გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017001936441
N2/401
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ივნისი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სს "მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“
წარმომადგენელი ზ------ წ----–---
მოპასუხე ლ-–- ზ---------
წარმომადგენელი ზ------ ხ----------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 963,56 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში და 424 ლარის გადახდა.
1.2.ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 466,63 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
1.3.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოსარჩელის პოზიცია:
სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ და მოპასუხეს შორის 2--- წლის 2- მაისს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება და გირავნობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე გაიცა სასყიდლიანი სესხი (წლიური 72%) 980 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული იქნა მოძრავი ქონება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც A---- სახელმწიფო ნომერი M---7--.
მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2-.1-.2--- წლამდე 1332,80 აშშ დოლარი ჯამში, თანახმად მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებისა.
მას შემდეგ, რაც მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა დაიწყო, სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“ მუდმივად ახორციელებდა კონტაქტს, რათა მომხდარიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელემ გაუგზავნა შეტყობინებები მოვალეს 2-.---2--- და 2-.0-.2--- წელს. 0-.1-.2--- წელს შსს მომსახურების სააგენტოდან აღებულ იქნა გირავნობის მოწმობა N0-----. 1-.1-.2--- წელს მოსარჩელემ კერძო აღმასრულებელ რ----- ს---––-------- დადო ხელშეკრულება გირავნობის მოწმობის აღსრულების მიზნით. მოხდა ავტომობილის დასაკუთრება და შეფასება გარე შემფასებლის მიერ, ხოლო 0-.---2--- წელს გაიყიდა 3500 ლარად (1409,70 აშშ დოლარად, თანახმად, რეალიზაციის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1USD=2,4828).
ავტომობილის რეალიზაციამდე მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება საერთო ოდენობით შეადგენდა 2373, 26 აშშ დოლარსა და 324 ლარს, საიდანაც ჯარიმა 2-.0-.2--- წლიდან (ვალდებულების დარღვევის დღე) 1-.1-.2--- წლამდე (საქმის გადაცემა კერძო აღმასრულებლისათვის) შეადგენდა 1009,40 აშშ დოლარს, პროცენტი 2-.0-.2--- წლიდან (ვალდებულების დარღვევის დღე) 1-.1-.2--- წლამდე (საქმის გადაცემა კერძო აღმასრულებლისათვის) 228,60 აშშ დოლარს, ძირი 980 აშშ დოლარს, აღმასრულებლის მომსახურების საფასური 155,26 აშშ დოლარს, გირავნობის მოწმობის საფასური 50 ლარს, საჯარიმო ავტოსადგომის ღირებულება 104 ლარს, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების 10 ლარს, ევაკუატორის ღირებულება 100 ლარს, ექსპერტის მომსახურების თანხა 60 ლარს
დღეის მდგომარეობით მოპასუხეს კვლავ გააჩნია სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ მიმართ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება საერთო ოდენობით 963,56 აშშ დოლარი (რეალიზაციამდე არსებულ 2373,26 აშშ დოლარს გამოკლებული რეალიზაციით მიღებული 1409,70 აშშ დოლარი = 963,26 აშშ დოლარს) და 424 ლარი (რეალიზაციამდე არსებულ 324 ლარს დამატებული სააპლიკაციოს საფასური 100 ლარი), საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 1409,70 აშშ დოლარს, გამარტივებული წარმოების სააპლიკაციო საფასური 100 ლარს, გირავნობის მოწმობის საფასური 50 ლარს, საჯარიმო ავტოსადგომის ღირებულება 104 ლარს, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების საფასური - 10 ლარს, ევაკუატორის ღირებულება 100 ლარს, ექსპერტის მომსახურების თანხა 60 ლარს.
გარდა ზემოაღნიშნული დავალიანებისა მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ მიერ მიუღებელი შემოსავალი, რომელიც ბუღალტრული დაანგარიშების თანახმად, შეადგენს 466,63 აშშ დოლარს.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2--- წლის 2- მაისს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ და ლ-–- ზ---------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N------ რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლ-–- ზ---------ზე გაიცა სესხი 980 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2-.0-.2--- წლიდან 2-.0-.2-2 წლამდე, წლიური მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 96%-ით. პირგასამტეხლო განისაზღვრა დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.2.2.2--- წლის 2- მაისს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ და ლ-–- ზ---------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N------- რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლ-–- ზ---------ზე გაიცა კრედიტი 980 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2-.0-.2--- წლიდან 2-.1-.2--- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 72%-ით. კრედიტის გაცემის საკომისიო - 9,80 აშშ დოლარი, პირაგასამტელო (ჯარიმა) ვადაგადაცილებაზე: ა) მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ბ) მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების და ძირითადი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მსესხებელი კრედიტორის მიერ მიცემულ ვადაში, ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე დავალიანების სრულად გასტუმრებას, კრედიტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა და ერთჯერადად დააკისროს მსესხებელს პირგასამტეხლო კრედიტის მიმდინარე ძირითადი თანხის 15%-ის ოდენობით.
3.2.3.2--- წლის 2- მაისის N----- გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მოგირავნე არის სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“, ხოლო დამგირავებელი ლ-–- ზ---------, გირავნობის საგანს წარმოადგენს ავტომობილი მერსედეს-ბენც A---- გამოშვების წელი - 2---, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი M--7--, ფერი შ---, მესაკუთრე ლ-–- ზ---------. უზრუნველყოფის მოთხოვნის საფუძველი - გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N-----. ერთიანი საკრედიტო ლიმიტი - 980 აშშ დოლარი, ვადა 2-.0-.2--- წლიდან 2-.0-.2-2- წლამდე.
3.2.4.2--- წლის 2- ივლისის სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის შეტყობინებით (ვალდებულების შესრულების შესახებ) შესაბამისად, ვიანიდან დარღვეულია N----- გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, ლ-–- ზ---------მ 14 დღის განმავლობაში უნდა გადასცეს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: მერსედეს-ბენც A---- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი M--7--.სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“ მოუწოდებს ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 2601-ე მუხლის და 283-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლების საფუძველზე, ორგანიზაცია, როგორც კრედიტორი, მიმართავს შსს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის მისაღებად, რაც გამოიწვევს კრედიტის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლას ან უშუალოდ მოახდენს გირავნობის საგნის რეალიზაციას.
3.2.5. 2--- წლის 2- აგვისტოს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის შეტყობინებით (ვალდებულების შესრულების შესახებ) შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია N----- გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, ლ-–- ზ---------მ 14 დღის განმავლობაში უნდა გადასცეს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: მერსედეს-ბენც A---- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი M--7--. სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“ მოუწოდებს ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 2601-ე მუხლის და 283-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლების საფუძველზე, ორგანიზაცია, როგორც კრედიტორი, მიმართავს შსს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის მისაღებად, რაც გამოიწვევს კრედიტის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლას ან უშუალოდ მოახდენს გირავნობის საგნის რეალიზაციას.
3.2.6. 2--- წლის 1- ნოემბრის სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულების (N-----------) მიხედვით, ხელშეკრულება დაიდო სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ დირექტორსა და კერძო აღმასრულებელ რ----- ს---––---- შორის, შესასრულებელი სამუშაო არის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2--- წლის 0- ნოემბერს გაცემული N0----- გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ლ-–- ზ---------ს მიმართ, რომელსაც სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაერიცხა 2218 აშშ დოლარის და გირავნობის მოწმობის თანხის 50 ლარის გადახდა.
3.2.7. 2--- წლის 0- მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“ (შემდგომში გამყიდველი) და ლ---- მ------–---–- (შემდგომში მყიდველი), ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ავტომობილი, რომლის მონაცემებია“ მარკა მოდელი: მერსედეს-ბენც A---- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი M--7--, გამოშვების წელი 2---, მოძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 3500 ლარს.
3.2.8.2--- წლის 2 მარტის ა/მანქანის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ა/მანქანის გადაცემა შედგა 2--- წლის 2 მ------, ქ. ქუთაისში, წ-------–-- ქ.N--ში, დაიდო სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული აქტი ადასტურებს, რომ სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ და მოქალაქე ლ---- მ------–---–- შორის 2--- წლის 2 მ------ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ გადასცა, ხოლო მოქალაქე ლ---- მ------–---–-- ჩაიბარა ნასყიდობის საგანი, ა/მანქანა, რომლის მონაცემებია: მარკა მოდელი: მერსედეს-ბენც A---- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი M--7--, გამოშვების წელი 2---.
3.2.9.2--- წლის 1- იანვრის გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დაიდო სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ (შემდგომში გამგზავნი) და ფ/პ გ----- ჟ---–--- შორის (შემდგომში გადამზიდველი), ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გადაზიდვის მომსახურების გაწევა, კერძოდ, სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ მიერ გაცემული N----- სესხის უზრუნველყოფის საგნის ავტომანქანა - მერსედეს-ბენც A--- (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი M--7--), N------ სესხის უზრუნველყოფის საგნის ავტომანქანა მერსედეს -ბენც E--- C-- და N------ სესხის უზრუნველყოფის საგნის ავტომანქანა - f--- t------ 2--- ევაკუატორით გადაყვანა ფოთიდან ქუთაისამდე.
3.2.10.აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმა შპს „ა-–--- ა---------“ მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, 2--- წელს დამზადებული, დაკომპლექტებული, ტექნიკურად გამართული, ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის - მერსედეს-ბენც A----ის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 7500 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 963,56 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში და 424 ლარის გადახდა.
ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 466,63 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6.სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრება და ზიანის ანაზღაურება.
2--- წლის 2- მაისს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ და ლ-–- ზ---------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N------ რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლ-–- ზ---------ზე გაიცა სესხი 980 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2-.0-.2--- წლიდან 2-.0-.2-2 წლამდე, წლიური მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 96%-ით. პირგასამტეხლო განისაზღვრა დარჩელი შესასრულებელი ვალდებულების 15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2--- წლის 2- მაისს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–--“ და ლ-–- ზ---------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N------- რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლ-–- ზ---------ზე გაიცა კრედიტი 980 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2-.0-.2--- წლიდან 2-.1-.2--- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 72%-ით. კრედიტის გაცემის საკომისიო - 9,80 აშშ დოლარი, პირაგასამტელო (ჯარიმა) ვადაგადაცილებაზე: ა) მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ბ) მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების და ძირითადი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მსესხებელი კრედიტორის მიერ მიცემულ ვადაში, ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე დავალიანების სრულად გასტუმრებას, კრედიტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა და ერთჯერადად დააკისროს მსესხებელს პირგასამტეხლო კრედიტის მიმდინარე ძირითადი თანხის 15%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2--- წლის 2- მაისის N----- გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მოგირავნე არის სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-“, ხოლო დამგირავებელი ლ-–- ზ---------, გირავნობის საგანს წარმოადგენს ავტომობილი მერსედეს - ბენც A---- გამოშვების წელი - 2---, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი M--7--, ფერი შ---, მესაკუთრე ლ-–- ზ---------. უზრუნველყოფის მოთხოვნის საფუძველი- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N-----. ერთიანი საკრედიტო ლიმიტი - 980 აშშ დოლარი, ვადა 2-.0-.2--- წლიდან 2-.0-.2-2- წლამდე.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ მიმართ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება საერთო ოდენობით შეადგენს 963,56 აშშ დოლარს (რეალიზაციამდე არსებულ 2373,26 აშშ დოლარს გამოკლებული რეალიზაციით მიღებული 1409,70 აშშ დოლარი = 963,26 აშშ დოლარს და 424 ლარი (რეალიზაციამდე არსებულ 324 ლარს დამატებული სააპლიკაციოს საფასური 100 ლარი), საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 1409,70 აშშ დოლარს, გამარტივებული წარმოების სააპლიკაციო საფასური 100 ლარს, გირავნობის მოწმობის საფასური 50 ლარს, საჯარიმო ავტოსადგომის ღირებულება 104 ლარს, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების საფასური - 10 ლარს, ევაკუატორის ღირებულება 100 ლარს, ექსპერტის მომსახურების თანხა 60 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 963,56 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში და 424 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2--- წლის 2- ივლისის და 2--- წლის 2- აგვისტოს სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის შეტყობინებით ლ-–- ზ---------ს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო განესაზღვრა 14 დღე ვალდებულების შესასრულებლად.
სს „მ-----------------------------–-- ჯ--- კ-------–-ს“ მიერ ლ-–- ზ--------- გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე, მასვე, განემარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 2601-ე მუხლის და 283-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლების საფუძველზე, ორგანიზაცია, როგორც კრედიტორი, მიმართავს შსს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის მისაღებად, რაც გამოიწვევს კრედიტის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლას ან უშუალოდ მოახდენს გირავნობის საგნის რეალიზაციას.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიღებული შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება. ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ,,საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნად ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სსკ-ის 348-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება. ამდენად, პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე და მოწინააღმდეგე მხარის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებელი თანხებია ოდენობისა და საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის სასესხო ხელშეკრულებების დარღვევის გამო. ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 466,63 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან მხარეთა შორის 2--- წლის 2- მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა გათვალისწინებულია სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებულია.
7.საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ მირებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვიანიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 117,47 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 963,56 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში და 424 ლარის გადახდა.
3.ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 466,63 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
4. ლ-–- ზ---------ს სს მ-----------------------------–-- „ჯ--- კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 117,47 ლარის გადახდა.
5. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დ-----------–-----–-- ქ.N3) მეშვეობით.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე