განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003030-52
საქმე N1-456/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი 2-19 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - პა-----–-–--–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: რა---------------–--ლი
მამის სახელი: ახ-----
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქობულეთი, სოფელი მუ---------ე
ადვოკატი - მე----–------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ ,,გ“ ქ/პუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172290419001
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
1.1 2-19 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუ---------ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში რა---------------–--ლმა თავისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ არასრულწლოვანი შვილის იზ------------–--ლის თანდასწრებით ოჯახის წევრს, თავის მეუღლეს ლე-------------–--ლს ხელის სახის არეში დარტყმით, ასევე არასრულწლოვან შვილ იზ------------–--ლს თმებში მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2 2-19 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუ---------ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში რა---------------–--ლმა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლე-------------–--ლს რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.3 2-19 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუ---------ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში რა---------------–--ლმა თავის მეუღლეს ლე-------------–--ლს, ასევე თავის შვილებს კა-------------–--ლს, ნი-------------–--ლს და არასრულწლოვან შვილს იზ------------–--ლს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლე-------------–--ლს, კა-------------–--ლს, ნი-------------–--ლს და იზ------------–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახში ძალადობა, ორის პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ და არასრუწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახში ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც
იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრუწლოვნის მიმართ;
2.1. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი 5-9);
2.3 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 27.05.2-19წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ლე-------------–--ლს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება (იხ. ს.ფ.25-28);
2.5. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 27.05.2-19წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით იზ------------–--ლს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება. (იხ. ს.ფ.45-48);
2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ლე-------------–--ლის ჩვენება, კა-------------–--ლის ჩვენება, ნი-------------–--ლის ჩვენება, იზ------------–--ლის ჩვენება, და--------–--–--------------------------–--–--ის ჩვენება, რა---------------–--ლის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რა---------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ორის პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ და არასრუწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახში ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრუწლოვნის მიმართ;
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ რა---------------–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ორის პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ და არასრუწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახში ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრუწლოვნის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,ა“ ,,გ“ქ/პუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. რა---------------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;
4.2. რა---------------–--ლის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რა---------------–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,ა“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ,,ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა რა---------------–--ლმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთან ურთიერთობას ადვოკატის განმარტებით დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან, ისინი კვლავ ერთად ცხოვრობენ;
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის შემდეგ ბრალდებული დაავადდა; წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით 2-19 წლის 28 მაისს ის მოთავსდა სტაციონარში დიაგნოზით: ვერტებრო - ბაზილარული არტერიული სინდრომი...სახის ნერვის პერიფერიული პარეზი; ავადმყოფობის მიმდინარეობა მწვავე; მკურნალოუის შედეგად ნევროლოგიურად დადებითი დინამიკაა, თუმცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები შემდეგი სახისაა: შეზღუდულია ფიზიკური დატვირთვა და სავალდებულოა ნევროპათოლოგის მეთვალყურეობა; ამდენად, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ჯანმრთლეობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა ნერვიულობის ნიაგდაგზე; შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ რა---------------–--ლის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სასჯელის სახედ საზოგადოებისატვის სასარგებლო შრომა; სხვა სახის სასჯელის განსაზღვრისას კი ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,ა“ ,,გ“ქ/პუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად. რა---------------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო და-----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების, მდებარე - ქობულეთი, დაბა ოჩ-------ი (ზონა-ქობულეთი 2-, სექტორი- დაბა ოჩ-------ი 3-, კვარტალი -0-, ნაკვეთი -0--, საკადასტრო კოდი - 2--3--0-.0--)- 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას ზ/აღნიშნულ უძრავ ქონებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული რა---------------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რა---------------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პირობითი მსჯავრდებულის რა---------------–--ლს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რამაზ მენაღარიშვლს კი დაევალოს პრობაციის ბიუროს ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მსჯავრდებულ რა---------------–--ლს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2-19 წლის 29 აპრილიდან 2-19 წლის 03 მაისის ჩათვლით;
მსჯავრდებულ რა---------------–--ლის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-19 წლის 02 მაისის განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - და-----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების მდებარე: ქობულეთი, დაბა ოჩ-------ი (ზონა- ქობულეთი 2-, სექტორი - დაბა ოჩ-------ი 3-, კვარტალი 0-, ნაკვეთი-0--, საკადასტო კოდი- 2--3--0-.0--) - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე