გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
330210019003026314
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/12657 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.06.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე

მოსარჩელე - შპს „სო-–-“

წარმომადგენელი - ქე----------------ე

მოპასუხე - შპს „ეურ---------------–--------------–ენ“

წარმომადგენელი - გა-------------–---–ი

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს შპს „ეურ---------------–--------------–ენ“ შპს „სო-–-ს მიმართ თანხის გადახდა 6300 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „სო-–-მ“ როგორც გამყიდველმა, შპს „ეურ---------------–--------------–ენს“ როგორც მყიდველს მიაწოდა 10800 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მყიდველმა აანაზღაურა მხოლოდ 4500 ლარი, შესაბამისად მას ასანაზღაურებელი აქვს 6300 ლარი. შპს „სო-–-სა“ და შპს „ეურ---------------–--------------–-ნს“ შორის ნასყიდობითი ურთიერთობის საფუძველზე, შპს „სო-–-“ ვალდებული იყო მიეწოდებინა მყიდველისათვის შეთანხმებული საქონელი, შპს „სო-–-მ“ ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რასთან დაკავშირებითაც შპს „ეურ---------------–--------------–ენს“ პრეტენზია არ გასჩენია.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „სო-–-ს“ მიერ 2018 წლის 23 მარტს მიწოდებული საქონლის საფასური შპს „ეურ---------------–--------------–ენმა“ აანაზღაურა ნაწილობრივ, შესაბამისად დღეის მდგომარეობით ასანაზღაურებელ თანხას შეადგენს 6300 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა 6300 ლარის დაკისრების შესახებ, ცნო.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი, რაც შპს „სო-–-ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

4. საპროცესო ხარჯები:

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, მოპასუხემ საქმის მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად, 189 ლარის ოდენობით.

 

4.2. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 800 ლარის ანაზღაურებას. აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება - ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ აწესებს ზედა ზღვარს და ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. კანონის ჩანაწერი - „დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობა“, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ მოპასუხეს აუცილებლად დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი, როგორც აღინიშნა, კანონი მხოლოდ ზედა ზღვარს აწესებს და არანაირი მითითებას არ აძლევს სასამართლოს საადვოკატო მომსახურების მინიმალურ ოდენობაზე, რაც უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს, ამიტომ, სასამართლოს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, დავის სირთულის გათვალისწინებით განსაზღვროს თანხის ოდენობა, რომელსაც მოპასუხეს დააკისრებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი შეადგენს 272 ლარს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ შესაგებლითვე ცნო სარჩელი და ფაქტობრივდა მოსარჩელის ადვოკატმა მხოლოდ სარჩელის მომზადების სამუშაო გასწია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილობრივ, 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „სო-–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ეურ---------------–--------------–ენს“ შპს „სო-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 6300 ლარის გადახდა.

 

3. შპს „ეურ---------------–--------------–ენს“ შპს „სო-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელე შპს „სო-–-ს“ დაუბრუნდეს ზუ--------------ს მიერ მოცემულ სარჩელზე 2019 წლის 25 მაისს, სს სა---------–--------ში, საგადახდო დავალება N7981173891, მიმღები სახაზინო კოდი -300773150, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 189 (ას ოთხმოცდაცხრა) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა