გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
330210018002567443
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22835-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მაისი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - და--თ ფე-–---–-–---–ი

წარ-ომადგენელი - რე--ზ ფუ--------ე

მოპასუხე - მი-----ი პა-------ე

წარ-ომადგენელი - თე---რ ამ------–---–ი

მესამე პირი - მა-–--ზ ჭუ--------ე

და--ს საგანი- ქონების იპოთეკისაგან განთა--სუფლება

აღწე---ლობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს და--თ ფე-–---–-–---–ის პ/ნ 5---------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, დი-----–--–----------–-----------ი, ს/კ 8-----------, 1--- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მი-----ი პა-------ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა;

 

სარჩელი საფუძვლები:

 

2014 წლის 26 დეკემბერს გაფორ-და სანოტარო წესით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ირ-ა ბო-–---------მა მა-–--ზ ჭუ--------ეს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ფი----ა გი-----------მა 8000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 6 თვის ვადით, 2015 წლის 26 ივნისამდე. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ლე--- წი--–-----ის საკუთრებაში არსებული უძრა-- ქონება მდებარე თბილისი, დი-----–--–----------–-----------ი, ს/კ 8-----------, 1--- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქონება გასხვისდა საჯარო აუქციონზე, რომელიც შეიძინა მოსარჩელემ.

 

საჯარო რეესტრის ჩანაწე---ს მიხედვით დგინდება, რომ ქონებაზე რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი იპოთეკა 2014 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფი----ა გი-----------ის სასარგებლოდ.

 

ფი----ა გი-----------მა ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დაუთმო მი----- პა-------ეს. რეესტრის ჩანაწე---ს მიხედვით, უძრავ ქონებაზე იპოთეკის სტატუსით რეგისტრირებულია მხოლოდ მოპასუხე.

 

საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწე---ს და 2014 წლის 26 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სესხის გადახდა 2015 წლის 26 ივნისიდან, რაც არ მომხდარა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოცე---ლი დროისათვის მოთხოვნა ხანდაზმულია და მოპასუხეს არ აქვს მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს და--თ ფე-–---–-–---–ის პ/ნ 5---------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, დი-----–--–----------–-----------ი, ს/კ 8-----------, 1--- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მი-----ი პა-------ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მი----- პა-------ენ წე---ლობით წარ-ოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან 2015 წლის 24 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გულისხმობს სესხის აღებას 6 თვით, რომელიც დაკავშირებული ვერ იქნება 2014 წლის 26 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებასთან.

 

2.2. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს - მა-–--ზ ჭუ--------ე სარჩელს არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 26 დეკემბერს ირ-ა ბო-–---------ს (გამსესხებელი), ფი----ა გი-----------ს (გამსესხებელი) და მა-–--ზ ჭუ--------ეს (მსესხებელს) შორის გაფორ-და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ირ-ა ბო-–---------მა მსესხებელს გადასცა 8000 აშშ დოლარი, ხოლო ფი----ა გი-----------მა 10 000 აშშ დოლარი, სესხის გაიცა 2015 წლის 26 ივნისამდე. სესხი სარგებლიანია და განისაზღვრება ყოველთვიური 3%-ით.

 

3.1.2 სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლე--- წი--–-----ის საკუთრებაში არსებული უძრა-- ქონება მდებარე: ქ. თბილისი, თბილისი, დი-----–--–----------–-----------ი, ს/კ 8-----------, 1--- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 18-20)

- ამონაწე--- საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 21-22)

 

3.1.3. 2015 წლის 24 დეკემბერს ფი----ა გი-----------ს (მოთხოვნის დამთმობი) და მი----- პა-------ეს (მოთხოვნის მიმღებს) შორის გაფორ-და მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოთხოვნის დამთმობმა, მიმღებს დაუთმო ყველა უფლება, რაც მინიჭებული ჰქონდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

უძრა-- ქონება დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარ-ა განაცხადა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მესაკუთრესთან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 23)

 

3.1.4. დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრა-- ქონება ს/კ 8----------- და--თ ფე-–---–-–---–ის საკუთრებაში აღირიცხა სა---------–-----------–----------------------------–---------------–----------ს 2----–-–---------------ს განკარგულების საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწე--- საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 21-22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 26 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თა--ს შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარ-ოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარ-ოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირ-ა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თა--სი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ზემოაღნიშნული ნორ-ა, ხანდაზმულობის ვადის დენას პირის სუბიექტურ ფაქტორს უკავშირებს, როცა პირი აცნობიერებს მისი უფლების დარღვე--ს.

 

მოცე---ლ შემთხვე--ში, საქმეზე წარ-ოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, ცალსახად დგინდება მოთხოვნის წარ-ოშობის დრო - 2015 წლის 27 ივნისი და შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა, წარ-ოადგენს ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს.

 

მოპასუხის შეფასებით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან 2015 წლის 24 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გულისხმობს სესხის აღებას 6 თვით, რომელიც დაკავშირებული ვერ იქნება 2014 წლის 26 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებასთან.

 

უდავო გარემოებაა, რომ მი----- პა-------ეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ფი----ა გი-----------მა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასცა ყველა ის უფლება, რაც გააჩნდა მსესხებლის მიხელ ჭუ--------ის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. აქედან გამომდინარე, უფლების დათმობის, გასხვისების შემდგომ შემძენზე გადადის ამ უფლებიდან მისაღები ყველა ქონებრივ-სამართლებრივი სარგებელი, რაშიც ასევე მოაიზრება ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი ელემენტი - მოთხოვნის წარ-ოშობის დროც.

 

აღსანიშნა--ა, რომ მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ფი----ა გი-----------მა მი----- პა-------ეს მოთხოვნა დაუთმო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული 6 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, თუმცა სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიან ვადაში. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე დაკავშირებულია ძირითად ხელშეკრულებასთან, რომელიც წინამდებარე შეთანხმებაში არსებული პირობებიდან გამომდინარე განსხვავებულ დათქმას არ ადგენს.

 

აქედან განმომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მას სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა უნდა აეთვალოს 2015 წლის 24 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

მითითებული ნორ-ის დეფინიციის თანახმად, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, რაც 2015 წლის 26 ივნისიდან გასულია. საქმის მასალებით დასტურდება რომ მოპასუხის მიერ მსესხებლის მიმართა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი არ აღძრულა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას 2015 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების მიმართ ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, უძრა-- ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თა--სი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

მითითებული ნორ-ის დეფინიციის შესაბამისად, იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და შესაბამისად, მისი არსებობის აუცილებელ წინაპირობას თავად მოთხოვნის არსებობა განაპირობებს. მოცე---ლ შემთხვე--ში, როგორც უკვე განიმარტა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ლე--- წი--–-----ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრა-- ქონება. ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარ-ოადგენს, რომ არსებული მდგომარეობით უძრა-- ქონების აღ------–---------------–----------ს 2----–-–---------------ს განკარგულების საფუძველზე აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153.1 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით იგი არც შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია. აქცესორულია ისეთი უფლება, რომელიც მთავარი უფლების მიზანს ემსახურება, დაკავშირებულია მასთან და მისი მიზნებიდან გამომდინარე იგი სრულად იზიარებს მთავარი უფლების სამართლებრივ ბედს და არ შეიძლება წარ-ოიშვას და არსებობდეს მთავარი უფლების გარეშე.

 

მოცე---ლ შემთხვე--ში, ვინიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ ხანდაზმულია, აღნიშნული გავლენას ახდენს იპოთეკაზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი კავშირისა უძრავ ნივთთან, ვინაიდან იპოთეკა, რომელიც ძირითადი ვალდებულების აქცესორული უფლებაა სრულად იზიარებს ძირითადი ვალდებულების სამართლებრივ ბედს და შესაბამისად, სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარ-ოშობილ მოთხოვნის მიმართ არსებული ხანდაზმულობის ფაქტს, რაც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების და მისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას გამორიცხავს, რაც სრულად შეეხება იპოთეკასაც.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ და--თ ფე-–---–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 153-ე, 198-ე, 286-ე, 316-ე, 317-ე , 299.3-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარ-ოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარ-ოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს ფი----ა გი-----------ს (მოთხოვნის დამთმობი) და მი----- პა-------ეს (მოთხოვნის მიმღებს) შორის გაფორ-და მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოთხოვნის დამთმობმა, მიმღებს დაუთმო ყველა უფლება, რაც მინიჭებული ჰქონდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლომ საქმის გარემოებათა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2014 წლის 26 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო 2015 წლის 24 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება უშუალოდ დაკავშირებულია და გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, წინამდებარე გარიგებით „მოთხოვნის მიმღებს“ დამოუკიდებელი (ახალი) მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ არ წარ-ოშობია.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მითითებული ნორ-ის დეფინიციის თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თა--სი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 299-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრეს აქვს შეცილების უფლება, რომლითაც გამოირიცხება იპოთეკის ხანგრძლივად გამოყენება, მაშინ მას შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს უარი თქვას იპოთეკაზე.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 26 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ხანდაზმულია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრა-- ქონების მიმართ ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობს და სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მატე---ალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე მი----- პა-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 120 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.და--თ ფე-–---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს და--თ ფე-–---–-–---–ის პ/ნ 5---------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, დი-----–--–----------–-----------ი, ს/კ 8-----------, 1--- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მი-----ი პა-------ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა;

 

3. მი----- პა-------ეს, და--თ ფე-–---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 120 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვე--ში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი