განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5534-18
(№0------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - თ-----------ის, დ------–----–---–ის,ბრალდებულ - გ----------------ის,ადვოკატების - რ---------–----ის, ნ----------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ------------------------------ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------------–---–--------------------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების - ა-–-----------–-------–---–ის, თ---------------ის, ლ------------ის, დაზარალებულ ფ--------------ს, ბრალდებულ გ----------------ის გამოკითხვის ოქმებით; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ----------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 16:50 საათზე, თ---–--–---------–----------------ში მდებარე ე.წ. „ც-----------------ის“ ტერიტორიაზე, შპს „კ---–-------ის“ კუთვნილ ტანსაცმლის სარეალიზაციო დახლიდან, გ----------------ემ სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ამავე კომპანიის გამყიდველის - ფ--------------ს კუთვნილ 180 (ასოთხმოც) ლარად ღირებულ ლურჯ „ა-----ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, თუმცა იგი პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა შემჩნეული და რამდენიმე მეტრის მოშორებით დააკავეს, რა დროსაც გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფ--------------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი.
გ----------------ის დანაშაულებრივი ქმედებით ფ--------------ს შესაძლოა მისდგომოდა 180 (ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
გ----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
საქმის მასალების მიხედვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 07 აპრილის განაჩენით, გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით, ცვლილება შევიდა იმავე სასამართლოს 2009 წლის 07 აპრილის განაჩენში, კერძოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ----------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულმა გ----------------ემ სასჯელის მოხდა დაასრულა 2014 წლის 12 აგვისტოს.
მოცემულ შემთხვევაში, გ----------------ის მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, რისთვისაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრი დაედო გ----------------ეს და რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, როდესაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, ვინაიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 07 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახევრებული სასჯელის - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდიდან - 2014 წლის 12 აგვისტოდან, არ იყო გასული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობის გაქარწყლების რვაწლიანი ვადა 2018 წლის 07 ნოემბერს, როდესაც მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი ქმედება. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით ნასამართლობა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ან მის შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს გ----------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ----------------ემ დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შპს ,,აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში’’ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით, ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგენილი სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად დგინდება, გ----------------ეს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F61 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ნარკოტიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2018 წლის 07 ნოემბერს) გ----------------ე ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად გ----------------ეს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ----------------ეს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად გ----------------ე დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ----------------ეს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად გ----------------ე წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი გ----------------ემ უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი - ქუტირი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ფ--------------ს კუთვნილი ლურჯი „ა-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი მუქი სილიკონის ჩასადებით; გ----------------ის კუთვნილი „ს--------ს“ და „ა-–------–-ს“ ფირმის მობილური ტელეფონები, ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა და პ-–----------- ბარათი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, გ----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ყადაღა მოეხსნას გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ბ---–-------------–---–--------------------------ში მდებარე, თ---------------ის (პირადი ნომრით: 1----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით:----0-.6--4--- ექვივალენტურ ნაწილს.
მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 07 ნოემბრიდან - იმავე წლის 04 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 05 ივლისიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ----------------ემ დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ფ--------------ს კუთვნილი ლურჯი „ა-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი მუქი სილიკონის ჩასადებით; გ----------------ის კუთვნილი „ს--------ს“ და „ა-–------–-ს“ ფირმის მობილური ტელეფონები, ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა და პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე