განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
330100118002729543
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5199-18

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ---------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - კ----------------ე და თ-------------–--ე

 

ბრალდებული: ნ----- ა-------ი, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-----------–ა.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით.

 

ბრალდებული: ე-–--- თ--------------ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–-----------–---------------–---–------------ში.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

თარჯიმანი: ვ-----–-------------ი

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ნ----- ა-------მა და ე-–--- თ--------------მა წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი. აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნ----- ა-------მა და ე-–--- თ--------------მა 2----–-–-----------------ს ქ.თბილისში, ფ-------–----------–---–-------------------–---–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ანგარების მოტივით - 500 (ხუთასი) ლარის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, გაასაღეს მოქალაქე ი----------------ოზე.

 

1.2. ნ----- ა-------მა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,2346 გრამი. მინის ფლაკონში და პოლიეთილენის პარკებში მოთავსებულ, აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, ნ----- ა-------ი 2----–-–-----------------ს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად ქ.თბილისში, ტ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

1.3. ე-–--- თ--------------მა უკანონოდ შეიძინა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,0246 გრამი. უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში მოთავსებულ, აღნიშნულ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს ე-–--- თ--------------ი 2----–-–-----------------ს ასევე უკანონოდ ინახავდა ქ.თბილისში, ს------–-----------–------------------–---–---------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ნ----- ა-------ის და ე-–--- თ--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

2.2. მოწმე ზ---- კ--------ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს შსს პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის ი----------------------------–-------------------–---ში. 2----–-–--------------–--ე, მან ს------– ფ-------–-ში ჩაატარა მოსახლეობის აღწერა, რა დროსაც ნ----- ა-------ი და ე-–--- თ--------------ი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, დაფიქსირებული ყავს ს------– ფ-------–-ში, გ-------–---–---------ში ფაქტობრივ მაცხოვრებლებად. მისი ვიზიტისას, სახლის კიბეზე ისხდნენ ე-–--- თ--------------ის მეუღლე და ბავშვები, მათ გვერდით იჯდა ნ----- ა-------ი და მიირთმევდნენ საჭმელს. ნ-----ი იქცეოდა როგორც ოჯახის წევრი, თუმცა, გამოკითხვისას სხვა სახელით გაეცნო. იგი შეეკითხა ე-–---ს, ვინ იყო ეს კაცი, რაზეც ე-–---ი თავდაპირველად გაღიზიანდა, მერე კი უპასუხა, რომ იყო მისი ოჯახის წევრი, ნათესავი და ცხოვრობდა მასთან. მეზობლების გამოკითხვის შედეგად მან დაადგინა ნ-----ის ნამდვილი სახელი და ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მუდმივად ცხოვრობდა ამ მისამართზე. იგი დაახლოებით წელიწადში ერთხელ, რეგულარულად, ატარებს მოსახლეობის აღწერას, თუმცა, ვინაიდან, ბოლო აღწერის შემდეგ, ცვლილება არ მომხდარა, მონაცემები არ განუახლებია.

 

2.3. მოწმე ზ----- ნ------ის (გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–-------------------–---ში მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. 2----–-–-----------------ს, მან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩაატარა თბილისში, ს------– ფ-------–-ში, გ-------–---–---------ში მდებარე ე-–--- თ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის გვერდით არსებულ საპირფარეშოში, პატარა ზომის მაგიდიდან ამოღებული იქნა ერთჯერადი საინექციო შპრიცი, დგუშით და წითელი ფერის თავსაფრით, მინის მცირე ზომის ბოთლი, წარწერით ,,В-----------------“, მუქი მოყავისფრო სითხით და ლურჯი სამედიცინო მომჭერი. სამზარეულოდან ასევე ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც იყო მოყავისფრო ფხვნილი. ე-–--- თ--------------ის საძინებლიდან ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონი. ჩრეკას ესწრებოდა ე-–--- თ--------------ის ძმა. მან დაუდასტურა, რომ ტელეფონი მის ძმას - ე-–--- თ--------------ს ეკუთვნოდა, ასევე მიუთითა კოდი, რომლითაც შესაძლებელი იყო ტელეფონის განბლოკვა. საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით მონაწილე პირებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

 

2.4. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ------- კ-------–---–მა.

 

2.5. მოწმე ო-------------ს (გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–-----------------ს, დღის მეორე ნახევარში, თბილისში, ტ-------------ის მიმდებარედ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნ----- ა-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, ხოლო მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ერთჯერადი საინექციო შპრიცი და გამჭვირვალე მინის ქილა, მუქი ფერის ლაქებით. ნ----- ა-------მა ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, რაიმე სახის შენიშვნა არ გამუთქვამს და აღიარებდა, რომ იყო ნარკოტიკების გამსაღებელი და ამოღებული ნივთიერება უნდოდა გასასაღებლად, სურდა პოლიციასთან თანამშრომლობა და დაასახელებდა იმ პირს, ვისგანაც იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს.

 

2.6. მოწმე დ------------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–-----------------ს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნ----- ა-------ი უნდა ყოფილიყო ,,------–----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და უნდა შეხვედროდა მეგობარს. დღის მეორე ნახევარში, თბილისში, ტ-------------ის მიმდებარედ, ნ----- ა-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა ყვითელი პოლიეთილენის პარკი, მასში გახვეული შავი ფერის ნივთიერებით, ხოლო მისი ქურთუკიდან - საინექციო შპრიცი და მინის ქილა, მუქი ფერის სითხით. ნ----- ა-------მა განმარტა, რომ მისგან ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება და ეკუთვნოდა მას, ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმს და რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

2.7. მოწმე ა----–--–---–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–-----------ერში, ი----------------ოს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. მან გამოკითხა ი----------------ო, რის შემდეგ, სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ი----------------ოს მან გადასცა ოპერატიული თანხა - 500 ლარი და ამ უკანასკნელთან ერთად გაემგზავრა თბილისში, ს------– ფ-------–-ში, სადაც ი----------------ოს მის მიერ მითითებული პირისგან უნდა შეეძინა ნარკოტიკი. იგი ი----------------ოს ელოდებოდა 200-300 მეტრში იმ სახლიდან, სადაც შევიდა ეს უკანასკნელი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ, მან, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ი----------------ოსგან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება და დალუქა კანონით დადგენილი წესით. ასევე დაათვალიერა ფარული საგამოძიებო მოქმედებისას გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც იყო სმენადი. ვინაიდან ფარულ ჩანაწერში ფიგურირებდა მეორე პირიც - ნ----- ა-------ი, დამატებით გამოიკითხა ი----------------ო, რომელმაც განმარტა, რომ ნ----- ა-------ი, ე-–--- თ--------------თან ერთად ახდენდა მასზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას.

 

2.8. მოწმე ი----------------ოს ჩვენებით დასტურდება, რომ რომ იგი არის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი. ე-–--- თ--------------ი, დაკავებამდე 4-5 თვით ადრე გაიცნო ფ-------–-ში, სადაც ნარკოტიკების შესაძენად ჩადიოდა ხოლმე. მას შემდეგ, ხშირად სტუმრობდა ე-–--- თ--------------ს ფ-------–-ში და თანხის სანაცვლოდ იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ჩასვლამდე ე-–---ს ტელეფონით უკავშირდებოდა, არკვევდა ს------–ში თუ იყო ეს უკანასკნელი და დასტურის შემთხვევაში აკითხავდა მას. დაკავებამდე, დაახლოებით ერთი თვით ან თვენახევრით ადრე, ე-–---ის სახლში გაიცნო ნ----- ა-------ი, რომელმაც, რამდენჯერმე, თავად შესთავაზა მისგან ნარკოტიკის შეძენა. შეთანხმდნენ, როცა ე-–---ი არ იქნებოდა ს------–ში, ურთიერთობა ჰქონოდა ნ-----თან. 2----–-–--------------რამდე, რამდენიმე დღით ადრე, იგი, ფ-------–-ში, შეხვდა ნ-----ს და შეიძინა ნარკოტიკები, რომელიც მოეჩვენა, რომ იყო ,,პატარები“ (მცირე ოდენობის). ამ დროს, შესაძლებელია ე-–---ი იყო იმავე სახლში, თუმცა მას არ უნახავს. 2----–-–-----------------ს, როდესაც ე-–--- თ--------------მა და ნ----- ა-------მა გადასცეს მას ნარკოტიკი, ხელში დაჭერისას კვლავ მოეჩვენა, რომ წონით იყო შეთანხმებულ 3 გრამზე ნაკლები, რაზეც ჯერ ერთი და მერე მეორე ბრალდებული არწმუნებდნენ, რომ პირიქით, ნარკოტიკი იყო არა ნაკლები, არამედ 3 გრამზე მეტი. ნარკოტიკი მან შეიძინა 500 ლარად, აღნიშნული თანხა მანამდე, ქ.თბილისის მ--------------------–--ში გადასცეს საკონტროლო შესყიდვის მიზნით. ნარკოტიკის შეძენისას, ნ----- ა-------ი, გამოვიდა ოთახიდან, ხელში სავარაუდოდ ეჭირა პოლიეთილენის პარკში დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკი, რომელიც შეიტანა სხვა ოთახში, სადაც ე-–--- თ--------------ი იმყოფებოდა და ერთად დააფასოეს ნარკოტიკი. ე-–--- თ--------------ი და ნ----- ა-------ი ერთად ახდენდნენ მასზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ე-–---ი არ დახვედრია სახლში და ნ----- ა-------ისგან შეუძენია ნარკოტიკული საშუალება გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ან ე-–---ს ნ-----ისთვის დაუტოვებია მისთვის გადასაცემი ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულები, მისი თანდასწრებით, ერთობლივად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებას, აწონვას და მასზე გასხვისებას. ნარკოტიკს აფასოებდნენ თვალის ზომით, სასწორს არ იყენებდნენ. 2----–-–-----------------ს, ე-–--- თ--------------ის სახლიდან გამოსვლის შემდეგ, მან გათიშა ჩამწერი მოწყობილობა და შეძენილი ნარკოტიკი, დაახლოებით 100-200 მეტრში მანქანაში გადასცა გამომძიებლებს. გზად, სანამ პოლიციის მანქანამდე მივიდოდა, არავინ შეხვედრია. მისგან სწორედ ის ნარკოტიკი ამოიღეს, რაც მან შეიძინა ე-–--- თ--------------ისგან და ნ----- ა-------ისგან.

 

2.9. ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით (1---------) ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ი----------------ოს, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2.10. ამოღების ოქმის (1---------) მიხედვით, 2----–-–-----------------ს, 1---------- საათზე, თბილისში, ს------–ი ფ-------–-, რ------------------–--–ი, ,,ი-------–-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ი----------------ოს მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ერთ ე.წ. ,,ბაშად“ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება , რომელიც მოთავსებულია მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში.

 

2.11. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის (0---------) მიხედვით, 2----–-–-----------------ს 0---------- საათზე ჩატარდა, თბილისში, ს------–ი ფ-------–-, გ-------–---–------------ში მდებარე ე-–--- თ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის გვერდით განთავსებულ საპირფარეშოს შესასვლელთან, პატარა ზომის მაგიდის ზედაპირზე, ნანახი და ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი დგუშით და მოწითალო ფერის თავსახურით. ასევე ნანახი და ამოღებული იქნა მინის მცირე ზომის ბოთლი რუსულენოვანი წარწერით ,,В-----------------“, რომელშიც მოთავსებულია მუქი ფერის სითხე. მაგიდის ზედაპირიდან ასევე ამოღებული იქნა ლურჯი ფერის სამედიცინო დამჭერი ღია ფერის პლასტმასის შესაკრავით. პირველ სართულზე სახლის გვერდით განთავსებულ სამზარეულო ოთახში, ღია მოყავისფრო კარადაში ნანახი და ამოღებული იქნა მცირე ზომის მუყაოს ყუთში მოთავსებული პატარა ზომის პოლიეთილენის პაკეტი, მასში არსებული მომწვანო-მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებით. ასევე პირველ სართულზე არსებული ე-–--- თ--------------ის საძინებელ ოთახში, ტელევიზორის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, მასში მოთავსებული სიმბარათით 5--------, რომელიც ე-–--- თ--------------ის ძმის - მ------- თ--------------ის განმარტებით, ეკუთვის მის ძმას - ე-–--- თ--------------ს.

 

2.12. პირადი ჩხრეკის ოქმით (0---------), 2----–-–-----------------ს, 1---------- საათზე, თბილისში, ტ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა ყვითელი პოლიეთილენის პარკი, მასში გახვეული შავი პოლიეთილენის პარკი ფხვიერი ნივთიერებით. ასევე ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ნანახი იქნა ერთჯერადი გამოყენების შპრიცი, ასევე შუშის ქილა, დახურულ მდგომარეობაში, რომელსაც აღენიშნება მცირე ოდენობით მუქი სითხე.

 

2.13. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით (0---------), ე-–--- თ--------------ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული კვლევით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

2.14. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით (0---------), ნ----- ა-------ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული კვლევით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

2.15. ზემოაღანიშნული ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი----- მ-------–-–---–მა, ამასთან განმარტა, რომ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებას ასევე მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

2.16. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (1---------), ი----------------ოსგან ამოღებული მოვარდისფრო პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 1,0641 გრამი (ნოტიო მდგომარეობაში წონით 1,5161 გრამი), წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის წონა შეადგენს - 0,5057 გრამს.

 

2.17. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-------------–---–-ა და პ-------–--–---–--ემ.

 

2.18. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (0---------), ე-–--- თ--------------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში მოთავსებული ყავისფერი 2,2 მლ სითხე, შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,024 გრამს.

 

2.19. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------–---–-----მა და გ-------–------–----ემ.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (0---------), ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მინის ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,0009 გრამს. ყვითელი ფერის პოლიეთილენის პაკეტში შეხვეული გამჭვირვალე და ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 1,4577 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,2337 გრამს.

 

2.20. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-------------------ემ და გ-------–------–----ემ.

 

2.21. სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა 2----–-–-----------------ს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, როგორ მიდის ი----------------ო ე-–--- თ--------------ის სახლში, სადაც მას ხვდება ნ----- ა-------ი, რომელიც, საშინაო ტანისამოსით მიირთმევს საჭმელს. მას შემდე, რაც ნ----- ა-------ისგან შეიტყობს, რომ ე-–--- თ--------------ი შინ არ არის, ი----------------ო ნ----- ა-------ს ეუბნება, რომ ,,აქვს 500 და 3 გრამი უნდა“. ნ----- ა-------ი ეკითხება - ,,500 ლარი გაქვს?“. იური კ---------- რამდეჯერმე უმეორებს ნ----- ა-------ს, რომ, ,,აქვს 500 ლარი და 3 გრამი უნდა.“ ი----------------ო საყვედურობს ნ----- ა-------ს, რომ ,,იმ დღეს პატარები იყო“, რაზეც ნ----- ა-------ი ინტერესდება ,,როდის?“ და ასევე სთავაზობს, ,,ის ოთხი 150, მოგცემ, ისიც სამი გამოდის“. ი----------------ო უარობს და ისევ ე-–--- თ--------------ის მოსვლას ითხოვს დასალაპარაკებლად. ნ----- ა-------ი სთავაზობს, ,,მომიტანე ფულიო, ეგრე მოგიტანს“, რაზეც ი----------------ო ბრაზობს და წინა ჯერს ახსენებს, ,,იმ დღესაც ასე მომეცი“, ,,მომიტანა, წავიდა, ნახევარი საათი ველოდებოდი და ... რა იყო ის? ერთი ,,ზახოდი“. ი----------------ო ეკითხება ნ----- ა-------ს ,,5 გრამი 700-ად ხომ გამოდის?“ რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს ,,აზრზე არა ვარ, მომე ფული, მივცემ და წამოიღოს... მივცემ და 10 წუთში მოვა. მოიტანს“. საუბარს შემოესწრო ე-–--- თ--------------ი, რომელსაც ი----------------ო მოკლედ ეუბნება, რომ უნდა 3 გრამი. ე-–--- თ----------------ი ჯდება მანქანაში და მიდის, წასვლამდე ი----------------ოს პირდება, რომ 2 წუთში დაბრუნდება. ე-–--- თ--------------ის დაბრუნების შემდეგ, ჩანაწერში ნათლად ჩანს, როგორ გამოდის ერთი ოთახიდან ნ----- ა-------ი და მიდის იმავე მიმართულებით, საითაც მანამდე წავიდა ე-–--- თ--------------ი. ამ დროს ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი და შედის დერეფნის ბოლოში არსებულ ოთახში. მოგვიანებით, იმავე ოთახიდან გამოდის ჯერ ნ----- ა-------ი, რომელიც უხმობს ი----------------ოს, შემდეგ ე-–--- თ--------------ი, რომელსაც ხელში აქვს მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება და გადასცემს მას ი----------------ოს. ნ----- ა-------ი ესწრება გადაცემის პროცესს, კადრში კარგად ისმის მისი ხმა, როდესაც ი----------------ოს უჩნდება პრეტენზია, რომ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, კვლავ 3 გრამზე ნაკლებია, ე-–--- თ--------------თან ერთად, ნ----- ა-------იც არწმუნებს ამ უკანასკნელს, რომ ოდენობა ნაკლები კი არა, მეტია.

 

2.22. საქართველოს შსს საეექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N------- დასკვნით (2---------), 2----–-–-----------------ს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირების გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და ემთხვევა ნ----- ა-------ის და ე-–--- თ--------------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათებზე არსებულ ფოტოსურათებს.

 

2.23. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ხ------–---–მა.

 

2.24. სასამართლოში წარმოდგენილმა სხვა მოწმეებმა ძირითადად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტკიცებულებების ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების/უარყოფის კონტექსტში არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.25. ბრალდებულები ნ----- ა-------ი და ე-–--- თ--------------ი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, არ დაკითხულან.

 

2.26. სასამართლო მიმოიხილავს ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

2.27. პირველ რიგში, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ა) ნ----- ა-------მა შეიძინა და მინის ფლაკონსა და პოლიეთილენის პარკებში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონით 0,2346 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2----–-–-----------------ს, ქ.თბილისში, ტ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. ბ) ასევე, ე-–--- თ--------------მა შეიძინა და ქ. თბილისში, დ----- გ-------–---–---------ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონით 0,0246 გრამი, რაც 2----–-–-----------------ს ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის სახლის ჩხრეკისას. შემდეგ გარემოებათა გამო: ა) ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით (0---------), მოწმეების ომარ ჩ------ს და დ------------–---–ის სანდო და თანმიმდევრული ჩვენებებით, ცალსახად არის დადგენილი, რომ 2----–-–-----------------ს, თბილისში, ტ------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ----- ა-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ნივთიერება, ხოლო ქურთუკის ჯიბიდან - გამჭვირვალე ქილა, მოყავისფრო ლაქებით, რაც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (0---------), მინის ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,0009 გრამს, ხოლო პოლიეთილენის პაკეტში შეხვეული ყავისფერი ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,2337 გრამს. ბ) ე-–--- თ--------------ის ბინის ჩხრეკის ოქმით (0---------), ასევე მოწმეების - ზ----- ნ------ის და გ------- კ-------–---–ის სანდო და თანმიმდევრული ჩვენებებით, ცალსახად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს ე-–--- თ--------------ის სახლის ჩხრეკისას, საპირფარეშოში არსებული მაგიდიდან ამოღებული იქნა მინის ქილა, მასში არსებული მოყავისფრო სითხით, რაც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (0---------), შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,024 გრამს. საყურადღებოა, რომ არც დაცვის მხარე უარყოფს იმ გარემოებებს, რომ ნ----- ა-------ი პირადად, ხოლო ე-–--- თ--------------ი მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რაც ამოღებული იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

 

2.28. სასამართლო განმარტავს, რომ ე-–--- თ--------------ი, ასევე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მან, 2----–-–-----------------ს, ი----------------ოზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს ე-–--- თ--------------მა ი----------------ოზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა ნ----- ა-------თან შეთანხმებით, ჯგუფურად, როგორც ამას ბრალდების მხარე მიიჩნევს, თუ მარტომ, ნ----- ა-------ის მონაწილეობის გარეშე, როგორც ამას, დაცვის მხარე ამტკიცებს.

 

2.29. სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს, ე-–--- თ--------------მა და ნ----- ა-------მა, 500 ლარის სანაცვლოდ, წინასწარ შეთანხმებულად, ჯგუფურად გაასაღეს ნარკოტიკული საშუალება ი----------------ოზე. შემდეგ გარემოებათა გამო:

2.30. სასამართლომ კრიტიკულად შეისწავლა მოწმე ი----------------ოს ჩვენება, გაითვალისწინა ის რისკი, რაც შესაძლებელია თან ახლდეს იმ მოწმის ჩვენებას, რომლის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის გამო, არსებობს გონივრული ეჭვი, მის პირად ინტერესთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოწმე ი----------------ოს ჩვენება არის გულწრფელი და ზედმიწევნით შეესაბამება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერის შინაარსს და ასევე სხვა მტკიცებულებების ერთობლივ ანალიზს. კერძოდ, მოწმე ი----------------ომ დაადასტურა, რომ იგი იყო ნარკოდამოკიდებული და როგორც ე-–--- თ--------------ისგან, ასევე ნ----- ა-------ისგან სისტემატიურად იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რაზეც ასევე ნათლად მიუთითებს ვიდეოჩანაწერი, სადაც მკაფიოდ ჩანს ი----------------ოს და ნ----- ა-------ის შეხვედრა, გასაუბრება, რომელიც ნათლად ადასტურებს, როგორც მათ წინარე ნაცნობობას, ასევე მათი ურთიერთობის შინაარსს. ი----------------ომ განმარტა, რომ 2----–-–--------------რამდე, მან შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები ნ----- ა-------ისგან, თუმცა მოეჩვენა, რომ იგი წონაში მოატყუეს. ჩვენების ეს ნაწილი სრულ შესაბამისობაშია ვიდეოჩანაწერთან, სადაც კარგად ისმის, როგორ საყვედურობს ი----------------ო ნ----- ა-------ს იმის გამო, რომ წინა ჯერზე ნარკოტიკი იყო მცირე ოდენობით (,,პატარები“), ნ----- ა-------ი კი, თავს იმართლებს. ი----------------ომ განმარტა, რომ ორივე ბრალდებული ერთად ახდენდა მასზე ნარკოტიკების რეალიზაციას, რაც ასევე დადასტურებულია ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს, როგორ უხსნის (თან არაერთხელ) ი----------------ო ნ----- ა-------ს, რა თანხით არის მისული და რა ოდენობის ნარკოტიკის შეძენა სურს. სწორედ ნ----- ა-------ს ურიგდება იური კ----------- თანხაზე (500 ლარზე) და არა ე-–--- თ--------------ს, რომელსაც მოგვიანებით, მხოლოდ ნარკოტიკის სასურველ ოდენობას ეუბნება, თანხას კი აღარ ახსენებს. ვიდეოჩანაწერში ასევე ნათლად ჩანს, როგორ გადასცემს ნ----- ა-------თან წინასწარ დასახელებულ თანხას ი----------------ო ე-–--- თ--------------ს, რასაც ესწრება ნ----- ა-------იც. ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანს, როგორ შედიან ე-–--- თ--------------ი და ნ----- ა-------ი ოთახში, სადაც ი----------------ოს განმარტებით, ისინი ხშირად აფასოებდნენ ნარკოტიკს, ამასთან, საყურადღებოა, რომ ოთახში შესვლისას, სწორედ ნ----- ა-------ს უჭირავს ხელში პოლიეთილენის პარკი და იქიდან გამოსული, სწორედ ის უხმობს ი----------------ოს, რის შემდეგ ე-–--- თ--------------ი გადასცემს მას უკვე დაფასოებულ ნარკოტიკს. ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ ისმის, რომ ი----------------ოს აქვს პრეტენზია, რომ მისთვის გადაცემული ნარკოტიკი კვლავ შეთანხმებულ 3 გრამზე ნაკლებია, რასაც ეპასუხება როგორც ე-–--- თ--------------ი, ასევე ნ----- ა-------ი და ორივე ცალ-ცალკე არწმუნებს ი----------------ოს, რომ ნარკოტიკის ოდენობა, ნაკლები კი არა, მეტია. ი----------------ომ განმარტა, რომ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, მან ე-–--- თ--------------ის სახლიდან გამოსვლისას, მალევე გადასცა გამომძიებელს, რაც ასევე უტყუარად არის დადასტურებული, როგორც მოწმე ა----–--–---–---–ის ჩვენებით, ასევე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმით (1---------). ასევე, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (1---------), სრულად არის დადასტურებული, რომ ი----------------ომ ე-–--- თ--------------ისგან და ნ----- ა-------ისგან ნამდვილად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი წონით 0,5057 გრამი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ი----------------ომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა 500 ლარად, რომელიც, ასევე მოწმე ა----–--–---–---–ის ჩვენებით და თანხის გადაცემის შესახებ ოქმით (1---------) დადასტურებულია, რომ მას, ე-–--- თ--------------თან და ნ----- ა-------თან შეხვედრამდე, გადაეცა სწორედ ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვის მიზნით. სასამართლოსთვის ასევე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ როგორც ე-–--- თ--------------ს, ასევე ნ----- ა-------ს, დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდათ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, რომელსაც ასევე მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

2.31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.32. დაცვის მხარის პოზიციით: ა) ნ----- ა-------ი იყო ხელოსანი, ე-–--- თ--------------ის სახლში ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს და კავშირი არ აქვს ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან. ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეყრდნოს ი----------------ოს არასანდო და არათანმიმდევრულ ჩევენებას, რომელიც არის მიკერძოებული, ვინაიდან, ბრალდების მხარემ მასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება.

 

ა) მოწმე ზ---- კ--------ას ჩვენებით, ვინც უშუალოდ აწარმოა მოსახლეობის აღწერა ქ.თბილისში, ფ-------–ის დ-----–---ში, დაადასტურა, რომ 2----–-–--------------–--ე სტუმრობდა ე-–--- თ--------------ის ოჯახს, სადაც, ნახა ნ----- ა-------ი და აღწერა იგი, როგორც ე-–--- თ--------------ის ოჯახში მუდმივად მცხოვრები პირი. ასევე მოწმე ი----------------ომ დაადასტურა, რომ არაერთხელ მისულა ე-–--- თ--------------ის სახლში, სადაც ნარკოტიკული საშუალება შეუძენია, როგორც ე-–--- თ--------------ისგან, ასევე ნ----- ა-------ისგან. სასამართლო აქვე დასძენს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა პირადად შეეფასებინა ვიდეოჩანაწერში ნ----- ა-------ის ქცევა შემთხვევის ადგილზე, რომლის ქცევა ობიექტურად არ ტოვებდა სტუმრის, მუშის ან ხელოსნის შთაბეჭდილებას. ბ) რაც შეეხება ი----------------ოს ჩვენების სანდოობას, სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომელიც მიიჩნევს, რომ მოწმის მიერ იმუნიტეტის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების მტკიცებულებად დაშვება და გამოყენება ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოებას ავტომატურად უსამართლოდ არ აქცევს. სასამართლო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს, რამდენად ეფუძნებოდა ბრალდებულის მსჯავრდება იმ მტკიცებულებას, რომელთან მიმართებაშიც ბრალდებულმა ვერ შეძლო, ან საკმარისად ვერ შეძლო დაცვის უფლებების განხორციელება; იყო თუ არა პროცესი შეჯიბრებითი და შეეძლო თუ არა ბრალდებულს ეროვნულ დონეზე მტკიცებულების დაშვებისა თუ გამოყენების გასაჩივრება, მის გამოკვლევაში მონაწილეობა, შეკითხვის დასმა და თავისი ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა, ანუ საბოლოო ჯამში, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Erdem v. Germany, 2004 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Verhoek v. Netherlands). ამდენად, ი----------------ო, რომელიც სასამართლოში დაიკითხა მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჯვარედინად დაეკითხა იგი. დაცვის მხარემ დაკითხვისას პირადად დაუსვა მოწმეს მისთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღო პასუხები. დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გადაემოწმებინა ყველა ის საკითხი, რაც მისთვის იყო აქტუალური. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა იმ სამართლებრივი გარანტიის გათვალისწინებით, რითაც დაუბრკოლებლად ისარგებლა დაცვის მხარემ მოწმე ი----------------ოს ჯვარედინი დაკითხვისას, აპრიორი ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მოწმის ჩვენების სანდოობას, მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული იქნა საპროცესო შეთანხმება (აღნიშნული არ დაადასტურა ი----------------ომ და განმარტა, რომ მასთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა). ამასთან, სასამართლომ ზემოთ უკვე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ გულწრფელად და თანმიმდევრულად აფასებს ი----------------ოს ჩვენებას, რომელიც სრულ თანხვედრაშია სასამართლოს მიერ გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

2.33. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს, ნ----- ა-------მა და ე-–--- თ--------------მა ქ. თბილისში, ფ-------–----------–---–-------------------–---–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, 500 ლარად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გაასაღეს მოქალაქე ი----------------ოზე.

 

2.34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

2.36. სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებისას იმსჯელებს.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

4.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

4.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

4.6. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც მისი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, არის დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ კიდევ ერთ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №189 არის ჰეროინი, სადაც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ითვლება 0,2 გრამამდე (0,2 გრამის ჩათვლით) ოდენობა, ხოლო დიდ ოდენობად ითვლება 0,2 გრამიდან 1 გრამამდე (1 გრამის ჩათლით) ოდენობა.

 

4.7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ნ----- ა-------მა და ე-–--- თ--------------მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და 2----–-–-----------------ს ქ. თბილისში, ფ-------–----------–---–-------------------–---–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, 500 ლარის სანაცვლოდ, გაასაღეს ი----------------ოზე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი, რაც ცალსახად აღემატება ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ე-–--- თ--------------ი და ნ----- ა-------ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

4.8. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2----–-–------------------ს ქ. თბილისში, ტ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,2346 გრამი, რაც ცალსახად აღემატება ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ნ----- ა-------ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

4.9. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2----–-–-----------------ს, ე-–--- თ--------------ის სახლში, მდებარე ქ. თბილისში, ს------–ი ფ-------–-, დ----- გ-------–---–---------ში ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,0246 გრამი, რის გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ე-–--- თ--------------ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ ნ----- ა-------ის და ე-–--- თ--------------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ე-–--- თ--------------ს, უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოთ ნ----- ა-------ს და ე-–--- თ--------------ს - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი კი - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

6.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებასა, ასევე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას - ჰეროინი, რომელიც შესულია სამოქალაქო ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, ოდენობას, რომელიც გაცილებით აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს, დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის არაერთი დანაშაული, ბრალდებულების პიროვნებას - ისინი არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, ვინაიდან დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას ორივე მათგანს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ნ----- ა-------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; ე-–--- თ--------------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და ნ----- ა-------ს და ე-–--- თ--------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეთა რესოციალიზაციის მიზნებს.

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი არის პირი, რომელმაც, მათ შორის ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

 

6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----- ა-------ს და ე-–--- თ--------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ი----------------ოზე გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი, მოვარდისფრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო ი----------------ოზე გასაღებული 0,5057 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ე-–--- თ--------------ის ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,0246 გრამი, ე-–--- თ--------------ის ბინიდან ამოღებული უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონი, შპრიცი, ლურჯი ფერის რეზინის სამედიცინო ლახტი, მცირე ზომის ყუთი, მასში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ნივთიერებით, ე-–--- თ--------------ის ნერწყვის ნიმუში, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,2346 გრამი, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის პარკები, რაშიც იყო გახვეული ნარკოტიკული საშუალება, შუშის ქილა, რაშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო დანაშრევი და ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ე-–--- თ--------------ის ბინიდან ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი - 5----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რაც დაფიქსირებულია ,,P-----“-ს ფირმის ,,DVD-R” ფორმატის კომპაქტს დისკზე და ე-–--- თ--------------ის ხმის ნიმუში, დაფიქსირებული ლაზერულ კომპაქტ დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ნ----- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ნ----- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ----- ა-------ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ----- ა-------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

ნ----- ა-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------------იდან.

2. ე-–--- თ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ე-–--- თ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი, და საბოლოოდ ე-–--- თ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე-–--- თ--------------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

ე-–--- თ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------------იდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

· ი----------------ოზე გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი, მოვარდისფრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო ი----------------ოზე გასაღებული 0,5057 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ე-–--- თ--------------ის ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,0246 გრამი, ე-–--- თ--------------ის ბინიდან ამოღებული უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონი, შპრიცი, ლურჯი ფერის რეზინის სამედიცინო ლახტი, მცირე ზომის ყუთი, მასში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ნივთიერებით, ე-–--- თ--------------ის ნერწყვის ნიმუში, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,2346 გრამი, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის პარკები, რაშიც იყო გახვეული ნარკოტიკული საშუალება, შუშის ქილა, რაშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო დანაშრევი და ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

· ე-–--- თ--------------ის ბინიდან ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი - 5----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

· ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რაც დაფიქსირებულია ,,P-----“-ს ფირმის ,,DVD-R” ფორმატის კომპაქტს დისკზე და ე-–--- თ--------------ის ხმის ნიმუში, დაფიქსირებული ლაზერულ კომპაქტ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე