გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
080210118002609819
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210-18002609819

#2/2866-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.06.20-9 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე -დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - თ--------------ე;

წარმომადგენელი - რ---------------–--–--ა;

მოპასუხე- ზ-----------ე;

წარმომადგენელი- ლ--------–--ე, ც-–------------–---–ი;

დავის საგანი: ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 20-5 წლის 21 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 1.1. მუხლი საურავთან დაკავშირებით და 0,1%-ის ნაცვლად შემცირდეს 0.0-%-მდე, შესაბამისად ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 20-7 წლის 0- მაისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში და საურავის ოდენობა შემცირდეს 0,0- %-მდე და განისაზღვროს 642,5 აშშ დოლარით, ხოლო ძირი თანხა 9357,5 აშშ დოლარით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20-5 წლის 21 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 25000 აშშ დოლარს, თვეში 2%-ის დარიცხვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო საურავი ყოველ ვადაგადაცილებილ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლით, სესხზე სარგებლის სახით გადასახდელი იყო 6000 აშშ დოლარი. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-------------–--–--------------. ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--. ამჟამად იპოთეკით დატვირთული ქონება არის გასხვისებული და მესაკუთრეს წარმოადგენს ა-----------ე.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხისათვის სარგებლის გარდა გადახდილი აქვს 21425 აშშ დოლარი, გადასახდელი აქვს 10000 აშშ დოლარი, რომელსაც მოსარჩელე მხარე იხდის და მოპასუხე უარს აცხადებს აღნიშნული თანხის მიღებაზე. ზ-----------ე ითხოვს იმ თანხებს, რომელიც უკვე მიღებულ აქვს თ--------------ისგან და განმარტავს, რომ თ--------------ის მიერ გადახდილი 21425 აშშ დოლარით დაიფარა სესხზე რიცხული პირგასამტეხლო. კერძოდ მოპასუხე ითხოვს როგორც ძირ თანხას - 25000 აშშ დოლარს, ასვეე საურავს 6425 აშშ დოლარის ოდენობით, მოსარჩელის მტკიცებით მართალია თანხის გადახდა ხდებოდა დაგვიანებით, თუმცა ამ ეტაპზე ნაწილობრივ არის დაფარული სესხის ძირი თანხა, ასევე სრულად დაიფარა მასზე რიცხული სარგებელი და მოპასუხის მიმართ გადასახდელი დარჩა 10000 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა მოხდეს მისი შემცირება 0,0-%-მდე -642.5 აშშ დოლარამდე, ხოლო სესხის ძირი თანხა უნა შემცირდებს და განისაზღვროს 9357,5 აშშ დოლარით. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია;

მოპასუხე ზ-----------ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეს ერთი წლის განმავლობაში გადახდილი აქვს მხოლოდ ძირითადი თანხაზე რიცხული სარგებელი, მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს მის მიერ მითითებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თ--------------ე მიუთითებს, რომ დარჩენილი აქვს მხოლოდ 10000 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა აღნიშნულს ვერ ადასტურებს რაიმე სახის მტკიცებულებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის შემცირებასთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასახავს მათ ნებას, ნების გამოვლენა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ, შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებისას მხარე ინფორმირებული და თანახმა იყო აღნიშნულ პირობებზე. (იხ. შესაგებელი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-5 წლის 21 აგვისტოს თ--------------ესა და ზ-----------ეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული #1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ზ-----------ემ თ--------------ეს გადასცა 25 000 აშშ დოლარი, თვეში 2%-ის სარგებლის დარიცხვით. მსესხებელს ყოველი თვის სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით. სესხზე გადასახდელი სარგებელი ჯამში შეადგენდა 6000 აშშ დოლარს.

 

სესხი გაიცა 20-5 წლის 21 აგვისტოს- 1 წლის ვადით, 20-6 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

21.08.20-5 წლის სესხის და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება.

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-------------–--–--------------. ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--. აღნიშნული ქონება ამჟამად წარმოადგენს ა-----------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-21.08.20-5 წლის სესხის და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის წარმოებაშია ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საღსრულებო წარმოება #A 1--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.08.20-8 წ კერძო აღმასრულებლის წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო 20-7 წლის 0- ივნისს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად თ--------------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 25 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 25 000 აშშ დოლარის (0.1%) 25 აშშ დოლარი ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 20-6 წლის 21 აგვისტოდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-7 წლის 0- მაისს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;

 

3.2.2. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოპასუხისათვის სარგებლის გარდა გადახდილი აქვს 21425 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას კრედიტორი სრულად თვლის პირგასამტეხლოდ. მოსარჩელე განმარტავს, რომ დარჩენილი აქვს 10000 აშშ დოლარის გადახდა. რომლის მიღებაზეც მოპასუხე მხარე უარს ამბობს, და უსაფუძვლოდ ითხოვს თანხებს, რომელიც მხარის მიერ უკვე გადახდილია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ კრედიტორის მიმართ სარგებლის გარდა გადახდილი აქვს 21425 აშშ დოლარი, რითაც დაიფარა სესხის ძირი თანხის ნაწილი. მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით და აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების მიზნით თანხების გადახდის ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის ნაწილში;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 427-ე, 302-ე, 429-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლებით.

ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით.

 

6. სამართლებრივი შეფასება;

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------ის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტი საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 20-5 წლის 21 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა მოსარჩელისა და მოპასუხის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის კონკრეტული უფლება-მოვალეობები.

 

6.2. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მის მიერ კრედიტორისათვის 21425 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იქნა, რაც სარწმუნოს გახდიდა მოსარჩელის მხრიდან სესხის ძირი თანხის გადახდის ფაქტს.

 

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება- იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებელის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომაროებით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. (იხ.სუსგ 27/0-/20-8, №ას-343-343-20-8)„6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავო გარემოებაა, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის საფუძველზე, 20-7 წლის 0- მაისს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად თ--------------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 25 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 25 000 აშშ დოლარის (0.1%) 25 აშშ დოლარი ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 20-6 წლის 21 აგვისტოდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი.სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების მიზნით თანხის გადახდის ფაქტს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს მოცულობა განსაზღვრულია ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 25 აშშ დოლარით.

 

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვადაგადაცილებული დავალიანების სესხის ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა აქვე განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს 0,0-%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა აისახოს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,1% უნდა განისაზღვროს 0.0-%-ით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 1653 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 347,45 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მოთხოვნის სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს 30.08.20-8 წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 20-7 წლის 0- მაისს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (#A1-------)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 20-7 წლის 0- მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------). მოვალე თ--------------ის სესხის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,0-%-ით;

 

3. ზ-----------ეს - თ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 397,45 ლარის ანაზღაურება. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 347,45 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).

 

4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე