გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
080210119002845176
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210-19002845176

საქმე #2/228-20-9

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.06.20-9 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ლ-------–--ა;

მოპასუხეები - სს „კ-----------–-------------ა“, ა--------–--ე

წარმომადგენელი- ს-------- გიორგაძე (სს „კ-----------–-------------ას“)

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 20-8 წლის 22 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ქ. ქუთაისში, ლ-–-------------–- დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1). პლაზმური ტელევიზორი „ლჯ“-ის ფირმის 1ც; 2). კომპიუტერი შავი ფერის მონიტორი „SAMSUNG“-ის ფირმის, შავი ფერის ქეისი, კლავიატურა, მაუსი 1ც; 3). თეთრი ფერის ორკარებიანი მაცივარი „HITACH“-ის ფირმის 1ც; 4). ხის ჟურნალების მაგიდა მარმარილოს ზედაპირით 1ც; 5). თეთრი ფერის გაზქურა 1ც; 6). თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „GORENJE“-ს ფირმის 1ც. 7). მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა 1ც; 8). მუქი ფერის ხის მაგიდა გასაშლელი მართკუთხედი ფორმის 1ც;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 20-8 წლის 22 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული იქნა, ქ. ქუთაისში, ლ-–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის კუთვნილი ნივთები. აღმასრულებლების განმარტებით ქონების დაყადაღება მოსარჩელის შვილის - ა--------–--ის სს „კ-----------–-------------ას“ მიმართ არსებული ვალდებულების გამო მოხდა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ყადაღადადებული ნივთები არის მის მიერ შეძენილი და ა--------–--ეს არანირი მონაწილება არ აქვს მიღებული მათ შეძენაში. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა--------–--ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ა--------–--ემ სარჩელი ცნო. (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე სს „კ-----------–-------------ამ" წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებოს ღონისძიება ნივთების აღწერა-დაყადაღება განხორციელდა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ა--------–--ე წარმოადგენს სს კ-----------–-------------ას მსესხებს და გააჩნია ფულადი ვალდებულება კომპანიის მიმართ შესასრულებელი. იქედან გამომდინარე, რომ ა--------–--ეს სესხის ხელშეკრულებაში საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს ის უძრავი ქონება, სადაც მოხდა ნივთების დაყადაღება, იგულისხმება, რომ ყადაღადადებული ნივთები არის მისი საკუთრება და შესაბამისად ეკუთვის მას. მოსარჩელე ლ-------–--ას საკუთრება კი აღნიშნულ ნივთებზე რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს „კ-----------–-------------ას“ სასარგებლოდ ა--------–--ეს დაეკისრა თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 22.05.20-8 წ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

- 11.02.20-98 წ.აღმასრულებლის წერილი;

 

3.1.2. ქ. ქუთაისში, ლ-–------------ში მდებარე უძრავი ქონება, ბინა #13, (ს/კ: 0-.0-.2-.3--.0-.0-3.) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ლ-------–--ას საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

11.02.20-9 წ აღმასრულებელ ნ------–-------ის წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „კ-----------–-------------ა“ არის კრედიტორი, ხოლო ა--------–--ე მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 22.05.20-8 წ. აღიწერა და დაყადაღდა ქ. ქუთაისში, ლ-–-------------–- არსებული მოძრავი ნივთები: 1. პლაზმური ტელევიზორი LG -ის ფირმის - 1 ცალი, 2. კომპიუტერი: შავი ფერის მონიტორი SAMSUNG-ის ფირმის, შავი ფერის ქეისი, კლავიატურა, მაუსი - 1 ცალი; 3. თეთრი ფერის ორკარებიანი მაცივარი HITACHI-ის ფირმის - 1 ცალი; 4. ხის ჟურნალების მაგიდა მარმარილოს ზედაპირით - 1 ცალი; 5. თეთრი ფერის გაზქურა - 1 ცალი; 6. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა GORENIE-ს ფირმის - 1 ცალი; 7. მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა - 1 ცალი; 8. მუქი ფერის ხის მაგიდა გასაშლელი მართკუთხედი ფორმის -1 ცალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-22.05.20-8წ აქტი (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ).

 

3.2.2. ლ-------–--ა არის ა--------–--ის დედა. ისინი ერთად არ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

-მოწმეთა ჩვენება;

 

მოცემულ საქმეში მოპასუხე ა--------–--ემ ცნო სარჩელი. მოპასუხე სს „კ-----------–-------------ა“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელეს არცერთ ნივთზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ამ უკანასკნელის საკუთრებას, წარმოდგენილი აქვს მხოლოდ უძრავი ქონების დამადასტურებელი მტკიცებულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ დაადასტურებს მოძრავი ქონების საკუთრების უფლებას. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალის ფაქტიურ ადგილსამყოფელზე ეკუთვნის მას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ლ-–-------------------------ში არსებული, აღმასრულებლის მიერ 20-8 წლის 22 მაისს აღწერილი და დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელე ლ-------–--ას;

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეიძლება წერილობითი მტკიცებულებით, მოწმის ჩვენებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რომლითაც დადგინდება ნივთების კუთვნილების საკითხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

მოსარჩელემ აქტში მითითებული ნივთების მის კუთვნილებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა მოწმეები ს------------–--–-–---–ი და მ-----–-----------ე, რომლებმაც სასამართლო სსხდომაზე დაადასტურეს, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს ლ-------–--ას საკუთრებას.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით კომპიუტერის საგარანტიო ბარათით დასტურდება აღნიშნული ნივთის ლ-------–--ასადმი კუთვნილების ფაქტი.

 

უძრავი ქონება, სადაც განხორციელდა სადავო მოძრავი ნივთების აღწერა და დაყადაღება, წარმოადგენს მოსარჩელე ლ-------–--ას საკუთრებას.

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ნივთები ლ-------–--ას საკუთრებად უნდა იქნას მიჩნეული;

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საქმეზე დაკითხული მოწმეთა - ჩვენებებით დგინდება, რომ 22.05.20-8 წლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები ეკუთვნის ლ-------–--ას;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა და მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, მაშინ როდესაც მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-------–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე, 40-ე, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 151-ე, 170-ე, 172-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ლ-–-------------–- მდებარე უძრავი ქონება ბინა #13, რეგისტრირებულია ლ-------–--ას საკუთრებაში. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ აღნიშნულ ბინაში განთავსებული ნივთები ეკუთვნის მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151.1. მუხლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. მოსარჩელის მიერ ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა აღძრულია მოძრავ ნივთებზე (ავეჯი, ტექნიკა და სხვა) და ივარაუდება, რომ ეს ნივთები განკუთვნილია საცხოვრებელი ბინით სრულფასოვანი სარგებლობისათვის. უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელე ლ-------–--ას საკუთრებას. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ლ-------–--ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. შესაბამისად ივარაუდება, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთში არსებული მოძრავი ნივთებიც მისივე საკუთრებაა და აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმას აკისრია, ვინც პრეზუმფციის საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს. მოპასუხე სს "კ-----------–-------------ამ" ვერ შეძლო შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით იმის დადასტურება, რომ სადავო ნივთები მოვალე ა--------–--ის საკუთრებას წარმოადგენს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: სუგს განჩინება: საქმე №ას-1202-1144-20-4, 6.02.20-5; №ას-274-274-20-8, 2-.0-.20-8;

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ლ-------–--ას საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ ნივთებზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორია სს "კ-----------–-------------ა", ხოლო მოვალეა ა--------–--ე;

 

საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის სწორედ აღნიშნული პირი. დადგენილია, რომ ნივთები რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. ა--------–--ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე ა--------–--ის ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები 1. პლაზმური ტელევიზორი LG -ის ფირმის - 1 ცალი, 2. კომპიუტერი: შავი ფერის მონიტორი SAMSUNG-ის ფირმის, შავი ფერის ქეისი, კლავიატურა, მაუსი - 1 ცალი; 3. თეთრი ფერის ორკარებიანი მაცივარი HITACHI-ის ფირმის - 1 ცალი; 4. ხის ჟურნალების მაგიდა მარმარილოს ზედაპირით - 1 ლარი;5. თეთრი ფერის გაზქურა - 1 ცალი; 6. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა GORENIE-ს ფირმის - 1 ცალი; 7. მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა - 1 ლარი; 8. მუქი ფერის ხის მაგიდა გასაშლელი მართკუთხედი ფორმის -1 ცალი, წარმოადგენს ლ-------–--ას საკუთრებას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით ლ-------–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის და კ-------------------------ის მიერ 20-8 წლის 22 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ა--------–--ის ვალდებულებების გამო, ქ. ქუთაისში, ლ-–-----------------------ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური პირისთვის შეადგენს 50 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ-------–--ას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „კ-----------–-------------ას“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 100 ლარის ოდენობით. მოპასუხე ა--------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან მან საქმის მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. ლ-------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების თ-------------–-–---–ისა და კ-------------------------ის მიერ 20-8 წლის 22 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1). პლაზმური ტელევიზორი „ლჯ“-ის ფირმის 1ც; 2). კომპიუტერი შავი ფერის მონიტორი „SAMSUNG“-ის ფირმის, შავი ფერის ქეისი, კლავიატურა, მაუსი 1ც; 3). თეთრი ფერის ორკარებიანი მაცივარი „HITACH“-ის ფირმის 1ც; 4). ხის ჟურნალების მაგიდა მარმარილოს ზედაპირით 1ც; 5). თეთრი ფერის გაზქურა 1ც; 6). თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „GORENJE“-ს ფირმის 1ც. 7). მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა 1ც; 8). მუქი ფერის ხის მაგიდა გასაშლელი მართკუთხედი ფორმის 1ც;

 

3. სს კ-----------–-------------ას - მოსარჩელე ლ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (50 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე