გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/12986-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 20-9 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელეები - გ---–---- ს-–-------ი, კ------ ს-–-------ი
წარმომადგენლები - ნ-------------------------–-------------------–-----–----------------------–---–----–----------–---–-
მოპასუხე - ს----------–-------------–---------–---ი
წარმომადგენლები - დ--------–-------–---–-----------–---–----
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს----------–-------------–---------–---ს, გ---–---- ს-–-------ის და კ------ ს-–-------ის სასარგებლოდ, დაეკისროთ მატერიალური ზიანის 160 000 ლარის გადახდა;
1.2. ს----------–-------------–---------–---ს, გ---–---- ს-–-------ის და კ------ ს-–-------ის სასარგებლოდ, დაეკისროთ მორალური ზიანისათვის 40 000 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
გ-----------–ის ძე ს-–-------მა, ს-----------–-------------–---------–-----აგან ორდერის საფუძველზე, 1969 წელს მიიღო ბინა მდებარე: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N-- აბ, ბ N73, საკადასტრო კოდით N0-.1--1--0--.0--.0-.0--- 1968 წელს ს----------–-------------–---------–---ის გამგეობის N7--- ოქმით დგინდება, რომ ორდერში მითითებულია როგორც აწ გარდაცვლილი გ------–-------ის მეუღლე - გ---–---- ს-–-------ი, ასევე კ------ ს-–-------ი - გარდაცვლილის შვილი. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა გ------–-------ის ოჯახი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახს მოუწია რუსეთში გადასვლა საცხოვრებლად. აღნიშნული ვითარებით ისარგებლა ს----------–-------------–---------–---მა და 20-1 წლის 27 სექტემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა N0-.1--1--0--.0--.0-.0-- საკადასტრო კოდით მდებარე #68 ბინის მესაკუთრედ ისე, რომ არ წარადგინა ის ორდერები, რომლებიც მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას ადასტურებენ.
ს----------–-------------–---------–---მა რეგისტრაციის შემდეგ ქონება უსასყიდლოდ გადასცა ვინმე ც-–---------------ს, რის შემდეგაც ქონება სამი სხვადასხვა კრედიტორის სასარგებლოდ დაიტვირთა ვალდებულებებებით.
20-2 წლის 12 აპრილს ს----------–-------------–----ა კ--–---მა იგივე ქმედება განახორციელა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებისათვის იგივე შენობაში მდებარე ბინა N73-ის მიმართ, რომელიც მოსარჩელეებს 1977 წლის ორდერით ჰქონდათ მიღებული.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ იცოდა რა სადავო ქონებაზე მისი უფლების შესახებ, განზრახ დამალა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამით შეძლო საჯარო რეესტრში თავის სახელზე რეგისტრაციის განხორციელება.
20-2 წლის 27 აპრილს კ--–---მა აღნიშნული ბინა გადასცა ვინმე მ-----–-–------ს, რომელმაც იმავე დღეს ქონება დატვირთა იპოთეკით შპს „მ----------------ისა“ და კ--------------------–--ს სასარგებლოდ. საბოლოოდ, მოსარჩელე მხარეს, როგორც აღნიშნული ბინებით კანონიერ მფლობელს შეეზღუდა საკუთრების უფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოკლებულია შესაძლებლობას ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მათ.
მოპასუხე მხარის არამართლზომიერმა ქმედებებმა მძიმე ფინანსურ და ცხოვრებისათვის გაუსაძლის პირობებში ჩააგდო მოსარჩელე მხარე. ზიანის არსებობის დამადასტურებელია, ის გარემოება, რომ მოსარჩელეების ბინა რამდენჯერმე გაიყიდა და ამჟამად კეთილსინდისიერი შემძენის ხელშია, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მის დაბრუნებას მოსარჩელეთათვის. შესაბამისად, მოსარჩელეებმა დაკარგეს საკუთრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ბინაზე, რომელიც მამამ კანონიერი საფუძვლით მიიღო და აღარ შეუძლია ბინით სარგებლობა. აუდიტის დასკვნის მიხედვით უძრავი ქონება შეფასებულია 160 000 ლარად. ვინაიდან, მოსარჩელეები უკვე გამოსახლებულნი არიან საცხოვრებელი ბინიდან, აღარ გააჩნიათ საკუთარი ბინა და იმყოფებიან მერიის მიერ გამოყოფილ საცხოვრებელში. ზიანს წარმოადგენს იმ ქონების ღირებულება, რომელიც მათ დაკარგეს და ვეღარ მიიღებენ.
მოსარჩელეთა განმარტებით, N68 და N73-ე ბინების რეგისტრაცია მოპასუხის სახელზე დაიწყო 20-1-20-2 წლებში. მოპასუხე მხარემ ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ ს-–-------ის ბინა საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული და ჯერ კიდევ ორდერით ითვლებოდა მესაკუთრედ, განზრახ დამალa მისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა და ამით შეძლო საჯარო რეესტრში უძრავი ქონების თავის სახელზე რეგისტრაცია. კერძოდ, მოპასუხემ საჯარო რეესტრში წარადგინა მხოლოდ 1968 წელს გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა უძრავი ქონების მიმართ მოპასუხის უფლება და არ წარადგინა 1969 წელს გასმ დ-----–ის ძე ს-–-------ის სახელზე გაცემული საცხოვრებელი ბინის მიღების ორდერი N7---, ხოლო ბ N73 -თან დაკ--–---ებით 1977 წლის 21 აპრილის ორდერი N0-----.
მოსარჩელეთა განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარემ აღნიშნული უძრავი ქონებების უკანონო მისაკუთრების შემდგომ უსასყიდლოდ გადასცა ც-–---------------ს და მ-----–-–------ს არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მოპასუხეს აღნიშნულიდან სარგებელი არ მიუღია. ვინაიდან, მოპასუხის მიერ აღნიშნული უძრავი ქონებების საკუთრებაში დარეგისტრირების ფაქტმა განაპირობა საზოგადოებისთვის 160 000 ლარის სარგებლის მიღება.
მორალურ ზიანთან მიმართებით სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები ოთხი წელია ცდილობენ თავიანთი უფლების აღდგენას, რის შედეგადაც ითხოვენ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც. მორალური ზიანის შინაარსში მხარე გულისხმობს სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფას, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება და რაც ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვამ მოსარჩელეში გამოიწვია. საცხოვრებლის დაკარგვამ ხანდაზმულ ქალბატონს, გ---–---- ს-–-------ს შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის შედეგადაც მას დასჭირდა გულის ოპერაციის ჩატარება. შესაბამისად, არსებობს მორალური ზიანის მოთხოვნის ანაზღაურების დაკმაყოფილების როგორც თეორული, ისე ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
მოპასუხის განმარტებით, საკუთრების უფლების დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს ე.წ. „ორდერებზე“, რომელიც არც თავისი ფორმით და არც შინაარსით არ ადასტურებს მოსარჩელეთა უფლებებს. უსაფუძვლოდ მიიჩნევს ასევე მითითებას, რომ ორივე სადავო ქონება წარმოადგენდა მათი ოჯახის საკუთრებას, რადგან ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ დევს, შესაბამისად, ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ აღნიშნულ ქონებებს. „ორდერები“ კი, რაზეც მოსარჩელე აპელირებს არ ადასტურებს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მოპასუხემ აღნიშნული ბინები უსასყიდლოდ გადასცა ც-–-------------ს და მ-----–-–------ს, რისი სრული უფლებამოსილებაც გააჩნდა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის და ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ და მის განკარგვაზე ერთადერთ უფლებამოსილ პირს სწორედ მოპასუხე მხარე წარმოადგენდა. რაც შეეხება ორდერებს ისინი თავისი ფორმით და შინაარსით ვერ ადასტურებს მოსარჩელეთა უფლებებს სადავო ქონებასთან მიმართებით.
არც მოსარჩელეები და არც მათი ოჯახის წევრები არასოდეს ყოფილან აღრიცხული არც საჯარო რეესტრში და არც ტექ/ბიუროში ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრეებად ან თანამესაკუთრეებად. მათ არც არასოდეს მიუმართავთ უსინათლოთა კ--–---ისთვის და არ წარუდგენიათ თავიანთი ორდერები და არ უთხოვიათ მათ მფლობელობაში არსებული ფართის მათთვის გადაცემა. მეტიც, მოსარჩელე მხარე თავად უთითებს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში, რომ მათმა ოჯახმა თავიანთი ნებით დატოვეს ბინები და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ იმყოფებოდნენ საქართველოში.
მოპასუხე მხარე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მორალურ ზიანთანმიმართებით.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოპასუხე ს----------–-------------–---------–---ი წარმოადგენს ს----------–-------------–--------------------ის უფლებამონაცვლეს.
ქალაქ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.08.1----–-–-------- გადაწყვეტილებით, ექსპლუატაციაში მიღებული იქნა ს----------–-------------–--------------------ის პრეზიდიუმის ს-------–----ში, რ------------------–--–ზე მდებარე 5 სართულიანი, 90 ბინიანი, #-- საცხოვრებელი კორპუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გადაწყვეტილება # 49- (ს.ფ. 176 ტომი2)
3.2.2. 1969 წლის 6 იანვარს, გ------–-------ი დ-----–ის ძეს სახელზე გაცემული იქნა N7--- საცხოვრებელი ბინის ორდერი, 90 ბინიან კორპუსში მე-5 სადარბაზოში, მე-5 სართულზე ბინა N------------ ნომერი), ოჯახის შემადგენლობა: ს-–-------ი გ---, ჯ--------------–----------–---------------–----–----------------–--------–---–------------–---------–----------–--–-----–--------------------–---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 38)
-ორდერი N7--- (ტომი 1, ს.ფ. 39)
- ოჯახის შემადგენლობის შესახებ ჩამონათვალი (ტომი 1, ს.ფ. 40)
3.2.3. 20-2 წლის 30 მარტის ს----------–-------------–---------–---ის გამგეობის N8-ის სხდომის ოქმი საფუძველზე, ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი #-----, კორპუსში მდებარე ბინა N73, საკადასტრო კოდით N0-.1--1--0--.0--.0-.0-- შენობა-ნაგებობების შიდა-აზომვითი ნახაზის მონაცემებით (93.88 კვ.მ) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს----------–-------------–---------–---ის სახელზე.
20-2 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-------–--–-----------ი, N-- ა-ბ, სართული 5, ბ N 73, საკადასტრო კოდით N0-.1--1--0--.0--.0-.0-- აღრიცხულია მ-----–-–------ის საკუთრებად. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ს----------–-------------–---------–---ის გამგეობის სხდომის ოქმი.
აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ჯ-------–------ის, შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კ-------–-------ს სახელზე, ბოლოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბ------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 19);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 20-21);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 22-27);
- ს------–--------------ის სხდომის ოქმი N2 (ტომი 1, ს.ფ. 46 -47);
- ს------–--------------ის სხდომის ოქმი N8 (ტომი 1, ს.ფ. 52-55)
- სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ, 56-58);
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 59-60);
- უძრავი ნასყიდობის ხელშეკრულებები (ტომი 1, ს.ფ. 61-64);
3.2.4. 20-1 წლის 26 აგვისტოს ს------–-------------------------------------ის საფუძველზე, ქ. თბილისი, რ------------------–--–ი #-----, კორპუსში მდებარე ბინა N68, საკადასტრო კოდი N0-.1--1--0--.0--.0-.0--, შენობა-ნაგებობების შიდა-აზომვითი ნახაზის მონაცემებით (61.40 კვ.მ) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს----------–-------------–---------–---ის სახელზე.
20-1 წლის 30 სექტემბრის ოქმის საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა ც-–-------------ის სახელზე.
20-4 წლის 07 მარტის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა კ--------------------–--ს სახელზე.
20-4 წლის 05 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა გ--–----------–---–ის სახელზე.
20-7 წლის 27 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა ი------------–--ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 22-36);
- ს------–--------------ის სხდომის ოქმი N2 (ტომი 1, ს.ფ. 43-45)
- ს------–--------------ის სხდომის ოქმი N2 (ტომი 1, ს.ფ. 49 -51);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 84-86)
- 20-1 წლის 26 აგვისტოს ს------–------------------------------------ (ტომი 2, ს.ფ. 60-61);
- 20-2 წლის 30 მარტის ს------–--------------ის სხდომის ოქმი N8 (ტომი 2, ს.ფ. 62-64);
3.2..6. კ------ ს-–-------ი არის გ------–-------ის შვილი. 20-8 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუსის დადგენილებით კ------ ს-–-------ს უარი ეთქვა გარდაცვლილი მამის, გ------–-------ის მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, მათ შორის მისი გარდაცვლილი დედის, ხ-----–------–--------ს და 1983 წელს გარდაცვლილი მამის, დ-----–-----–-------ის მთელ სამკვიდრო ქონებებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
სანოტარო აქტის მიხედვით დგინდება, რომ გ------–-------ი გარდაიცვალა 19.02.2--- წელს. კ------ ს-–-------მა სამკვიდროს მისაღებად მიმართა 20-8 წლის 18 ნოემბერს და დარღვეულია სამკვდროს მიღების ექვსთვიანი ვადა.
არ დგინდება ქონების ფლობის ფაქტი.
წარდგენილ დოკუმენტებში მემკვიდრის და მამკვიდრებლის სახელი და გვარი სხვადასხვანაირადაა მითითებული.
ვერ დგინდება ორდერში მითითებულ პირთა შორის ნათესაური კ--–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო აქტი (ტომი 2, ს.ფ. 79-80)
3.2.7 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 07 მაისის წერილით დგინდება, რომ ს----------–-------------–---------–---ს უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-------–--–-----------ი, N------, ბ N68 საკადასტრო კოდით N0-.1--1--0--.0--.0-.0-- და ამავე მისამართზე მდებარე ბ N73, საკადასტრო კოდით N0-.1--1--0--.0--.0-.0-- საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, არ დგინდება 1968 წლის 06 იანვარს გაცემული N7--- ორდერის, 1977 წელს გაცემული N0----- ორდერისა და 1968 წლის 16 ოქტომბრის N4-- გადაწყვეტილების (ორდერის) გაცემა ს----------–-------------–---------–---ისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 07 მაისის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 172)
3.2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 25 აპრილის წერილში მითითებულია, რომ უძრავ ნივთებზე მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-------–--–-----------ი, N------, ბ N68 საკადასტრო კოდით N0-.1--1--0--.0--.0-.0-- და ამავე მისამართზე მდებარე ბ N73, საკადასტრო კოდით N0-.1--1--0--.0--.0-.0-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით აღნიშნულ ბინებზე სააღრიცხვო მასალაში უფლება აღრიცხული არ არის. უძრავი ნივთი აღრიცხულია უსინათლოთა საზოგადოების სახელზე. ამასთანავე, წერილში მითითებულია, რომ სააღრიცხვო მასალაში ბინებზე (მათ შორის N68 -ზე და N73-ზე) ორდერები დაცული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 07 მაისის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 204)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა გ---–----ი ს-–-------ის და კ------ ს-–-------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 413-ე, 992-ე, 1421-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდე-ბულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულე-ბათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშო-ბისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კ--–---ი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალ-საზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-20-7).
შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ უძრავი ქონებების განკარგვით მან დაკარგა საკუთრების უფლება, რითაც მიადგა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ , საქმე Nას-1206-1166-20-6).
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომ-დინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კ--–---ი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინა-აღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-20-6).
სასამართლოს თავდაპირველად მიზანშეწონილად მიაჩნია დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივ კ--–---ი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელეთა უფლებების დარღვევას შორის. აღნიშნულის შესაფასებლად კი უფრო მნიშვნელოვანია, თავდაპირველად შეფასდეს სადავო უძრავ ქონებებზე თავდაპირველი მესაკუთრე რომელი მხარე შეიძლება ყოფილიყო.
მოსარჩელის არგუმენტია ის გარემოება, რომ თითქოს მოპასუხემ საჯარო რეესტრს არ წარუდგინა ორდერი, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოშობდა სადავო ბინაზე, უძრავი ქონების დაუფლების განზრახვით. მოპასუხე ფაქტს უარყოფს იმ გარემოებაზე, რომ მის არქივში სადავო ორდერი დაცული არ არის.
დადგენილია, რომ საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მათ შორის განთავსებულია სადავო ბინები 1968 წლის 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა ს----------–-------------–--------------------ას. დადგენილია, რომ მოპასუხე ს----------–-------------–---------–---ი წარმოადგენს ს----------–-------------–--------------------ის უფლებამონაცვლეს.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ წერილში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს წარდგენილ დოკუმენტებს შორის არ არსებობდა ორდერი. თუმცა, ამავე დაწესებულების მიერ გაცემული წერილით დგინდება, რომ სააღრიცხვო მასალაში სადავო ბინებზე ორდერები დაცული არ არის. აღნიშნული უარყოფს მოსარჩელის ვარაუდს მოპასუხის მიერ ორდერების დამალვისა და მოსარჩელე მხარის უფლებების განზრახ დარღვევის შესახებ.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ორდერები, ასევე მოსარჩელეთა უფლება სადავო უძრავ ქონებებზე.
მოსარჩელის პრეტენზიის საფუძველს წარმოადგენს 1969 წლის 6 იანვრის ორდერის საფუძველზე მიღებული საკუთრების უფლების ხელყოფა. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ბინების აღრიცხვა თავდაპირველად განხორციელებულია მოპასუხე მხარის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებად სადავო უძრავი ქონება არც საჯარო რეესტრში და არც ტექ/ბიუროში რეგისტრირებული არ ყოფილა. ამასთან, არასდროს მიუმართავს და საკუთრების უფლების მინიჭების მიზნით არ წარუდგენია ორდერი მფლობელობაში არსებული ბინის გადაცემის მოთხოვნით.
უნდა აღინიშნოს, რომ 1969 წლის 6 იანვარს, გ------–-------ის სახელზე გაცემული N7--- ორდერის მიხედვით, ოჯახს გადაეცა # 5ა ბინა. ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ: ს-–-------ი გ---, ჯ--------------–----------–---------------–----–----------------–--------–---–------------–---------–----------–--–-----–--------------------–---------
როგორც სჩანს, ორდერით მოსარგებლეებს არ წარმოადგენს არც გ---–---- ს-–-------ი და არც კ------ ს-–-------ი. შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. ასევე გაურკვეველია ორდერში მითითებული სხვა პირების და მოსარჩელეთა კ--–---ის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი. (აღნიშნულზე სარჩელში მითითებული არ არის). შესაბამისად, ამ ორდერზე მითითებით მოსარჩელეთა უფლებამოსილება სადავო უძრავ ქონებაზე გაურკვეველია.
საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დასტურდება რა უფლება მიიღო მოსარჩელემ #0----- ორდერის საფუძველზე, რადგანაც ამ საკითხთან დაკ--–---ებით შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოს მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, სადაც ნოტარიუსმა ვერ დაადგინა მხარეებს შორის ნათესაური კ--–---ი სხვადასხვა დამაბრკოლებელი გარემოების გამო. შესაბამისად, აღნიშნული კიდევ უფრო აღრმავებს მოსარჩელეთა არაუფლებამოსილებას სადავო უძრავ ქონებებზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა სადავო უძრავ ქონებებზე გასიმ ს-–-------ის საკუთრების უფლება, აღნიშნულის შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა მოსარჩელეთა უფლება სამკვიდრო ქონებაზე, რასაც ასევე ვერ ადასტურებს მხარე. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 20-- წლიდან საქართველოში არ იმყოფებოდა, 20-- -2--- წლებში მამა ცხოვრობდა ორივე სადავო ბინაში, რომელიც 2--- წელს გარდაიცვალა, შემდგომში 2----20-3 წლებში ასევე ვერ დაადასტურა უძრავი ქონებების ფლობის ფაქტი და დაადასტურა საქართველოს საზღვრებს გარეთ ყოფნა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს გ------–-------ის მიერ გარკვეული ფართის მიღების შესახებ, თუმცა არ დგინდება იდენტობა მის მიერ მიღებულ ბინასა და სადავო უძრავ ქონებებს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, არ იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კ--–---ი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მატერიალურ ზიანს შორის.
როგორც უკვე აღინიშნა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის სადამფუძნებლო ნორმით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მიზეზ-შედეგობრივი კ--–---ის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, არც მოსარჩელის მიერ მითითებული და არც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება მიზეზ-შედეგობრივი კ--–---ი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს შორის. კერძოდ, საქმეში არსებული მასალებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხის ქმედებამ, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამოიხატა უძრავი ქონებების მართლსაწინააღმდეგო განკარგვით მიაყენა მას მატერიალური ზიანი, ვინაიდან, არ დადასტურდა მოსარჩელის საკუთრების მინიჭების საფუძველი აღნიშნულ უძრავ ქონებებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობა. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კ--–---ი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. იგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა — ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს (იხ. საქმე Nას-1477-1489-20-1).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ასევე დაცულია ადამიანის სულიერი წონასწორობაც, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნულობის განცდა და თვითშეფასება (ღირსება) პირდაპირ კ--–---შია მის შესახებ არსებულ საზოგადოებრივ შეხედულებასთან (პატივთან), რომელიც ერთდროულად არის უზრუნელყოფილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1--2-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება, მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ამდენად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
ამასთან, მორალური ზიანის ისევე როგორც ზოგადად ზიანის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, თვით ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კ--–---ი; ზიანის მიმყენებლის ბრალი.
სასამართლომ სადაო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებებზე იმთავითვე არ არსებობდა მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების მინიჭების საფუძველი და აღნიშნული წარმოადგენდა მოპასუხე მხარის საკუთრებას.
გარდა ამისა, არც სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და, არც მოსარჩელეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებიდან არ იკვეთება მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და მოსარჩელეებისათვის მიყენებულ მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კ--–---ი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკ--–---ებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მეირ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკ--–---ებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკ--–---ებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან”
თბილისი საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 ივლისის განჩინებით გ---–----ი ს-–-------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე ა.ი.პ. ''ს----------–-------------–---------–---ი''-ს (ID ნომერი 2--------- აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ქ------–-----------------------------.0----------------------–---------------------------------------------- და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი არსებობს სარჩელის უზრუნვლეყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---–---- ს-–-------ის და კ------ ს-–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ა.ი.პ. ''ს----------–-------------–---------–---ი''-ს (ID ნომერი 2--------- აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ქ------–-----------------------------.0----------------------–---------------------------------------------- და იპოთეკით დატვირთვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე