გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210019002937082
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/7762-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ი“

წარმომადგენელი - მა----- სი---ა

მოპასუხე - მი----– ცე---ძე

წარმომადგენელი - ქე------ მი---–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მიხელ ცე---ძეს შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 345,36 ლარის გადახდა;

 

სარჩელის მიხედვით, მოპასუხე მიხელ ცე---ძეს და შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ს“ შორის 2012 წლის 03 მაისს და 2012 წლის 04 ივნისს დაიდო ოპიოიდებზე დამოკიდებული პაციენტის ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით მკურნალობის შესახებ. ხელშეკრულებები.

 

ხელშეკრულებების თანახმად, ცენტრი შეუფერხებლად უზრუნველყოფდა ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით მიწოდებას პაციენტებისათვის მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი დოზით. ცენტრი ასევე კეთილსინდისიე---დ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებსაც. ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო სრულად დაეფარა ჩანაცვლებადი მკურნალობისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება დადგენილ ვადაში. ხელშეკრულების თანახმად, ერთი თვის „თანაგადახდის ღირებულებამ შეადგინა 150 ლარი. მოპასუხეს ცენტრის წინაშე ერიცხება ფულადი დავალიანება 1345,36 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოპასუხე მიხელ ცე---ძეს და შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ს“ შორის 2012 წლის 03 მაისს და 2012 წლის 04 ივნისს დაიდო ოპიოიდებზე დამოკიდებული პაციენტის ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით მკურნალობის შესახებ ხელშეკრულებები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 03 მაისის ხელშეკრულება 2570 (ს.ფ 16-17)

- 2012 წლის 04 ივნისის ხელშეკრულება 2570 (ს.ფ.18)

 

3.1.2. ხელშეკრულებების თანახმად, ერთი თვის „თანაგადახდის“ ღირებულებამ შეადგინა 150 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 03 მაისის ხელშეკრულება 2570 (ს.ფ 16-17)

- 2012 წლის 04 ივნისის ხელშეკრულება 2570 (ს.ფ.18)

-

3.1.3. ხელშეკრულებების ფარგლებში მი----– ცე---ძეს სულ გაეწია 2 420.81 ლარის ღირებულების მომსახურეობა.

 

2012 წლის 03 მაისიდან 2014 წლის 01 იანვრამდე ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მოპასუხემ გადაიხადა 1 400,00 ლარი, დავალიანებამ შეადგინა 1020,81 ლარი.

 

2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 30 ივნისამდე ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მოპასუხემ გადაიხადა 55,00 ლარი. დავალიანებამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 324.55 ლარი.

 

მოპასუხის დავალიანებამ ჯამში შეადგენა (1020.81+324.55) 1345.36 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩარიცხული თანხების თაობაზე ინფორმაცია (ს.ფ.20)

- ამონაწერები პაციენტის პირადი ბართიდან (ს.ფ. 21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მიხელ ცე---ძეს და შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ს“ შორის 2012 წლის 03 მაისს და 2012 წლის 04 ივნისს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი მტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმას, რომ კონკრეტული ურთიერთობა, მდგომარეობა, მოვლენა იმდენად დიდი ხნის წინ არსებობდა, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა.

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული), შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით, კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს, დასაცავი არაფერია. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან.

 

ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე მკაფიოდაა მითითებული სსკ-ის 130-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

ამავე კოდექსის 131-ე და 128-ე მუხლების მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მი----– ცე---ძეს 2012 წლის 03 მაისის და 2012 წლის 04 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურეობას უწევდნენ პერიოდულად. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გაწეული მომსახურების „თანაგადახდის“ ღირებულება თვითოეულ თვეზე შეადგენდა 150 ლარს.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებების ფარგლებში მი----– ცე---ძეს სულ გაეწია 2 420.81 ლარის ღირებულების მომსახურეობა.

 

2012 წლის 03 მაისიდან 2014 წლის 01 იანვრამდე ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის გაწეული მომსახურებს ღირებულებიდან მოპასუხემ გადაიხადა 1 400,00 ლარი. დავალიანებამ შეადგინა 1020,81 ლარი.

 

2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 30 ივნისამდე ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მოპასუხემ გადაიხადა 55,00 ლარი. დავალიანებამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 324.55 ლარი.

 

მოპასუხის დავალიანება ჯამში შეადგენს (1020.81+324.55) 1345.36 ლარს.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მი----– ცე---ძეს დავალიანება 1020.81 ლარის ოდენობით ერიცხება 2014 წლის 01 იანვრიდან.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2014 წლის 01 იანვრის შემდგომ 2017 წლის 31 მარტამდე მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე აპელირებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს მართალია, მითითებული ხელშეკრულებების.ფარგლებში უწევდა მომსახურებას მოსარჩელე, თუმცა პაციენტისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად „თანაგადახდის“ ფარგლებში შეადგენდა 150 ლარს, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მოპასუხის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების პერიოდულობაზე. შესაბამისად სასამართლოს მოსაზრებით, 2014 წლის 01 იანვრისთვის მდგომარეობით წარმოშობილი დავალიანება წარმოადგენს ხანდაზმულს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული „მოთხოვნის არსებობის აღიარება“ არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტს ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენა, რომლიდანაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს ანუ “მოთხოვნის აღიარებად” მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.

 

მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების არსებობის თაობაზე ნება არ გამოუვლენია. შესაბამისად, არც ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას 2017 წლის 31 მარტს განხორციელებულ გადახდებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავა, რომ აღნიშნული გარემოება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულობას წყვეტს მხოლოდ ის აღიარება, რომელიც ხანდაზმულობის ვადის ფარგლებშია - უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა შეუძლებელია. ვალდებულების არსებობის, კანონით დადგენილი წესით, აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ წარმოშობს ახალ ვალდებულებას, თუმცა უკვე გასული ხანდაზმულობის ვადას იგი ვერ აღადგენს და, მითუმეტეს, ვერ შეწყვეტს. ამდენად, 2017 წლის 31 მარტს განხორციელებული გადახდა გავლენას ვერ მოახდენს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაზე.

 

აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა 1020, 81 ლარის მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მიიჩნია ხანდაზმულად, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ -შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 131-ე, 137-ე, 144-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 629-ე მუხლები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში სასმართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 30 ივნისამდე ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მოპასუხემ გადაიხადა 55,00 ლარი. დავალიანებამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 324.55 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიე---დ, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ:

 

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შედეგად, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მი----– ცე---ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა საეკისროს 324.55 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასარჩელო მოთხოვნა 1020, 81 ლარის მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მიიჩნია ხანდაზმულად, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12.09 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მი----– ცე---ძეს შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 324,55 ლარის გადახდა;

 

3. შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ს“ უარი ეთქვას მი----– ცე---ძისათვის 1020.81 ლარის დაკისრებაზე.

 

4. მიხელ ცე---ძეს შპს“ ფს---------------------–--------------------------------–----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 12.09 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი