გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210119002948786
№ 2/7-2019 წელი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივნისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: ზ----- ც------ე;
წარმომადგენელი: ნ---- თ-------ე; ვ----–-- ც------ე;
მოპასუხე: შპს ,,დ------------–--------ი'' ;
წარმომადგენელი- ვ-–-------- გ-------–-–---–ი, კ------- ყ------ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
შეგებებული სარჩელი
მოსარჩელე: შპს ,,დ------------–--------ი'' ;
წარმომადგენელი- ვ-–-------- გ-------–-–---–ი, კ------- ყ------ი;
მოპასუხე: ზ----- ც------ე;
წარმომადგენელი: ნ---- თ-------ე, ვ----–-- ც------ე;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,დ------------–--------ს'' ზ----- ც------ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 500 ლარის გადახდა.
სარჩელის გარემოებები:
2017 წლის 25 ივლისს მხარეთა შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ----- ც------ე ტექნიკით უნდა მომსახურებოდა შპს ,,დ------------–--------ს'', ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ ტექნიკას უზრუნველყოფდა საწვავით და გადაუხდიდა მას მომსახურების საფასურს, ყოველთვიურად 7000 ლარის ოდენობით. მხარეები ვალდებულების ვადაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ხიდის მშენებლობის დამთავრემადე ტექნიკას უნდა ემუშავა. მოსარჩელემ მთლიანად იმუშავა ცამეტი თვე, 2017 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით. ის, რომ მოსარჩელე ამ პერიდოში მუშაობდა, ამას ადასტურებს მოპასუხის მიერ თანხების გადმორიცხვა, თუმცა ზოგიერთ თვეებში თანხებს არასრულად რიცხავდა. სულ მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 70 500 ლარი, ხოლო გადასახდელად დარჩენილი აქვს 20 500 ლარი, რასაც არ უხდის.
1.2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 25 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ მოპასუხისათვის გაეწია ტექნიკით მომსახურება, თავის მხრივ მოპასუხე მას უზრუნველყოფდა საწვავით. ხელშეკრულება მოქმედებდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა ანგარისშწორების პირობები. კერძოდ, შპს ,,დ------------–--------ს'' ზ----- ც------ისათვის მომსახურების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 7000 ლარი. ანგარისწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ ზ. ც------ეს გადაურიცხა 70 500 ლარი. ბოლო გადარიცხვა 5000 ლარის ოდენობით განხორციელდა 2018 წლის 29 დეკემბრს. ზ----- ც------ესთან 2017 წლის 25 ივლისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა, მოპასუხის მიერ შპს ,,ე------ათვის'' მომსახურების გაწევა, ზესტაფონი - ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტში მდინარე ყ------–აზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო ობიექტზე. ამ მშენებლობისათვის შპს ,,ე------'' მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,დ------------–--------მა'' ბულდოზერით მომსახურება განახორციელა 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის აპრილის ჩათვლით. აღნიშნული გარემოება დასტურება შპს ,,ე------'' და შპს ,,დ------------–--------ს'' შორის გაფორმებული ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტებითა და საწვავის განაწილების დანართებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მომსახურება ხორციელდებოდა 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით. მხარეთა შორის ბოლო მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2018 წლის აპრილის თვეზე. აღნიშნული პარიოდისათვის ზ----- ც------ისათვის გადასახდელი დავალიანება შეადგენდა 19 500 ლარს. 2018 წლის 13 ივლისის გადარიცხვით მოპასუხეს დარჩა დავალიანება 2500 ლარი, მაგრამ მან 16 აგვისტოს გადაურიცხა 5000 ლარი და 29 დეკემბერს -5000 ლარი. შესაბამისად, შპს ,,დ-------------–--------მა'' ზ----- ც------ეს ზედმეტად გადაურიცხა 7 500 ლარი .
2. შეგებებული სარჩელი
სასარჩელო მოთხოვნა
ზ----- ც------ეს შპს ,,დ------------–--------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის ზედმეტად გადარიცხული თანხის 7 500 ლარის დაბრუნება.
2017 წლის 25 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ მოპასუხისათვის გაეწია ტექნიკით მომსახურება, თავის მხრივ მოპასუხე მას უზრუნველყოფდა საწვავით. ხელშეკრულება მოქმედებდა ვალდებულების სრულ შესრულებმადე. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა ანგარისშწორების პირობები. კერძოდ, შპს ,,დ------------–--------ს'' ზ----- ც------ისათვის მომსახურების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 7000 ლარი. ანგარისწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ ზ. ც------ეს გადაურიცხა 70 500 ლარი, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული 65 500 ლარისა. ზ----- ც------ის მიერ მომსახურება ხორციელდებოდა 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით. მხარეთა შორის ბოლო მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2018 წლის აპრილის თვეზე. აღნიშნული პერიოდისათვის ზ----- ც------ისათვის გადასახდელი დავალიანება შეადგენდა 19 500 ლარს. 2018 წლის 12 ივლისის გადარიცხვით კომპანიას დარჩა დავალიანება 2500 ლარი, მაგრამ 2018 წლის 16 აგვისტოს ზ----- ც------ეს გადაურიცხა 5000 ლარი და 29 დეკემბერს 5000 ლარი. შესაბამისად, შპს ,,დ-------------–--------მა'' ზ----- ც------ეს ზედმეტად გადაურიცხა 7 500 ლარი .
2.1. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,დ------------–--------ს'' არათუ ზედმეტად არ გადმოურიცხავს მისთვის თანხა, არამედ დავალიანება აქვს და შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა.
3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. 2017 წლის 25 ივლისს მოსარჩელე ი/მ ზ----- ც------ესა და მოპასუხე შპს ,,დ------------–--------ს'' შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა- მოსარჩელემ აიღო ვალდებულება დამკვეთისათვის - მოპასუხისათვის გაეწია ტექნიკით -ბულდოზერით მომსახურება, უზრუნველეყო ტექნიკა მძღოლით და ოპერატორით, მოეხდინა ობიექტზე მისი მობილიზაცია და დემობილიზაცია, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ტექნიკა საწვავით და შემსრულებისათვის გადაეხადა მომსახურების საფასური- ყოველთვიურად 7000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა- განმარტებებს, 2017 წლის 25 ივლისის მომსახურების ხელშეკრულებას.
3.2. ხელშეკრულებით მხარეები შეთახმდნენ, რომ ტექნიკით მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდებოდა უნაღდრო ანგარიშსწორების წესით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო ყოველი თვის ბოლოს, ხოლო გადახდა უნდა განხორციელებულიყო მომდევნო თვის დასაწყის რიცხვებში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 25 ივლისის მომსახურების ხელშეკრულებას, მოპასუხის ახსნა-განმარტებას.
3.3. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 9 თვეზე, კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილის თვეებში გაწეულ მომსახურეობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განამრტებას, მიღება-ჩაბარების აქტებს.
3.4 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით შესრულებული სამუშაოსათვის, 2018 წლის მაისის დასაწყისში მოპასუხეს უნდა გადაეხადა შემსრულებისათვის 63 000 ლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხემ, მოსარჩელეს ამ პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა:
2017 წლის 11 სექტემბერს- 7000 ლარი;
2017 წლის ოქტომბერში თანხა არ ჩაურიცხავს;
2017 წლის 22 ნოემბერს -7000 ლარი
2018 წლის 11 დეკემბერს -7000 ლარი;
2018 წლის 17 იანვარს არასრულად ჩაურიცხა 3500 ლარი;
2018 წლის 9 თებერვალს არასრულად - 3500 ლარი;
2018 წლის 26 თებერვალს დავალიანების დასაფარავად -5000 ლარი;
2018 წლის 1 მარტს არასრულად- 3500 ლარი;
2018 წლის 5 აპრილს- 7000 ლარი;
2018 წლის 2 მაისს - 7000 ლარი;
ჯამში გადაურიცხა 50 500 ლარი და დარჩა ამ პერიოდის დავალიანება 12 500 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებას, ამონაწერს ზ. ც------ის საბანკო ანგარიშიდან.
3.5. 2018 წლის 2 მაისის შემდგომ, რა დროსაც მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა აპრილის თვეში გაწეული მომსახურების თანხა, მოპასუხემ, მოსარჩელეს საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 5 ივნისს ჩაურიცხა 5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის, 2018 წლის 13 ივლისს -5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის, ხოლო 2018 წლის 16 აგვიტოს 5000 ლარი, დავალიანების დაფარვის დანიშნულებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერს საბანკო ანგარიშიდან, ნაწილობრივ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
3.6. 2018 წლის 29 დეკემბერს მოპასუხე შპს ,,დ------------–--------მა მოსარჩელე ზ----- ც------ეს დავალიანების დაფარვის მიზნით ჩაურიცხა 5000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა -განმარტებას, საგადასახადო დავალების ორდერს.
3.7 მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლევში ი/მ ზ----- ც------ე დამკვეთს შპს ,,დ------------–--------ს'' ტექნიკით მოემსახურა 11 თვის განმავლობაში, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით და მას შესრულებული სამუშაოსათვის უნდა მიეღო 77 000 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს სულ აუნაზღაურა 70 500 ლარი, ხოლო გადასახდელი აქვს 6 500 ლარი
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერს საბანკო ანგარიშიდან, ნაწილობრივ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელის მოსარჩელის ზ----- ც------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს ,,დ------------–--------ის'' შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე,317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 976-ე, 991-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2017 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, ,,დამკვეთს'' გაუწიოს ბულდოზერით მომსახურება, 1.2. მუხლის თანახმად, ,,დამკვეთი'' კისრულობს ვალდებულებას ,,შემსრულებელს'' გადაუხადოს მომსახურების ღირებულება.
ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია, უზრუნველყოს ტექნიკა მძღოლებითა და ოპერტორებით მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში, მოახდინოს ტექნიკის მობილიზება და დემობილიზაცია, შეინარჩუნოს ტექნიკის სათანადო ტექნიკური მდგომარეობა, მისი მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ტექნიკით მომსახურების ღირებულება შეადგენს 7000 ლარს და 3.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს მოსარჩელე ი/მ ზ----- ც------ესა და მოპასუხე შპს ,,დ------------–--------ს'' შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა- მოსარჩელემ აიღო ვალდებულება დამკვეთისათვის - მოპასუხისათვის გაეწია ტექნიკით -ბულდოზერით მომსახურება, უზრუნველეყო ტექნიკა მძღოლით და ოპერატორით და მოეხდინა ობიექტზე მისი მობილიზება და დემობილიზება, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ტექნიკა საწვავით და შემსრულებისათვის გადაეხადა მომსახურების საფასური- ყოველთვიურად 7000 ლარი.
6.2 სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 9 თვეზე, (წარმოადგინა მოპასუხე მხარემ) კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილის თვეებში გაწეულ მომსახურეობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით შესრულებული სამუშაოსათვის, 2018 წლის მაისის დასაწყისითვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა შემსრულებისათვის 63 000 ლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხემ, მოსარჩელეს ამ პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის საბანკო ანგარიშზე ჯამში გადაურიცხა 50 500 ლარი და დარჩა ამ პერიოდის დავალიანება 12 500 ლარი.
ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 2 მაისის შემდგომ, რა დროსაც მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა აპრილის თვეში გაწეული მომსახურების თანხა, მოპასუხემ, მოსარჩელეს საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 5 ივნისს ჩაურიცხა 5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის, 2018 წლის 13 ივლისს -5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის, ხოლო 2018 წლის 16 აგვიტოს 5000 ლარი, დავალიანების დაფარვის დანიშნულებით.
მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის 2018 წლის მაისის და ივნისის თვეებში ზ. ც------ის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტები, მაგრამ საბანკო ანგარიშის ამონაწერში მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2018 წლის 5 ივნისს -5000 ლარის და 2018 წლის 13 ივლისს 5000 ლარის გადარიცხვა, გადარიცხვის დანიშნულება -ანაზაღაურება ბულდოზერით მომსახურებისთვის და არა გადარიცხვა დავალიანების დაფარვის მიზნით, როგორც ეს განხორციელდა სხვა შემთხვევებში (მაგ.: 2018 წლის 26 თებერვალს, 2018 წლის 16 აგვისტოს), ამასთან, გადარიცხვის შეთანხმებული ვადა და პრაქტიკა (გადარიცხვა ხორციელდებოდა ყოველი ნამუშევარი თვის მომდევნო თვის პირველ ნახევარში) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ----- ც------ემ სამუშაო შეუსრულა დამკვეთს 2018 წლის მაისის და ივნისის თვეებშიც. ამდენად, მოპასუხის მიერ 2018 წლის 5 ივნისს ზ. ც------ისათვის ჩარიცხული 5000 ლარი წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ მაისის თვეში შესრულებული სამუშაოს არასრულ ანაზღაურებას, ხოლო 2018 წლის 13 ივლისს ჩარიცხული 5000 ლარი- ივნისის თვის არასრულ ანაზღაურებას.
საბოლოოდ, მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ი/მ ზ----- ც------ე დამკვეთს შპს ,,დ------------–--------ს'' ტექნიკით მოემსახურა 11 თვის განმავლობაში, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით და მას შესრულებული სამუშაოსათვის უნდა მიეღო 77 000 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს სულ აუნაზღაურა 70 500 ლარი, ხოლო გადასახდელი აქვს 6 500 ლარი.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება,სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება, რომ შპს ,,დ------------–--------მა'' ზ----- ც------ეს შეცდომით ზედმეტად ჩაურიცხა 7500 ლარი, შესაბამისად, ვინაიდან არ დგინდება ზ----- ც------ის უსაფუძვლო გამდიდრეის ფაქტი, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ძირითად სარჩელზე გადახდილია ბაჟი 975 ლარის ოდენობით: მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 32500 ლარიდან 20 500 ლარამდე, შესაბამისად შემცირებული თანხის - 12 000 ლარის ბაჟი 360 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან; დაკმაყოფილებული მოთხოვნის 6500 ლარის ბაჟი 195 ლარი და ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდეილი ბაჟი 50 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. ბაჟის დარჩენილი ნაწილი 420 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
ასევე, შპს ,,დ------------–--------ს'' ზ----- ც------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საფოსტო გზავნილებისა და მინდობილობისათვის გადახდილი თანხის 25.15 ლარის, ადვოკატის მომსახურევის თანხის 260 ლარის, ჯამში 285.15 ლარის ანაზღაურება.
ვინაიდან, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მასზე გადახდილი ბაჟი 225 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით (რომელიც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინებით) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,დ------------–--------ს'' (ს/კ 4--------- აკერძალა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების - 1. თეთრი ფერის ტრაქტორი B----- S---, სახ. ნომერი S-----, გამოშვების წელი 2016; 2.----------------- , სახ.ნომერი S------ ყვითელი ფერის, გამოშვების წელი 2007; 3. თვითმცლელი H--------, სახ. ნომერი S------ ნარინჯისფერი 3/8, გამოშვების წელი 2008; 4. ტრაქტორი J-------------------------------------- ყვითელი ფერის 7/8, გამოშვების წელი 2018; 5. ტრაქტორი J-------------------------------------- ყვითელი ფერის 7/8, გამოშვების წელი 2018- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ზ----- ც------ის (პ/ნ 1----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ,,დ------------–--------ს'' (ს/კ 4--------- ზ----- ც------ის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის გადახდა.
3.მოსარჩელე ზ----- ც------ეს (პ/ნ 1----------- უარი ეთქვას შპს ,,დ------------–--------ზე'' (ს/კ 4--------- 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის დაკისრებაზე.
4.შპს ,,დ------------–--------ს'' (ს/კ 4--------- ზ----- ც------ის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ზ----- ც------ეს (პ/ნ 1----------- სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 360 (სამას სამოცი) ლარი, ხოლო ბაჟის დარჩენილი ნაწილი 420 (ოთხას ოცი) ლარი დარჩეს ბიუჯეტში. (საგადახდო დავალება N67, თარიღი 27.12.2018 , კოდი 3---------
5. შპს ,,დ------------–--------ს'' (ს/კ 4--------- ზ----- ც------ის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული ხარჯების - საფოსტო გზავნილებისა და მინდობილობის 25 (ოცდახუთი) ლარისა და 15 (თხუთმეტი) თეთრის, ადვოკატის მომსახურების 260 (ორას სამოცი) ლარის, ჯამში 285 (ორას ოთხმოცდახუთი) ლარისა და 15 (თხუთმეტი) თეთრის ანაზღაურება
6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,დ------------–--------ს'' (ს/კ 4--------- აკერძალა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების - 1. თეთრი ფერის ტრაქტორი B----- S---, სახ. ნომერი S-----, გამოშვების წელი 2016; 2.----------------- , სახ.ნომერი S------ ყვითელი ფერის, გამოშვების წელი 2007; 3. თვითმცლელი H--------, სახ. ნომერი S------ ნარინჯისფერი 3/8, გამოშვების წელი 2008; 4. ტრაქტორი J-------------------------------------- ყვითელი ფერის 7/8, გამოშვების წელი 2018; 5. ტრაქტორი J-------------------------------------- ყვითელი ფერის 7/8, გამოშვების წელი 2018- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, დარჩეს უცვლელი.
7. შპს ,,დ------------–--------ის'' (ს/კ 4--------- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟი 225 (ორას ოცდახუთი) ლარი დარჩეს ბიუჯეტში.
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
10.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
11.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე