეჭის ძვლების მოტეხილობა). მრავლობითი ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. სამედიცინო დოკუმენტაციით - მარჯვენა წვივის ძვლის მოტეხილობა - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა ადრეულ პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნებზე) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტის დასკვნის გამცემმა შ--------------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ემყარებოდა როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებს, ასევე გვამის გამოკვლევას. ექსპერტის განმარტებით, სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა გვამის გამოკვლევამდე აუცილებელი იყო. ექსპერტმა ლ--–-------------ამ დაადასტურა, ექსპერტიზის დასკვნის, მის მიერ ჩატარებული ნაწილი.
სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა მ--–----------–--ემ და თ------------------------ძემ დაადასტურეს, რომ გ------–---------–--ნის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მ--–----------–--ემ დამატებით განმარტა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საექსპერტო დაწესებულებაში წარადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ დარჩა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია გ------–---------–--ნის დახასიათება და ცნობა გ------–---------–--ნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ბრალდების მხარემ უდავო მტკიცებულებებად მიიჩნია.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის, სახეზე უნდა იყოს სამუშაოს წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ევალება უსაფრთხოების წესების დაცვა და აღნიშნული წესების დარღვევას მოყვება ადამიანის გარდაცვალება.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ სოფელ ზ----–ი, სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ზედამხედველობა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა გ------–---------–--ნს. სასამართლო ეყრდნობა როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნას. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულმა პირებმა ნ--------------–----ემ, ა-–------------–---------ძემ, ზ------------ამ, ჯ------------ამ და კ---------–---–--–---–მა განმარტეს, რომ სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანებლობდა გ------–---------–--ნი, რომელიც ასევე ატარებდა ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების წესების დაცვაზე. მათივე ჩვენებით დადგენილია, რომ ა-----------ე, მუშაობდა მშენებლობაზე და გადმოვარდა ნაგებობის მეორე სართულიდან. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგინდა, რომ ის ადგილი, საიდანაც ა-----------ე გადავარდა არ იყო შემორაგული. მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლითაც დადგინდა, რომ ა-----------ის გადავარდნის ადგილი, შემორაგული არ იყო. მოწმეთა ჩვენებები ასევე თანხვედრაშია შპს "ტ------–--ის" წერილთან და შპს "ტ------–--ს" და გ------–---------–--ნს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან, რომლითაც გ------–---------–--ნი წარმოადგენდა სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ხელმძღვანელს და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს. საინჟინრო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, დადგინდა, რომ სამშენებლო ობიექტზე არ იყო დაცული "უსაფრთხოების წესები მშენებლობაში" პუნქტი 2.26*-ის მოთხოვნები, რომლითაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილების და მათთან მისასვლელების შემორაგვა. ამავე ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება ეკისრებოდა სამუშაოთა მწარმოებელს გ------–---------–--ნს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შედეგის დადგომის დროს უნდა დადგინდეს, რომ უსაფრთხოების წესის დარღვევამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამდენად, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებას, უსაფრთხოების წესების დარღვევას და შედეგს, ადამიანის გარდაცვალებას შორის. განსახილველ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომლებითაც დადგენილია, რომ ა-----------ის სიკვდილის მიზეზია ის დაზიანებები, რომლებიც მან მიიღო სამშენბლო ობიექტზე, მეორე სართულიდან გადავარდნის დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------–---------–--ნის მიერ უსაფრთხოების წესის დარღვევამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას გამოიწვია ა-----------ის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ განმარტა, რომ საქმის მასალებს არ ერთვის და დაცვის მხარეს არ გადაეცა სამედიცინო დოკუმენტაცია, რის გამოც სამედიცინო დოკუმენტაციის და მის საფუძველზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობა და ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72.1 მუხლით, დაუშვებელი მტკიცებულება არის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარემ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მოიპოვა ა-----------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით გაიგზავნა საექსპერტო დაწესებულებაში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა შ--------------ემ და დეტექტივ-გამომძიებელმა მ--–----------–--ემ, დაადასტურეს, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, სამედიცინო დოკუმენტაცია დარჩა საექსპერტო დაწესებულებაში და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს გაეგზავნა მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა მოპოვების დროს არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას აღნიშნულ მტკიცებულებათა დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობის შესახებ.
საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------–---------–--ნმა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ------–---------–--ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გ------–---------–--ნს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------–---------–--ნმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ არის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ითხოვს შეღავათის გავრცელებას ბრალდებულის მიმართ, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.
ამდენად, გ------–---------–--ნს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ------–---------–--ნს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ------–---------–--ნმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ნასამართლევი არ ყოფილა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ------–---------–--ნს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------–---------–--ნი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 16 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ------–---------–--ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
4.1. ხის ფიცარი, რომელიც ინახება ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა