გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
330210117002228826
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/36349-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - შ----- ჭ---–---–ი

წარმომადგენელი - ფ----------------

მოპასუხე - შპს "მ----------------------------–-------------- ფ-----–---–---------- - ჯ--------"

წარმომადგენელი - გ--–---------, ხ-------------–

მესამე პირები მოსარჩელის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - დ----- ფ--–--–---–ი, ქ------- თ--------ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით (#1--------), დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და მოპასუხე შ----- ჭ---–---–ს დაეკისროს სესხის ძირი თანხის 20%-ის ნაცვლად, სესხის ძირი თანხის 2% პირგასამტეხლოს სახით.

 

1.2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში #1-------- პირგასამტეხლოს ნაწილში.

1.3. შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით (#1--------), დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და დ----- ფ--–--–---–ს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 20%-ის ნაცვლად სესხის ძირითადი თანხის 2% პირგასამტეხლოს სახით.

 

1.4. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში #1-------- პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

1.5. შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით (#1--------) დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და ქ------- თ--------ეს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 20%-ის ნაცვლად, სესხის ძირითადი თანხის 2% პირგასამტეხლოს სახით.

 

1.6. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში #1-------- პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

1.7. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------ს“ მიერ შ----- ჭ---–---–თან, დ----- ფ--–--–---–თან და ქ------- თ--------ესთან დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 პუნქტი სარგებლის ნაწილში, კერძოდ, სარგებლის 2 %-ის ნაცვლად განისაზღვროს 1.2 % ყოველთვიურად, შესაბამისად, თითოეული მოვალისთვის საპროცენტო სარგებლის ოდენობა ნაცვლად 2453.32 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 1472 აშშ დოლარით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 20 ოქტომბერს ერთის მხრივ შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------“-ს, როგორც იპოთეკარს და მეორეს მხრივ შ----- ჭ---–---–ს, როგორც მოვალესა და მესაკუთრეს, მესამეს მხრივ დ----- ფ--–--–---–ს როგორც მსესხებელს, მეოთხეს მხრივ ქ------- თ--------ეს, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შ----- ჭ---–---–მა (20 000 აშშ დოლარი), დ----- ფ----–--–---–მა (20 000 აშშ დოლარი) და ქ------- თ--------ემ (20 000 აშშ დოლარი) ისესხეს 60 000 აშშ დოლარი შპს „ მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------“-სგან. სესხი სარგებლიანია - 2016 წლის ნოემბრისა და ყოველ მომდევნო თვის 22 რიცხვში სარგებელი, თითოეული თვისთვის 2%-ის (400 აშშ დოლარი, ჯამში სამივეზე 1200 აშშ დოლარი) ოდენობით განისაზღვრა, რომლის დარიცხვაც გრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე (ხელშეკრულების 5.6 პუნქტი).

 

პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შესრულების გადაცილების მომენტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.3 %-ის ოდენობით, ყოველდღიურად 60 აშშ დოლარი(180 აშშ დოლარი სამივეზე), რომლის ათვლაც დაიწყო 2017 წლის 20 აპრილიდან და გრძელდება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 6 თვე.

 

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ----- ჭ---–---–ის ქონება: ს/კ: 0-----------------------; მდებარე ქ. თბილისი, ე. მ-----–-–---–ის ქ.N6, ბინა #12, სართული 7, (მანსარდი), ფართი 162.40 კვ.მ, შენობა-ნაგებობები: #1 და 2 შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 2991.75, დაზუსტებული ფართობი: 747.00 კვ.მ).

 

კრედიტორის შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------“-ს დირექტორის გ----------–-----ის და დირექტორის ლ-----------–---–ის უფლებამოსილ წარმომადგენელ ლ--------–--ის განცხადების საფუძველზე 20.10.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის ბ----- შ-----–--ს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რითაც შ----- ჭ---–---–ს დაეკისრა 26 506.64 დოლარისა და 123.81 ლარის გადახდა კრედიტორ შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------“-ს სასარგებლოდ, კერძოდ, სესხის ძირი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 4000 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის სარგებელი 2506.64 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასური 123.81 ლარი. ასევე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, დ----- ფ--–--–---–ის მიმართ, რომლის საფუძველზეც დ----- ფ--–--–---–ს დაეკისრა 26506.64 დოლარისა და 123.81 ლარის გადახდა კრედიტორის შპს „ მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------“-ს სასარგებლოდ. იმავე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, ქ------- თ--------ეს დაეკისრა 26506.64 დოლარისა და 123.81 ლარის გადახდა კრედიტორ შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------“-ს სასარგებლოდ, კერძოდ, სესხის ძირი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 4000 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის სარგებელი 2506.64 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასური 123.82 ლარი. ზემოთხსენებული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო საქმის წარმოება კერძო აღმასრულებელთან.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლების მიხედვით, პირგასამტეხლოს ვადის ათვლა დაწყებულია 2016 წლის 23 დეკემბრიდან, მაშინ როდესაც პირგასამტეხლო ხელშეკრულების მიხედვით ითვლება ძირი თანხიდან და უნდა დაიწყოს ძირი თანხის გადახდის ვალდებულებიდან, რომლის ათვლაც უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 20 აპრილს. პირგასამტეხლო ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს ძირი თანხის 0.3 %, ასევე არის ხელშეკრულებაში დათქმა, რომ პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს ძირი თანხის 20%-ს. ზუსტად ამიტომ არის დათვლილი სამივე ხელშეკრულებისთვის სათითაოდ 4000 აშშ დოლარი, ვინაიდან 20 000 აშშ დოლარის 20% არის 4000 აშშ დოლარი, ჯამში კი სამივე ხელშეკრულებისთვის პირგასამტეხლომ შეადგინა 12 000 აშშ დოლარი, რომელიც არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობა 2016 წლის დეკემბრიდან კი არ უნდა დათვლილიყო, 0.3% დღეში და მერე შემცირებულიყო, არამედ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დათვლილიყო 2017 წლის 20 აპრილიდან, ძირი თანხის გადახდის ვადის დადგომიდან, სააღსრულებო ფურცლის გამოწერამდე, ანუ 7 თვე - 210 დღე, რაც დაახლოებით შეადგენს ძირი თანხის 0,1% დღეში.

 

მოპასუხე მხარემ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტი და პირგასამტეხლოს სახით, მოსარჩელეს დააკისრა მაქსიმუმი თანხა, კერძოდ კი 4000 აშშ დოლარი, ჯამში კი 12 000 აშშ დოლარი, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე იგი უნდა შემცირდეს 10 ჯერ და დავიდეს 400 აშშ დოლარამდე, ჯამში კი სამივე მოვალისთვის 1200 აშშ დოლარამდე 12000 აშშ დოლარის ნაცვლად.

მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის საპროცენტო სარგებლის ოდენობასაც, (როგორც სესხის ხელშეკრულების პუნქტის ბათილობა პროცენტის აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში), ვინაიდან არასამართლიანია ხელშეკრულების ის დათქმა, რომ მხარეს პროცენტიც და პირგასამტეხლოც უნდა დაეკისროს აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 20 ოქტომბერს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შ----- ჭ---–---–ის სესხის ოდენობა განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარის, დ----- ფ--–--–---–ის 20 000 აშშ დოლარის და ქ------- თ--------ის 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. თითოეული მსესხებლისთვის სესხით სარგებლობის ყოველთვიური საპროცენტო სარგებლად განისაზღვრა 2 %, ხოლო სესხის ვადად 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 აპრილამდე პერიოდი. გრაფიკის მიხედვით მსესხებლებს ბოლო გადახდა უნდა განეხორციელებინათ 22/04/2017 წელს. ამავდროულად სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 პუნქტით დადგინდა, რომ თუ რომელიმე მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებდა, ისინი ვალდებულნი იყვნენ თითოეულს დამოუკიდებლად გადაცილებული დროისთვის გადაეხადა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (თითოეულ მსესხებელს სესხის ძირი თანხის 2 % ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდებოდა სესხის იძულებითი ან რომელიმე მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

ხელშეკრულების 5.9 და 5.10 მუხლებით დადგინდა პირგასამტეხლოს დარიცხვის მეთოდები, კერძოდ, 5.9 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და თუ გადაცილებული დღეების საერთო რაოდენობა 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იქნება, მას დამოუკიდებლად გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრება პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის თანხის 2.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ამ იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე.

 

ხელშეკრულების 5.10 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის ან/და სარგებლის გადახდის ვადას და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საერთო ჯამში იქნება 30 კალენდარულ დღეზე მეტი, მას გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეული მსესხებლისთვის დამოუკიდებლად სესხის ძირი თანხის 0.3% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა. აღნიშნული ორგვარი დარიცხვის მეთოდი გამსესხებლის მიერ დაწესებულია ისევ და ისევ მსესხებლის სასარგებლოდ, ანუ მიზანი არის ის რომ თუ მსესხებელი კეთილსინდისიერი გადამხდელი იქნება და ჯამური ვადაგადაცილება არ აღემატება 30 დღეს, მას ეკისრება ბევრად ნაკლები პირგასამტეხლო ვიდრე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში კერძოდ პირველ შემთხვევაში ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული მსესხებლისთვის გამოდის 400 *2,5/100= 10 აშშ დოლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 20000*0,3/100= 60 აშშ დოლარი. გამსესხებელი ამ გზით ხელს უწყობს მსესხებელს, რომ შედარებით ცოტა ვადით ვადაგადაცილებისთვის გადაიხადოს ძალიან მცირე რაოდენობის პირგასამტეხლო, თუმცა როდესაც ვადაგადაცილება თვეებს ითვლის, ძირის 0,3 პროცენტი სრულად გონივრული პირგასამტეხლოა იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს მაქსიმუმი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში ძირი თანხის #4 %-ს.

მხარე არასწორად უთითებს, რომ პირგასამტეხლოს ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 20 აპრილიდან და უკავშირებს ძირის დაბრუნების თარიღს, თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია რომ ძირი უნდა დაებრუნებინა 22/04/2017 წელს. პირგასამტეხლოს ვადის ათვლა დაიწყო 23/12/2016 წელს, ანუ მაშინ როდესაც მას დაუფიქსირდა სარგებლის თანხის გადახდის პირველი ვადაგადაცილება და პირგასამტეხლოს კალკულაცია თითოეული მსესხებლისთვის განხორციელდა კანონმდებლობით და ხელშეკრულების 5.9 და 5.10 მუხლების სრული დაცვით. პირველი ვადაგადაცილებული 30 დღისთვის თითოეულს დაერიცხა პირგასამტეხლო 300 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ მათ მიერ ვადაგადაცილების დღეების (დაახლოებით 7 თვე) რაოდენობის მიხედვით დარიცხვამ ბევრად გადააჭარბა სესხის ძირი თანხის 20 პროცენტს. სწორედ ამიტომ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული მსესხებლისთვის შეადგენს სესხის ძირი თანხის 20000 ის 20 %ს - 4000 აშშ დოლარს.

 

თითოეული მსესხებლის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ----- ჭ---–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ე---–--- მ-----–-–---–ის ქუჩა N6, ს.კ: 0----------------------. ნოტარიუსის მიერ მართლაც გაიცა თითოეული მსესხებლის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლები. მსესხებლის მიერ მე-3 ფაქტობრივ გარემოებაში არასწორი კალკულაციია მითითებული და სააღსრულებო ფურცლის მიხედვით 24.11.2017 წლის მდგომარეობით შ----- ჭ---–---–ის შემთხვევაში დავალიანება საერთო ჯამში შეადგენდა 26 453.32 აშშ დოლარს (ძირი, პირგასამტეხლო, სარგებელი) და123.81 ლარს (სააღსრულებო ხარჯი) ნაცვლად მითითებული 26 506.64.64 შშ დოლარისა და 123.81 ლარისა. სააღსრულებო ფურცელი დაემყარა შემდეგ კალკულაციას. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: ა) სესხის ძირითადი თანხა –20 000.00 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. ბ) პირგასამტეხლო - 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (5 დღე); 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდზე 46 დღე); 2017 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდზე (2 დღე) და 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (22 დღე) პირგასამტეხლო შეადგენს სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 2%) 2.5 %-ს ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 15 ივლისიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი ან იძულებითი შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0,3%-ს ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ს (ოცი პროცენტი). ვადაგადაცილებული დღეების საერთო რაოდენობა სააღსრულებო ფურცლის აღების მომენტისათვის იყო 163 დღე, აქედან 30 დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობაა 300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ დღეებზე (133) საერთო ჯამში - 7980 აშშ დოლარი (თითოეულ მსესხებელზე, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის კეთილი ნების საფუძველზე ხელშეკრულებით დადგენილი აქვს პირგასამტეხლოს ზედა ზღვარი, ამიტომ თითოეული მათგანის პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 4000 აშშ დოლარი. გ) სესხით სარგებლობის სარგებელი - 2,453.32 (ორი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი მთელი ოცდათორმეტი მეასედი) აშშ დოლარი, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე (სარგებლის ოდენობა შეადგენს სესხის ძირი თანხის 2 %-ს ყოველთვიურად). გადაუხდელი სარგებელის ათვლის პერიოდია 22/05/2017 წლიდან 24/11/2018 წლის ჩათვლით (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) პერიოდი, რომელიც გამოვიდა 6 სრული თვე და 4 დღე. თითოეული მსესხებლისთვის ყოველდღიური სარგებელი შეადგენს - დ (ყოველთიური სარგებელი) 30 (დღეების რაოდენობა)=13.33 შესაბამისად, გადასახდელი სარგებელი სააღსრულებო ფურცლის აღების მომენტისათვის დაანგარიშდა შემდეგნაირად: | 400*6+(13.33*4)= 2453.32 აშშ დოლარი. დ) აგრეთვე სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი.

მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანება კი უკვე წარმოადგენს დავალიანებას სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტისათვის, ანუ რაც იყო 28/11/2017 წლის მდგომარეობით.

ზუსტად იგივე კალკულაციას დაეყრდნო მოპასუხე მხარე დ----- ფ--–--–---–ის და ქ------- თ--------ის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის აღებისას, ამიტომ ქ------- თ--------ის და დ----- ფ--–--–---–ის დავალიანებებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გააკეთა.

შ----- ჭ---–---–ის, დ----- ფ--–--–---–ის და ქ------- თ--------ის წინააღმდეგ კერძო აღმასრულებელთან დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოპასუხის მიმართვის საფუძველზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მხარე არასწორად უთითებს პირგასამტეხლოს ათვლის თარიღზე და კალკულაციაზე. ხელშეკრულების 5.9 და 5.10 მუხლებში ცალსახად და ხაზგასმით წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას, მაშინ დაეკისრება პირგასამტეხლო, სარგებლის თანხის გადახდის პირველი ვადაგადაცილება კი სწორედ 2016 წლის 23 დეკემბერს ფიქსირდება. სააღსრულებო ფურცელში ზუსტად და დეტალურად არის აღწერილი ვადაგადაცილებული დღეების და პირგასამტეხლოს კალკულაციის შესახებ, შესაბამისად აბსურდულია თუ რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს ათვლის თარიღად მოსარჩელე სესხის ძირის გადახდის თარიღს, ასევე რა პრინციპით დაყავს პირგასამტეხლო 0,1%-ზე.

მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო დათვლილია ხელშეკრულების მიხედვით და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და ხელშეკრულების 5.11 მუხლის მიხედვით ისინი ეთანხმებიან პირგასამტეხლოს ოდენობას და აცნობიერებენ, რომ ის არ არის შეუსაბამო, შესაბამისად მათი მითითება და არგუმენტები პირგასამტეხლოს ვადის ათვლასთან და მის ოდენობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული. არ არსებობს პირგასამტეხლოს არათუ 10-ჯერ, არამედ საერთოდ მისი შემცირების საფუძველი. მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის, ვალდებულებების დარღვევის ხარისხის და მოპასუხის საქმიანობის გათვალისწინებით, სახეზეა გონივრული და თანაზომიერი პირგასამტეხლო და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი. გარდა ამისა, კანონმდებელი აკისრებს მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს, რომ დაადასტუროს, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა არის მძიმე და ამის გამო არ შესწევს პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობა. მოსარჩელეს ამის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია მტკიცებულება.

მოსარჩელე მხარე არასწორ განმარტებას აკეთებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით. თითოეული მსესხებლის ვალდებულება იყო ყოველთვიურად გადაეხადათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხით სარგებლობის პროცენტი და ის რომ მსესხებელი ამ სარგებელს იხდიდა მაისის თვის ჩათვლით, ეს ცხადია არანაირ უპირატესობას ან შეღავათის გაკეთების შესაძლებლობას არ ანიჭებს მას. თითოეული მსესხებელი ნებისმიერი გადახდის ვადაგადაცილებისთვის ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 20 ოქტომბერს, შპს ,,ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------მ“ შ----- ჭ---–---–თან, დ----- ფ--–--–---–თან და ქ------- თ--------ესთან დადო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------მ“ თითოეულ ფიზიკურ პირზე გასცა სესხი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 2 %-ის დარიცხვით, 2017 წლის 22 აპრილამდე ვადით.

 

ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებდა, ისინი ვალდებულნი იქნებოდნენ, გადაცილებული დროისათვის, თითოეულს დამოუკიდებლად გადაეხადა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირი თანხის 2 % ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდებოდა სესხის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, მხარეთათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი), სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა შეწყდებოდა სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან, ამიტომაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ რომელიმე მსესხებლის ბრალით გადავადდებოდა სააღსრულებო წარმოება (მათ შორის მსესხებლის მოთხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერება), მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილი იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მოეთხოვა თითოეული მსესხებლისგან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან ფულად დავალიანებაზე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი (სესხის ძირი თანხის 2 % ყოველთვიურად), თანხის ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების შედეგად გადახდამდე.

 

ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და თუ ვადაგადაცილებული დღეების საერთო რაოდენობა 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იქნება, მას დამოუკიდებლად გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრება პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის სარგებლის თანხის 2.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე.

 

ხელშეკრულების 5.10 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი მაინც დაარღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საერთო ჯამში იქნებოდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი, მას გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეული მსესხებლისთვის დამოუკიდებლად სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა.

 

ხელშეკრულების 5.11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თითოეულმა მსესხებელმა დაადასტურა, რომ ისინი აცნობიერებდნენ და ეთანხმებოდნენ ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს არსებობას და მის ოდენობას და რომ ის არ იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მსესხებლებს გადახდები უნდა განეხორციელებინათ ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკებით გაწერილი პერიოდულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20.10.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-43);

- გადახდის გრაფიკები (ს.ფ. 44-46);

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, გამსესხებლის მოთხოვნა თითოეული მსესხებლის მიმართ უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, რაც მოიცავდა მესაკუთრე შ----- ჭ---–---–ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ იპოთეკის საგანს:

6.2.1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების (მიწის) შესახებ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------, განცხადების რეგისტრაციის #8-----------, მომზადების თარიღი: 18/10/2016, ზონა თ---–-------------------------------------–-------------------------------------, მისამართი: თბილისი, ე---–--- მ-----–-–---–ის ქუჩა #6, დაზუსტებული ფართობი: 747.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 4----;0---------------.

 

იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა გამსესხებლის შემდეგი მოთხოვნები: სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი, პირგასამტეხლო, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით, ან შეუსრულებლობით იპოთეკარისთვის მიყენებული ზიანი, სასამართლოს, არბიტრაჟისა და აღსრულების ხარჯები, სხვა ნებისმიერი ხარჯი, ზიანი და ნებისმიერი ფულადი ვალდებულება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს ამ ხელშეკრულებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.10.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-43);

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 20.10.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებლების მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე, შპს ,,მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------ს“ მიმართ მსესხებელ შ----- ჭ---–---–ის დავალიანებამ შეადგინა სესხის ძირი თანხა - 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4000 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის სარგებელი - 2 506.64 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასური - 123.81 ლარი; მსესხებელ დ----- ფ--–--–---–ის დავალიანებამ შეადგინა სესხის ძირი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 4000 ლარი, სესხით სარგებლობის სარგებელი - 2506.64 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასური 123.81 ლარი; ქ------- თ--------ის დავალიანებამ შეადგინა სესხის ძირი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 4 000 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის სარგებელი - 2506.64 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასური - 123.82 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობები (ს.ფ. 47-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 24.11.2017 წელს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორ შპს ,,მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------ს“ მიმართ, მოვალე შ----- ჭ---–---–ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (5 დღე); 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდზე (1 დღე); 2017 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდზე (2 დღე) და 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (22 დღე) პირგასამტეხლო შეადგენს სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 2 %) 2.5%-ს ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 15 ივლისიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი ან იძულებითი შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0.3%-ს ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა; სესხით სარგებლობის საფასური 2453.32 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 123.81 ლარი.

 

ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მოპასუხე შ----- ჭ---–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით #0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #1-------- სააღსრულებო ფურცელი(ს.ფ. 50-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 24.11.2017 წელს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორ შპს ,,მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------ს“ მიმართ, მოვალე ქ------- თ--------ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (5 დღე); 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდზე (1 დღე); 2017 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდზე (2 დღე) და 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (22 დღე) პირგასამტეხლო შეადგენს სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 2 %) 2.5%-ს ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 15 ივლისიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი ან იძულებითი შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0.3%-ს ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა; სესხით სარგებლობის საფასური 2453.32 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 123.82 ლარი.

 

ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მოპასუხე შ----- ჭ---–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით #0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 55-59);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 24.11.2017 წელს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორ შპს ,,მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------ს“ მიმართ, მოვალე დ----- ფ--–--–---–ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 20 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (5 დღე); 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდზე (1 დღე); 2017 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდზე (2 დღე) და 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (22 დღე) პირგასამტეხლო შეადგენს სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 2 %) 2.5%-ს ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 15 ივლისიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი ან იძულებითი შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0.3%-ს ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა; სესხით სარგებლობის საფასური 2453.32 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 123.81 ლარი.

 

ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მოპასუხე შ----- ჭ---–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, სკადასტრო კოდით #0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 60-64);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. კერძო აღმასრულებელ ერეკლე ღვინიანიძის მიერ გაცემული წინადადებებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალეებს - შ----- ჭ---–---–ს, დ----- ფ--–--–---–ს და ქ------- თ--------ეს მიეცათ შვიდი კალენდარული დღე, შპს ,,მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- ჯ--------ს“ მიმართ ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 65-70);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ მოსარჩელე/მოვალე შ----- ჭ---–---–ის და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების - დ----- ფ--–--–---–ის და ქ------- თ--------ის მიერ სესხის ძირითადი თანხისა (თითოეულის მიმართ 20 000 აშშ დოლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება შესრულებული არ იქნა და სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული ვალდებულების მოცულობა აღნიშნულ ნაწილში მართებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგნილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი არ წარმოადგენს ბათილ შეთანხმებას და არ არსებობს მისი ნაწილობრივ ბათილობის სამართლებრივი საფუძველი - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 62-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება - ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2%-ის ოდენობით, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შინაარსის გარიგებას ადგილი აქვს იმ დროს, როდესაც გარიგების კონკრეტული პირობები არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და ამით არათანაბარ პირობებში აყენებს მას გარიგების მონაწილე მეორე მხარესთან მიმართებაში. შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელზე მითითებისას და ამ მოტივით მის ბათილად ცნობაზე მსჯელობისას, აუცილებელია დადგინდეს თუ რამდენად ეწინააღმდეგება იგი საჯარო წესრიგს და აყენებს თუ არა ხელშეკრულების მხარეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს წლიურ 24%-ს. მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, ამ ოდენობით საპროცენტო სარგებლის გადახდა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვას და შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, შესაბამისად, ამ პირობის წარდგენისას მოპასუხე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მოპასუხე განმარტავს, რომ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება მოხდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოდენობაზე უფრო ნაკლებზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა ამისა, თავად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმებული პროცენტი არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). წარმოდგენილ შემთხვევაში შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა არ არის და არ იკვეთება მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მხარის მოქმედებაში არაკეთილსინდისიერების ფაქტი. არსებული შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი თანაზომიერებაშია ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთთან და ადგილი არ აქვს საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტს (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას.

წარმოდგენილ შემთხვევაში, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 20 ოქტომბერს, 2017 წლის 22 აპრილამდე ვადით, ყოველთვიური 2% სარგებლის დარიცხვით. არსებული მოცემულობის ფარგლებში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცლები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული შ----- ჭ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, თუმცა გავიდა საკმაოდ დიდი დრო და მოსარჩელის მოთხოვნა ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია, ამასთან, სასესხო ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა საკმაოდ მოცულობითია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არის გონივრული ოდენობის და არ უნდა იქნეს შემცირებული. აქვე საგულისხმოა, რომ მისი ოდენობის ზედა ზღვარი დადგენილია და მხედველობაში მისაღებია მთელი გასული პერიოდი, რა პირობებშიც არ არის გადახდილი მოვალეთა მიერ ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, მხოლოდ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობის არსებობა საკმარისი არაა. მოვალეს/მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოებების მითითებისა და დადასტურების ვალდებულება, რომლის მხედველობაში მიღებით სსკ-ის 420 მუხლის შესაბამისად უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ მისი შემცირების საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მხოლოდ მითითება, რომ მისი ოდენობა დიდია, არ არის საკმარისი და სარწმუნო, მით უფრო რომ ვალდებულების ძირითად ოდენობასთან მიმართებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მისი ზრდა დროის მონაკვეთის მიუხედავად ვეღარ მოხდება, პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შ----- ჭ---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 826 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, შ----- ჭ---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 2017 წლის 24 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 2017 წლის 24 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 2017 წლის 24 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შ----- ჭ---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 2017 წლის 24 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 2017 წლის 24 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 2017 წლის 24 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე