გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
190210017002237623
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-3097-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე - თა------------–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - ბე-–---------

მოპასუხეები - ან---------------ი, ბე------------ი

მოპასუხეების წარმომადგენელი- პა----------ა, ნა----------–--ე

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

 

aRwerilobiTi nawili

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.თა------------–--ე ცნობილი იქნეს ან---------------ის სახელზე რიცხული ავტომობილის- ჰიუნდაი სონატა, სახელმწიფო ნომრით- IW----I, საიდენტიფიკაციო ნომერი 5N-------------71 თანამესაკუთრედ 1/2 წილზე.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ან---------------ს და ბე------------ს შორის 2017 წლის 13 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 02.--------2 ბე------------ის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობილი იქნეს თა------------–--ე.

 

1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის- 1860 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და ადვოკატის მომსახურების 3000 ლარის ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ თა------------–--ე და ან---------------ი 2006 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 13 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

თანაცხოვრების პერიოდში მათ შეიძინეს ავტომობილი ჰიუნდაი სონატა 8000 აშშ დოლარად, რომელიც აღირიცხა ან---------------ის სახელზე. აღნიშნული ავტომანქანის ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 6000 აშშ დოლარს.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 05 ნოემბერს ან---------------ს ბებიამ აჩუქა კომერციული ფართი, მდებარე: ქ. რუსთავი, მე---------------------------ში. მეუღლეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ უძრავი ქონება მიშენების გზით გაედიდებინათ, გაერემონტებინათ და გაექირავებინათ, 2014-201- წლებში მოხდა აღნიშნული ფართის ლეგალიზაცია, მოსარჩელის თანხებით ჩატარდა ძვირადღირებული რემონტი, რის შემდეგაც აღნიშნული ფართი გააქირავეს, კერძოდ, კომერციულ ფართში განთავსებულია რამდენიმე ობიექტი- შაურმის ცენტრი, ტექნიკის ლომბარდი და მაღაზია, შესაბამისად, მხარეების შემოსავალს წარმოადგენს გაქირავების შედეგად მიღებული თანხა.

სარჩელში მითითებულია, რომ უძრავ ქონებას რომ სრულყოფილი სახე მიეღო, სულ მცირე 250 000 ლარი დაიხარჯა.

2017 წლის მარტიდან მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც ან---------------მა 2017 წლის 13 ივნისს მეუღლეთა მიერ ერთობლივად გარემონტებული ფართი აჩუქა მამას- ბე------------ს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თა------------–--ის მოთხოვნას წარმოადგენს:

1.თა------------–--ე ცნობილი იქნეს ან---------------ის სახელზე რიცხული ავტომობილის- ჰიუნდაი სონატა, სახელმწიფო ნომრით- IW----I, საიდენტიფიკაციო ნომერი 5N-------------71 თანამესაკუთრედ 1/2 წილზე.

2. ბათილად იქნეს ცნობილი ან---------------ს და ბე------------ს შორის 2017 წლის 13 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 02.--------2 ბე------------ის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობილი იქნეს თა------------–--ე.

3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის- 1860 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და ადვოკატის მომსახურების 3000 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბე------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ავტომობილის 1/2 წილზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება უძრავი ქონების 1/2 წილის თანამესაკუთრედ თა------------–--ის ცნობას, აღნიშნული ქონება ბე------------ის საკუთრებაშია და მას არანაირი კავშირი აქვს ან---------------თან, შესაბამისად, თა------------–--ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილეს.

 

2.2. მოპასუხე ან---------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ავტომობილის 1/2 წილზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უძრავი ქონების ლეგალიზაცია მოხდა პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის # 660 ბრძანებულების თანახმად, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრძანებულება ეხება მხოლოდ 2007 წლის პირველ იანვრამდე არსებულ უკანონო მშენებლობებს, შესაბამისად, მხოლოდ იმ პირებს შეეძლოთ ესარგებლათ აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე და მოეხდინათ ლეგალიზაცია, ვისაც მიშენება ჰქონდათ 2007 წლამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელა გიგაურს ფართზე მიშენება გაკეთებული ჰქონდა 2003-2007 წლებში, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკამყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2006 წლის 25 ნოემბრიდან თა------------–--ე და ან---------------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, 2017 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება.

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. ნათელა გიგაურმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუ------------------------------ # 12, საკ. კოდი: 02.04.03.1-- (72 კვ.მ) და უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 02.04.03.1-4, დაზუსტებული ფართობი 133 კვ.მ და შენობა-ნაგებობა საერთო სასარგებლო ფართით 132 კვ.მ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ან---------------ს. მტკიცებულება: 18.10.2013 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, 23.10.2013 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 3.1.3. 2014 წლის 29 იანვარს ლეგალიზებული იქნა ქ. რუსთავში, მე---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაზე მიშენება, საერთო ფართით- 52.4 კვ.მ. ბადრი გიგაურის და ან---------------ის სახელზე. მტკიცებულება: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება # 6481 3.1.4. 2015 წლის 18 მაისის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუ------------------------------ # 12, საკადასტრო კოდით: 02.--------2 (ნაკვეთის წინა ნომერი 02.04.03.1--, 02.04.03.1-4) 1/2 წილი ირიცხება ან----------------ის სახელზე. მტკიცებულება: 18.05.2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 3.1.5. 2017 წლის 13 ივნისს ან---------------მა ბე------------ს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუ------------------------------ # 12, საკადასტრო კოდით: 02.--------2, 1/2 წილი. მტკიცებულება: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 3.1.6. 2013 წლის 01 ნოემბერს ნათელა გიგაურმა შპს ,,გა-------ის'' კაპიტალში კუთვნილი წილის ნაწილი- 50 %, რომლის მინიმალური ღირებულებაა 3500 ლარი უსასყიდლოდ დაუთმო ან---------------ს. მტკიცებულება: წილის ნაწილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება 3.1.7. 2013 წლის 01 ნოემბერს ნათელა გიგაურმა შპს ,,გა-------ის'' კაპიტალში კუთვნილი წილის ნაწილი- 50 %, რომლის მინიმალური ღირებულებაა 3500 ლარი უსასყიდლოდ დაუთმო ბადრი გიგაურს. მტკიცებულება: წილის ნაწილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება 3.1.8. 201- წლის 22 ნოემბერს თა------------–--ემ და ან---------------მა შეიძინეს ავტომობილი- ჰიუნდაი სონატა, სახელმწიფო ნომრით- IW----I, საიდენტიფიკაციო ნომერი 5N-------------71, რომელიც აღირიცხა ან----------------ის სახელზე. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახუ-----------ენტოდან 3.1.9. 201- წლის 10 დეკემბერს ან---------------ს, ბადრი გიგაურს და შპს ,,მა-------------ს'' შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარის საკუთრებაში არსებული ფართი 125 კვ.მ., მდებარე: ქ. რუ------------------------------ # 12, საკადასტრო კოდით: 02.--------2 გადაეცა შპს ,,მა-------------ს''. მტკიცებულება: 10.12.201- წლის იჯარის ხელშეკრულება 3.1.10. შპს ,,მა-------------ს'' და ზვიად მიქაუტაძეს შორის 201- წლის 10 დეკემბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება შპს ,,მა-------------ი''-ს ობიექტზე, მის: ქ. რუსთავი, მეგ-------------------ი 12 შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები შემკვეთის მასალით. მტკიცებულება: ნარდობის ხელშეკრულება 3.1.11. 2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუ------------------------------ # 12, საკადასტრო კოდით: 02.--------2 1/2 წილი ირიცხება ბესიკი გიგაურის სახელზე. მტკიცებულება: 08.12.2017 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 3.1.12. 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუ------------------------------ # 12, საკადასტრო კოდით: 02.--------2, 205 კვ.მ. კომერციული ფართის ღირებულება განისაზღვრა 79745 ლარად, ხოლო მიშენებული 151 კვ.მ. ფართი, რომელიც გამოყენებულია სამეწარმეო საქმიანობისათვის- შენობის მშენებლობაზე და მის რემონტზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით შეფასებული იქნა 121404 ლარად, ხოლო ავტომობილის- ჰიუნდაი სონატა, სახელმწიფო ნომრით- IW----I, საიდენტიფიკაციო ნომერი 5N-------------71 საბაზრო ღირებულება განისაზაღვრა 1-080 ლარად, სულ ქონების საბაზრო ღირებულებაა 217 229 ლარად. მტკიცებულება: 2017 წლის 14 ნოემბრის დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნა

 

3. 2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს აკისრია ვალდებულება დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი სასარჩელო მოთხოვნა. თა------------–--ის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოებები, რომ მოპასუხეებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება დადებული იქნა მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოყოლოდა.

 

samotivacio nawili

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 170-ე, 319-ე, 1158-ე, 11-1-ე, 11-2-ე, 11-4-ე, 11-8-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია, რომ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად მივიჩნიოთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-4-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 11-8-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 11-1-ე-11-2-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება(იძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია(ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თა------------–--ე და ან---------------ი 2006 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 13 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და შსს მომსახუ----------- ენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, თა------------–--ემ და ან---------------მა თანაცხოვრების პერიოდში- 201- წლის 22 ნოემბერს შეიძინეს ავტომობილი- ჰიუნდაი სონატა, სახელმწიფო ნომრით- IW----I, საიდენტიფიკაციო ნომერი 5N-------------71, აღნიშნული ავტომობილი აღირიცხა ან----------------ის სახელზე. შესაბამისად, მხარეები არ ხდიან სადაოდ იმ გარემოებას, რომ მოძრავი ქონება შეძენილია მათი თანაცხოვრების პერიოდში, რის გამოც ავტომანქანა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების პერიოდში შეძენილ სადავო მოძრავ ქონებაზე მისი, როგორც მეუღლის, თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და თა------------–--ე ცნობილი უნდა იქნეს ან---------------ის სახელზე რიცხული ავტომობილის- ჰიუნდაი სონატა, სახელმწიფო ნომრით- IW----I, საიდენტიფიკაციო ნომერი 5N-------------71 თანამესაკუთრედ 1/2 წილზე. 6.2. რაც შეეხება თა------------–--ის მეორე სასარჩელო მოთხოვნას- ბათილად იქნეს ცნობილი ან---------------ს და ბე------------ს შორის 2017 წლის 13 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში და უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 02.--------2 ბე------------ის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობილი იქნეს თა------------–--ე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის 13 ივნისს ან---------------ს და ბე------------ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 02.--------2 ბე------------ის 1/2 წილზე თა------------–--ის მესაკუთრედ აღრიცხვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოცემულ შემთხვევაში, როგორც სარჩელის საფუძვლებიდან ირკვევა, სადავო გარიგების- ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად შეფასებას მოსარჩელე მოითხოვს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ თა------------–--ეს აღარ ჰქონოდა პრეტენზია მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების თანასაკუთრებად ჩათვლისათვის, მასზე ჩატარებული ერთობლივი რემონტისა და გაწეული ხარჯის გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, გარიგების დადებით მისი მხარეები მიზნად ისახავენ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომას. მოჩვენებით გარიგებებს არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი, ანუ აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ, მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ ტიპიური გარიგებისათვის არის დამახასიათებელი. ამდენად, ამგვარი გარიგების დადების მიზანს წარმოადგენს არა ამ გარიგების შედეგების რეალურად დადგომა, არამედ მათი მხოლოდ მოსაჩვენებლად წარმოჩენა. ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მხარეებს არ სურდათ გარიგებიდან გამომდინარე იურიდიული შედეგის დადგომა. ამ ტიპის გარიგებების ნაკლი ისაა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მათ რეალურ განზრახვას არ შეესაბამება. ნების ნაკლს მრავალი გარემოება შეიძლება ადასტურებდეს, მაგრამ არა მხოლოოდენ ის, რომ მოვალემ ქონება განკარგა, თუნდაც მას ფულადი ვალდებულებები გააჩნდეს. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, მესაკუთრეს შეუძლია არა მხოლოდ თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით, არამედ თავისუფლად განკარგოს კიდეც იგი, თუ უფლების ბოროტად გამოყენება არ ხდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა სადავო ქონების ან----------------ის საკუთრებაში გადასვლამდე არსებული საკუთრების ისტორია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება ნათელა გიგაურმა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ან---------------ს, შესაბამისად, აღნიშნული ქონება წარმოადგენს ან---------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელსაც შეეძლო თავისუფლად განეკარგა თავისი ქონება. მოსარჩელის მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით განპირობებული ჩუქება ფორმალურ ხასიათს ატარებს, გარიგების მოჩვენებითობას არ ადასტურებს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების მხარეებს გარიგებით გათვალისწინებული შედეგის რეალურად დადგომა არ სურდათ, მოსარჩელეს არ მიუთითებია. ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მას შემდეგ რაც მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ვერ გახდება საფუძველი ხელშეკრულების ბათილობის, რადგან გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია ამ გარიგების მონაწილეთა ნების გამოვლენა, რომელსაც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომა ექნება მიზნად დასახული. სასამართლო მხარეს ასევე განუმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხეების ნათესაური კავშირი, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა მხარეთა ნათესაური კავშირის ნიშნით გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს არ იცნობს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობა, ვინაიდან მხოლოდ მოპასუხის განზრახვის არსებობა ნების გარეგნულად, მოსაჩვენებლად გამოხატვის თაობაზე საკმარისი არ არის, საქმის მასალებით უნდა დადასტურებულიყო რომ არც გარიგების მეორე მხარეს სურდა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გამოწვევა, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-3-ე მუხლის მიხედვით, მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუ------------------------------ # 12, საკადასტრო კოდით: 02.--------2, ბე------------ის 1/2 იდეალური წილის მესაკუთრედ თა------------–--ის აღიარება, აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად იგი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-3-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ქონების გასაუმჯობესებლად მან გაწია მნიშვნელოვანი ხარჯები, კერძოდ მეუღლეებმა ერთობლივად ჩაატარეს რემონტი, 2014 წლის 29 იანვარს აღნიშნულ ქონებაზე არსებული მიშენება საერთო ფართით- 52.4 კვ.მ ლეგალიზებული იქნა, რითაც მოიმატა ქონების ღირებულებამ, ამასთან აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებს საშაურმე და ლომბარდი, შესაბამისად, მათ გახსნამდე მხარეებმა ერთობლივად გაარემონტეს უძრავი ქონება, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება. სასამართლო განმარტავს, რომ ქონების მიმდინარე რემონტი, რომელიც ერთ-ერთი მეუღლეს ეკუთვნის ან ისეთი უმნიშვნელო თანხის დაბანდება, რომელიც არ გამოიწვევს ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებას, თუნდაც იგი მეუღლეთა საერთო სახსრების ანგარიშზე იყოს წარმარტული, არ შეიძლება გახდეს საფუძველი ქონების საერთო საკუთრებად აღიარებისთვის. ქონების რემონტი ან თანხების დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საფუძველი ქონების საერთო საკუთრებად აღიარებისთვის, თუ ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გაწეული ხარჯი, რომლის შედეგად უმნიშვნელოდ გაიზარდა ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია, ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, ე.ი. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის თავისებურებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდად მიიჩნევს კომერციულ ფართზე მიშენების გაკეთებას და მის ლეგალიზებას, რომელიც განხორციელდა მათი თანაცხოვრების პერიოდში. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების ლეგალიზება მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულების საფუძველზე, რომლის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტებისა და მათი ნაწილების მიმართ, რომელთა მშენებლობა ბრძანებულების ძალაში შესვლის დროისათვის დასრულებულია. შესაბამისად, უდავოა, რომ აღნიშნული მიშენება არსებობდა ჯერ კიდევ ან---------------ზე აღნიშნული ქონების საკუთრებაში გადასვლამდე, შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანაცხოვრების პერიოდში მოხდა აღნიშნული ქონების მოპასუხის სახელზე ლეგალიზება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქონების გაუმჯობესებად და მისი ღირებულების გაზრდდ, ვინაიდან მხარე მანამდე ფაქტობრივად ფლობდა მას როგორც საკუთრებას. გარდა ამისა, დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნით დგინდება, რომ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 02.--------2, 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით შეფასებულია 79745 ლარად, თუმცა დასკვნიდან არ ირკვევა რა მდგომარეობაში იყო ქონება მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე, ამასთან დასკვნა ეხება არამარტო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებას, არამედ ქონებას, რომელიც არ არის დავის საგანთან შემხებლობაში (საკადასტრო კოდი: 02.--------1), მოწმის ჩვენების მიხედვით არ დადგინდა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში სადავო ქონების ღირებულების იმგვარი გაზრდა, რაც შესაძლოა გამხდარიყო ქონებაზე მეუღლეთა საერთო ქონებად ტრანსფორმაციის საფუძველი. მხოლოდ მოსარჩელის მამის გოჩა გოგოლაძის განმარტება, რომ იგი ან----------------ს ეხმარებოდა მომარაგებაში, არ ადასტურებს მისი მხრიდან ქონების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისათვის ხარჯების გაღებას. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ნარდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, შპს ,,მა-------------ს''-მა საკუთარი ხარჯებით გაარემონტა ობიექტი, მის: ქ. რუსთავი, მეგ-------------------ი 12. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს არ გაუწევიათ რემონტის ხარჯები. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ქონების გადაგეგმარებას, საკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაობის ჩატარებას და ა.შ. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხე ან---------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას და არ არსებობს ამ ქონებაზე სამოქალაქო კოდექსის 11-3-ე მუხლით დადგენილი წინაპირობა მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმაციისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. მხარეთა ახსნა-განმარტებების და მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მივიდა იმ დასკვნმადე, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება იმ კატეგორიათა რიცხვს, რომელიც განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეესბს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 300 ლარის გადახდა. ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თა------------–--ეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 228.6 ლარის ოდენობით. 8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხე ბე------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ.რუსთავი, მეგ-------------------ი №12, საკადასტრო კოდით: №02.--------2 1/2 წილის ნახევრის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

sarezolucio nawili

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 199 1 -ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თა------------–--ის სარჩელი მოპასუხეების ან---------------ის და ბე------------ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის და თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თა------------–--ე ცნობილი იქნეს ან---------------ის სახელზე რიცხული ავტომობილის- ჰიუნდაი სონატა, სახელმწიფო ნომრით- IW----I, საიდენტიფიკაციო ნომერი- 5N-------------71 თანამესაკუთრედ 1/2 წილზე.

 

3. არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

 

4. მოსარჩელე თა------------–--ეს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 28 დეკემბერს საგადახდო დავალება #1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1860 ლარიდან ნაწილი 228.6 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;

 

5.მოპასუხეებს ან---------------ს და ბე------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 300 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით.

 

6. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკებრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ბე------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ.რუსთავი, მეგ-------------------ი №12, საკადასტრო კოდით: №02.--------2 1/2 წილის ნახევრის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი