გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210016001427732
საქმე №2/878-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - სს “ლ-------------ი”
წარმომადგენლები - ნ--ო კ-------ა
მოპასუხე - შ--–-ა კ------–---–ი, ჯ---ი კ------–---–ი, ე-ა კ------–---–ი, კ-----რ კ------–---–ი, მ--ა ბ--–-------ე, ც---–ა კ------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს შ--–-ა კ------–---–ს და ჯ---ი კ------–---–ს, მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14 263.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 10596.79 ლარი, დარიცხული პროცენტი - 3066.77 ლარი და შემცირებული ჯარიმა 600 ლარი.
1.2 გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთე-ით დატვირთული შ--–-ა კ------–---–ის, ე-ა კ------–---–ის, კ-----რ კ------–---–ის, მ--ა ბ--–-------ის და ც---–ა კ------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქარელი, სოფ. რუისი, ს/კ 6-.15.--.028 - რეალიზაციის გზით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 10 დეკემბერს სს „ლ-------------სა“ და შ--–-ა კ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 80 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში, 120 კალენდარული თვის ვადით.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 13 დეკემბერს ბანკსა და შ--–-ა კ------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №200127, რომლის საფუძელზეც ბანკის მიერ შ--–-ა კ------–---–ზე გაცემული იქნა საკრედიტო თანხა 15 100 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%, მოქმედების ვადა განისაზღვრა 29 თვე, პირგასამტეხლო -1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს კრედიტით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 10 დეკემბერს ბანკსა და ჯ---ი კ------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 84 400 აშშ დოლარით.
2013 წლის 10 დე-ემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შ--–-ა კ------–---–ის, ეკა კ------–---–ის, კ-----რ კ------–---–ის, მ--ა ბ--–-------ის და ც---–ა კ------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქარელი, სოფ. რუისი, ს/კ 6-.15.--.028.
მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები შ--–-ა კ------–---–ი, ე-ა კ------–---–ი, კ-----რ კ------–---–ი, მ--ა ბ--–-------ე და ც---–ა კ------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, ხოლო მოპასუხე ჯ---ი კ------–---–მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 10 დეკემბერს სს „ლ-------------სა“ და შ--–-ა კ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 80 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში, 120 კალენდარული თვის ვადით.
3.1.2. 2013 წლის 13 დეკემბერს სს "ლ-------------სა" და შ--–-ა კ------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №200127, რომლის საფუძელზეც ბანკის მიერ შ--–-ა კ------–---–ზე გაცემული იქნა საკრედიტო თანხა 15 100 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%, მოქმედების ვადა განისაზღვრა 29 თვე, პირგასამტეხლო 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს კრედიტით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად
3.1.3. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფრმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 13 დეკემბერს ბანკსა და ჯ---ი კ------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 84 400 აშშ დოლარით.
.
3.1.4 2013 წლის 10 დეკემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შ--–-ა კ------–---–ის, ე-ა კ------–---–ის, კ-----რ კ------–---–ის, მ--ა ბ--–-------ის და ც---–ა კ------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქარელი, სოფ. რუისი, ს/კ 6-.15.--.028
3.1.5. მსესხებელმა არაერთგზის დაარღვია გადახდის ვადა. 2013 წლის 10 დეკემბრის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ბანკის მიმართ გააჩნიათ დავალაინება.
3.1.6. მოსარჩელე სს ”ლ-------------მა” მოპასუხეებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი დავალიანების დაფარვის შესახებ და განუსაზღვრა ვადა, ხუთი დღე ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს ფატობრივ გარემოება მასზედ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ--–-ა და ჯ---ი კ------–---–ებს გააჩნიათ დავალიანება სესხის ძირი თანხა 10596.79 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი - 3066.77 ლარი . მოსარჩელე მხარემ მოთხოვნა შეამცირა ჯარიმის ნაწილში და მისი ოდენობა განისაზღვრა 600 ლარით, რაც ასევე არ გადაუხდია მოპასუხე მხარეს.
მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მის მიერ დავალიანების დაფარვას დაადასტურებდა, ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც იმ გარემოებათა შეცვლას დაადასტურებდა, რომელიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა ან რომელიც ფორსმაჟორულ გარემოებათა გამო ვალდებულების შეუსრულებლობას დაადასტურებდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”ლ-------------ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 361-ე, მე-400, 873-ე, 405-ე,403-ე, 417-418-ე, 420-ე, 891-ე, 895-896-ე, 898-ე, 286-ე, 301-ე, მე-300, 463-ე მუხლები.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სს ”ლ-------------სა” და შ--–-ა კ------–---–ს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, შ--–-ა კ------–---–მა მიიღო კრედიტი 15 100 ლარი, 29 თვის ვადით, წლიური საპრიცენტო სარგებელი 24%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაციებული თანხის 1%.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან და ამავე ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შ--–-ა კ------–---–ის მიერ არ შესრულებულა ჯეროვნად და წარმოიქმნა დავალიანება, მას დავალიანება სრულად არ დაუფარავს.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
ამდენად, მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მოსარჩელე საბანკო დაწესებულებას წარმოეშვა უფლება მოითხოვოს მოპასუხე მხრისაგან სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდა.
საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1% ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეები განსაზღვრავენ თავისუფლად და იგი შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 600 ლარის გადახდის დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 600 ლარი, სესხის ძირითად თანხისა (10 596.79 ლარი) და პროცენტის (3066.77ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არის შესაბამისობაში და მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს მისი გადახდა.
ამდენად, სს ”ლ-------------ის” სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი მოვალისა და თავდებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის სახით 10 596.79 ლარის, პროცენტის სახით 3066.77ლარისა და პირგასამტეხლოს 600 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
2013 წლის 10 დეკემბერს სს ” ლ-------------სა ” და შ--–-ა კ------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ” ლ-------------სა ” და ჯ---ი კ------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ჯ---ი კ------–---–მა სრული პასუხისმგებლობა აიღო შ--–-ა კ------–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ შ--–-ა კ------–---–მა გადააცილა გადახდის ვადას რამდენჯერმე.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
ჯ---ი კ------–---–თან დადებული შეთანხმებით თავდებობის რაოდენობრივი ოდენობა განისაზღვრა 84 400 აშშ დოლარით, რომელიც მოიცავს ძირითად ვალს, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს, ჯარიმასა და პროცესის ხარჯს.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია როგორც იპოთეკით, ასევე სოლიდარული თავდებობით. თითოეული წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამოუკიდებელ სახეს.
ამდენად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სოლიდარული თავდებისათვის თანხის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რაც გულისხმობს კრედიტორის მიმართ მის პასუხისმგებლობას პირადად მთელი თავისი ქონებით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
2013 წლის 10 დეკემბერს სს ,,ლ-------------სა“ და შ--–-ა კ------–---–ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შ--–-ა კ------–---–ის, ე-ა კ------–---–ის, კ-----რ კ------–---–ის, მ--ა ბ--–-------ის და ც---–ა კ------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქარელი, სოფ. რუისი, ს/კ 6-.15.--.028.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11.მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული შ--–-ა კ------–---–ის, ე-ა კ------–---–ის, კ-----რ კ------–---–ის, მ--ა ბ--–-------ის და ც---–ა კ------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2013 წლის 10 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ იპოთკის საგნზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
ამდენად უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შ--–-ა კ------–---–ისთვის და ჯ---ი კ------–---–ისთვის დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველყოფის შესახებ ამ უკანასკნელთა კუთვნილი სხვა ქონების საშუალებითაც, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით არ დაიფარება მოპასუხეთა დავალიანება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზემოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მოსამზადებელ სხდომაზე 2600 ლარით, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო, შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 505.91 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 78 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 427.91 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ,სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხეებს შ--–-ა კ------–---–ს და ჯ---ი კ------–---–ს მოსარჩელე სს ”ლიბერთი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14 263.56 (თოთხმეტიათას ორას სამოცდასამი ლარი და ორმოცდათქევსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე შ--–-ა კ------–---–ის, ე-ა კ------–---–ის, კ-----რ კ------–---–ის, მ--ა ბ--–-------ის და ც---–ა კ------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქარელი, სოფ. რუისი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 6-.15.--.028.
3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხე შ--–-ა კ------–---–ის და ჯ---ი კ------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
4. მოსარჩელეს სს ”ლ-------------ს” (ს/ნ 20-----04) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 08 ივლისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 505.91 (ხუთას ხუთი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარიდან 78 (სამოცდათვრამეტი) ლარი, ხოლო სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილ თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხეებს შ--–-ა კ------–---–ს, ჯ---ი კ------–---–ს, ე-ა კ------–---–ს, კ-----რ კ------–---–ს, მ--ა ბ--–-------ეს და ც---–ა კ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ 427.91 (ოთხას ოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდატერთმეტი თეთრი) ლარი გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე