გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
030210017001897150
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210017001897150

N 2/298-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: სს „-----------–--- ბ-----,წარმომადგენელი: თ----- ბ----–---,მოპასუხეები: გ-------–------------, ც-–-------------–----, რ----- ს-----–--,მოპასუხე: ც-–-------------–----ს წარმომადგენელი ი-----–- ჯ---------,დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, დავალიანების დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები.

1.2. დაეკისროთ სოლიდარულად გ-------–------------ს, ც-–---- ჩ-------–---- და რ----- ს-----–--ს სს „-----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ N3054661-3209169 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 48 277,75 აშშ დოლარის გადახდა.

დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის 3481,49 ლარის გადახდა.

1.3. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:

1. ც-–-------------–----ს (პ/ნ 4----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--------------------

2. ც-–-------------–----სა (პ/ნ 4----------) და გ-------–------------ს (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ფოთი ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N-- მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:N--------------------. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს სხვა ქონებაზე.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2014 წლის 19 ნოემბერს სს „-----------–--- ბ-----“ და გ-------–------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N2304410, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 150000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი ლარში ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N3054661-3209169, რომლითაც გ-------–------------ზე გაიცა კრედიტი 65000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 11 %-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებულ იქნა 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. თუმცა მოპასუხის მიერ კრედიტის მოქმედების პერიოდში, ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების გრაფიკის, ვადებისა და პირობების არაერთგზის დარღვევაში.

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები ერთის მხრივ ბანკს და მეორეს მხრივ ც-–---- ჩ-------–----, ასევე ბანკსა და რ----- ს-----–--ს შორის, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 150000 აშშ დოლარით.

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ც-–-------------–----ს (პ/ნ 4----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--------------------

ც-–-------------–----სა (პ/ნ 4----------) და გ-------–------------ს (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N-- მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:N--------------------. მოპასუხეების დავალიანება გამომდინარე N3054661-3209169 საკრედიტო ხელშეკრულებიდან შეადგენს 48277,75 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 44597,47 აშშ დოლარი, პროცენტი - 2607,04 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1073,24 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე გ-------–------------მ და მოპასუხე ც-–-------------–----ს წარმომადგენელმა ი-----–- ჯ---------მ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ: ცნობენ სესხის ძირ თანხას 44595,47 აშშ დოლარს, არ ცნობენ პროცენტს და პირგასამტეხლოს იმ საფუძვლით, რომ ბევრი სხვა პროცენტი აქვთ გადახდილი სს "ს----------–--- ბ---ში".

მოპასუხეები ეთანხმებიან, მხოლოდ იმ ქონების რეალიზაციას, რომელიც იპოთეკითაა დატვირთული, ხოლო სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.

მოპასუხე რ----- ს-----–-- სხდომაზე მოწვეულ იქნა საჯარო შეტყობინების გზით, იგი სხდომაზე არ გამოცხადდა

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2014 წლის 19 ნოემბერს სს „-----------–--- ბ-----“ და გ-------–------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N2304410, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 150000 აშშ დოლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი ლარში ოდენობით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N2304410, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

3.2. 2015 წლის 17 სექემბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N3054661-3209169, რომლითაც გ-------–------------ზე გაიცა კრედიტი 65000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 11%-იანი საპროცენტო განაკვეთით, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ მიიღო საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელის მეორე ფაქტობრივი გარემოებით, საკრედიტო ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

3.3. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ც-–-------------–----ს (პ/ნ 4----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--------------------

ც-–-------------–----სა (პ/ნ 4----------) და გ-------–------------ს (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N-- მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:N--------------------.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

2014 წლის 19 ნოემბრის NCAH000077405 იპოთეკის ხელშეკრულებით, მხარეთა-ახსნა განმარტებებით.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს 2015 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალიწინებული სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება;

4.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა მოპასუხეთა სხვა ქონებაზე, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს გ-------–------------ს, ც-–---- ჩ-------–---- და რ----- ს-----–--ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 47 311,81 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 44 597,47 აშშ დოლარი, პროცენტი - 2607,04 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 107,3 აშშ დოლარი.

გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციით: ც-–-------------–----ს (პ/ნ 4----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--------------------

ც-–-------------–----სა (პ/ნ 4----------) და გ-------–------------ს (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N-- მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:N--------------------.

თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება უნდა მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე გ-------–------------ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, კრედიტის ძირი თანხის - 44597,47 აშშ დოლარის და სარგებლის - 2607,04 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე სს “ს----------–--- ბ-----” სასარგებლოდ.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველდღიურ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდებით, რაც შეადგენს 1073,24 აშშ დოლარს, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 107,3 აშშ დოლარამდე.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

დადგენილია, რომ 2014 წლის 19 ნოემბერს სს „-----------–--- ბ-----“ და მოპასუხეებს ც-–---- ჩ-------–----ა და რ----- ს-----–--ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმად, სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას და თანახმა არიან მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები შეასრულოს სოლიდარულად ისე, რომ მონაწილეობა მიიღოს მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს სოლიდარულ მოვალეებსაც.

 

7.5 საქართველოს სკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილია, რომ 2014 წლის 19 ნოემბერს სს „-----------–--- ბ-----“ და ც-–---- ჩ-------–---- და გ-------–------------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ც-–-------------–----ს (პ/ნ 4----------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--------------------

ც-–-------------–----სა (პ/ნ 4----------) და გ-------–------------ს (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N-- მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:N--------------------.

ვინაიდან, მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაუფარაობის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს აღსრულება მოვალის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, აღსრულების მიქცევას მოვალის სხვა ქონებაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეებს: გ-------–------------ს, ც-–---- ჩ-------–---- და რ----- ს-----–--ს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----’’ სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 265,4 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე სს „-----------–--- ბ----“, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3216,09 ლარი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „-----------–--- ბ-----“ სარჩელი, მოპასუხეების გ-------–------------ს, ც-–-------------–----ს და რ----- ს-----–--ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები.

2.1. მოპასუხეებს გ-------–------------ს, ც-–-------------–----ს და რ----- ს-----–--ს სს „-----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N3054661-3209169 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 47 311,81 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 44 597,47 აშშ დოლარი, პროცენტი - 2607,04 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 107,3 აშშ დოლარი.

2.2. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:

1) ც-–-------------–----ს (პ/ნ 4----------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა, N--, სართული მ---, ბინა N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.

2) ც-–-------------–----სა (პ/ნ 4----------) და გ-------–------------ს (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ფოთი, ნ----–---–-- ქუჩა N--, სართული მ---, ბინა N--, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------.

2.3. თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე.

3. მოპასუხეებს სს ,,ს----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხიდან - 3411,8 ლარის გადახდა.

4. მოპასუხე რ----- ს-----–--ს სს „-----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 69,69 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე