განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
120100119002799291
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #27992-1-1/007-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

02 ივლისი 20-9 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ---- გ------–--ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1----–--–-, პ/ნ 11--------3, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ---------ი, რ--------ს ქ.N2-.

ადვოკატი-ტ-----ლ ბა-–-----–---–ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით და 273-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

20-8 წლის 02 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში, ზ---- გ------–--ემ უკანონოდ შეაღწია ქ.ბ---------ში რ--------ს ქუჩა N 5--ში მდებარე შპს. „მ–------–-ს“ ტერიტორიაზე და ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „მ–-----–-ს“ კუთვნილ ოთხ ცალ ელექტრო ძრავს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ასევე, 20-8 წლის 03 ოქტომბრის ახალციხის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ზ---- გ------–--ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად აღნიშნულისა, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზ---- გ------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ბ---------------ი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და 20-8 წლის 20 ოქტომბერს გადაადგილდებოდა დაბა ა---–-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზ---- გ------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მიწის ფლაკონის კედლებსა და ბამბის ტამპონზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ბ---------------ი საერთო წონით 0,000092 გრამი, ასევე ზ---- გ------–--ეს ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბ---------------ის, ა------------- და მ--------------ის მოხმარების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით.

 

ასევე ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ზ---- გ------–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედებები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ინფორმაციული პატაკი, ოქმი მოწმის სახით ო-–-გ ა------–-–---–-ს გამოძახების შესახებ, მოწმე ო-–-გ ა------–-–---–-ს, ნ-----–--ზ ყ---–--–---–--, ნ-----–--------–-–---–--, ჯ-----------------------ს, ო-–-გ ა------–-–---–-ს, ზ----------------, გამომძიებლების გ----------–----- , დ--------–-----, ი----------------, ა-–--------------–-- გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ზ---- გ------–---- პირადი ჩხრეკის შესახებ, ზ---- გ------–---- პირადი ჩხრეკის ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნ-----–--------–-–---–-- ა/მანქანის ჩხრეკის შესახებ, ნ-----–--------–-–---–-- ა/მანქანის ჩხრეკის ოქმი, დადგენილება ზ---- გ------–---- ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა ზ---- გ------–----, მოწმე ზ---- გ------–---- გამოკითხვის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მიმართვის წერილი აღსრულების ბიუროს, ბ---------ის რაიონული სასამართლოს 200- წლის 11 ივლისის განაჩენი, ბ---------ის რაიონული სასამრთლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-3 წლის 16 დეკემბრის განაჩენი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე დ-------------–---ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ზ----------–-------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე დ----------------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ზ--------------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ზ---- გ------–---- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ბ--------------–--–---–-- გამოკითხვის ოქმი, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ხელწერილი დათვალიერებაზე, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმი, პატაკი მიღებული ინფორმაციის შესახებ, დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ ზ---- გ------–---- მიმართ, ზ---- გ------–---- ხელწერილები, ოქმი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ ზ---- გ------–--ესთან, დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ ბ--------------–--–---–----, ოქმი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ ბ--------------–--–---–----, მოწმე კ-----------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმი, დათვალიერების ოქმი თანდართულ ასლთან ერთად, მიმართვის წერილი შპს „მ–------–-“ და წერილის პასუხი, მიმართვის წერილები პრობაციის და აღსრულების სამსახურს, კ-----------------–-–---–-ს ხელწერილები, გ---------------–---–-- ხელწერილი, ზ---- გ------–---- ადმინისტრაციული და ნასამართლეობის ცნობები, ბ--------------–--–---–-- ადმინისტრაციული და ნასამართლეობის ცნობები ,მიმართვის წერილი შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოს და წერილის პასუხი, პრობაციის ბიუროს მასალები ზ---- გ------–---- მიმართ, წერილი და მასალები პენიტენციალური დეპარტამენტიდან, 20-8 წლის 30 ოქტომბერის დადგენილება პირის ბრალდების შესხებ, 20-8 წლის 30 ოქტომბერის შუამდგომლობა ზ---- გ------–---- მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, 20-8 წლის 31 ოქტომბერის სასამართლოს განჩინება ზ---- გ------–---- მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, შუამდგომლობა ბრალდებულის დაკავების შესახებ, შეტყობინება დაკავების შესახებ, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმი, დაზარალებულის გ---------------–---–-- გამოკითხვის ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდაო მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30-85/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლოს დასკვნა ზ---- გ------–---- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ზ---- გ------–---- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ზ---- გ------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ნასამართლობის ფაქტს და პირობით მსჯავრს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ზ---- გ------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, სასამართლო დამატებით ითვალისწინებს ზ---- გ------–---- კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის წარსულ ცხოვრებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ზ---- გ------–--ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ზ---- გ------–---- მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ---- გ------–--ე წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, შესაბამისად მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი -სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე.( ქურდობის ეპიზოდი)

 

რაც შეეხება სსსკ-ის 273-ე მუხლს აღნიშნული წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

აღნიშნული მუხლის შენიშვნაში მითითებულია -ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად სამართალდარღვევას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ---- გ------–--ემ განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა უნდა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ზ---- გ------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

3 მლ-იანი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,4 მლ (საწყისი 0,6 მლ) ნარკოტიკული საშუალება,,ბ---------------ის“ შემცველი ხსნარი; 0,0-47 გრამი( საწყისი 0,0230 გრამი)ნარკოტიკული საშუალება,,ბ---------------ის“ შემცველი ნივთიერება; ნარკოტიკული საშუალება,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მცენარეული მასის ნარევი, წონით 0,41 გრამი( საწყისი 0,45 გრამი); მინის ფლაკონი, ბამბის ტამპონით და 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის ცარიელი შპრიცი; 1 ცალი ტუბი მოთავსებული მუყაოს კოლოფში, ერთი ცალი ტუბი და დოლბანდი მოთავსებული პოლიეთილენის პარკში- განადგურების მიზნით გადაიგზავნოს ცენტრალურ კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

 

ერთი ცალი CD დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---- გ------–--ე( პ/ნ 11--------3) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2.ზ---- გ------–--ე (პ/ნ 11--------3) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3.. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქავს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ზ---- გ------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ზ---- გ------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი)წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

5. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.

 

6. ზ---- გ------–--ეს დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 4 წლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 20-8 წლის 30 ნოემბრიდან.

 

7. ზ---- გ------–---- მიმართ 20-8 წლის 03 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

ზ---- გ------–---- მიმართ 20-8 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

8. ნივთიერი მტკიცებულება:

3 მლ-იანი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,4 მლ (საწყისი 0,6 მლ) ნარკოტიკული საშუალება,,ბ---------------ის“ შემცველი ხსნარი; 0,0-47 გრამი( საწყისი 0,0230 გრამი)ნარკოტიკული საშუალება,,ბ---------------ის“ შემცველი ნივთიერება; ნარკოტიკული საშუალება,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მცენარეული მასის ნარევი, წონით 0,41 გრამი( საწყისი 0,45 გრამი); მინის ფლაკონი, ბამბის ტამპონით და 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის ცარიელი შპრიცი; 1 ცალი ტუბი მოთავსებული მუყაოს კოლოფში, ერთი ცალი ტუბი და დოლბანდი მოთავსებული პოლიეთილენის პარკში- განადგურების მიზნით გადაიგზავნოს ცენტრალურ კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

 

ერთი ცალი CD დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია