გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210119002823101
№2-176/2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური
მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - გ---–-- დი-–--------
მოპასუხე - ფ------ მო–-----–---
დაინტერესებული პირი - არასრულწლოვანი მ------ სა--------
დავის საგანი - მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ფ------ მო–-----–--ისათვის მისი არასრულწლოვანი შვილის - მ------ სა-------ის (დაბ: 06.11.2---წ, პ/ნ 4----------წ.) მიმართ მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ არგუმენტაციაზე დაყრდნობით:
- ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ფ------ მო–-----–---ს შვილის - მ------ სა-------ის მიმართ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება. სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ კი, არასრულწლოვანი მ------ სა-------- განთავსებულ იქნა არანათესაურ მინდობით აღზრდაში ნ--- და პ----- გვ------ების მიმღებ ოჯახში 2010 წლის 01 აგვისტოდან და დღემდე აღრიცხვაზეა იქ.
- 2018 წლის 17 ინვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა ფ------ მო–-----–---მ, აღნიშნა, რომ აქვს შესაბამისი პირობები და გამოთქვა სურვილი, რომ ბავშვი იზრდებოდეს მასთან, მოუვლის თვითონ შვილს და იზრუნებს მასზე.
- ამჟამად ფ------ მო–-----–---ს გააჩნია შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები შვილის აღზრდისათვის, რის საფუძველზეც მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს ბავშვის მინდობით აღზრდა და იგი დაბრუნდეს დედასთან - მოპასუხესთან, ამისათვის კი აუცილებელია აღუდგეს მას მშობლის შეზღუდული უფლება.
(იხ. სარჩელი, განმარტებები სხდოს ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ფ------ მო–-----–--- სარჩელს ცნობს. იგი განმარტავს, რომ აქვს სურვილი, რათა შვილი იზრდებოდეს მასთან, იგი, როგორც ბავშვის დედა, კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მის მოვლა-აღზრდაზე, გააჩნია შესაბამისი პირობები. მ------ სა-------- 2018 წლის იანვრის თვიდან ფაქტიურად მასთან არის, თვითონ ამჟამად დასაქმებულია, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ქ. ბათუმში, მ------ი სწავლობს #- საჯარო სკოლაში.
(იხ. შესაგებელი, განმარტებები სხდომის ოქმში).
3. დაინტერესებული პირის პოზიცია
3.1. სასამართლო სხდომაზე 2--- წლის 06 ნოემბერს დაბადებულმა მ------ სა--------მ გამოთქვა სურვილი, რომ იზრდებოდეს დედასთან - ფ------ მო–-----–---სთან.
(იხ. სხდომის ოქმი).
4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N2/7) ფ------ მო–-----–---ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - მ------ სა-------ის მ-მართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს გადაწყვეტილება;
4.1.2. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შემდგომ, არასრულწლოვანი მ------ სა-------- განთავსებულ იქნა არანათესაურ მინდობით აღზრდაში ნ--- და პ----- გვ------ების მიმღებ ოჯახში 2010 წლის 01 აგვისტოდან და დღემდე ირიცხება იქ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს გადაწყვეტილება;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის რეგიონალური საბჭოს 30.07.2010წ. #0508-0029 და 21.12.2017წ. #0508-0649 საოქმო გადაწყვეტილებები;
- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოპასუხე ფ------ მო–-----–--- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ------ სა--------სთან, რომლისგანაც შეეძინა ერთი შვილი - მ------ სა--------, დაბადებული 2--- წლის 6 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა;
- სასამართლოს გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.2.2. ბავშვის მამამ მ------ სა--------მ არ ეპატრონა შვილს, თვითონ კი ვეღარ შეძლო ბავშვის მოვლა, რის გამოც ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ფ------ მო–-----–---ს არასრულწლოვი შვილის - მ------ სა-------ის მიმართ შეეზღუდა მშობლის უფლება და მოვალეობა - მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.2.3. ფ------ მო–-----–---მ გამოასწორა თავისი მდგომარეობა, ამჟამად დასაქმებულია, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ქ. ბათუმში, გააჩნია შესაბამისი პირობები, მ------ სა-------- 2018 წლის იანვრის თვიდან ფაქტიურად მასთან არის, სწავლობს ქ. ბათუმის #- საჯარო სკოლაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სოციალური მუშაკის დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.2.4. 2018 წლის 17იანვარს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა ფ------ მო–-----–---მ, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ მას აქვს სტაბილური შემოსავალი და სამსახური, ამ ეტაპზე შეუძლია იზრუნოს შვილზე მან, რის გამოც მოითხოვა რეაგირება, მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენა და ბავშვის გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფ------ მო–-----–--ის განცხადება;
4.2.5. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის ხა------ მა-----–---–-ს დასკვნის და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ფ------ მო–-----–--ისათვის შვილის - მ------ სა-------ის მიმართ მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენა მიზანშეწონილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ბავშვთან გასაუბრება (იხ. სხდომის ოქმი);
- სოციალური მუშაკის 04.06.2018წ. დასკვნა N1469;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ფ------ მო–-----–---ს აღუდგეს მისი არასრულწლოვანი შვილის - მ------ სა-------ის მიმართ შეზღუდული მშობლის უფლება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ამავე კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
6.4. მოცემულ შემთხევაში, სასამართლოს მიერ, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნის და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილია, რომ ფ------ მო–-----–---მ გამოასწორა თავისი მდგომარეობა, ამჟამად დასაქმებულია, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ქ. ბათუმში, გააჩნია შესაბამისი პირობები, მ------ სა-------- 2018 წლის იანვრის თვიდან ფაქტიურად მასთან არის, სწავლობს ქ. ბათუმის #- საჯარო სკოლაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციით და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლის მთავარი მოვალეობაა მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, ჩამოაყალიბოს ბავშვი საზოგადოების ღირსეულ წევრად.
ბავშვის განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. მათში განმარტებულია, რომ ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ისინი ეყრდნობიან დეკლარაციის დებულებებს იმ სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ, რომლებიც მოიცავს ბავშვების დაცვასა და კეთილდღეობას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ფ------ მო–-----–---ს აღუდგეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ, რაც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგანაც გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, ანუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ზემოთ აღნიშნული ნორმის თანახმად მხარეები უნდა გათავისუფლდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა.
2. ფ------ მო–-----–---ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 6 ნოემბერს დაბადებული მ------ სა-------ის (პ/ნ 4----------) მიმართ აღუდგეს ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შეზღუდული მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე