განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
020100119003057026
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100119003057026

№1/347-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივლისი 2019 წელი ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

პროკურორი - ი-–------------

ბრალდებულები - გ--–--------–---–---------------–--------

ადვოკატი: თ------------–---–--

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

 

1. ბრალდებული გ--–--------–---–--

მამის სახელი: გ---–-

დაბადების თარიღი: 1--0--1---–-

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: წ--–-------------------------–-------–--

ფაქტობრივი საცხოვრებელი წ--–-------------------------–-------–--

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

2. ბრალდებული მ-------–--------

მამის სახელი: ი-----

დაბადების თარიღი: 1--0--1--- წ.

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ჩ-------–---------------------–------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჩ-------–---------------------–------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ--–--------–---–--მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, სამი პირის მიმართ .

 

კერძოდ, 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე ქ------------–-- ზ-------------------------------–- მდებარე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმყოფებოდნენ ზ--------------------------------------------------–-----------------------------------–----–-–---–--------–--------–---–----–-–--------–---–---------–----------–---–------------–---–-------------------------------------–---------------------------–-----–-------–----------------------------–------------ა და ზ---------–------- რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა ჩაეწერათ ს-------------–------ საარჩევნო სიუჟეტი. საარჩევნო სიუჟეტის მომზადების პროცესში, ზემოაღნიშნულ პირებთან მივიდნენ გ--–--------–---–--, მ-------–--------, გ----------–---–------------------ა და მათთან ერთად მყოფი სხვა პირი, რომლებმაც მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც გ--–--------–---–--მ, მ-------–--------მ და მათთან ერთად მყოფმა სხვა პირმა, ჯგუფურად, დაარტყეს ხელი და ფეხი ლ-------------------------–---–----------------–----------–---–-- კერძოდ, მ-------–--------მ ერთხელ დაარტყა ხელი ლ-------------- შუბლის არეში, რითაც ლ-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გ--–--------–---–--მ ერთხელ დაარტყა ფეხი ზ-------–---–-----------------–---------–----------–---–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნ-----–----------–---–- დაარტყა ხელი და ფეხი მუცლისა და ფეხის არეში, რითაც ნ-----–----------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე მათთან ერთად მყოფმა სხვა პირმა ხელი ჰკრა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზ-------–---–----- გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც ზ-------–---–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მ-------–--------მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, სამი პირის მიმართ.

 

კერძოდ, 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ------------–-- ზ-------------------------------–- მდებარე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმყოფებოდნენ ზ--------------------------------------------------–-----------------------------------–----–-–---–--------–--------–---–----–-–--------–---–---------–----------–---–------------–---–-------------------------------------–---------------------------–-----–-------–----------------------------–------------ა და ზ---------–------- რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა ჩაეწერათ ს-------------–------ საარჩევნო სიუჟეტი. საარჩევნო სიუჟეტის მომზადების პროცესში, ზემოაღნიშნულ პირებთან მივიდნენ გ--–--------–---–--, მ-------–--------, გ----------–---–------------------ა და მათთან ერთად მყოფი სხვა პირი, რომლებმაც მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მ-------–--------მ, გ--–--------–---–--მ და მათთან ერთად მყოფმა სხვა პირმა, ჯგუფურად, დაარტყეს ხელი და ფეხი ლ-------------------------–---–----------------–----------–---–-- კერძოდ, მ-------–--------მ ერთხელ დაარტყა ხელი ლ-------------- შუბლის არეში, რითაც ლ-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გ--–--------–---–--მ ერთხელ დაარტყა ფეხი ზ-------–---–-----------------–---------–----------–---–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნ-----–----------–---–- დაარტყა ხელი და ფეხი მუცლისა და ფეხის არეში, რითაც ნ-----–----------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე მათთან ერთად მყოფმა სხვა პირმა ხელი ჰკრა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზ-------–---–----- გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც ზ-------–---–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულებმა გ--–--------–---–--მ და მ-------–--------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმნენ საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. გ--–--------–---–--ს და მ-------–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, ზ-------–---–--------------------------------–----------------–---–---------------------------------------------------–------–-------–-------------------------------------------------------------------–--------------------–---–----------–--------------------------------------------------------------------------------------–---------------–-------–--------------------–---------–----------------------------–--------–---------------–----------------------------------------------------–----–-–---–----------–----------–---–---------------------------------------–-----------------------–-------–---- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის "ბ" და „გ“ ქვეპუნქტებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, სამი პირის მიმართ;

 

სსკ-ს 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში;

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" და „გ“ ქვეპუნქტები ) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ------------–-- ზ-------------------------------–- მდებარე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმყოფებოდნენ ზ--------------------------------------------------–-----------------------------------–----–-–---–--------–--------–---–----–-–--------–---–---------–----------–---–------------–---–-------------------------------------–---------------------------–-----–-------–----------------------------–------------ა და ზ---------–------- რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა ჩაეწერათ ს-------------–------ საარჩევნო სიუჟეტი. საარჩევნო სიუჟეტის მომზადების პროცესში, ზემოაღნიშნულ პირებთან მივიდნენ გ--–--------–---–--, მ-------–--------, გ----------–---–------------------ა და მათთან ერთად მყოფი სხვა პირი, რომლებმაც მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მ-------–--------მ, გ--–--------–---–--მ და მათთან ერთად მყოფმა სხვა პირმა, ჯგუფურად, დაარტყეს ხელი და ფეხი ლ-------------------------–---–----------------–----------–---–-- კერძოდ, მ-------–--------მ ერთხელ დაარტყა ხელი ლ-------------- შუბლის არეში, რითაც ლ-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გ--–--------–---–--მ ერთხელ დაარტყა ფეხი ზ-------–---–-----------------–---------–----------–---–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნ-----–----------–---–- დაარტყა ხელი და ფეხი მუცლისა და ფეხის არეში, რითაც ნ-----–----------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე მათთან ერთად მყოფმა სხვა პირმა ხელი ჰკრა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზ-------–---–----- გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც ზ-------–---–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8.გ--–--------–---–--მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

8.1. გ--–--–--------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. გ--–--------–---–--ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არ ყოფილა; კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ძმისშვილები, პენსიონერი მშობლები, მძიმე ავადმყოფი მეუღლე;

 

9.1. მ-------–--------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არ ყოფილა; ახალხაზრდაა, კმაყოფაზე ყავს ავადმყოფი მშობლები და ხანდაზმული ბებია;

 

10. გ--–--------–---–--სა და მ-------–--------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ადგილისა და ვითარების, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულების წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ--–--------–---–--ს და მ-------–--------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე შემამსუბუქებელი (დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ) გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით ( საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180-დან 240 საათამდე) საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ბრალდებულ გ--–--------–---–--ს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ბრალის სიმძიმისა და მისი პიროვნების მხედველობაში მიღებით, სანქციის ზედა ზღვართან მიახლოებული ზომით-საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 საათის ოდენობით, ბრალდებულ მ-------–--------ს მიმართ, ასევე ბრალის სიმძიმისა და მისი პიროვნების მხედველობაში მიღებით ( გარდა ზემოთაღნიშნულისა) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათის ოდენობით, რათა ბრალდებულებმა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--–--------–---–--ს და მ-------–--------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--–--------–---–--ს და მ-------–--------ს მიმართ ამ სასჯელის სახით ( ბრალდებულ გ--–--------–---–--ს მიმართ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 230 საათის ოდენობით, ბრალდებულ მ-------–--------ს მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათის ოდენობით) გამოყენება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;

 

ბრალდებულების მიმართ სსკ-ს 44-2 მუხლით დაწესებული შეზღუდვები ამ სახის სასჯელის განსაზღვრისათვის დადგენილი არაა;

 

ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მ-----–---------–------–---–-- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუცი----- შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუცი----- უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულებისთვის გ--–--------–---–--სა და მ-------–--------ს მიმართ სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით ვერ იქნება მათი ღირსების შემლახავი;

 

ბრალდებულების გ--–--------–---–--სა და მ-------–--------ს პიროვნებებიდან და ბრალის ხასიათიდან გამომდინარე დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის დანიშვნა არ იქნება სამართლიანი;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულთა მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 44-ე, 53-ე 61-62-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ--–--------–---–-- (პ/ნ 5---------- ) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდაათი) საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

სსკ-ს 61-62-ე მუხლების თანახმად მსჯავრდებულ გ--–--------–---–--ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 14 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით 36 (ოცდათექვსმეტი) დღე შემდეგი გაანგარიშებით პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 საათი და საბოლოოდ ბრალდებულ გ--–--------–---–--ს (პ/ნ 5---------- ) სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათის ვადით;

 

2. ბრალდებული მ-------–-------- (პ/ნ4----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 190 (ასოთხმოცდაათი) საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

3. მსჯავრდებულ გ--–--------–---–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ა-–--–----------------------------- დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

4. მსჯავრდებულ მ-------–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ-------–--------ს (პ№4----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

5. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის ი-----დიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების გ--–--------–---–--ს და მ-------–--------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის ი-----დიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ გ--–--------–---–--ს და მ-------–--------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. ნივთმტკიცება - ზ---------–------------ მ-------–--------ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი DVD –R დისკებზე (ორი ცალი) შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე