გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210019002-79317 (N2/164-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - ვა-–--------------ე
წარმომადგენელი - გო------------–--ე
მოპასუხე - ირ---–-----–------ე
წარმომადგენელი - კა-------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დკაისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ირ---–-----–------ეს ვა-–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2700 ლარის ოდენობით გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2014 წელს მოსარჩელე ვა-–--------------ესა და მოპასუხე ირ---–-----–------ეს შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. კერძოდ, ირ---–-----–------ემ ვა-–--------------ისაგან შეიძინა ავტომანქანა ზილ-1----, სახლმწიფო ნომერი M------, 3000 ლარად, ზეპირი შეთახმების თანახმად, ნასყიდობის საგნის საფასური მოპასუხე უნდა გადაეხადა რამოდენიმე თვეში, რაც მისი მხდიდან არ იქნა შესრულებული, 2014 წლის მეორე ნახევარში მოპასუხე მხარეს გადახდილი აქვს, მხლოდ 300 ლარი.
2014 წლის 05 ოქტომბერს ირ---–-----–------ემ დადო ხელწერილი, რომლითაც მოვალემ აღიარა მოსარჩელის მიმართ 2700 ლარის ოდენობით ვალის არსებობა. თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლო, მოვალე ჯიუტად არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას, იგი მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.
2----–-–-- მარტის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა თანხის გადახდა, თუმცა უშედეგოდ, რასაც შედეგად მოჰყვა კონფლიქტი და ორივე მათგანი გახდა ნასამართლევი.
მოსარჩელე მიუთითებს მასზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემისას მოპასუხე ირ---–-----–------ე აღიარებს ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიმართ ვალდებულების არსებობას - 2000 ლარის ოდენობით, თუმცა ხელწერილის თანახმად გადასახდელი აქვს 2700 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ამასთან, წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის მართლაც არსებობდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, მოპასუხე ირ---–-----–------ემ მოსარჩელე ვა-–--------------ისაგან შეიძინა ავტომანქანა 2014 წელს, გადაუხადა თანხის ნაწილი, რაზედაც მოპასუხის მიერ შედგენილი იქნა ხელწერილი, რომლის თანახმად თანხის გადახდა მოპასუხის მიერ უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის სექტემბრის თვის ბოლომდე, ამდენად მოთხოვნის წარდგენა მოსარჩელის მიერ შესაძელებლი იყო 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, შესაბამისად სარჩელი არის ხანდაზმული.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-–--------------ესა და მოპასუხე ირ---–-----–------ეს შორის 2014 წელს დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. კერძოდ, ირ---–-----–------ემ ვა-–--------------ისაგან შეიძინა ავტომანქანა ზილ-1----, სახლმწიფო ნომერი M------, 3000 ლარად.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს.ფ. 2-13);
-მხარეთა ხსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი - 24.05.2019 წელი)
3.1.2. ზეპირი შეთახმების თანახმად, ნასყიდობის საგნის საფასური მოპასუხე ირ---–-----–------ეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ავტომობლის მფლობელობაში გადაცემიდან რამოდენიმე თვეში, რაც მისი მხდიდან არ იქნა შესრულებული, 2014 წლის მეორე ნახევარში მოპასუხე მხარეს 3000 ლარიდან გადახდილი აქვს, მხლოდ 300 ლარი.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს.ფ. 2-13);
-მხარეთა ხსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი - 24.05.2019 წელი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 05 ოქტომბერის ვალის აღიარების ხელწერილით მოპასუხე ირ---–-----–------ემ მოსარჩელის ვა-–--------------ის მიმართ იკისრა ვალდებულება ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ფულადი დავალიანების - 2700 ლარის ოდენობით 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლომდე შესრულების თაობაზე, რაც არ აუნაზღაურებია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისივე მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს, სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას მაზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხის - ირ---–------–-------ს მიერ მიცემული ჩვენება, (2-.03.2----–-–-- გამოკითვის ოქმი) მოსარჩელის მიმართ ვალდებულის არსებობის აღიარების თაობაზე უნდა იქნა მიჩნეული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩლზე თანდართული N1/1----- სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილია, რომ ვა-–--------------ეს ბრალი დაედო მასში რომ ჩაიდინა ირ---–-----–------ის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, შესაბამისად იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1---ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1-–-–---------------–---------------------------–---------------------------–------------------------–----–--------------------------–--–--
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შინაარსობრივი და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის სხვა საშუალებით დაკმაყოფილების მცდელობა მხოლოდ მოთხოვნათა იდენტურობის პირობებში გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. მოცემულ შემთხვებაში კი ადგილი აქვს პირის მსჯავდებას დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარის მიერ მიცემული ჩვენება, არ შეიძლება სამოქალაქო საქმეზე მიჩნეულ იქნას ვალის არსებობის აღიარებად.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს, ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნას შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს 2014 წლის 05 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, ავტომანქანის ნასყიდობის საფუძველზე, ნასყიდობის საგნის საფასურის მოპასუხისადმი მოთხოვნის უფლება წამოეშვა 2014 წლის ოქტომბრის ბოლოდან. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო, ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად სასამართლო მიუთითებს ნასყიდობის ურთიერთობის მარეგულირებელ ზოგად წესზე _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში ვალის აღიარების ხელწერილით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ავტომანქანის ნასყიდობის საფუძველზე, ნასყიდობის საგნის საფასურის მოთხოვნის უფლება წამოეშვა 2014 წლის ოქტომბრის ბოლოდან. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2014 წლის 31 ოქტომბრიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რა, რომ ვა-–--------------ეს 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უნდა დაიწყოს 2014 წლის 31 ოქტომბრიდან როცა მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა თავისი უფლებების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო 2014 წლის 31 ოქტომბრიდან ვა-–--------------ემ კი სასამართლოს განსახილველი სარჩელით მომართა 2019 წლის 05 მარტს კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე, 477-ე, 361-ე, მე-400, 12--ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი (ს.კ. 319-ე მუხლი), ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს, ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნას შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
საქმეზე დადგენილი, რომ 2014 წლის 05 ოქტომბრის ხელწერილით ირ---–-----–------ემ აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს ვა-–--------------ის ვალი 2 700 ლარის ოდენობით. თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12--ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. ზემოთ დასახელებული ნორმის თანახმად, ეს დრო მოდავე პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან – უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტური მომენტთან – დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 05 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელწერილით მოპასუხე ირ---–-----–------ემ მოსარჩელის ვა-–--------------ის მიმართ იკისრა ვალდებულება ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ფულადი ვალდებულების - 2700 ლარის ოდენობით 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლომდე შესრულების თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მოსარჩელისათვის გადაეხდა - 2700 ლარი. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ირ---–-----–------ეს არც ხელწერილით დადგენილ ვადაში და არც შემდგომ აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. ამდენად, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვადის ამოწურვის მეორე დღიდან - 2014 წლის 01 ნოემბრიდან დაიწყო სახელშეკრულებო მოთხოვნების სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა და ამოიწურა 2017 წლის 01 ნოემბერს. ვა-–--------------ეს აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია. ხოლო, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 05 მარტს, ხანდაზმულობის ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, ვა-–--------------ის სარჩელი 05.10.2014 წლის ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანამხად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზაიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას მაზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხის - ირ---–------–-------ს მიერ მიცემული ჩვენება, (2-.03.2----–-–-- გამოკითვის ოქმი)მოსარჩელის მიმართ ვალდებულის არსებობის აღიარების თაობაზე უნდა იქნა მიჩნეული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად. ვინაიდა, სსკ-ის 138-ე მუხლის შინაარსობრივი და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის სხვა საშუალებით დაკმაყოფილების მცდელობა მხოლოდ მოთხოვნათა იდენტურობის პირობებში გამოიწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში N1/1----- სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილია, რომ ვა-–--------------ეს ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1---ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ირ---–-----–------ის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, რაც ბუნებრივია სამოქალაქო საქმეზე ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სამოქალაქო სარჩელზე ხანდაზმულის ვადის შეწყვეტის დაფუძველი ვერ გახდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს ვალდებულ პირს უარი თქვას შესრულებაზე.
ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი 05.10.2014 წლის ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, ხოლო მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე, 144-ე, მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვა-–--------------ის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვა-–--------------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე