გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 101210019003016242
#2/138 -19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02.07.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ი----------–---------------–---–ი
წარმომადგენელი: ნ--------------–---–ი
მოპასუხე: გ--------–---–---ე
წარმომადგენელი: თ----------–-–---–ი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა 1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ი----------–---------------–---–მა (პ/ნ. 3---------2) მოპასუხე - გ--------–---–---ის (პ/ნ 5---------0) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით; სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 08 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ჭიათურა, ქ--------ს ქუჩა N--ში, საკადასტრო კოდით 3----------5; აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე 2016 წლის 13 სექტემბრიდან; მიუხედავად არაერთი თხოვნისა მოპასუხეს დაეცალა მისი საკუთრება (საცხოვრებელი სახლი) და გადაეცა მისთვის, იგი დღემდე უკანონოდ ფლობს მის უძრავ ქონებას, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობასა და განკარგვას;
სასარჩელო მოთხოვნაა, გამოთავისუფლდეს გ--------–---–---ის უკანონო მფლობელობიდან ი----------–---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ჭიათურა, ქ--------ს ქუჩა N--ში (.ს.კ. 3----------5) და ი----------–---------------–---–ს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე გ--------–---–---ე წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობს სარჩელს და მიუთითებს, რომ 2014 წლის 02 მაისს მის შვილს ი------–---–----ს დასჭირდა თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ისესხა მოსარჩელე ი----------–---------------–---–ისაგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, გადახდის ვადად განისაზღვრა ერთი წელი, რაც დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ; სესხის დასაფარად ი------–---–---- ყოველთვიურად უხდიდა მას გარკვეულ თანხას; მან თანხის დაბრუნება ვეღარ შეძლო დადგენილ ვადაში; 2016 წლის 13 სექტემბერს მოპასუხემ მიაკითხა მას სახლში თავის ადვოკატთან ერთად და იძულებით წაიყვანეს საჯარო რეესტრში, მოაწერინეს ხელი რაღაც დოკუმენტზე ისე, რომ მისი წაკითხვის საშუალებაც კი არ ჰქონდა; შემდგომ განუცხადეს, რომ თუ ყოველ თვეში არ გადაუხდიდა მოსარჩელეს 200 ლარს გამოაძევებდნენ მისი ბინიდან; 2019 წლამდე იგი ყოველთვიურად უგზავნიდა ი----------–---------------–---–ს 200 ლარს რასაც ახდევინებდა შვილის ნინი გაფრინდაშვილის სახელზე; 2019 წლის მაისში შეძლო სრული თანხის 5000 დოლარის შეგროვება, რაც მოწმეების თანდასწრებით მიუტანა მოსარჩელეს, რომელმაც უარი განუცხადა თანხის მიღებაზე და უთხრა, რომ ქონება მის სახელზე ჰქონდა გადაფორმებული და ითხოვდა 15000 აშშ დოლარს; ვინაიდან სამართლებრივად ვერ ერკვეოდა, მოახდინეს მისი შეშინება და მოტყუებით გადაიფორმეს მისი ქონება, რაც 2019 წლის მაისში გახდა მისთვის ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში გააგრძელებდა სესხის ვადას და ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა; მოპასუხის განმარტებით იგი არის აღნიშნული ქონების მართლზომიერი მფლობელი და მოსარჩელეს მასზე არანაირი უფლება არ გააჩნია;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. მხარეებს მიეცათ დამატებითი ვადა მორიგებისათვის, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ი----------–---------------–---–ის სახელზე 2016 წლის 08 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონება - საკადასტრო კოდით 3----------5 დაზუსტებული ფართობი 121 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01, საერთო ფართით 54.1;
დადგენილია, რომ ამ მოცემულ უძრავ ქონებას ამჟამად ფლობს მოპასუხე გ--------–---–---ე. აღნიშნულ ფაქტს იგი არ უარყოფს და დაადასტურა წერილობითი შესაგებლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.14-15)
- შესაგებელი (ს.ფ.17-24)
- მხარეთა ახსნა- განმარტება
3.2.2. დადგენილია, რომ მოცემული ნივთზე იპოთეკა, გირავნობა ან რაიმე ვალდებულება რეგისტრირებული არ არის; დადგენილია, რომ მოცემული უძრავი ნივთი -ს/კ 3----------5 2016 წლის 08 სექტემბერს შეიძინა მოსარჩელემ მოპასუხისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი (ს.ფ.14-15)
-ხელშეკრულება(ს.ფ.33-34)
მხარეთა ახსნა -განმარტებები
3.2.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 02 მაისს ი----------–---------------–---–სა (პ/ნ. 3---------2) და ი------–---–----ს (პ/ნ 5---------0) დადებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 5000 აშშ დოლარზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.28-30)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება - ს.კ. N3----------5 რომლის გამოთავისუფლებასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, წარმოადგენს მოსარჩელე - ი----------–---------------–---–ის საკუთრებას. მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგო გარემოებას. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს აღნიშნულ ქონებას მოცემული პერიოდისათვის, თუმცა მას ფლობის უფლება არ გააჩნია.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 129-131-ე,170-ე, 172-ე, 312-ე, მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ნივთის - - საკადასტრო კოდით 3----------5 დაზუსტებული ფართობი 121 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01; საერთო ფართით 54.1; მდებარე: ჭიათურა, ქ--------ს ქუჩა N--ში მესაკუთრედ აღრიცხულია ი----------–----------------–---–ი;
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება. სადავო შემთხვევაში სამივე პირობა სახეზეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ,,თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ი----------–----------------–---–ი არის უძრავი ნივთის (ს.კ.N3----------5.) მესაკუთრე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოპასუხე გ--------–---–---ეს შესაბამისად გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნია. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხე დღემდე ფლობს მოსარჩელე - ი----------–----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის უფლება არ გააჩნია.
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრედ აღრიცხულია მოსარჩელე.
6.5.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
6.6.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.7.ამდენად სასამართლო თვლის, არსებობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი სარჩელებზე არის დავის საგნის სამი პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოსარჩელეს გადაუვადდა ბაჟის გადახდა ამიტომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი----------–---------------–---–ის (პ/ნ. 3---------2) სარჩელი მოპასუხე - გ--------–---–---ის (პ/ნ 5---------0) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს და გ--------–---–---ის (პ/ნ 5---------0) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას (გამოსახლებული იქნას) უძრავი ქონება მდებარე: ჭიათურა, ქ--------ს ქუჩა N--ში , ს.კ. N3----------5 და ი----------–---------------–---–ს (პ/ნ. 3---------2) ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
2. ი----------–---------------–---–ის (პ/ნ. 3---------2) მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. გ--------–---–---ეს (პ/ნ 5---------0) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ--------ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. N3).
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა №41). ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქ--------, ნიუ-პორტის ქუჩა №32), ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივანე ყიფიანი