განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
170100117002103338
დავის ტიპი
180 3 ა
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/24-17

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

4 ივლისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა----------------–------–----, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ 30001003799, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული - თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ირაგა, ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თ---–--–-----------------.

 

ადვოკატი - რ---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; 220-ე მუხლი.

 

დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ანა გულბანი სს „ლ---------------“ ქ----------–------- ფილიალის ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად მუშაობდა 2011 წლიდან 2015 წლის იანვრის თვემდე. მან 2014 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 15 იანვრამდე დროის შუალედში, თავისი ნათესავებისა და თანამშრომლების - თ---------------------------------------------–-–-------------------------–----–---–---------------------–---–-----–---------–------------------------–----- სახელზე ფიქტიურად გააფორმა სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები. ა-------–----- აღნიშნულ ხელშეკრულებებში ნაკეთობის წონისა და ოდენობის განზრახ არასწორად ჩაწერისა და სინჯის განზრახ არასწორად დადგენის გზით ხელოვნურად გაზარდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების ღირებულება და, შესაბამისად, სესხის ოდენობა. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფიქტიური მსესხებლების მეშვეობით დაეუფლა სს „ლ---------------“ კუთვნილ ფულს 115089,39 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 115089,39 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.2. ანა გულბანი სს „ლ---------------“ ქ----------–------- ფილიალის ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად მუშაობდა 2011 წლიდან 2015 წლის იანვრის თვემდე. მან 2014 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 15 იანვრამდე დროის შუალედში, ბანკის კლიენტებთან - მ----------–----------------------------------------------------------------------------–--------------------–------------------------------------------------------------------------------ გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულებები. ა-------–----- აღნიშნულ ხელშეკრულებებში ნაკეთობის წონისა და ოდენობის განზრახ არასწორად ჩაწერისა და სინჯის განზრახ არასწორად დადგენის გზით, მსესხებლისათვის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების რეალურ ღირებულებასთან შედარებით მეტი ოდენობის სესხის მიცემის მიზნით, ხელოვნურად გაზარდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების ღირებულება და, შესაბამისად, სესხის ოდენობა. შედეგად, დაზარალებულ სს „ლ--------------“ მიაყენა სულ მთლიანობაში 27489,71 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ანა გულბანი სს „ლ---------------“ ქ----------–------- ფილიალის ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად მუშაობდა 2011 წლიდან 2015 წლის იანვრის თვემდე. მან 2014 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 15 იანვრამდე დროის შუალედში, თავისი ნათესავებისა და თანამშრომლების - თ---------------------------------------------–-–-------------------------–----–---–---------------------–---–-----–---------–------------------------–----- (გარდა ამ უკანასკნელის 4500-ლარიანი სესხისა) სახელზე ფიქტიურად გააფორმა სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები. ა-------–----- აღნიშნულ ხელშეკრულებებში ნაკეთობის წონისა და ოდენობის განზრახ არასწორად ჩაწერისა და სინჯის განზრახ არასწორად დადგენის გზით ხელოვნურად გაზარდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების ღირებულება და, შესაბამისად, სესხის ოდენობა. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფიქტიური მსესხებლების მეშვეობით დაეუფლა სს „ლ---------------“ კუთვნილ ფულს 95928 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 95928 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

2.2. ანა გულბანი სს „ლ---------------“ ქ----------–------- ფილიალის ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად მუშაობდა 2011 წლიდან 2015 წლის იანვრის თვემდე. მან 2014 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 15 იანვრამდე დროის შუალედში, ბანკის კლიენტებთან - ბ---------------------------------------------------------------–--------------------–---------------------------------------------------------------------------------------------–------- (ამ უკანასკნელის 4500-ლარიანი სესხის ნაწილში) გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულებები. ა-------–----- აღნიშნულ ხელშეკრულებებში ნაკეთობის წონისა და ოდენობის განზრახ არასწორად ჩაწერისა და სინჯის განზრახ არასწორად დადგენის გზით, მსესხებლისათვის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების რეალურ ღირებულებასთან შედარებით მეტი ოდენობის სესხის მიცემის მიზნით, ხელოვნურად გაზარდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების ღირებულება და, შესაბამისად, სესხის ოდენობა. შედეგად, დაზარალებულ სს „ლ--------------“ მიაყენა სულ მთლიანობაში 30329,71 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მტკიცებულებათა შეფასების წესი

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.2. გამოსაყენებელი კანონი

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის #2104აპ-07 განჩინება). მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის #83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით. სამსახურებრივი მდგომარეობა შეიძლება გამოიხატოს შრომითი ურთიერთობის ან სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებით დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით სსკ-ის 25-ე თავში (სადაც შედის 180-ე მუხლიც) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შინაარსთან მიმართებით განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ცნებების განმარტებისას შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ძირითად შემადგენლობებში უთითებს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა თუ მისაკუთრების მიზანზე, ძალიან მაღალი ალბათობითაა სავარაუდო, რომ ამ შემთხვევაში იგი ქმედების კვალიფიკაციისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ გარემოებას – ეს სხვისი ნივთი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუ ორს ან მეტს. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნივთზე (ფული, ქონება), რომელსაც ეუფლება და ისაკუთრებს დამნაშავე, ამ უკანასკნელს არავითარი უფლება არ გააჩნია. ამიტომ ერთიანი განზრახვითა და მიზნით ჩადენილი ქმედების დიდი ოდენობით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას და არა უშუალოდ ცალკეული, კონკრეტული დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის მოცულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის #236აპ-12 განაჩენი). თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვის არსებობაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ მოტყუებით ეუფლება სხვის ქონებას.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის ე.ი. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებისათვის ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ შემთხვევაში პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება ხდება საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, არამართლზომიერად და არაკეთილსინდისიერად. ეს ინტერესები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი. სპეციალური უფლებამოსილება გულისხმობს სპეციფიკური უფლება-მოვალეობების დაკისრებას და განხორციელებას, რომელიც შეიძლება მხოლოდ ამ პირის შესაძლებლობებს ან უფლებამოსილებას მიეკუთვნება. მნიშვნელოვანი ზიანი სსკ-ის 180-ე მუხლისგან განსხვავებით შეფასებითია და მაინცდამაინც დამოკიდებული არ არის კონკრეტულ თანხაზე, რაც თუნდაც სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნითაა განსაზღვრული.

 

3.3. საერთო მტკიცებულებები ორივე ბრალდებასთან დაკავშირებით

 

3.3.1. სასამართლო სწორედ აღნიშნული ელემენტების საფუძველზე შეაფასებს მტკიცებულებებს, თუმცა პირველ რიგში მიმოიხილავს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ორივე ზემოაღნიშნული ბრალდებისათვის იდენტურია. ამასთან სასამართლო საერთოდ არ შეეხება იმ მტკიცებულებებს, რომლებიც შემხებლობაში არ არის მოცემულ საქმესთან.

 

3.3.2. 2011 წლის 20 დეკემბრის #5039 ბრძანების მიხედვით, ანა გულბანი 2011 წლის 15 დეკემბრიდან დანიშნულია სს “ლ---------------“ თეთრიწყაროს ფილიალში ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სერთიფიკატით დასტურდება, რომ ანა გულბანს გავლილი ჰქონდა „ძვირფასი ლითონებისა და ქვების“ შემსწავლელი კურსით გათვალისწინებული სრული პროგრამა სპეციალობით „ძვირფასი ლითონები“. 2015 წლის 1 მაისის წერილის მიხედვით, ანა გულბანი მუშაობის დროს იყენებდა ოქროს სასინჯ 7 სახის რეაქტივს, ოქროს დასასინჯ სპეციალურ ქვას, ქლიბს, სასწორსა და გამადიდებელ ლუპას. საქმეში წარმოდგენილია სალომბარდე სესხის პროცედურის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 19 ნოემბრის ბრძანება, სადაც დეტალურადაა განსაზრვრული ექსპერტ-შემფასების უფლება მოვალეობები. რ------–--–-–---–-- (2008 წლის ნოემბრიდან ფილიალის მმართველი) განმარტებით, ანა გულბანს ეხებოდა ოქროს შეფასება, სინჯის დადგენა და ბანკის მიერ მითითებული თანხების ზუსტად გაცემა. თავად ხელს არაფერს აწერდა, რადგან ანა გულბანი უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად გაეცა სესხი მასთან შეთანხმების გარეშე. სინჯის დადგენაც მხოლოდ მისი კომპეტენცია იყო. 2----–-–-------------- შიდა აუდიტი ჩატარდა, თავად შვებულებაში იმყოფებოდა, ცდომილება იყო კლიენტის მიერ ჩაბარებულ ოქროსა და გაცემულ თანხას შორის, ზოგზე არასწორი სინჯი იყო მითითებული. ანა გულბანს თანამშრომლებზეც ჰქონდა გაკეთებული სესხები, ვინაიდან თავად არ შეეძლო თავის სახელზე გაფორმება. აქაც ცდომილება იყო. ანა გულბანი თანამშრომლებში და მასთანაც სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. გეგმებიდან და სამუშაოდან გამომდინარე ბონუსებს იღებდა, კლიენტიდან რამეს იღებდა თუ არა არ იცის, გადაჭარბებით ასრულებდა გეგმებს, 100 ლარიც აუღია ბონუსი. თანხა, რასაც გასცემდა ანა გულბანი, იყო ბანკის, მას არ ჰქონდა წვდომა თანხაზე, გასავლის ქვითარი თუ იარსებებდა მაშინ მოლარე გასცემდა თანხას. თანხის წამატებით ბანკიც იხეირებდა. დ------–----–------ (თეთრიწყაროს ფილიალის ექსპერტ-შემფასებელი) დაკითხვის ოქმის მიხედვით, შესაბამისი ხსნარებით ადგენენ ოქროს სინჯს, რის შემდეგაც პროგრამაში შეჰყავთ მონაცემები, რომელიც ავტომატურად ითვლის თანხას და ამზადებს ხელშეკრულებას, ქისები გამჭვირვალეა და ზედ აქვს ყუა, რომელზეც მონაცემებია დატანლი. აღნიშნული ასევე დასტურდება სალომბარდე პროგრამის დათვალიერების ოქმით.

 

3.3.3. გ-------------–---–-- (ბანკის იურისტი) დაკითხვის ოქმის თანახმად, სს „ლ-------------–-“ ფუნქციონირებს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც პერიოდულად ატარებს ბანკის აუდიტორულ შემოწმებებს. როგორც მისთვისაა ცნობილი 2----–-–-------------- დაიწყო შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის ანა გულბანის მიერ ნივთის არასწორი აწონვის, სინჯის არასწორი დადგენის, ნივთზე წონის არასწორი გამოკლებისა და სხვადასხვა სახის დოკუმენტების გაყალბების ფაქტები. ანა გულბანს 181 შემთხვევაში სესხის თანხა ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი, რის შედეგადაც ბანკს მიადგა 239690 ლარისა და 78 თეთრის ზიანი. ანა გულბანი სალომბარდე ხელშეკრულებებში შეგნებულად არასწორად წერდა ნაკეთობის წონას, არასწორად ადგენდა სინჯს, თავის ახლობლებსა თუ ბანკის თანამშრომლებზე აფორმებდა ფიქტიურ სალომბარდე სესხებს, ხოლო თანხას კი პირადი მოხმარებისთვის იყენებდა. მსესხებელს თვითნებურად უზრდიდა სესხის თანხას, ოქროს ლომბარდის პროგრამულ მოდულში აფიქსირებდა ცრუ ინფორმაციას. 26 შემთხვევაში გააფორმა ფიქტიური სალომბარდე სესხი, აქედან ერთს საერთოდ არ ჰქონდა უზრუნველყოფა, დანარჩენ შემთხვევაში კი უზრუნველყოფის დასალომბარდებელი ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. ლომბარდის გამართულ მუშაობაზე პასუხს აგებდა ანა გულბანი, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა ნაკეთობების შეფასება და იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობის თანხა შეიძლებოდა, რომ კონკრეტულ ნივთზე გაცემულიყო. ზიანი მიადაგა მხოლოდ ბანკს. ანა გულბანი სესხის პროცენტებს თავად იხდიდა. ის პირები, ვისზეც გაიცა სალომბარდე ხელშეკრულებები, სრულად არ იყვნენ ინფორმირებულნი ხელშეკრულების შინაარსზე, რიგ შემთხვევებში კი, არც იცოდნენ, რომ მათ სახელზე ასეთი ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

 

3.3.4. სს „ლ---------------“ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 13 იანვრის შემოწმებით დადგინდა, რომ ანა გულბანს 181 შემთხვევაში სესხის თანხა ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი, რისი სხვაობაც ჯამში შეადგენს 239690 ლარსა და 78 თეთრს (აქედან 165718,56 ლარსა და 38527,20 აშშ დოლარს). 26 შემთხვევაში გაფორმებული იყო ფიქტიური სალომბარდე სესხი, აქედან ერთ შემთხვევაში სესხს საერთოდ არ ჰქონდა უზრუნველყოფა, ხოლო 25 შემთხვევაში უზრუნველყოფის დასალომბარდებელი ხელშეკრულება ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი. ანა გულბანის მიერ ცდომილებით გაცემული და პირადი მოხმარებისათვის გამოყენებული თანხა შეადგენს 100364,01 ლარსა და 15528 დოლარს. 155 შემთხვევაში გაფორმებული ჰქონდა სალომბარდე სესხი, აქედან 4 შემთხვევაში სესხს საერთოდ არ ჰქონდა უზრუნველყოფა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში უზრუნველყოფის დასალომბარდებელი ღირებულება ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი. ცდომილებით გაცემული თანხა შეადგენს 65354,55 ლარსა და 22999,2 აშშ დოლარს.

 

3.3.5. გ-------–---------–---–-- (ბანკის ადგილზე შემოწმების განყოფილების უფროსი) განმარტებით, ქისების გადათვლისას გამოიკვეთა, რომ გაწერილი იყო დიდი თანხები მცირე ნივთებზე, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. სხვაობა 200000 ლარზე მეტი იყო. მან და ზ------------------- აღმოაჩინეს დარღვევები. ანა გულბანის ქვებითა და ხსნარებით დაიწყეს შემოწმება, ასევე გამოიძახეს დამხმარეები, რადგან დიდი რაოდენობა იყო შესამოწმებელი. ანა გულბანს თბილისიდან ჰქონდა მიღებული ინსტრუმენტები და შესაძლებლობა ჰქონდა კომპეტენტურად შეემოწმებინა ნივთები. ადგილზე არსებული ინსტურმენტები შეესაბამებოდა სტანდარტებს, თავიანთ ქვაზეც იგივეს უჩვენებდა. გაიხსნა ყველა ქისა და გამოიკვეთა სინჯთაშორის სხვაობები, არარეალური თანხები იყო გაცემული. შემფასებლებს შორის სხვაობა იქნება მიზერული. ადასტურებს დასკვნის სისწორეს. ნ------------- (აუდიტორი) განმარტებით, გ-------–---------–---–- იყო ჯგუფის უფროსი, ხდებოდა სალაროს გადათვლა, დახმარება სთხოვეს, ზ------------------- ნახა გარკვეული ცდომილება და აქედან გაჩნდა ეჭვი. ერთ ბეჭედზე იყო 1000 ლარი გაცემული. თავიდან მოხდა გადაწონვა და თანხის დადგენა, 200000 ლარამდე იყო სხვაობა. ანა გულბანს ამხელა შეცდომა ვერ მოუვიდოდა, ეს შეცდომა არ იყო. მინიმალური ცდომილება დასაშვებია. დაბალი სინჯი მაღალში ჰქონდა გატარებული, რომ თანხა გაეზარდა. 2012 წელსაც შეამოწმეს ანა გულბანი და არ ჰქონდა დარღვევები. წონა და სინჯები დაადგინეს, პროგრამა ითვლის ღირებულებას. შემოწმებისას ანა გულბანის ქვაც გამოიყენეს, ვინც დაემატა მათაც თავისი ქვა ჰქონდათ, ზოგადად ყველას თავისი ქვა აქვს, მაგრამ სინჯები იგივე იყო. ა-------–----- რა მეთოდითაც დასინჯა, მათაც იგივე მეთოდით დასინჯეს. 2005 წლიდან ამ საქმითაა დაკავებული. მ---------------–-–--–-- (აუდიტორი) განმარტებით, სესხი გაფორმებული იყო არასწორად, ნივთები არ შეესაბამებოდა გაცემული თანხის რაოდენობას, უზრუნელყოფა ნაკლები იყო. თავადაც სინჯავდა ნივთებს. 238000 ლარამდე იყო სხვაობა. ანასთან ერთად შეაფასეს ნივთები, ანას ქვაზეც სინჯავდნენ და თავისაზეც, სადაც უზუსტობა იყო ანა გულბანი ეთანხმებოდა. ვერ ახსნის ექსპერტიზის სხვაობას, ალბათ უფრო მაღალი ხარისხის ტექნიკა აქვთ. შეცდომის დაშვება შესაძლებელია. შემოწმებისას მხოლოდ წონა ისინჯება და არა ნაკეთობა. დ-----------------–---- (აუდიტორი) განმარტა, რომ შეუერთდა აუდიტთა ჯგუფს. პროცედურა შემდეგია: შემფასებლის თანდასწრებით იხსნება ქისა და ხდება ჩამონათვალის გადაწონვა, გასინჯვა და შეფასება, რამდენად რეალურად აქვს გაცემული სესხი, ედარება თუ არა ერთმანეთს. სინჯების მიხედვით ხდება შეფასება. ანა გულბანს სპეცკურსები აქვს გავლილი და შესაბამისი სერთიფიკატი აქვს, სპეციალისტია. სესხის თანხა ბევრად მეტი იყო ოქროს ღირებულებასთან შედარებით. სხვადასხვა მომენტები იყო, სინჯები უფრო მაღალ ხარისხში ჰქონდა გატარებული, ძირითადი იყო უზრუნვეყოფის ნაკლებობა. 2 დღე მიიღო თავად მონაწილეობა, სხვების შეფასება არ გადაუმოწმებია. მან რაც გახსნა ა-------–------- თანდასწრებით, თავად გამოიყვანა ღირებულება. განსხვავება შემოწმების აქტსა და ექსპერტიზის დასკვნას შორის შეიძლება იყოს იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვებით სინჯავენ. ლ-–---–------------ და ზ------------------- (აუდიტორები) დაკითხვის ოქმების მიხედვით, აქტში მითითებული თანხა შემოწმების დროისთვის არსებული ზიანია. სესხის უზრუნველყოფით გასაცემ თანხასა და რეალურად გაცემულ თანხას შორის არსებული სხვაობა წარმოადგენს ბანკის ზიანს. ვინაიდან თანხა ითვლება დოლარზე, 1,92 კურსით იხელმძღვანელეს. 155 შემთხვევაში კლიენტების სასარგებლოდ იყო თანხა გაზრდილი. უმრავლესობაზე პასუხისმგებლობა კერძო პირებმა აიღეს.

 

3.3.6. 2016 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმის მიხედვით, სს „ლ---------------“ თეთრიწყაროს ფილიალიდან ამოღეულ იქნა შემდეგი ქისები: თ----------------------- ქისები - #---------------------------------; ე----------------- ქისა - #---------------- ც-–--------------- ქისა - #---------------; თ------–----–---–-- ქისები - #--------------------------------; გ----------------–---–-- ქისები - #---------------------------------------------------------------------------------------; ლ---------–----- ქისები - #--------------------------------------------------------------------------------------; მ------------–----- ქისები - #---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; მ----------–-------- ქისა - #---------------; ბ------------------- ქისები - #---------------------------------------------------; ნ---------------- ქისა - #---------------; მ--------------–---- ქისები - #-----------------------------------------------------------------------; ნ---------–------- ქისა - #---------------; გ----------------- ქისა - #---------------; თ------------------ ქისა - #---------------; ია ასპანიძის ქისა - #---------------.

 

3.3.7. 2017 წლის 25 მაისის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღებულია თ---------------------------- ე-----------------თან, ც-–-----------------------------–----–---–-----------------------–---–-------–---------–----------------------–-------- მ----------–----------------------------------------------------------------------------–--------------------–------------------------------------------------------------------------------ გაფორმებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები, ხოლო ვერ მოხერხდა თ------------------------ და ლ---------–------- გაფორებული 2 ხელშეკრულების მოძიება.

 

3.3.8. #000889817 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის (27.02.17 წელი) თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნაკეთობების დღევანდელი საბაზრო ღირებულება 91080 ლარია, ხოლო ჩაბარების დროისთვის 72758 ლარი იყო. ექსპერტიზის დასკვნა იმ ქისების მონაცემებსაც მოიცავს, რომლებიც ბრალდების დადგენილებაში ასახულ პირებს არ ეკუთვნით, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებს სასამართლო ქვევით მიმოიხილავს დეტალურად.

 

3.3.9. ბრალდებულმა ა-------–----- დაადასტურა ბრალდების დადგენილებაში აღწერილი ფაქტები, თუმცა არ ეთანხმება კვალიფიკაციას.

 

3.3.10. ი-----–---------–---–-- (ბანკის წარმომდაგენელი) განმარტებით, ზიანი არ ანაზღაურებულა და ბანკს აქვს პრეტენზია. 2017 წლის 18 აპრილის წერილით, 2016 წლის 16 მარტის მდგომარეობით ზიანი შეადგენს 117,441,36 ლარსა და 31754,5 დოლარს. ბ-------------–----- (ბანკის წარმომდაგენელი) განმარტებით, შიდა აუდიტმა დასკვნა განაახლა, ვინაიდან ზოგიერთმა პირმა თანხა შეიტანა. ამჟამად სრული ზიანი შეადგენს 47285 აშშ დოლარსა და 141276 ლარს. ბანკში მოხდა შეცდომა. როცა ფონდმა ქართუმ სესხების ჩამოწერა დაიწყო, ამ სიაში მოხვდნენ ის პირები (საუბარია მათ შორის ბრალდების დადგენილებაში აღნიშნულ პირებზე), ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ. შემდეგ დაიდო ხელშეკრულება ლ--------------ა და ფონდ ქართუს შორის და სესხის დათმობის ხელშეკრულების გაუქმება მოხდა. ჩარიცხული ფული ქართუმ უკან წაიღო.

 

4. თაღლითობის ეპიზოდი

 

4.1. თ----------------------- (ბანკის თანამშრომელი) განმარტებით, ივნისში ა-------–----- სთხოვა თავისი საჭიროებებიდან გამოდინარე თანხა დაახლოებით 4000 ლარი, სალომბარდე სესხს გააკეთებდა, პროცენტებსაც თავად გადაიხდიდა, რაზეც დასთანხმდა. უზრუნველყოფა არ უნახავს, მხოლოდ ხელმოწერა გააკეთა, თანხა ა-------–----- აიღო და პროცენტებსაც თავად იხდიდა. ე----------------- დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ერთი სესხი ჰქონდა ანასთან გაკეთებული, შემდეგ სხვა ბანკში გააუქმა და ის ნივთებიც ანასთან გადაიტანა, ჯამში კი 200 ლარი დაუმატა ანამ. ჯამში სესხის თანხა იყო დაახლოებით 1000 ლარი. 2014 წელში ანამ უთხრა, რომ სჭირდებოდა სასწრაფოდ თანხა და მის სალომბარდე ქისას დაამატა ოქროს სამკაულები, შემდეგ სესხი გადააკრედიტა და მომატებული თანხა თვითონ აიღო. პოსტ-ფაქტუმ უთხრა ამის შესახებ, და მას მხოლოდ ხელშეკრულებაზე მოაწერნა ხელი, ანამ უთხრა, რომ პროცენტს თავად გადაიხდიდა. ბანკში როდესაც დაიბარეს მისი სესხის ოდენობა აღმოჩნდა 2950 ლარი, საიდანაც 1000 ლარი იყო მისი, ხოლო ქისაში მხოლოდ მისი სამკაულები ეწყო. ც-–--------------- (დამლაგებელი) განმარტებით, ა-------–----- ერთხელ სთხოვა მისი პირადობით სესხის აღება, რადგან, როგორც თანამშრომელს მას ეკრძალებოდა. ხელშეკრულებაზე თავად მოაწერა ხელი, მას ფული არ აუღია, უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც არაფერი იცის. თ------–----–---–-- (მოლარე, სალაროს გამგე) განმარტებით, როდესაც აუდიტმა აღმოაჩინა დარღვევები, მაშინ გაიგო, რომ მის სახელზე გაკეთებული იყო რამდენიმე სალომბარდე სესხი, მაგრამ თანხებთან დაკავშირებით არ იცოდა 1 იყო მისი, ხოლო 2 - არა. ეს ორი ჯამში 5000 ლარამდე გამოდიოდა. ა-------–----- სთხოვა, რომ მის სახელზე გააკეთებდა სალომბარდე სესხს, პრობლემა არ შეექმნებოდა, რის გამოც არ დაინტერესებულა არც თანხით და არც უზრუნველყოფით. თანხა თავად ა-------–----- აიღო. რაც სესხი იყო იმის სამყოფი ოქრო არ იდო, ნაკლები იყო, 3 ქისა იყო აქედან ერთი მისი პირადი. გ----------------–---–-- (დაცვის თანამშრომელი) განმარტებით, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ა-------–-------. მისი პირადობით გაფორმდა სესხები, მის სესხებზე თავად აწერდა ხელს. მისი პირადობა გამოიყენებოდა ყველა შემთხვევაში თუკი ვინმეს პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, პროცენტის გადახდა იქნებოდა თუ სესხის ხელშეკრულება, თავად აწერდა ხელს. აუდიტმა აღმოაჩინა დარღვევები. 4 თუ 5 სესხი იყო მის სახელზე 40000 ლარამდე. ნივთი იყო ზედმეტად შეფასებული. თანხა მას არ აუღია. ეჭვი არ შეპარვია არაფერში. ლ---------–----- (ბრალდებულის ძმა) განმარტებით, ანამ და ბიძაშვილმა მ------------–----- გადაწყვიტეს ბიზნესის წამოწყება 2014 წლის გაზაფხულზე და სესხებს იღებდნენ ბანკიდან სამკერვალოსთვის და მაღაზიისთვის, თუმცა დეტალები არ იცის. 2014 წლის დეკემბერში ანამ ვუკლკანიზაციის გაკეთებაც გადაწყვიტა და ნება დართო თავისი სახელით გაეკეთებინა სესხი, ხოლო ფულს ანა გამოიყენებდა. სულ 4 სესხი გააფორმა, 2015 წელში კი კიდევ ერთი. სესხის დეტალები არ იცოდა. თავად აწერდა ხელშეკრულებებზე ხელს, თუმცა შინაარსი არ იცოდა. პროცენტებსაც ანა იხდიდა. მ------------–----- (ბიძაშვილი) გამარტებით, სულ 9 სესხი იყო. ყველა სესხი გაფორმდა თეთრიწყაროს ფილიალში ანა გულბანის ინიციატივითა და მისი თანხმობით. თანხა ზუსტად არ ახსოვს, უზრუნველსაყოფად თავისი ნივთებიც იყო და ანასიც, სრულად ენდობოდა და არ ჩასძიებია. ერთი 4500-ლარიანი სესხი იყო მისი პირადი, ხოლო ერთი სესხი იყო საერთო ბიზნესისთვის 13000 ლარამდე თუ 15000 ლარამდე, ზუსტად არ ახსოვს.

 

4.2. ხელშეკრულებების, ქისების, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება შემდეგი:

 

4.2.1. თ--------------------------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 29 ოქტომბრის #251509/2703 ხელშეკრულება 1300 ლარზე, ქისაში მითითებულია 805 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460318) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 450 ლარს შეადგენს, რაც 850 ლარით ნაკლებია. სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს #--------------- ქისის მონაცემებს, ვინაიდან ხელშეკრულება წარდგენილი არ ყოფილა. თ----------------------- განცხადებით ანა გულბანი ხელშეკრულებებზე ხელს აწერინებდა, თუმცა თანხა თავად არ აუღია.

 

4.2.2. ე-----------------თან დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 13 ოქტომბრის #247097/2605 ხელშეკრულება 2950 ლარზე. ქისაში მითითებულია 1826.2 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460319) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 650 ლარს შეადგენს. იმ თანხის წილი, რაც ე----------------- (მისი განცხადებით 1000 ლარი მას აქვს მიღებული) არ მიუღია, 1950 ლარია, სწორედ ეს თანხაა ანა გულბანის მიერ მიღებული წარმოშობილი სხვაობა;

 

4.2.3. ც-–------------------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 31 დეკემბრის #266924/2903 ხელშეკრულება 4400 ლარზე. ქისაში მითითებულია 2646.6 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460320) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 330 ლარს შეადგენს, რაც 4070 ლარით ნაკლებია. ც-–--------------- განცხადებით, ანა გულბანი ხელშეკრულებებზე ხელს აწერინებდა, თუმცა თანხა თავად არ აუღია;

 

4.2.4. თ------–----–---–---- დაკავშირებით სახეზეა: 2014 წლის 27 დეკემბრის #266096/2883 ხელშეკრულება 3780 ლარზე. ქისაში მითითებულია 2210 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460321) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 170 ლარს შეადგენს, რაც 3610 ლარით ნაკლებია; 2015 წლის 6 იანვრის #267668/2926 ხელშეკრულება 1500 ლარზე, ქისაში მითითებულია 892.4 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა აღნიშნული სესხზე ქისა საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, სხვაობა სრულად 1500 ლარია; თ------–----–---–-- განცხადებით, ანა გულბანი ხელშეკრულებებზე ხელს აწერინებდა, თუმცა თანხა თავად არ აუღია;

 

4.2.5. გ----------------–---–---- დაკავშირებით სახეზეა: 2014 წლის 29 სექტემბრის #243222/2525 ხელშეკრულება (ხელმოწერის გარეშეა) 3790 აშშ დოლარზე (კურსით 1,756). ქისაში მითითებულია 3790.6 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460322) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 120 ლარს შეადგენს, რაც 6535 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 15 დეკემბრის #262836/2821 ხელშეკრულება 10500 ლარზე. ქისაში მითითებულია 6143 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460324) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 170 ლარს შეადგენს, რაც 10330 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 17 დეკემბრის #263436/2837 ხელშეკრულება 10450 აშშ დოლარზე (კურსით 1,65). ქისაში მითითებულია 10473 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460325) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 90 ლარს შეადგენს, რაც 17152 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 24 დეკემბრის #265117/2866 ხელშეკრულება 800 ლარზე. ქისაში მითითებულია 473.6 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460326) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 170 ლარს შეადგენს, რაც 630 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 24 დეკემბრის #266988/2907 ხელშეკრულება 11920 ლარზე. ქისაში მითითებულია 6971.6 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460323) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 3337 ლარს შეადგენს, რაც 8583 ლარით ნაკლებია. გ----------------–---–-- განცხადებით, ანა გულბანი ხელშეკრულებებზე ხელს აწერინებდა, თუმცა თანხა თავად არ აუღია;

 

4.2.6. ლ---------–------- დაკავშირებით სახეზეა: 2014 წლის 2 დეკემბრის #260033/2780 ხელშეკრულება 1500 ლარზე. ქისაში მითითებულია 929.6 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460327) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 220 ლარს შეადგენს, რაც 1280 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 13 დეკემბრის #262711/2820 ხელშეკრულება 2520 ლარზე. ქისაში მითითებულია 1495.2 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460328) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 226 ლარს შეადგენს, რაც 2294 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 20 დეკემბრის #264201/2848 ხელშეკრულება 5710 ლარზე. ქისაში მითითებულია 3399.7 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460331) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 230 ლარს შეადგენს, რაც 5480 ლარით ნაკლებია; სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს #--------------- ქისის მონაცემებს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ხელშეკრულება წარდგენილი არ ყოფილა. ლ---------–----- განცხადებით, ანა გულბანი ხელშეკრულებებზე ხელს აწერინებდა და იცოდა აღნიშნულის თაობაზე.

 

4.2.7. მ------------–------- დაკავშირებით სახეზეა: 2014 წლის 3 დეკემბრის #260299/2792 ხელშეკრულება 3400 ლარზე. ქისაში მითითებულია 2102.4 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460339) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 115 ლარს შეადგენს, რაც 3285 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 10 დეკემბრის #262048/2806 ხელშეკრულება 1300 აშშ დოლარზე (კურსით 1,58). ქისაში მითითებულია 1302 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460340) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 70 ლარს შეადგენს, რაც 1984 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 10 დეკემბრის #262053/2807 ხელშეკრულება 2500 ლარზე. ქისაში მითითებულია 1582.4 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460338) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 300 ლარს შეადგენს, რაც 2200 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 16 დეკემბრის #263337/2832 ხელშეკრულება 2500 ლარზე. ქისაში მითითებულია 1478.4 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460337) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 125 ლარს შეადგენს, რაც 2375 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 16 დეკემბრის #263340/2833 ხელშეკრულება 2500 ლარზე. ქისაში მითითებულია 1484 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460336) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 430 ლარს შეადგენს, რაც 2070 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 17 დეკემბრის #263419/2835 ხელშეკრულება 1330 ლარზე. ქისაში მითითებულია 805.6 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460335) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 230 ლარს შეადგენს, რაც 1100 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 20 დეკემბრის #264243/2850 ხელშეკრულება 6350 ლარზე. ქისაში მითითებულია 3767.1 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460332) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 120 ლარს შეადგენს, რაც 6230 ლარით ნაკლებია. მ------------–----- განცხადებით, ანა გულბანი ხელშეკრულებებზე ხელს აწერინებდა, თუმცა თანხა თავად არ აუღია. 2014 წლის 20 დეკემბრის #264212/2849 ხელშეკრულება 13220 ლარზე. ქისაში მითითებულია 8218.4 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460333) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 800 ლარს შეადგენს, რაც 12420 ლარით ნაკლებია. მ------------–----- განცხადებით, აღნიშნული თანხა საერთო ბიზნესისთვის იყო განკუთვნილი. გარდა ამისა სახეზეა 2014 წლის 17 დეკემბრის #263427/2836 ხელშეკრულება 4500 ლარზე, ქისაში მითითებულია 2682.4 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460334) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 1660 ლარს შეადგენს, რაც 2840 ლარით ნაკლებია. მ------------–----- განცხადებით, აღნიშნული სესხი მისი პირადია და თანხაც მან აიღო.

 

4.3. სასამართლოს შეფასებით, მ------------–------- დაკავშირებით საერთო მიზნით აღებული თანხის ნაწილში, ასევე დანარჩენ პირებთან მიმართებით ანა გულბანის პირადი ინტერესი სახეზეა, ხოლო მ------------–----- მიერ აღებული 4500-ლარიანი სესხის ნაწილში არა, რის გამოც ბრალდების ამ ეპიზოდში მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული სხვაობა - 2840 ლარი. საბოლოოდ, ანა გულბანის მიერ პირადი მიზნებისთვის აღებულ თანხასა და შესაბამის ქისებში არსებულ ძვირფასეულობას შორის ჩაბარების პერიოდის გათვალისწინებით ღირებულების სხვაობა შეადგენს 95928 ლარს, შესაბამისად, არ დასტურდება ბრალდების დადგენილებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ოდენობა - 115089,39 ლარი, თუმცა აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას ანა გულბანის ქმედების კვალიფიკაციაზე.

 

5. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეპიზოდი

 

5.1. ბ------------------- დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმების მიხედვით, 2014 წლის 8 მაისს მივიდა ა-------–------- და 100 ლარი უნდოდა, ერთი ბეჭედი ჰქონდა, რომელიც არ ყოფნიდა ამიტომ, ანას სთხოვა თანხის მომატება და მანაც მისცა ეს თანხა. ერთ თვეში ისევ მივიდა და მიუტანა 3 ცეპი, ჯვრებით. ის თანხა არ გამოდიოდა, რაც სურდა, ამიტომ ანამ მოუმატა და მისცა 960 ლარი. შემოდგომაზე ისევ დასჭირდა და რამდენიმე ნივთი მიიტანა, უთხრა, რომ 4000 ლარი სჭირდებოდა, ისევ არ იყო საკმარისი, თუმცა ანამ მოუმატა თანხა და 4113 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება. თანხები თავად აიღო, ანას ამ თანხებიდან დაინტერესება არ ჰქონია. ნ---------------- დაკითხვის ოქმის მიხედვით, 2014 წლის სექტემბერში შვილის ავადმყოფობის გამო დასჭირდა თანხა და გადაწყვიტა სამკაულების დალომბარდება. 18 სექტემბერს მივიდა სესხის ასაღებად, შეფასება გამოვიდა 200 ლარის და ანას სთხოვა კიდევ 200 ლარის დამატება, რაზეც უარი არ უთქვამს და 420 ლარი პირადად აიღო. მ--------------–---- (მეზობელი) დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმების მიხედვით, პრობლემები ჰქონდა, საავადმყოფოსთვის თანხა სჭირდებოდა, ნაკეთობები არ ჰყოფნიდა, ანას სთხოვა მომატება და მანაც დაუმატა. 5 სესხი იყო, ცალ-ცალკე პაკეტებით ჰქონდა. არ იცის ა-------–----- როგორ გაზარდა სესხის ოდენობა, ხელშეკრულებას თავად მოაწერა ხელი და თანხაც თავად აიღო. ანას არაფერი უთხოვია თავისთვის. ნ---------–------- დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმების მიხედვით, 2014 წლის სექტემბერში მივიდა ანასთან სესხის ასაღებად, 1000 სჭირდებოდა, ხოლო მისი ნივთით მხოლოდ 110 ლარის სესხის აღება იყო შესაძლებელი, ამიტომ სთხოვა ანას და მანაც მისცა შესაბამისი თანხა. ანას რაიმე სარგებელი არ ჰქონია. გ----------------- დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმების მიხედვით, 2014 წლის 24 დეკემბერს მივიდა სესხის ასაღებად, სამკაულების ღირებულება გამოვიდა 700 ლარი, ხოლო მას სჭრდებოდა 2000. ანას სთხოვა დახმარება, რაზეც იგი დასთანხმდა, თუმცა არ იცის როგორ გაზარდა თანხის ოდენობა. ანას სარგებელი არ ჰქონია. თ------------------ დაკითხვის ოქმის მიხედვით, 2014 წლის სექტემბერში მივიდა სესხის ასაღებად, მისი სამკაულებით გამოსდიოდა 400 ლარი, ხოლო სჭირდებოდა 900. ანას სთხოვა და მანაც ხელშეკრულება გაუფორმა 935 ლარზე, თუმცა როგორ არ იცის. ანას სანაცვლოდ არაფერი უთხოვია მისთვის. ია ასპანიძის განმარტებით, ჩააბარა ოქროს ნივთები, სესხის თანხა იყო დოლარში და ლარში. ბრასლეტი ოქრო არ აღმოჩნდა, იცოდა რომ ოქრო იყო, ჩაბარებულიც ჰქონდა სხვაგან. თანხა თავად აიღო სალაროდან. სხვაობა იმან გამოიწვია, რომ ოქრო აღმოჩნდა დაბალი ხარისხის. მ----------–-------- (მოლარე-ოპერატორი) დაკითხვის ოქმის მიხედვით, 2014 წლის ზაფხულში ანა მივიდა და სთხოვა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, სესხი იყო ლარში, რადგან თავად არ შეეძლო სალომბარდე სესხის გაკეთება, რაზეც დასთანხმდა, თუმცა არც ფული მიუღია და არც ძვირფასეულობა უნახავს, პროცენტსაც ანა იხდიდა. ამის შემდეგ მალევე სთხოვა ანალოგიური, ახსოვს რომ 400 დოლარამდე თანხაზე იყო საუბარი, რაზეც ასევე დასთანხმდა. არც სამკაულების ჩვენება მოუთხოვია. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერაა. აუდიტისგან შეიტყო, რომ ერთი სესხი იყო 400 აშშ დოლარზე, ხოლო მეორე 7200 ლარზე, ზუსტად ახსოვს, რომ ამდენი არ იქნებოდა, ფაქტია, რომ გადაკრედიტებულია, ვინაიდან ანამ მისი ნდობით ისარგებლა და მოატყუა.

 

5.2. ხელშეკრულებების, ქისების, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება შემდეგი:

 

5.2.1. ბ----------------------- დაკავშირებით სახეზეა: 2014 წლის 8 მაისის #209614/1768 ხელშეკრულება 960 ლარზე. ქისაში მითითებულია 595.7 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460348) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 505 ლარს შეადგენს, რაც 455 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 12 ივლისის #225441/2137 ხელშეკრულება 100 ლარზე. ქისაში მითითებულია 64.4 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460346) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 85 ლარს შეადგენს, რაც 15 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 20 სექტემბრის #240769/2460 ხელშეკრულება 4113 ლარზე. ქისაში მითითებულია 2545.8 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460345) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 2845 ლარს შეადგენს, რაც 1268 ლარით ნაკლებია. ბ------------------- განცხადებით, ანა გულბანს პირადი პრობლემების გამო თავად სთხოვა თანხის მომატება და სხვაობაც თავად აიღო, სანაცვლოდ ანა გულბანს არაფერი უთხოვია;

 

5.2.2. ნ-------------------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 18 სექტემბრის #240315/2447 ხელშეკრულება 420 ლარზე. ქისაში მითითებულია 262.2 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460347) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 179 ლარს შეადგენს, რაც 241 ლარით ნაკლებია. ნ---------------- განცხადებით, ანა გულბანს პირადი პრობლემების გამო თავად სთხოვა 200 ლარის მომატება და სხვაობაც თავად აიღო, სანაცვლოდ ანა გულბანს არაფერი უთხოვია;

 

5.2.3. მ--------------–-------- დაკავშირებით სახეზეა: 2014 წლის 27 დეკემბრის #266099/2884 ხელშეკრულება 13100 ლარზე. ქისაში მითითებულია 7629.1 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AB00066744) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 6185 ლარს შეადგენს, რაც 6915 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 31 დეკემბრის #266888/2899 ხელშეკრულება 6700 აშშ დოლარზე (კურსით 1,717). ქისაში მითითებულია 6719.2 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AC00460340) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 3880 ლარს შეადგენს, რაც 7623 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 31 დეკემბრის #266899/2900 ხელშეკრულება 13000 ლარზე. ქისაში მითითებულია 7568.5 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AB00066746) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 2400 ლარს შეადგენს, რაც 10600 ლარით ნაკლებია; 2014 წლის 31 დეკემბრის #266913/2901 ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარზე (კურსით 1,717). ქისაში მითითებულია 3024.5 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AB00066745) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 1200 ლარს შეადგენს, რაც 3951 ლარით ნაკლებია. მ--------------–---- განცხადებით, ანა გულბანს პირადი პრობლემების გამო თავად სთხოვა თანხის მომატება და სხვაობაც თავად აიღო, სანაცვლოდ ანა გულბანს არაფერი უთხოვია;

 

5.2.4. ნ---------–--------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 31 დეკემბრის #266967/2906 ხელშეკრულება 1000 ლარზე. ქისაში მითითებულია 582 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AB00066747) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 145 ლარს შეადგენს, რაც 855 ლარით ნაკლებია. ნ---------–------- განცხადებით, ანა გულბანს პირადი პრობლემების გამო თავად სთხოვა თანხის მომატება და სხვაობაც თავად აიღო, სანაცვლოდ ანა გულბანს არაფერი უთხოვია;

 

5.2.5. გ------------------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 24 დეკემბრის #265010/2861 ხელშეკრულება 2000 ლარზე. ქისაში მითითებულია 1188 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #AB00066748) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 850 ლარს შეადგენს, რაც 1150 ლარით ნაკლებია. გ----------------- განცხადებით, ანა გულბანს პირადი პრობლემების გამო თავად სთხოვა თანხის მომატება და სხვაობაც თავად აიღო, სანაცვლოდ ანა გულბანს არაფერი უთხოვია;

 

5.2.6. თ---------------------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 9 ივნისის #----------- ხელშეკრულება 935 ლარზე. ქისაში მითითებულია 584.2 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #---------1) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 540,5 ლარს შეადგენს, რაც 394,5 ლარით ნაკლებია. თ------------------ განცხადებით, ანა გულბანს პირადი პრობლემების გამო თავად სთხოვა თანხის მომატება და სხვაობაც თავად აიღო, სანაცვლოდ ანა გულბანს არაფერი უთხოვია;

 

5.2.7. ი--------------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 18 აგვისტოს #----------- ხელშეკრულება 770 ლარზე. ქისაში მითითებულია 476.1 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #---------5) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 345 ლარს შეადგენს, რაც 425 ლარით ნაკლებია. ია ასპანიძის განცხადებით, სხვაობა გამოწვეული იყო ოქროს რეალურად დაბალი ხარისხით;

 

5.2.8. მ----------–---------- დაკავშირებით სახეზეა 2014 წლის 21 ივლისის ხელშეკრულება 400 აშშ დოლარზე, რომლის ქისა ამოღებული არ არის, ამიტომ შეუძლებელია სხვაობის დადგენა. ასევე სახეზეა 2014 წლის 15 დეკემბრის #----------- ხელშეკრულება 7200 ლარზე, ქისაში მითითებულია 4204.8 აშშ დოლარის ნივთები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნივთების (ქისა ლუქის #----------) ღირებულება ჩაბარების პერიოდისთვის მხოლოდ 610 ლარს შეადგენს, რაც 6590 ლარით ნაკლებია. მ----------–-------- განცხადებით, თანხა მას არ მიუღია.

 

5.3. სასამართლოს შეფასებით, მ----------–-------- გარდა ყველა პირთან მიმართებით სახეზეა მათთვის გამორჩენის მიღების ფაქტი, ხოლო ანა გულბანის პირადი ინტერესი არ იკვეთება, რასაც ასევე უნდა დაემატოს მ------------–------- დაკავშირებული 4500-ლარიანი პირადი სესხსა და უზრუნველყოფას შორის სხვაობა 2840 ლარი. საბოლოოდ, ანა გულბანის მიერ სხვა პირებზე გაცემულ თანხასა და შესაბამის ქისებში არსებულ ძვირფასეულობას შორის ჩაბარების პერიოდის გათვალისწინებით ღირებულების სხვაობა შეადგენს 36732,5 ლარს, ხოლო ბრალდების დადგენილებით აღნიშნული თანხა შეადგენს 27489,71 ლარს, რასაც უნდა დაემატოს მ------------–----- სესხთან დაკავშირებული 2840 ლარი, რაც საერთო ჯამში შეადგენს 30329,71 ლარს. სასამართლოსთვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს შედეგი მიჩნეულ უნდა იქნეს მნიშვნელოვან ზიანად სსკ-ის 220-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, სასამართლო ამ თანხას ვერ გასცდება, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უფრო მეტი თანხის გამორჩენის მიღება დასტურდება ზემოაღნიშნული პირების მიერ. რაც შეეხება მ----------–-------, სსკ-ის 220-ე მუხლთან დაკავშირებულ ბრალდებასთან მას კავშირი არ აქვს და ვერ იქნება მხედველობაში მიღებული საერთოდ, რადგან სასამართლო ვერ გასცდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს დამძიმების კუთხით (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ხოლო სსკ-ის 220-ე მუხლი ნაკლებად მძიმე, ამასთან ამ უკანასკნელის სანქციაც ნაკლებია). აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას ანა გულბანის ქმედების კვალიფიკაციაზე უბრალოდ ფაქტობრივ ნაწილში მოხდება აღნიშნული საკითხის დაზუსტება. როგორც ჩანს აღნიშნული ტექნიკური შეცდომაა, რასაც ნაწილობრივ ადასტურებს რეალურ ოდენობებთან შედარებით სსკ-ის 180-ე მუხლის ნაწილში ზიანის მეტობა და სსკ-ის 220-ე მუხლში ზიანის ნაკლებობა.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლოს შეფასებით, ერთი მხრივ, ა-------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ხელშეკრულებებში არასწორი მონაცემების მითითებით, რაც არ შეესაბამებოდა ქისებში არსებული ნივთების შესახებ რეალურ ინფორმაციას, მოიპოვა აღნიშნულ ხელშეკრულებებში (თ---------------------------------------------–-–-------------------------–----–---–---------------------–---–-----–---------–------------------------–----- შემთხვევებში) მითითებული სესხის ნამეტ თანხებზე წვდომა, რითაც საერთო ჯამში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 95928 ლარს, რომლის მიღების კანონიერი საფუძველი მას არ ჰქონია და აღნიშნული თანხის ეკვივალენტური ღირებულების ოქროს ნივთები შესაბამისი სესხების უზრუნველსაყოფად არსებულ ქისებში არ მოიპოვებოდა, რაც ბუნებრივია, იცოდა ა-------–----- და სრულად აცნობიერებდა, უფრო მეტიც მისი უშუალო კონტროლის ქვეშ იყო ნივთების შეფასება, რაც მის სპეციალურ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. ამასთან გაზრდილი თანხების მიმღები პირიც თავად იყო და აღნიშნული თანხით ხელშეკრულების ფორმალურად მონაწილე პირებს არ უსარგებლიათ. ამიტომ, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სახეზეა სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ყალბი ხელშეკრულება თაღლითობის ხერხი იყო და არა ძირითადი დანაშაული ან სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - მითვისება/გაფლანგვა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული თანხა ანა გულბანის მართლზომიერ მფლობელობაში/განმგებლობაში არასდროს იმყოფებოდა, ასე რომ ყოფილიყო, მას არ დასჭირდებოდა ხელშეკრულებებში ყალბი მონაცემების შეტანა და იგი უბრალოდ დაეუფლებოდა მას, რაც ასე მარტივად ვერ განხორციელდებოდა. ამიტომ ა-------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა მ------------–------- დაკავშირებული 4500-ლარიანი სესხისა, რა ნაწილშიც მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც არ აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას, ვინაიდან მას სათანადო დრო და საშუალებები, ასევე ცოდნა ჰქონდა ბრალდების ამ ნაწილზე.

 

6.1. მეორე მხრივ, ა-------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ხელშეკრულებებში არასწორი მონაცემების მითითებით, რაც არ შეესაბამებოდა ქისებში არსებული ნივთების შესახებ რეალურ ინფორმაციას, აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებული სესხის ნამეტ თანხებზე წვდომის საშუალება მისცა სხვა პირებს (ბ-------------------------------------------------------–----------------–--------------------------------------------------------------------------------–----), რითაც ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ ზემოაღნიშნულმა პირებმა საერთო ჯამში მიიღეს 30329,71 ლარის გამორჩენა, რომლის მიღების კანონიერი საფუძველი მათ არ ჰქონიათ და აღნიშნული თანხის ეკვივალენტური ღირებულების ოქროს ნივთები შესაბამისი სესხების უზრუნველსაყოფად არსებულ ქისებში არ მოიპოვებოდა, რაც ბუნებრივია, იცოდა ა-------–----- და სრულად აცნობიერებდა, უფრო მეტიც მისი უშუალო კონტროლის ქვეშ იყო ნივთების შეფასება, რაც მის სპეციალურ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. ამასთან ანა გულბანი გაზრდილი თანხების მიმღები პირი თავად არ ყოფილა, რის გამოც ა-------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაშიც დაახლოებით თაღლითობისმაგვარი სიტუაციაა, თუმცა, ვინაიდან სსკ-ის 180-ე მუხლი მხოლოდ დამნაშავის და არა ასევე სხვა პირების მიერ სარგებლის მიღებას უკავშირდება, ამ ნაწილში ანა გულბანის ქმედება ვერც დაკვალიფიცირდებოდა თაღლითობად, ხოლო სსკ-ის 220-ე მუხლი იმ თვალსაზრისით, რომ ასევე თავისთვის გამორჩენას ითვალისწინებს ზოგადი ნორმაა, ხოლო თაღლითობა - სპეციალური. ამ შემთხვევაში კი გამოიყენება სპეციალური ნორმა.

 

6.2. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხებს სასამართლო აფასებს ხელშეკრულებების დადების მდგომარეობით და ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს ბანკმა სარგებელი მიიღო ანა გულბანის მიერ განხორციელებული ფიქტიური ხელშეკრულებებით, ვინაიდან სესხის პროცენტს ბანკი იღებდა გაზრდილ თანხაზე და აღნიშნული ქმედება სასარგებლო იქნებოდა ბანკისთვის. სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია ამ ფაქტორმა გადაფაროს მართლსაწინააღმდეგოდ გაზრდილი სესხის თანხების გაცემის დანაშაულებრივი ხასიათი. მიიღო თუ არა ბანკმა გაზრდილი მოგება საბოლოო ჯამში, გავლენას არ ახდენს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ბანკის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ იქნა დადებული, ვინაიდან შეუძლებელია ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი ყოფილიყო „უკანონოდ“ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული მოგება.

 

6.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

6.4. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა, რომ ა-------–----- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7.1. ანა გულბანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს მის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი ნაწილის აღიარებას, მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ჰქონდა გარკვეული მცდელობა ზიანის ანაზღაურების, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

7.2. ანა გულბანის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

8.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, დანაშაულის პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

8.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ასევე სსკ-ის 220-ე მუხლის სანქციას - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

8.4. სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ოდენობას თითოეულ შემთხვევაში, ასევე იმ გარემოებებს, რომ ფაქტობრივად ა-------–----- მისი სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებით მიაგნო ფულის შოვნის მარტივ, თუმცა არაკეთილსინდისიერ ხერხს, ენდობოდნენ რა, ბოროტად ისარგებლა ამ ნდობით და უკიდურესად დიდ განსხვავებებს (უფრო კონკრეტულად, საერთო ჯამში სსკ-ის 180-ე მუხლის ეპიზოდში 103631 ლარის სესხს ჰქონდა მხოლოდ 7703 ლარის უზრუნველყოფა, ასევე უზრუნველყოფასთან შედარებით ორჯერ მეტია იმ თანხის ოდენობა, რაც გაიცა სსკ-ის 220-ე მუხლის ეპიზოდში) უშვებდა სესხის თანხასა და უზრუნველყოფას შორის. ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეები მიეჩვივნენ კიდეც ამ გზით იმაზე მეტი თანხის აღებას, ვიდრე ეს მათ შეეძლოთ, სახეზეა უფლებამოსილების არამართლზომიერად გამოყენების მრავალჯერადი ფაქტები. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ ანა გულბანის მიმართ ორივე შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება მასთან მიმართებით და მასზე ნაკლებად მკაცრი სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, ამასთან აღნიშნულს ვერ გადაწონის ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები. ამ გარემოებებს სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის ზომის განსაზღვრისას და მიაჩნია, რომ სანქციის მინიმუმის განსაზღვრა პროპორციული იქნება ანა გულბანისთვის, იმის გათვალისწინებითაც, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, არის ახალგაზრდა.

 

8.5. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ანა გულბანს უნდა მიეცეს შანსი და დანიშნული სასჯელების ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. ფაქტია, რომ ანა გულბანს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია გამოძიებისთვის, ხოლო მანამდე აუდიტორული შემოწმების დროს და ჩართული იყო აღნიშნულ პროცესებში. რამდენიმე თვის განმავლობაში აღნიშნული სესხების პროცენტებსაც კი იხდიდა. აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი ნაწილი. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ხელს ვერ შეუშლის სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული მხოლოდ კვალიფიკაციას არ დაეთანხმა, რაც არ უნდა ჩაითვალოს დამაბრკოლებელ გარემოებად. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 4 ივლისის #75აპ-17 განაჩენით ანალოგიურ სიტუაციაში დასაშვებად მიიჩნია სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს შემამასუბუქებელ გარემოებებს და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობას. შესაბამისად ანა გულბანს პირობით მსჯავრად უნდა ჩაეთვალოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელის 1/3, ხოლო სსკ-ის 220-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნახევარი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპით უნდა განესაზღვროს საბოლოო სასჯელი, ხოლო პირობით მსჯავრად ჩათვლილი სასჯელი იმავე გამოსაცდელი ვადით უნდა დაუდგინდეს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ანა გულბანის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მ------------–----- 4500 ლარის ნაწილში, გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 220-ე მუხლზე.

 

2. ანა გულბანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 4 წელი დაუდგინდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

3. ანა გულბანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 6 თვე დაუდგინდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ანა გულბანს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 4 წელი დაუდგინდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

5. დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ანა გულბანს დაეწყოს წინამდებარე განაჩენის საფუძველზე მისი დაკავების მომენტიდან.

 

6. ანა გულბანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში 10000 ლარის ნაწილში ყადაღა მოეხსნას ლ--------–----- (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, სოფელი წ------, ს/კ 8-----------.

 

7. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ განაჩენის აღსრულებასა და მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

8. ნივთმტკიცებები: CD - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ამოღებული ქისები დაუბრუნდეს ს/ს „ლ--------------“.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაცო წესით, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი