გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210018002760706
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/35853-18

საქართველოს სახელით

დამატებითი გადაწყვეტილება

24 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - ე-–----- მ--------ი

მოპასუხე - ს------------ კ---ი

წარმომადგენელი - მ------ ა-–---------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საპროცესო ხარჯის მოსარჩელე მხარისათვის დაკისრების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განხილული იქნა ე-–----- მ--------ასა და ს------------ კ---ის შორის არსებული სამოქალაქო დავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილებით არ უმსჯელია წამომადგენლის მომსახურების საპოცესო ხარჯის თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის `გ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირვლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი იქნა 806.40 ლარი (იხ. ს.ფ.189). ვინაიდან მოსარჩელე მხარის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარეს მოპასუხე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ხარჯის სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი ოდენობის შესაბამისად დავის საგნის ღირებულების (5599 ლარი) 4%-მდე ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარეს მოპასუხე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული გაწეული ხარჯის - 220 ლარის გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივირებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს იგივე გასაჩივრების პროცედურა, რაც გათვალისწინებულია ძირითადი გადაწყვეტილებისათვის.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 53-ე, 2321, 234-ე, 236-ე, 237-ე, 243-ე-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 261-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ე-–----- მ--------ას მოპასუხე ს------------ კ---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწული ხარჯის 220 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დამატებითი გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე