განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
330100119002882192
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/931-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ გ---–--–---–-–---–---

ადვოკატ ნ-----–------------,ბრალდებულ დ--------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, მ-----------------------------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ--------------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ--------------მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი 6 ცალი ვაზნა, რომლებიც, ასევე, მართლსაწინააღმდგოდ შეინახა დაუდგენელ ადგილას.

 

დ-------------- დარწმუნებული იყო, რომ მეუღლე - ო-–----------–- ღალატობდა და ინტიმური კავშირი ჰქონდა მის ბავშვობის მეგობართან და მეჯვარესთან, მათსავე კორპუსში მცხოვრებ ნ-----–-----–-–--–---–----, რის გამოც ამ უკანასკნელის მიმართ განეწყო შურისძიების გრძნობით და განიზრახა მისი მოკვლა.

 

2018 წლის 26 ნოემბერს დ-------------- შეიარაღდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტითა და საბრძოლო მასალით და საცხოვრებელ კორპუსთან, რომელიც მდებარეობს თბილისში, მ------------------------------------, დაელოდა ნ-----–-----–-–--–---–-ს მისვლას. დაახლოებით 01:50 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–-----–-–--–---–-, მეგობრებთან - მ-----–-----------–--ნთან, გ--------------–---სა და მ-----–------–---–---ნ ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, დაბრუნდა საცხოვრებელ კორპუსთან. მ-----–------–---–მა ავტომანქანა გააჩერა დ----------------------------- კორპუსებს შორის. მანქანიდან გადმოვიდნენ ზემოთ დასახელებული პირები და გაჩერდნენ იქვე. დ--------------მ შენიშნა რა მათი ყოფნა კორპუსების მიმდებარედ, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი და მიუახლოვდა მათ, ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა ნ-----–-----–-–--–---–-სკენ და, განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინა გასროლები მისი მიმართილებით, სროლის შედეგად ნ-----–-----–-–--–---–მა მიიღი ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის არეში და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. სროლის დროს იქვე მყოფმა გ--------------–---მ დ--------------ს უთხრა, თუ რას აკეთებდა, რა დროსაც დ--------------მ მასაც ესროლა ფეხის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ნ-----–-----–-–--–---–- და გ--------------–--- გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, ნ-----–-----–-–--–---–-, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გ--------------–---მ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ დ--------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ დ---------------, დაზარალებულ გ--------------–---ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ-----------–---ს, მოწმეების: ნ---------------–---–-ს, მ-------------–-–---–-ს, ა-------------–----ს, მ--------–--------–---–-ს, ა-------–-----–--------ს, თ------------------–----ს, რ-–------------ს, მ-----–-----------–--ნის, მ-----–------–---–ის, ო-–----------–-ს, ს----------------------ს, ბ----------------- და ლ-–-------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმებით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ბალისტიკური ექსპერტიზის #2----- და #--- დასკვნებით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით; ნივთიერებათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნით; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნებით - დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--------------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

ზემოაღნიშნულის გამო, დ--------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელები განესაზღვროს ამ მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

დ--------------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა წინასწარ, მიზანმიმართულად, შეგნებულად დაგეგმა დანაშაულის ჩადენა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში და მის მიერ განხორციელებული ქმედებით დადგა უმძიმესი შედეგი, დაზარალებულის გარდაცვალების სახით.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დ--------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური. ამასთან, სასამართლო, დ--------------- მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად თვლის მის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენებას, იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების აკრძალვის სახით.

 

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108-ე მუხლით, 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 5 (ხუთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ--------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით, 5 (ხუთი) წლით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

დ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 27 ნოემბრიდან.

 

დ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტი, მჭიდით, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; გარდაცვლილ ნ-----–-----–-–--–---–-ს ტანსაცმელი და ნივთები გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ-----------–---ს; სუნის, ნერწყვის და ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და მასრებიდან, ნ-----–-----–-–--–---–-ს გვამიდან აღებული უცხო სხეული, დაქტილობარათები, 2 ცალი კბილის ჯაგრისი და 6 ცალი მასრა განადგურდეს; სამედიცინო დოკუმენტაცია და დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე