გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.07.2019
საქმის ნომერი
150210119002925449
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210119002925449

საქმე № 2/81-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

08 ივლისი, 2019 წელი ქ.ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამრთლო

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი: ეთერ მაღრაძე

მოსარჩელე: ს---------------------------–--“

წარმომადგენელი: გიორგი მერაბიშვილი

მოპასუხეები: ვ--------------–-–---, მ--–---------–-–---, ა-–---------–-–---

წარმომადგენელი - ვ----–----–-----

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, დავალიანების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვ--------------–-–---ს, მ--–---------–-–---ს და ა-–---------–-–---ს სს "ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 12 979.89 (თორმეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი და 89 თეთრი) ლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანებიდან ძირი თანხაა 11,000.00 ლარი, საპროცენტო სარგებელი -1 792.07 ლარი, პირგასამტეხლო 99.17 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 77.65 ლარი და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური 11.00 ლარი.

1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 389.40 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50.00 ლარის ოდენობით.

 

1.3.მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 09 იანვარს სესხის #0-----.3---.0-- ხელშეკრულებით მსესხებელმა ვ--------------–-–---მა სს ,,ფ----------------------–--სგან'' სესხად მიიღო 11 000.00 ლარი, 09.01.2018 წლიდან 08.01.2020 წლამდე, ანუ 729 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23.00%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შეთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადით.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობების ხელშეკრულება მ--–---------–-–---თან და ა-–---------–-–---თან. თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 000.00 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 09 იანვრის სესხის #0-----.3---.0-- ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი #0-----.3---.0--, მზღვეველი: ს----------------------------------------–-------, დამზღვევი ვ--------------–-–---ი, ხოლო მოსარგებლე ს---------------------------–--“. საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 11 000.00 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში. სადაღვევო პოლისის დანართის 3.1. პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების ტანხის დარიცხვაც.

 

მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი,ჯამში 2188.67 ლარის ოდენობით, საიდანაც 2049.35 ლარი არის სესხის ძირითადი და 139.32 ლარი პირგასამტეხლო.

 

მოვალეებს ბანკის მიმართ აქვთ დავალიანება 12 979.89 (თორმეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი და 89 თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 11 000.00 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1 792.07 ლარი, პირგასამტეხლო 99.17 ლარი, 93 დღის განმავლობაში დარიცხული სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება, (მიმდინარე სადაღვევო თანხის წლიური 0.6%-ის ოდენობით) 77.65. ლარი და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასური 11.00 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ვ--------------–-–---მა, მ--–---------–-–---მა და ა-–---------–-–---მა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ თანახმა არიან, რომ მხოლოდ გადაიხადონ 9 979.89 ლარი, თუკი მოხდება ახალი გრაფიკის შედგენა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 09 იანვარს სესხის #0-----.3---.0-- ხელშეკრულებით მსესხებელმა ვ--------------–-–---მა სს ,,ფ----------------------–--სგან'' სესხად მიიღო 11 000.00 ლარი, 09.01.2018 წლიდან 08.01.2020 წლამდე, ანუ 729 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23.00%-ით წლის განმავლობაში.

 

3.1.2. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შეთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულების ასლი;

- სესხის გადახდის გრაფიკის ასლი;

3.1.3. 2018 წლის 09 იანვრის სესხის #0-----.3---.0-- ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი #0-----.3---.0--, მზღვეველი: ს----------------------------------------–-------, დამზღვევი ვ--------------–-–---ი, ხოლო მოსარგებლე ს---------------------------–--“. საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 11 000.00 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სიცოცხლის დაზღვევის პოლისის ასლი;

3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში 2188.67 ლარის ოდენობით, საიდანაც 2049.35 ლარი არის სესხის ძირითადი და 139.32 ლარი პირგასამტეხლო.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1 მოსარჩელის მიერ 2018 წლის 09 იანვარს ა-–---------–-–---თან და მ--–---------–-–---თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ხოლო, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, ასევე, შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 09 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებები (გრაფიკეფთან ერთად);

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება შეადგენს 12 979.89 (თორმეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი და 89 თეთრი) ლარს. აღნიშნულიდან სესხის ძირი თანხაა 11,000.00 ლარი, საპროცენტო სარგებელი -1 792.07 ლარი, პირგასამტეხლო 99.17 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 77.65 ლარი და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური 11.00 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან ;

 

3.1.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები არ წარმოადგენენ კანონსაწინააღმდეგო და მოჩვენებით გარიგებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები,) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 09.01.2018 წლის სესხის ხელშეკრულება (# 0-----.3---.0--, მიკროს აგრო „0“ სესხი);

- 09.01.2018 წლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ''ფ----------------------–--ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 319-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 477-ე, 867-ე, 868-ე , 891-ე 895-ე , 898 -ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. 2018 წლის 09 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან ( # 0-----.3---.0--) გამომდინარე დავალიანების ჯამში - 12 979.89 ლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 11 000.00 ლარი, სარგებელი - 1 792.07, პირგასამტეხლო - 99.17 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის 77.65 ლარი, საჯარო რეეტრის ამონაწერის განახლების საფასური - 11.00 ლარი.

 

6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.3. თავდების პასუხისმგებლობა

 

6.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

თავდების - მ--–---------–-–---ის და ა-–---------–-–---ის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 12 979.89 ლარით, რაც მოიცავს ძირითად თანხაზე, პროცენტასა და პირგასამტეხლოზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი იქნა მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას შეიცავს 2018 წლის 09 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების 4.9. პუნქტი, კერძოდ: „ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ირგვლივ წარმოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას ასევე შეიცავს 2018 წლის 09 იანვრის სოლიდარული თავდებობის წერილის თანახმად, კერძოდ: „ხელშეკრულების ირგვლივ წარმოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“.

 

ვინაიდან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილეს ს---------------------------–--“-ს მე-2 სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სს ,,ფ----------------------–--ს" სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 389 ლარი და 40 თეთრი. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 9 979.89 ლარის მოთხოვნის ნაწილში . ს---------------------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 25 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 389.40 ლარი (საგადახდო დავალება N9-------). ასევე სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარის ოდენობით ( საგადახდო დავალება #9-------).

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ს---------------------------–--ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ვ--------------–-–---ს, მ--–---------–-–---ს და ა-–---------–-–---ს ს---------------------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკსიროს დავალიანების თანხის 12 979.89 (თორმეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი და 89 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11 000.00 ლარი, საპროცენტო სარგებელი- 1 792.07 ლარი, პირგასამტეხლო - 99.17 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება 77.65 ლარი, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური 11.00 ლარი.

 

3. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

4. ს---------------------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 25 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 389.40 ლარი (საგადახდო დავალება N9-------). ასევე სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარის ოდენობით ( საგადახდო დავალება #9-------).

 

მოპასუხეებს ვ--------------–-–---ს, მ--–---------–-–---ს და ა-–---------–-–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკსიროს სახელმწიფო ბაჯის სახით 389.40 ლარის გადახდა.

 

5. ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. ქ.ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქუჩა#110).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან