განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2510-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ლ-------------ის,ბრალდებულ _ ბ--------–--ის,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ბ----------ას ძე ს---–--ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ----------ში, ბ--------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------ში, ა-------–ის ქუჩის მ--- კორპუსის ბ-------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ--------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების: შ--–-- ს---–--ის, გ------------–--–-–---–-ს, გ-------------–-–---–-ს, ს---------------–-–---–-ს, ლ-–--------ის, ქ----------------------ს, დაზარალებულების: თ----------------ის, ნ---–-----–---–-ს, მ-----------–---–---–-ს, თ------–--–--------ის, თ-----------ის, ნ-----------–--ის, ბრალდებულ ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმებით; გამოთხოვილი ინფორმაციით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბ--------–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (ხუთი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ--------–--ემ, გადაწყვიტა სოციალური ქსელის - „ფ-------ის“ გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, სოციალურ ქსელ „ფ-------ზე“ „ლ--------------–-ძის“ სახელით განათავსა განცხადება „ა-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონებზე მიმდინარე ფასდაკლების თაობაზე. აღნიშნული ტელეფონის ყიდვით დაინტერესდა ნ---–-----–---–-, რომელსაც ბ--------–--ემ ტელეფონის ღირებულებად დაუსახელა 550 (ხუთას ორმოცდაათი) აშშ დოლარი. წინასწარ უნდა გადაეხადა 198 (ასოთხმოცდათვრამეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ეტაპობრივად იყო შესაძლებელი. ბ--------–--ემ მოიპოვა რა ნ---–-----–---–-ს ნდობა, 2019 წლის 09 თებერვალს, ღამის საათებში, ნ---–-----–---–მა ბ--------–--ის მითითებით გადაუგზავნა სს „ს----------–---------ს“ პლასტიკური ბარათის კოდის სურათი, რომლის მონაცემებია „4------------------“, რის შემდეგაც ბ--------–--ემ თანხა 820 (რვაას ოცი) ლარის ოდენობით გადარიცხა შ--–-- ს---–--ის სახელზე რეგისტრირებულ „----------ის“ ანგარიშზე - 1------, საიდანაც თანხა გადაიტანა გ------------–--–-–---–-ს კუთვნილ სს „თ----------ის“ ანგარიშზე, რომელიც გაანაღდა თ---–--–--------–-----–------2-ში მდებარე „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე სს „თ----------ის“ ბანკომატიდან, რასაც ბ--------–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მობილური ტელეფონი ნ---–-----–---–-სათვის არ გადაუცია.
ბ--------–--ის ქმედების შედეგად ნ---–-----–---–ს მიადგა 820 (რვაასოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ--------–--ემ, გადაწყვიტა სოციალური ქსელის - „ფ-------ის“ გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, სოციალურ ქსელ „ფ-------ზე“ „ლ--------------–-ძის“ სახელით განათავსა განცხადება „ა-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონებზე მიმდინარე ფასდაკლების თაობაზე. აღნიშნული ტელეფონის ყიდვით დაინტერესდა თ----------------ე, რომელსაც ბ--------–--ემ ტელეფონის ღირებულებად დაუსახელა 579 (ხუთასსამოცდაცხრამეტი) აშშ დოლარი. თ----------------ეს წინასწარ უნდა გადაეხადა 198 (ასოთხმოცდათვრამეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ეტაპობრივად იყო შესაძლებელი. ბ--------–--ემ მოიპოვა რა თ----------------ის ნდობა, თ----------------ემ 2019 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით დილის 09:45 საათზე ბ--------–--ის მითითებით, ინტერნეტ ბანკის საშუალებით თანხა 198 ლარის ოდენობით გადარიცხა სს „ი---------------ს“ ელექტრონული საფულის ანგარიშზე - 3--------, რასაც ბ--------–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მობილური ტელეფონი თ----------------ისთვის არ გადაუცია.
ბ--------–--ის ქმედების შედეგად თ----------------ეს მიადგა 198 (ასოთხმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ--------–--ემ, გადაწყვიტა სოციალური ქსელის - „ფ-------ის“ გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, სოციალურ ქსელ „ფ-------ზე“ „ლ-------–--–---ს“ სახელით განათავსა განცხადება „ა-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონებზე მიმდინარე ფასდაკლების თაობაზე. აღნიშნული ტელეფონის ყიდვით დაინტერესდა მ-----------–---–---–-, რომელსაც ბ--------–--ემ ტელეფონის ღირებულებად დაუსახელა 640 (ექვსასორმოცი) აშშ დოლარი. მ-----------–---–---–ს წინასწარ უნდა გადაეხადა 198 (ასოთხმოცდათვრამეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ეტაპობრივად იყო შესაძლებელი. ბ--------–--ემ მოიპოვა რა მ-----------–---–---–-ს ნდობა, მ-----------–---–---–მა 2019 წლის 28 თებერვალს, დღის საათებში, თ---–--–----------------------------- კვარტლის პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებულ შპს „თ----------ს“ აპარატით ბ--------–--ის მითითებით ჯერ 200 და შემდეგ 110 ლარი ჩარიცხა სს „ი---------------ს“ ელექტრონული საფულის ანგარიშზე - 3--------, რასაც ბ--------–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მობილური ტელეფონი მ-----------–---–---–-სთვის არ გადაუცია.
ბ--------–--ის ქმედების შედეგად მ-----------–---–---–ს მიადგა 310 (სამასათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ--------–--ემ, გადაწყვიტა სოციალური ქსელის - „ფ-------ის“ გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, სოციალურ ქსელ „ფ-------ზე“ „ლ--------------–-ძის“ სახელით განათავსა განცხადება „ა-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონებზე მიმდინარე ფასდაკლების თაობაზე. აღნიშნული ტელეფონის ყიდვით დაინტერესდა თ-----------ი, რომელსაც ბ--------–--ემ ტელეფონის ღირებულებად დაუსახელა 550 (ხუთას ორმოცდაათი) აშშ დოლარი. თ-----------ს წინასწარ უნდა გადაეხადა 280 (ორას ოთხმოცი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ეტაპობრივად იყო შესაძლებელი. ბ--- მს---–--ემ მოიპოვა რა თ-----------ის ნდობა, თ-----------მა 2019 წლის 11 თებერვალს მის მეუღლეს - ნ-----------–--ეს გამოართვა პლასტიკური ბარათი, რომელზედაც ასევე ჩარიცხა მეუღლის მიერ მიცემული თანხა, რის შემდეგაც ბანკის პლასტიკურ ბარათს გადაუღო ფოტო, გადაუგზავნა სოციალური ქსელის მეშვეობით. ბ--------–--ემ ფულადი თანხა 295 (ორასოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით გადარიცხა შ--–-- ს---–--ის სახელზე რეგისტრირებულ „----------ის“ ანგარიშზე - 1------, საიდანაც თანხა გადაიტანა გ------------–--–-–---–-ს კუთვნილ სს „თ----------ის“ ანგარიშზე, რომელიც გაანაღდა თბილისში, 26 მაისის ბაღი ტერიტორიაზე სს „თ----------ის ბანკომატიდან, რასაც ბ--------–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მობილური ტელეფონი თ-----------ისთვის არ გადაუცია.
ბ--------–--ის ქმედების შედეგად ნ-----------–--ეს მიადგა 295 (ორასოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ--------–--ემ, გადაწყვიტა სოციალური ქსელის - „ფ-------ის“ გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, სოციალურ ქსელ „ფ-------ზე“ „ლ-------–--–---ს“ სახელით განათავსა განცხადება „ა-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონებზე მიმდინარე ფასდაკლების თაობაზე. აღნიშნული ტელეფონის ყიდვით დაინტერესდა თ------–--–--------ე, რომელსაც ბ--------–--ემ ტელეფონის ღირებულებად დაუსახელა 550 (ხუთას ორმოცდაათი) აშშ დოლარი. თ------–--–--------ეს წინასწარ უნდა გადაეხადა 400 (ოთხასი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ეტაპობრივად იყო შესაძლებელი. ბ--------–--ემ მოიპოვა რა თ------–--–--------ის ნდობა, თ------–--–--------ემ 2019 წლის 06 მარტს, დაახლოებით 14:10 საათზე, ქ---------–-----------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ბ--------–--ის მითითებით, ჯამში 400 (ოთხასი) ლარი ჩარიცხა სს „ი---------------ს“ ელექტრონული საფულის ანგარიშზე - 3--------, რასაც ბ--------–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მობილური ტელეფონი თ------–--–--------ისთვის არ გადაუცია.
ბ--------–--ის ქმედების შედეგად თ------–--–--------ეს მიადგა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბ--------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ბ--------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები (ხუთი ეპიზოდი), კერძოდ, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულთა ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, ბ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.
მოცემულ შემთხვევაში, ბ--------–--ის მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, როდესაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლობა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ან მის შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ბ--------–--ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (ხუთი ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით. ამასთან, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ორ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---–-----–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
ბ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
ბ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ-----------–---–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
ბ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: თ-----------ის და ნ-----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
ბ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ------–--–--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ნ---–-----–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 07 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: თ----------------ის, მ-----------–---–---–-ს, თ-----------ის, ნ-----------–--ის და თ------–--–--------ი ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, ბ--------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 07 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით, ბ--------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით, 08 (რვა) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის განჩინებით, ბ--------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ბ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 მაისის 20:10 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ორ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე