გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/187-18
N200210018002323935
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - შპს ”ს----------–ოს მ--–------–ია”
წარმომადგენელი- თ----- გ-------–---ი
მოპასუხე - ი-----– ჯ--- ო---–-
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ი-----– ჯ--- ო---–-ს შპს ,,ს----------–ოს მ--–------–იის” სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის თვითნებურად დატაცებით მიყენებული ზიანის 600 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 26 ივლისს, შპს ,,ს----------–ოს მ--–------–იის” ინსპექტორის რ----- გ--–-–---–ის მიერ თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--–-------ის ტერიტორიაზე შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი #000930, რომლის მიხედვით, ი-----– ჯ--- ო---–-ს (მისამართი: თ--–--ის მუნიციპალიტეტი სოფ. ყ--------–ა მე-3 ქ. #--), ს----------–ოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 96.4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სამ--–------–იო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. იმავე დღეს შედგა სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,ს----------–ოს მ--–------–იაზე” მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმადაც ზიანის ოდენობამ შეადგინა - 600 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი-----– ჯ--- ო---–-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მოსარჩელე ედავება სარწყავი წყლის მიტაცებას, დადგენილი წესისამებრ იხდიდა მომსახურების გადასახადს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათ მიერ ზიანის ოდენობა დათვლილია არასწორად,ვინაიდან მომსახურების საფასურს იხდიდა მოსარჩელის მოთხოვნის და დადგენილი ტარიფების შესაბამისად. მოპასუხეს მფლობელობაში აქვს 5 ჰა მიწის ნაკვეთი, შესაბამისად რატომ მიიჩნია მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 8 ჰექტრად მისთვის გაუგებარია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს----------–ოს მ--–------–ია” წარმოადგენს სახელმწიფოს (100%) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც ს----------–ოს მთელს ტერიტორიაზე ახორციელებს საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 03 (სამი) ფურცელი - გვ.15-17) (ს. ფ. 17-19)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ს----------–ოს მ--–------–ია” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96-ე პრიმა 4 და სოფლის მეურნეობის მინისტრის #2-89 ბრძანების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, სამ--–------–იო სისტემებიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე, 2017 წლის 26 ივლისს 08 საათსა და 20 წუთზე ,,ს----------–ოს მ--–------–იის” ინსპექტორის რ----- გ--–-–---–ის მიერ, ს----------–ოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96-ე პრიმა 4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმა, შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი #000930, რომლის შესაბამისად ი-----– ჯ--- ო---–-ს, ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფ. ლ--–-------ის ტერიტორიაზე, თვითნებურად წყლის დატაცების ფაქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სმართალდარღვევათა ოქმი #000930 – 1 ფურცლად (ს. ფ. 20)
3.2.2. ზიანის გაანგარიშების აქტი ეფუძნება კომპანიის ინსპექტორის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს და ასევე ჯი პი ეს (GPS) სისტემების საშუალებით აღებულ კოორდინატებს, აღნიშნული კოორდინატების საფუძველზე, 2017 წლის 26 ივლისს, ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ადგილზე, თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფ. ლ--–-------ის ტერიტორიაზე, შპს ,,ს----------–ოს მ--–------–იის” ინსპექტორის რ----- გ--–-–---–ის მიერ შედგენილ იქნა სარწყავი წყლის დატაცებით, შპს ,,ს----------–ოს მ--–------–იაზე” მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის მიხედვით ზიანმა 08 ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავებაზე შეადგინა 600 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,ს----------–ოს მ--–------–იაზე” მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი - 01 ფურცელი (ს. ფ 21)
3.2.3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000930 შესულია კანონიერ ძალაში, სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარდა 2017 წლის 10 აგვისტოს, რის საფუძველზეც მას უფლება ჰქონდა კანონით დადგენილ ვადებში (30 დღე) გაესაჩივრებინა ზემოაღნიშნული ოქმი, მოპასუხის მიერ ჯარიმა გადახდილ იქნა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საფოსტო უკუგზავნილი, ს----------–ოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 14/09/2017 წლის #18/139772 წერილი და 2017 წლის 30/08/2017 წლის #1 საგადასახადო დავალება (ს. ფ 24)
3.2.4. სარწყავი წყლის თვითნებურად დატაცებით ი-----– ჯ--- ო---–-მ შპს ”ს----------–ოს მ--–------–იას” მიაყენა 600 ლარის ოდენობის ზიანი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,ს----------–ოს მ--–------–იაზე” მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი - 01 ფურცელი (ს. ფ 21)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 26 ივლისს შედგენილი სარწყავი წყლის დატაცებით შპს ”ს----------–ოს მ--–------–იაზე” მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომელიც შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ №000930 ოქმის საფუძველზე. აღნიშნულის საფუძველზე მოპასუხეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფ. ლ--–-------ის ტერიტორიაზე, თვითნებურად წყლის დატაცების ფაქტზე,რა მის მიერ გადახდილი იქნა 2017 წლის 30 აგვისტოს.
მოპასუხე ი-----– ჯ--- ო---–-ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადსტურებდა, რომ არ აქვს დატაცებული წყალი და არა აქვს 8 ჰექტრზე ნათესები. მის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ დგინდება მიწის მფლობელის ვინაობა და მითუმეტეს ვერ დგინდება ის გარემოება, რომ გარდა 5 ჰექტარი მიწისა, იმ ნაკვეთზე არ არის სხვა ფართობიც, ვინაიდან ჯი პი ეს (GPS) სისტემების საშუალებით აღებული კოორდინატებით დადგენილია, რომ დამუშავებული აქვს მოპასუხეს 08 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მორწყული იყო ოქმის შედგენის პერიოდისათვის და რის გამოც დაჯარიმებულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს----------–ოს მ--–------–იას“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2017 წლის 26 ივლისს, შპს „ს----------–ოს მ--–------–იის“ ინსპექტორმა რ----- გ--–-–---–მა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000930, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ლ--–-------ის ტერიტორიაზე, თვითნებურად წყლის დატაცების ფაქტზე, რაც გადახდილი აქვს 2017 წლის 30 აგვისტოს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მოპასუხეს ჩაჰბარდა 2017 წლის 10 აგვისტოს, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1. ფაქტობრივი გარემოებით დადგენილად მიიჩნია, რომ სარწყავი წყლის თვითნებურად დატაცებით ი-----– ჯ--- ო---–-მ შპს ”ს----------–ოს მ--–------–იას” მიაყენა 600 ლარის ოდენობის ზიანი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, არსებობს ყველა პირობა, რაც ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, ი-----– ჯ--- ო---–-სათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ”ს----------–ოს მ--–------–იის” ინტერესია იმ დანაკარგის ანაზღაურება, რაც მიადგა მართლსაწინააღმდეგოდ სამელიორაციო სისტემიდან წყლის გახარჯვის გამო. დადგენილია, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 600 ლარს. ამდენად, სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ი-----– ჯ--- ო---–-ს შპს ”ს----------–ოს მ--–------–იის” სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 135 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელე შპს ”ს----------–ოს მ--–------–იის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50.00 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს----------–ოს მ--–------–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ი-----– ჯ--- ო---–-ს მოსარჩელე შპს „ს----------–ოს მ--–------–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს 600 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ი-----– ჯ--- ო---–-ს მოსარჩელე შპს „ს----------–ოს მ--–------–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) მეშვეობით. 5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე