გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002536626
N2/825-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----''
წარმომადგენელი ნ--- გ----–--
მოპასუხეები გ--–--- ხ----–---, რ----–-- ხ----–---
წარმომადგენელი ს-----–--- შ--------
თარჯიმანი ჯ---–----- ც-----–--
დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების
რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.გ--–--- ხ----–---ს და რ----–-- ხ----–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 16094,49 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 10591,16 აშშ დოლარი, პროცენტი - 4296,72 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1000 აშშ დოლარი, დაზღვევა - 206,61 აშშ დოლარი) გადახდა.
1.2.გ--–--- ხ----–---ს და რ----–-- ხ----–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 10591,16 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 20%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 176,51 აშშ დოლარს.
1.3. გ--–--- ხ----–---ს და რ----–-- ხ----–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ გადახდეს იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა.
1.4. მოხდეს იპოთეკის საგნის - 2009 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ--–- ჯ----- ქ.N-- ს-------, ბ.N--- საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.1--.0-.0-- რეალიზაცია, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხის ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეს მის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
2. მოსარჩელის პოზიცია:
სს „თ----- ბ----“ და რ----–-- ხ----–---ს შორის 2009 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 2011 წლის 24 სექტემბერს სს „თ----- ბ----“, რ----–-- და გ--–--- ხ----–---ებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულება, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10900 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 25 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „თ----- ბ----ა“ და გ--–--- ხ----–---ს შორის 2009 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა იპოთეკის N7----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ--–--- ხ----–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, გ--–- ჯ----- ქ.N- (ყოფილი ლ------------ ქ.N5-) ს--------–---, ბინა N--- საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-1--.0-.0--, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულების 16.6 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად შესასრულებლად, კლიენტს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
მოპასუხეთა მიერ პერიოდულად ირღვეოდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2016 წლის ნოემბრის შემდეგ გადახდა ან განხორციელებულა.
2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეებს 2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 85361,89 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 10591,16 აშშ დოლარი, პროცენტი - 4296,72 აშშ დოლარი, ჯარიმა - 70267,4 აშშ დოლარი და დაზღვევა - 206.61 აშშ დოლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სარგებლის ნაწილში ცნეს მხოლოდ 2000 აშშ დოლარის ნაწილში, პირგასამტეხლოს ნაწილში 500 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი ცნეს სრულად.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2009 წლის 27 ოქტომბერს სს „თ----- ბ----ა“ და რ----–-- ხ----–---ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №7----- ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 10900 აშშ დოლარის ლოდენობით. კრედიტი გაიცა 2021 წლის 25 სექტემბრამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20%-ით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2009 წლის 27 ოქტომბრის № N7----- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №7----- ხელშეკრულებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.2. 2009 წლის 27 ოქტომბერს სს „თ----- ბ----ა“ და რ----–-- ხ----–---ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №7----- ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 10900 აშშ დოლარის ლოდენობით. კრედიტი გაიცა 2021 წლის 25 სექტემბრამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20%-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2009 წლის 27 ოქტომბრის № N7----- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №7----- ხელშეკრულებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.3. მოპასუხემ 2016 წლის ნოემბრის ნოემბრის შემდეგ დაარღვია ხელშეკრულება და არ გადაიხადა ხელშეკრულებით დაკისრებული თანხა, რის გამოც საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №7------1------ ხელშეკრულების გამომდინარე ერიცხება დავალიანება 85361,89 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 10591,16 აშშ დოლარი, პროცენტი - 4296,72 აშშ დოლარი, ჯარიმა - 70267,4 აშშ დოლარი და დაზღვევა - 206.61 აშშ დოლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება ფაქტობრივი გარემოებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.4.საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „თ----- ბ----ა“ და გ--–--- ხ----–---ს შორის 2009 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა იპოთეკის N7----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ--–--- ხ----–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, გ--–- ჯ----- ქ.N- (ყოფილი ლ------------ ქ.N5-) ს--------–---, ბინა N--- საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-1--.0-.0--.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2009 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №7------1------ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეზე დარიცხული სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სს „თ----- ბ----ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გ--–--- ხ----–---ს და რ----–-- ხ----–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ:
-2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 15594,49 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 10591,16 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, პროცენტი - 4296,72 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, ჯარიმა - 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, დაზღვევა - 206,61 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში) გადახდა;
-2018 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 10591,16 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 20%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 176,51 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის - 2009 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ--–- ჯ----- ქ.N-- ს-------, ბ.N--- საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.1--.0-.0-- რეალიზაცია, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხის ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეს მის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6.სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ზიანის ანაზღაურება.
სს „თ----- ბ----“ და რ----–-- ხ----–---ს შორის 2009 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2011 წლის 24 სექტემბერს სს „თ----- ბ----“, რ----–-- და გ--–--- ხ----–---ებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულება, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10900 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 25 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
მოპასუხეები პერიოდულად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2016 წლის ნოემბრის შემდეგ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, კერძოდ: ძირი თანხის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----- ბ----'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 10591,16 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქმეში არსებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით. მხარეს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებსს პროცენტის სახით უნდა დაეკისროთ - 4296,72 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიღებული შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები. (იხ. ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი-მუხლი 1, ,,თ’’ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება. ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ,,საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნად ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სსკ-ის 348-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება. ამდენად, პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე და მოწინააღმდეგე მხარის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებელი თანხებია ოდენობისა და საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის სასესხო ხელშეკრულებების დარღვევის გამო. მოპასუხეებს: უნდა დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 10591,16 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 20%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 176,51 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
რ----–-- ხ----–---სა და სს ,,თ----- ბ----“ შორის 2009 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №7----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ--–--- ხ----–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, გ--–- ჯ----- ქ.N-- ს-------, ბ.N--- საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.1--.0-.01--
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ვინაიდან, მოპასუხე რ----–-- ხ----–---მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ქ. ფოთი, გ--–- ჯ----- ქ.N-- ს-------, ბ.N--- საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.1--.0-.0--, მესაკუთრე გ--–--- ხ----–--- რეალიზაცია, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხის ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეს მის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
7.საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ მირებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოპასუხეებს: გ--–--- და რ----–-- ხ----–---ებს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახ. ბაჟის ნაწილის 225,25 ლარის გადახდა.
სს „თ----- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 1823,62 ლარიდან (სს თ----- ბ----, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 22.05.2018, საგადასახადო დავალება N-, მიმღების ანგარიში 3--------, ბანკის კოდი T-------), 1304,15 ლარი, ხოლო 519,47 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს „თ----- ბ----ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ--–--- ხ----–---ს და რ----–-- ხ----–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ:
-2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 15594,49 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 10591,16 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, პროცენტი - 4296,72 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, ჯარიმა - 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, დაზღვევა - 206,61 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში) გადახდა;
-2018 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2011 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის N7------1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 10591,16 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 20%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 176,51 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
3. გ--–--- ხ----–---ს და რ----–-- ხ----–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ გადახდეს იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა.
4. მოხდეს იპოთეკის საგნის - 2009 წლის 27 ოქტომბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N7----- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ--–- ჯ----- ქ.N-- ს-------, ბ.N--- საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.1--.0-.0-- რეალიზაცია, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხის ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეს მის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
5.მოპასუხეებს: გ--–--- და რ----–-- ხ----–---ებს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახ. ბაჟის ნაწილის 225,25 ლარის გადახდა.
6.სს „თ----- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 1823,62 ლარიდან (სს თ----- ბ----, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 22.05.2018, საგადასახადო დავალება N-, მიმღების ანგარიში 3--------, ბანკის კოდი T-------), 1304,15 ლარი, ხოლო 519,47 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე