გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019002872697
#2/396-19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.06.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი- სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ვ----–-–-–--–-–---–ი;
წარმომადგენელი - გ-----------–--ე;
მოპასუხე - ააიპ ს--–---–---------------ი;
წარმომადგენელი - თ---------------ი;
დავის საგანი - საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ს--–---–---------------ის 2018 წლის 01 თებერვლის #4- ბრძანება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე, მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–ს გადაეცა ააიპ ს--–---–---------------ის დირექტორის 01.02.2018 წლის # 4- ბრძანება, ამავე ააიპ-ში ბრიგადირის პოზიციაზე მომუშავე ვ----–-–-–--–-–---–ის მიმართ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, საყვედურის გამოცხადების შესახებ და ამავე ბრძანების საფუძვლად მითითებული, მომსახურების მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნ---------–ის 31.01.2018 წლის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, 2018 წლის 30 იანვარს, საღამოს ოპერატიული შემოვლის დროს # 17 ბრიგადის ბრიგადირი ვ----–-–-–--–-–---–ი 17:00 საათზე არ იმყოფებოდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. ბრძანებაში მითითებული ფაქტი არ შეესაბამება რეალობას, მას ადგილი არ ჰქონია, ამავე ფაქტის ირგვლივ სამსახურებრივი შემოწმება არ ჩატარებულა და ვ----–-–-–--–-–---–ს რაიმე განმარტება არ მიუცია. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ააიპ ს--–---–---------------ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად; (იხ. 28.06.2019წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ააიპ „ს--–---–---------------ის“ დირექტორის 01.02.2018 წ. N4- ბრძანების საფუძველზე ააიპ ს--–---–---------------ის ბრიგადირს ვ----–-–-–--–-–---–ს, მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოეცხადა საყვედური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ააიპ „ს--–---–---------------ის“ 01.02.2018 წლის #4- ბრძანება;
3.1.2. მოსარჩელის მტკიცებით, ააიპ „ს--–---–---------------ის“ დირექტორის 01.02.2018 წ. N4- ბრძანებაში მითითებული ფაქტს, შრომითი ვალდებულების დარღვევის შესახებ ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის თაობაზე სამსახურებირივი შემოწმება არ ჩატარებულა და ვ----–-–-–--–-–---–ს რაიმე სახის განმარტება არ მიუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ----–-–-–--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს კონსტიტუციის 26.1. მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით; საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროები მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. გასაგებია, რომ დამსაქმებელი ნამდვილად უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების გადამეტებას/ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ვ----–-–-–--–-–---–ისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ ააიპ ს--–---–---------------ის დირექტორის 2018 წლის 01 თებერვლის # 4- ბრძანებების კანონიერების შემოწმება.
შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით დადგენილი ქცევის წესის, სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შინაარსი და ხარისხი, ასევე, დადგენილ გარემოებათა საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების მართლზომიერების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 01 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #214, რომლის საფუძველზე ვ----–-–-–--–-–---–ი დასაქმებული იქნა ააიპ „ს--–---–---------------ის„ ბრიგადირის თანამდებობაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა დასაქმებულის წახალისების და დისციპლინური სასჯელის სახეები, რომლის 9.2. მუხლის თანახმად, დასაქმებულის მიერ სამსახურში დაგვიანება, დროზე ადრე წასვლის, ან და სხვა შრომითი დისციპლინის ან მასზე დაკისრებული მოვალეოებების დარღვევისა და არაჯეროვანი შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური სახე: შენიშვნა (სიტყვიერი გაფრთხილება), საყვედური, ერთთვიანი ხელფასის 10%-ით დაკლება, სასტიკი საყვედური, სამუშაოდან დათხოვნა.
ააიპ „ს--–---–---------------ის“ დირექტორის მიერ 016 წლის 27 ივლისს დამტკიცებული იქნა ააიპ „ს--–---–---------------ის“ შრომის შინაგანაწესი, რომლის მე-13 მუხლით განისაზღვრა პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის. ამავე შრომის შინაგანაწესით განისაზღვრა, რომ შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია დირექტორს მიმართოს წერილობითი ახსნა-განმარტებით.
ააიპ „ს--–---–---------------ის“ დირექტორის 01.02.2018 წ. N4- ბრძანების საფუძველზე ააიპ ს--–---–---------------ის ბრიგადირს ვ----–-–-–--–-–---–ს, მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოეცხადა საყვედური. დამსაქმებლის მიერ აღნიშნული ბრძანების მიღებას საფუძვლად დაედო მხოლოდ დასუფთავების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული ბრძანების შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ მაშინ როდესაც ვ----–-–-–--–-–---–ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე ბრძანება გადაეცა მტკიცებულების სახით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლის მიერ, ვ----–-–-–--–-–---–ის მხრიდან, მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტის სათანადო შემოწმება არ განხორციელებულა, დამსაქმებელს არ ჰქონდა მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხე ააიპ ს--–---–---------------ის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 200 ლარის გადახდა (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა
1. ვ----–-–-–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, ააიპ ს--–---–---------------ის დირექტორის 2018 წლის 01 თებერვლის #4- ბრძანება, მოსარჩელე ვ----–-–-–--–-–---–ისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ.
3. ააიპ ს--–---–---------------ს - ვ----–-–-–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 200 ლარის გადახდა;
4. ვ----–-–-–--–-–---–ს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს გ-----------–--ის მიერ 2019 წლის 28 თებერვალს სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე