გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№200210017001925539
საქმე N2/301-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წელი ქ.თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე – სს ,,ტ---------’’ წარმომადგენელი – ა----------ე მოპასუხეები – ე---------–--–---–ი, ლ--------–-–---–ი, ვ------------–---–ი წარმომადგენელი - გ---------------–---–ი მესამე პირი - მ-----------–---–--–ი წარმომადგენელი - ს----------------ე დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ე---------–--–---–სა და ვ------------–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 101.306.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 96.000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 4865.14 ლარი და ჯარიმა - 441.17 ლარი (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით).
1.2 ე---------–--–---–სა და ვ------------–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 03 აპრილიდან N4.0062607.0------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 96000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1120 ლარს (არაუმეტეს 13440 ლარი). (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით).
1.3 მოპასუხეებს ე---------–--–---–ს, ვ------------–---–სა და ლ--------–-–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 73,201.91 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 60.000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 13.201.91 ლარი (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ლ--------–-–---–ის პასუხისმგებლობა 95,900.39 ლარის ოდენობით).
1.4 მოპასუხეებს ე---------–--–---–ს, ვ------------–---–სა და ლ--------–-–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 03 აპრილიდან N4.0062607.0------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 60.000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1110 ლარს (არაუმეტეს 13200 ლარი). (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ლ--------–-–---–ის პასუხისმგებლობა 95,900.39 ლარის ოდენობით ).
1.5 N4.0062607.0------ და N4.0062607.0------ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს: 1. ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, ქუჩა გ--–--- N5ა, საკადასტრო კოდით: 53.20.36.2--; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N8ა, საკადასტრო კოდით: 53.20.36.2--; ე---------–--–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილი 687 კვ.მ. მდებარე მისამართზე: რაიონი ა-----ა, სოფელი ო–---, საკადასტრო კოდით: 50.12.34.149.01.5--; 2. ლ--------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N24, საკადასტრო კოდით: 53.20.36.2---
1.6 იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდით: 53.20.36.2--; 53.20.36.2--; 50.12.34.149.01.5--; 53.20.36.2--) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ე---------–--–---–ის 1. N4.0062607.0------ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ე---------–--–---–ისა და ვ------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე; 2. N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს ე---------–--–---–ის, ვ------------–---–ისა და ლ--------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.
1.7 მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროთ ბანკის მიერ წინასწარ გადახდილი სასამართლო ხარჯები (ბაჟი) 5000 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
16.04.2015 წელს სს ,,ტ--------სა” (ყოფილი სს ,,კ----------------------ი”) და ე---------–--–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება N4.0062607.0-- გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: მაქსიმალური ლიმიტის თანხა - 200.000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარი, მაქსიმალური ლიმიტის მოქმდების ვადა: 2035 წლის 16 აპრილის ჩათვლით, საპროცენტო განაკვეთი: არანაკლებ 1% და არაუმეტეს 36%-ისა, პირგასამტეხლოს ზუსტი ოდენობა განისაზღვრება და შეთანხმდება მხარეებს შორის დამატებითი ხელშეკრულებით.
N4.0062607.0-- საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 23.04.2015 წელს ბანკსა და ვ------------–---–ს შორის გაფორმდა N4.0062607.0--/01 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა იყოს მსესხებლის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებაზე სრულად და სოლიდარულად ვალდებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრულ მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 200.000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარი.
N4.0062607.0-- საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები: 1. ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 1.1 N4.0062607.0--/01, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, ქუჩა გ--–--- N5ა, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2--; 1.2 N4.0062607.0--/02, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N8ა, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2--; 1.3 N4.0062607.0--/04, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: რაიონი ა-----ა, სოფელი ო–---, საკადასტრო კოდი: 50.12.34.149.01.5--. 2. ბანკსა და ლ--------–-–---–ს შორის N4.0062607.0--/03, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N24, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2---
გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 23.04.2015 წელს გაფორმდა N4.0062607.0------ შეღავათიანი აგროკრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 120.000 (ასოცი ათასი) ლარი: კრედიტის ვადა 56 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14%, კრედიტის დაფარვა: წინამდებარე ხელშეკრულების დანართში წამოდგენილი გრაფიკის შესაბამისად; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 07.03.2016 წელს გაფორმა N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 60.000 (სამოციათასი) ლარი; კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა 07.03.2016 წლიდან 28.12.2020 წლამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი: 22%; კრედიტის დაფარვა: ყოველთვიურ საფუძველზე, თანდართული გრაფიკის შესაბამისად; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე; გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია N4.0062607.0------/02 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, რომელიც 07.03.2016 წელს გაფორმდა ბანკსა და ლ--------–-–---–ს შორის. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა იყოს მსესხებლის N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებაზე სრულად და სოლიდარულად ვალდებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 95.900.39 ლარი.
ბანკმა აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცა კრედიტები, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაბრუნებულიყო შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების მიხედვით. მსესხებელმა არ შეასრულა ზემოთ ხსენებული ვალდებულება, რის საფუძველზეც ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნეს სარჩელი, ხოლო სარგებლის, ჯარიმის მოთხოვნის ნაწილში არ ცნეს. მოსარჩლესა და ე---------–--–---–ს შორის ნამდვილად გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, შეღავათიანი აგროსესხი და სესხი, სარჩელში მითითებული პირობებით, მითითებულ დროს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ ხელშეკრულებების პირობები იყო და არის კაბალური ე---------–--–---–ისათვის. თავდებმა პირებმა იკისრეს ზემოაღნიშნული სესხის თავდებობა სარჩელში მითითებული პირობებით. ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული იქნა იპოთეკით სარჩელში მითითებული უძრავი ქონებები. ობიექტური მიზეზების გამო ე---------–--–---–ს გაუჭურდა სესხის დაფარვა გრაფიკის შესაბამისად, დღეისათვის აქვს დავალიანება ბანკის წინაშე, მაგრამ არა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე ითხოვს (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 16.04.2015 წელს სს ,,ტ--------სა” (ყოფილი სს ,,კ----------------------ი”) და ე---------–--–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება N4.0062607.0-- გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: მაქსიმალური ლიმიტის თანხა - 200.000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარი, მაქსიმალური ლიმიტის მოქმდების ვადა: 2035 წლის 16 აპრილის ჩათვლით, საპროცენტო განაკვეთი: არანაკლებ 1% და არაუმეტეს 36%-ისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 16 აპრილის N4.0062607.0-- გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 21-33);
3.1.2. N4.0062607.0-- საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 23.04.2015 წელს ბანკსა და ვ------------–---–ს შორის გაფორმდა N4.0062607.0--/01 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა იყოს მსესხებლის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებაზე სრულად და სოლიდარულად ვალდებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრულ მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 200.000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადება (იხ. ს.ფ. 34);
- 2015 წლის 23 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება N4.0062607.0--/01 (იხ. ს.ფ. 35-36);
3.1.3. N4.0062607.0-- საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები: 1. ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 1.1 N4.0062607.0--/01, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, ქუჩა გ--–--- N5ა, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2--; 1.2 N4.0062607.0--/02, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N8ა, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2--; 1.3 N4.0062607.0--/04, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: რაიონი ა-----ა, სოფელი ო–---, საკადასტრო კოდი: 50.12.34.149.01.5--. 2. ბანკსა და ლ--------–-–---–ს შორის N4.0062607.0--/03, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N24, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 16 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება N4.0062607.0--/01 (იხ. ს.ფ. 37-40);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 41-42);
- 2015 წლის 16 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება N4.0062607.0--/02 (იხ. ს.ფ. 43-46);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 47-48);
- 2016 წლის 01 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება N4.0062607.0--/04 (იხ. ს.ფ. 49-52);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 53-54);
- 2015 წლის 16 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება N4.0062607.0--/03 (იხ. ს.ფ. 55-58);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 59-60);
3.1.4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 23.04.2015 წელს გაფორმდა N4.0062607.0------ შეღავათიანი აგროკრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 120.000 (ასოცი ათასი) ლარი: კრედიტის ვადა 56 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14%, კრედიტის დაფარვა: წინამდებარე ხელშეკრულების დანართში წამოდგენილი გრაფიკის შესაბამისად; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 აპრილის N4.0062607.0------ შეღავათიანი აგროკრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 61-65);
- განაცხადის გრაფიკი, ხელშეკრულების გრაფიკი (იხ. ს.ფ. 66-69);
3.1.5. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 07.03.2016 წელს გაფორმა N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 60.000 (სამოციათასი) ლარი; კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა 07.03.2016 წლიდან 28.12.2020 წლამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი: 22%; კრედიტის დაფარვა: ყოველთვიურ საფუძველზე, თანდართული გრაფიკის შესაბამისად; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე; გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 07 მარტის N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 73);
- განაცხადის გრაფიკი, ხელშეკრულების გრაფიკი (იხ. ს.ფ. 74-75);
3.1.6. N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია N4.0062607.0------/02 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, რომელიც 07.03.2016 წელს გაფორმდა ბანკსა და ლ--------–-–---–ს შორის. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა იყოს მსესხებლის N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებაზე სრულად და სოლიდარულად ვალდებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 95.900.39 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდების განცხადება (იხ. ს.ფ. 76);
- 2016 წლის 07 მარტის თავდებობის ხელშეკრულება N4.0062607.0------/02 (იხ. ს.ფ. 77-82);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბანკმა აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცა კრედიტები, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაბრუნებულიყო შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების მიხედვით. მსესხებელმა არ შეასრულა ზემოთ ხსენებული ვალდებულება, რის საფუძველზეც ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი 23/04/2015-04/04/2017 (იხ. ს.ფ. 83-87);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 91);
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეების დავალიანების ოდენობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი 23/04/2015-04/04/2017 (იხ. ს.ფ. 83-87);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 91);
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე.
მოპასუხის შედავება ძირითადად შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების პირობები არის კაბალური ე---------–--–---–ისათვის და ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, უსამართლოდ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ ე---------–--–---–ის მიერ რეალურად გადახდილი თანხის უფრო დიდი ნაწილი პროცენტსი, საკომისიოსა და ჯარიმებშია წასული და არა ძიისი თანხის დასაფარად.
ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება და დავალიანების ოდენობა შეადგენს მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ტ---------ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 16.04.2015 წელს სს ,,ტ--------სა” (ყოფილი სს ,,კ----------------------ი”) და ე---------–--–---–ს შორის დადებული N4.0062607.0-- გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2015 წლის 23 აპრილს სს ,,ტ--------სა’’ და ე---------–--–---–ს შორის დადებული შეღავათიანი აგროკრედიტის ხელშეკრულება და 2016 წლის 07 მარტს სს ,,ტ--------სა’’ და ე---------–--–---–ს და შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სესხის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები.
16.04.2015 წელს სს ,,ტ--------სა” (ყოფილი სს ,,კ----------------------ი”) და ე---------–--–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება N4.0062607.0-- გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: მაქსიმალური ლიმიტის თანხა - 200.000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარი, მაქსიმალური ლიმიტის მოქმდების ვადა: 2035 წლის 16 აპრილის ჩათვლით, საპროცენტო განაკვეთი: არანაკლებ 1% და არაუმეტეს 36%-ისა.
გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 23.04.2015 წელს გაფორმდა N4.0062607.0------ შეღავათიანი აგროკრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა: 120.000 (ასოცი ათასი) ლარი.
მსესხებლის მიერ მიღებულ იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 120.000 ლარის ოდენობით.
გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 07.03.2016 წელს გაფორმა N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 60.000 (სამოციათასი) ლარი;
მსესხებლის მიერ მიღებულ იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 60.000 ლარის ოდენობით.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სს ტ--------სა’’ და ე---------–--–---–ს შორის 2015 წლის 23 აპრილს დაიდო შეღავათიანი აგროკრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 120.000 (ასოცი ათასი) ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 56 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14%, კრედიტის დაფარვა: წინამდებარე ხელშეკრულების დანართში წამოდგენილი გრაფიკის შესაბამისად და 2016 წლის 07 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 60.000 (სამოციათასი) ლარი; კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა 07.03.2016 წლიდან 28.12.2020 წლამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი 22%; კრედიტის დაფარვა: ყოველთვიურ საფუძველზე, თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკი, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია. იგი არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, რის გამოც, მოპასუხის მოთხოვნას სარგებლის შემცირების თაობაზე სასამართლო ვერ გაიზიარებას. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს მხოლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, როდესაც მისი ოდენობა გაუმართლებლად მაღალია ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და დარღვევით განპირობებული შესაძლო ზიანის მხედველობაში მიღებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად. სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება კანონით გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება კანონით გათვალისწინებული არ არის, თუმცა თუკი იგი პასუხობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნებს, სასამართლოს მიერ ხდება მოპასუხის პოზიციის გაზიარება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
6.3. სს ,,ტ--------სა’’ და ე---------–--–---–ს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული სესხის თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხე ე---------–--–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, მოპასუხის დავალიანება სს ,,ტ---------ს’’ მიმართ: 1) N4.0062607.0------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენს 101.306.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 96.000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 4865.14 ლარი და ჯარიმა - 441.17 ლარი; 2) N4.0062607.0------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენს 73,201.91 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 60.000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 13.201.91 ლარი,- რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
6.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ე---------–--–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 16 აპრილის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 23 აპრილს ვ------------–---–თან გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მოპასუხე ე---------–--–---–ის ფულად ვალდებულებებზე და შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ თავდებსაც უნდა დაეკისროს.
2016 წლის 07 მარტს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 07 მარტს ლ--------–-–---–თან გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მოპასუხე ე---------–--–---–ის ფულად ვალდებულებებზე და შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ თავდებსაც უნდა დაეკისროს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
აღნიშულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2015 წლის 16 აპრილს სს ,,ტ--------სა” და ე---------–--–---–ს შორის გაფორმდა N4.0062607.0-- გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები: 1. ბანკსა და ე---------–--–---–ს შორის 1.1 N4.0062607.0--/01, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, ქუჩა გ--–--- N5ა, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2--; 1.2 N4.0062607.0--/02, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N8ა, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2--; 1.3 N4.0062607.0--/04, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა ე---------–--–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: რაიონი ა-----ა, სოფელი ო–---, საკადასტრო კოდი: 50.12.34.149.01.5--. 2. ბანკსა და ლ--------–-–---–ს შორის N4.0062607.0--/03, რომლის საფუძველზეც იპოთეკის საგნად განისაზღვრა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N24, საკადასტრო კოდი: 53.20.36.2---
დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთმითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.
2015 წლის 16 აპრილის N4.0062607.0--/01, N4.0062607.0--/02 და N4.0062607.0--/03 იპოთეკის ხელშეკრულებების 8.2 პუნქტის თანახმად, ასევე 2016 წლის 01 მარტის N4.0062607.0--/04 იპოთეკის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად დასაფარად, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და ,,მსესხებელს’’ დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ასეთ შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდევინების მიქცევა (აღსრულება) მსესხებლის (აგრეთვე ასეთის არსებობის შემთხვევაში სხვა ველდებული პირის) სხვა ქონებასა და აქტივებზე. იგივე გავრცელდება იმ ხარჯზეც, რაც შეიზლება წარმოიშვას იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება აღსრულება მიექციოს მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, თავდაპირველად აღსრულება უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, ხოლო ამონაგები თანხის არასაკმარისობისას მოვალის სხვა ქონებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული მოცულობის სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1122.50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ტ---------’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს ე---------–--–---–სა და ვ------------–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 101.306.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 96.000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 4865.14 ლარი და ჯარიმა - 441.17 ლარი (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით).
1.2 ე---------–--–---–სა და ვ------------–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 03 აპრილიდან N4.0062607.0------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 96000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1120 ლარს (არაუმეტეს 13440 ლარი). (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით).
1.3 მოპასუხეებს ე---------–--–---–ს, ვ------------–---–სა და ლ--------–-–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 73,201.91 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 60.000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 13.201.91 ლარი (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ლ--------–-–---–ის პასუხისმგებლობა 95,900.39 ლარის ოდენობით).
1.4 მოპასუხეებს ე---------–--–---–ს, ვ------------–---–სა და ლ--------–-–---–ს სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 03 აპრილიდან N4.0062607.0------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 60.000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1110 ლარს (არაუმეტეს 13200 ლარი). (ამასთან, ვ------------–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 200,000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ლ--------–-–---–ის პასუხისმგებლობა 95,900.39 ლარის ოდენობით ).
1.5. N4.0062607.0------ და N4.0062607.0------ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს: 1. ე---------–--–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, ქუჩა გ--–--- N5ა, საკადასტრო კოდით: 53.20.36.2--; უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N8ა, საკადასტრო კოდით: 53.20.36.2--; ე---------–--–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილი 687 კვ.მ. მდებარე მისამართზე: რაიონი ა-----ა, სოფელი ო–---, საკადასტრო კოდით: 50.12.34.149.01.5--; 2. ლ--------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, გამზირი ი---------- N24, საკადასტრო კოდით: 53.20.36.2---
1.6 იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდით: 53.20.36.2--; 53.20.36.2--; 50.12.34.149.01.5--; 53.20.36.2--) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ე---------–--–---–ის 1. N4.0062607.0------ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ე---------–--–---–ისა და ვ------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე; 2. N4.0062607.0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს ე---------–--–---–ის, ვ------------–---–ისა და ლ--------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.
2. მოპასუხეებს მოსარჩელე სს ,,ტ---------ს" სასარგებლოდ დაეკისროთ 1122.50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. სს ,,ტ--------ს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 21 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 3877.50 ლარის ოდენობით.
(გადახდის თარიღი - 21.04.2017; საგადასახადო დავალება #3; გადამხდელი - სს ,,ტ---------’’; გადამხდელის ბანკი - სს ,,ტ---------’’; სახაზინო კოდი - 300853150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი