გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002141018
საქმე №2-3986/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე მ------ მ----ე
წარმომადგენლები ჯ------- ქ--------–-–---–-
მოპასუხე ი-–---------
წარმომადგენელი ხ-------------–--–--ა, ი-------------ე
მოპასუხე ნოტარიუსი ე---------- ჭ--–--ე
წარმომადგენელი ხ-------------–--–--ა
მოპასუხე მ----------
წარმომადგენელი ხ-------------–--–--ა
დავის საგანი მინდობილობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქმედუუნარო პირის ა-----–--- კ------–--ის მიერ 2014 წლის 16 აპრილს მ----------ას სახელზე ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის სანოტარო აქტის საფუძველზე გაცემული მინდობილობა №140375988 და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე იმავე ნოტარიუსთან გაფორმებული 2014 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება №140376001, რომლის თანახმადაც ა-----–--- კ------–--ის მინდობილმა პირმა მ----------მ ა-----–--- კ------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში მიყიდა ი-–---------ს.
1.2. შეტანილი იქნას ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში მდებარე უძრავი ქონება ა-----–--- კ------–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონების ჩამონათვალში.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1978 წლის 30 სექტემბრიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-----–--- კ------–--ესთან. მისი მეუღლე გარდაიცვალა საფრანგეთში. სიცოცხლის ბოლო პერიოდში იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, კერძოდ, დამოკიდებული იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე, რის გამოც შეექმნა, როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური პრობლემები. ბოლო პერიოდში იყო ნარკოლოგების და ჰეპატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, არანაირად არ შეეძლო გაეკონტროლებია მისი ქმედებები, მით უმეტეს, განეკარგა მისი ქონება. ა-----–--- კ------–--ის გარდაცვალების შემდეგ, მიაკითხა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების დასარეგისტრირებლად, სადაც აღმოჩნდა, რომ ა-----–--- კ------–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე, ქ. ბათუმში, 2-------- 99-ში, 2014 წლის 16 აპრილს, მისი მეუღლის მიერ, მ----------სათვის (მყიდველის და) მიცემული მინდობილობის საფუძველზე, იმავე დღეს გადაფორმებულა ი-–---------ზე და ამჟამად იმყოფება მის საკუთრებაში. იმ დროს, როცა მისი მეუღლე საფრანგეთში მკურნალობდა, ი-–--------- იქ ცხოვრობდა და მოიპოვა მისი მეუღლის ნდობა და გავლენას ახდენდა მის ქმედებებზე. 2014 წლის 16 აპრილის მინდობილობა სკაიპით გააფორმა ნოტარიუსმა ე---------- ჯელაძემ. როგორც ჩანს, ნოტარიუსმა ვერ შეამჩნია, რომ მისი მეუღლე იყო ქმედუუნარო. ამდენად, მიიჩნევს, რომ მინდობილობა იმთავითვე ბათილია. ბათილია ასევე, მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ნოტარიუსი ე---------- ჭ--–--ე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მას მიმართა მოქალაქე მ----------მ, რომელმაც განუცხადა, რომ მის ძმას, ი-–---------ს სურდა შეეძინა სახლი, რომლის მეპატრონეც საფრანგეთში მკურნალობდა. აღნიშნულის მიზნით საჭირო იყო მინდობილობის გაფორმება. ნოტარიუსი სკაიპით დაუკავშირდა ა-----–--- კ------–--ეს, რომელსაც მართალია ეტყობოდა ავადმყოფობისგან დასუსტება, თუმცა გასაუბრების დროს იგი აზროვნებდა ადეკვატურად. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით რაიმე მიზეზი იმისა, ნოტარიუსს ეფიქრა, რომ საქმე ჰქონდა ქმედუუნარო პირთან, არ გამოვლენილა. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ დამოწმდა მინდობილობა და შემდეგ, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე ნოტარიუსი ე---------- ჭ--–--ე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე ი-–---------ს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ქმედუნარიანი პირის მიერ. ა-----–--- კ------–--ე სრულიად ადეკვატურად, გააზრებულად მოქმედებდა და მკაფიოდ გამოთქვამდა თავის სურვილს. ამდენად, მის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა შეძენილი ქონება, რის გამოც მოპასუხე მოითხოვს, რომ მ------ მ----ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2.3. სარჩელს არ ცნობს მოპასუხე მ----------ს წარმომადგენელი, რომელიც განმარტავს, რომ არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ ქონია ა-----–--- კ------–--ეს, მინდობილობა გაცემული იქნა კანონიერად და შესაბამისად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხეები მ---------- ა ი-–--------- არიან და-ძმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ა-----–--- კ------–--ე გარდაიცვალა 2015 წლის 16 იანვარს საფრანგეთში, ქალაქ კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ღვიძლის დაავადების შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----–--- კ------–--ის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1978 წლის 30 სექტემბრიდან მ------ მ----ე და ა-----–--- კ------–--ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2002 წლიდან ა-----–--- კ------–--ე ცხოვრობდა საფრანგეთში, ქალაქ კაენში, სადაც გადიოდა მკურნალობის კურსს. 2015 წლის 16 იანვარს ა-----–--- კ------–--ე გარდაიცვალა საფრანგეთში, ქალაქ კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ღვიძლის დაავადების შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი. 29.01 2015წ.
- ა-----–--- კ------–--ის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
- მოწმეთა ჩვენება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-----–--- კ------–--ის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ნასყიდობის ხელშეკრულება. 16.04.2014წ.
3.2.3. 2014 წლის 16 აპრილს ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ე.წ. ”სკაიპის”) საშუალებით დამოწმებული იქნა მინდობილობა №140375938, რომლის თანახმადაც საფრანგეთში, ქალაქ კაენში მყოფმა ა-----–--- კ------–--ემ გასცა მინდობილობა მ----------ზე მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში განკარგვის უფლებით.
როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ნოტარიუსის მიერ მოწოდებული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის ჩანაწერით დგინდება, მინდობილობის გაცემისას ა-----–--- კ------–--ე იმყოფებოდა საფრანგეთში, ქალაქ კაენში, მასთან ერთად ოთახში იმყოფებოდა მოპასუხე ი-–---------ც, რომლის დახმარებითაც ხორციელდებოდა ა-----–--- კ------–--ესთან კომუნიკაცია. მინდობილობა კი გაცემული იქნა მოპასუხე ი-–---------ს დაზე, მოპასუხე მ----------ზე. ჩანაწერით დასტურდება, რომ ა-----–--- კ------–--ე მართლაც გამოიყურებოდა ცუდად, ნოტარიუსის შეკითხვებზე პასუხობდა დაბნეულად და იქვე მყოფი ი-–---------ს კარნახით, რისთვისაც ი-–---------მ შენიშვნაც მიიღო ნოტარიუსისაგან. მიუხედავად ნოტარიუსის მოთხოვნისა, ა-----–--- კ------–--ე ვერ ამბობს დაბადების თარიღს, ვერ იმეორებს ნოტარიუსის მიერ წარმოთქმული მინდობილობის შინაარსს და ი-–---------ს კარნახის გარეშე ვერ ასახელებს იმ პირს, თუ ვის აძლევს მინდობილობას. როცა ა-----–--- კ------–--ეს ნოტარიუსის შეკითხვაზე უნდა გამოეხატა ნება და დაედასტურებინა, რომ იგი თანახმა იყო მის მინდობილ პირს მ----------ს გაესხვისებინა უძრავი ქონება ი-–---------ზე, ა-----–--- კ------–--ე დადასტურების ნაცვლად ჩანაწერში გარკვევით ამბობს: „არა, ქალბატონო“.
დადგენილია, რომ აღნიშნული სადაო მინდობილობის დამოწმებას ესწრებოდა მოწმე მ----- ც--–------ეც, რომელიც ა-----–--- კ------–--ის ნაცვლად აწერს ხელს მინდობილობას და რომელიც ამავდროულად იყო ი-–---------ს მინდობილი პირი. როგორც წარმოდგენილი მასალებით დგინდება იმავე დღეს იმავე ნოტარიუსის მიერ არის დამოწმებული №140375988 მინდობილობაც მ----- ც--–------ის სახელზე, რომელიც გასცა ი-–---------მ ასევე ე.წ. „სკაიპის“ მეშვეობით.
აღნიშნულის შემდეგ იმავე დღეს ნოტარიუს ე---------- ჯელიძის მიერ გაფორმებული იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომელიც გაფორმებული იქნა ა-----–--- კ------–--ის მინდობილ პირს მ----------ს და ი-–---------ს მინდობილ პირს მ----- ც--–------ეს შორის და რომლის თანახმადაც ა-----–--- კ------–--ის მინდობილმა პირმა მ----------მ ა-----–--- კ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში მიყიდა ი-–---------ს 50 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი 50 000 აშშ დოლარი მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების გაფორმებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მინდობილობები.
- ნასყიდობის ხელშეკრულება. 16.04.2014წ.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი..
- ნოტარიუსის მიერ წარმოდგენილი დისკი. (პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელების შესახებ).
3.2.4. ა-----–--- კ------–--ის გარდაცვალების შემდეგ მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა მეუღლემ, მ------ მ----ემ და შვილმა ირაკლი კ------–--ემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიმართეს სანოტარო ბიუროს და მოითხოვეს სამკვიდრო ქონება, შესაბამისად მათზე გაცემული იქნა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა. მ------ მ----ისათვის მის მიერ სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სამკვიდრო მასაში აღარ შედიოდა ა-----–--- კ------–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სანოტარო აქტი. მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ.
3.2.5. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მ------ მ----ის განმატებას იმის თაობაზე, რომ მისი მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა საფრანგეთში, სიცოცხლის ბოლო პერიოდში იყო უკიდურესად მძიმე მდომარეობაში, კერძოდ დამოკიდებული იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე, რის გამოც შეექმნა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც გამოიხატებოდა მის არაადექვატურ ქმედებებში. ბოლო პერიოდი იგი მუდმივად იმყოფებოდა ნარკოლოგებისა და ჰეპატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და ასეთ მდგომარეობაში მყოფს არ შეეძლო გაეკონტროლებინა მისი ქმედებები.
როგორც საქმეში წარმოდგენილი ქალაქ კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მიერ დაცემული სამედიცინო დოსიედან დგინდება, ა-----–--- კ------–--ე წლების მანძილზე იმყოფებოდა აღნიშნულ ჰოსპიტალის ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ და მონაწილეობდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტში, რომელიც ვერ განხორციელდა ავადმყოფის სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითების გამო, რაც დასტურდებოდა მისი ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში ხშირი ჰოსპიტალიზაციით. მისი დიაგნოზი იყო ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, ციროზი, ც-ჰეპატიტი. ა-----–--- კ------–--ე სწორედ აღნიშნული დიაგნოზით გარდაიცვალა 2015 წლის 16 იანვარს. მართალია ამავე საავადმყოფოს ექიმების მიერ გაცემული წერილების თანახმად ა-----–--- კ------–--ეს აღნიშნულ საავადმყოფოში არ ჩაუტარებია მკურნალობა ფსიქიატრიული დაავადებისათვის 2009 წლიდან გარდაცვალებამდე, თუმცა როგორც მისი სამედიცინო დოსიედან დასტურდება ამავე ჰოსპიტალში ხანგრძლივი დაკვირვებისას დაფიქსირებული „სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითება“ გახდა იმის მიზეზი, რომ ვერ განხორციელდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
შპს ”ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს გაცემული სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ”ა-----–--- კ------–--ეს სიცოცხლის ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აღენიშნებოდა ქრონიკული ფსიქიკური დაავადება - დემენცია სხვაგან უკვე მოყვანილი სპეციფიკური დაავადების დროს (ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად განვითარებული) კოდი F02.8; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. ამაზე მიუთითებს ანამნეზური მონაცემები - მრავალი (30-35) წლის განმავლობაში ნარკოტიკების ინტენსიური მოხმარება, ხანგრძლივად მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში წლების მანძილზე დაკვირვების ქვეშ ყოფნა და ხშირი ჰოსპიტალიზაცია „ღვიძლისმიერი ენცელოპათია, ციროზი C ჰეპატიტი”-ის დიაგნოზით, ამავე ჰოსპიტალში ხანგრძლივი დაკვირვებისას დაფიქსირებული „სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითება“, აგრეთვე ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოვლენილი და გარშემომყოფების მიერ დაფიქსირებული მზარდი და შეუქცევადი ფსიქიკური დარღვევები: ადგილში და გარემოში დეზორიენტაცია, კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, მეტყველების გაძნელება და ლექსიკური მარაგის შემცირება, არაადექვატური და გაურკვეველი შინაარსის გამონათქვამები, ცნობიერების დაბინდვის ეპიზოდები, ემოციური ლაბილობა და აფექტის შეუკავებლობა, აპათიურობის ფონზე დროდადრო ფსიქო-მოტორული აგზნება და უმოტივო აგრესიის გამოვლენა, პროგრესირებადი პიროვნული დეგრადაცია და სოციალური ქცევს მკვეთრი გაუარესება, უსუსურობა, თავის მოვლის და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების დაკარგვა“.
ზ/აღნიშნული დასკვნის მიხედვით ა-----–--- კ------–--ეს 2014 წლის 16 აპრილს იურიდიული დოკუმენტის გაფორმების დღეს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შპს ”ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დასკვნა.
- სამედიცინო დოსიე.
- კანის სპეციალური საავადმყოფოს ცენტრის ცნობა.
- დოქტორ ალენ პიკერის პასუხი ფსიქიატრიულიდან. ქ. კანი.
- სერთიფიკატი ენტეროლოგიური საავადმყოფოდან. ქ. კანი.
- ა-----–--- კ------–--ის მიერ შევსებული დეკლარაცია და ფაქტურა.
- სპეციალისტის ჩვენება.
- მოწმეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------ მ----ის სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა-----–--- კ------–--ის მიერ მ----------ს სახელზე 2014 წლის 16 აპრილს ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის სანოტარო აქტის საფუძველზე გაცემული მინდობილობა №140375988 და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე იმავე ნოტარიუსის მიერ გაფორმებული 2014 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება №140376001, რომლის თანახმადაც ა-----–--- კ------–--ის მინდობილმა პირმა მ----------მ ა-----–--- კ------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში მიყიდა ი-–---------ს. შესაბამისად ქ. ბათუმი, 2-------- ქN99-ში მდებარე სადაო უძრავი ქონება (ს/კ N------------) შეტანილი იქნას ა-----–--- კ------–--ის სამკვიდრო მასაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 58-ე, 70-ე, 103-ე, 709-ე, 1319-ე, 1328-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაოდ ხდის ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის მიერ 2014 წლის 16 აპრილს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამოწმებულ მინდობილობას, რომლითაც აწ. გარდაცვლილმა ა-----–--- კ------–--ემ მ----------ს მიანიჭა მისი ქონების განკარგვის უფლებამოსილება. აღნიშნულ მინდობილობას ა-----–--- კ------–--ის ნაცვლად ხელს აწერს მ----- ც--–------ე, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა ი-–---------ს წარმომადგენელს. ასევე მოსარჩელე სადაოდ ხდის ამავე ნოტარიუსის მიერ ასევე 2014 წლის 16 აპრილს ა-----–--- კ------–--ის მინდობილ პირს მ----------ს და მოპასუხე ი-–---------ს წარმომადგენელ მ----- ც--–------ეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ი-–---------მ ა-----–--- კ------–--ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში 50 000 აშშ დოლარად.
6.2. იმისათვის რომ გარიგება ჩაითვალოს ბათილად უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები.
მოსარჩელე სადაო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ა-----–--- კ------–--ე მინდობილობის გაფორმების დროისათვის იყო ქმედუუნარო, ფსიქიკურად დაავადებული პირი და მას არ შეეძლო რეალურად აღექვა ვითარება და გამოევლინა ნება. ამდენად მოსარჩელე 2014 წლის 16 აპრილს გაფორმებული მინდობილობის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.
დადგენილია, რომ 2014 წლის 16 აპრილს ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ე.წ. ”სკაიპის”) საშუალებით დამოწმებული იქნა მინდობილობა №140375938, რომლის თანახმადაც საფრანგეთში, ქალაქ კაენში მყოფმა ა-----–--- კ------–--ემ გასცა მინდობილობა მ----------ზე მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში განკარგვის უფლებით.
როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ნოტარიუსის მიერ მოწოდებული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის ჩანაწერით დგინდება, მინდობილობის გაცემისას ა-----–--- კ------–--ე იმყოფებოდა საფრანგეთში, ქალაქ კაენში, მასთან ერთად ოთახში იმყოფებოდა მოპასუხე ი-–---------ც, რომლის დახმარებითაც ხორციელდებოდა ა-----–--- კ------–--ესთან კომუნიკაცია. მინდობილობა კი გაცემული იქნა ი-–---------ს დაზე, მოპასუხე მ----------ზე. ჩანაწერით დასტურდება, რომ ა-----–--- კ------–--ე მართლაც გამოიყურებოდა ცუდად, ნოტარიუსის შეკითხვებზე პასუხობდა დაბნეულად და იქვე მყოფი ი-–---------ს კარნახით, რისთვისაც ი-–---------მ შენიშვნაც მიიღო ნოტარიუსისაგან. მიუხედავად ნოტარიუსის მოთხოვნისა, ა-----–--- კ------–--ე ვერ ამბობს დაბადების თარიღს, ვერ იმეორებს ნოტარიუსის მიერ წარმოთქმული მინდობილობის შინაარსს და ი-–---------ს კარნახის გარეშე ვერ ასახელებს იმ პირს, თუ ვის აძლევს მინდობილობას. როცა ა-----–--- კ------–--ეს ნოტარიუსის შეკითხვაზე უნდა გამოეხატა ნება და დაედასტურებინა, რომ იგი თანახმა იყო მის მინდობილ პირს მ----------ს გაესხვისებინა უძრავი ქონება ი-–---------ზე, ა-----–--- კ------–--ე დადასტურების ნაცვლად ჩანაწერში გარკვევით ამბობს: „არა, ქალბატონო“.
გარდა ზ/აღნიშნულისა როგორც საქმეში წარმოდგენილი ქალაქ კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მიერ დაცემული სამედიცინო დოსიედან დგინდება, ა-----–--- კ------–--ე წლების მანძილზე იმყოფებოდა აღნიშნულ ჰოსპიტალის ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ და მონაწილეობდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტში, რომელიც ვერ განხორციელდა ავადმყოფის სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითების გამო, რაც დასტურდებოდა მისი ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში ხშირი ჰოსპიტალიზაციით. მისი დიაგნოზი იყო ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, ციროზი, ც-ჰეპატიტი. ა-----–--- კ------–--ე სწორედ აღნიშნული დიაგნოზით გარდაიცვალა 2015 წლის 16 იანვარს. მართალია ამავე საავადმყოფოს ექიმების მიერ გაცემული წერილების თანახმად ა-----–--- კ------–--ეს აღნიშნულ საავადმყოფოში არ ჩაუტარებია მკურნალობა ფსიქიატრიული დაავადებისათვის 2009 წლიდან გარდაცვალებამდე, თუმცა როგორც მისი სამედიცინო დოსიედან დასტურდება ამავე ჰოსპიტალში ხანგრძლივი დაკვირვებისას დაფიქსირებული „სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითება“ გახდა იმის მიზეზი, რომ ვერ განხორციელდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
შპს ”ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს გაცემული სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ”ა-----–--- კ------–--ეს სიცოცხლის ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აღენიშნებოდა ქრონიკული ფსიქიკური დაავადება - დემენცია სხვაგან უკვე მოყვანილი სპეციფიკური დაავადების დროს (ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად განვითარებული) კოდი F02.8; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. ამაზე მიუთითებს ანამნეზური მონაცემები - მრავალი (30-35) წლის განმავლობაში ნარკოტიკების ინტენსიური მოხმარება, ხანგრძლივად მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში წლების მანძილზე დაკვირვების ქვეშ ყოფნა და ხშირი ჰოსპიტალიზაცია „ღვიძლისმიერი ენცელოპათია, ციროზი C ჰეპატიტი”-ის დიაგნოზით, ამავე ჰოსპიტალში ხანგრძლივი დაკვირვებისას დაფიქსირებული „სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითება“, აგრეთვე ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოვლენილი და გარშემომყოფების მიერ დაფიქსირებული მზარდი და შეუქცევადი ფსიქიკური დარღვევები: ადგილში და გარემოში დეზორიენტაცია, კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, მეტყველების გაძნელება და ლექსიკური მარაგის შემცირება, არაადექვატური და გაურკვეველი შინაარსის გამონათქვამები, ცნობიერების დაბინდვის ეპიზოდები, ემოციური ლაბილობა და აფექტის შეუკავებლობა, აპათიურობის ფონზე დროდადრო ფსიქო-მოტორული აგზნება და უმოტივო აგრესიის გამოვლენა, პროგრესირებადი პიროვნული დეგრადაცია და სოციალური ქცევს მკვეთრი გაუარესება, უსუსურობა, თავის მოვლის და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების დაკარგვა“. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ა-----–--- კ------–--ეს 2014 წლის 16 აპრილს იურიდიული დოკუმენტის, სადაო მინდობილობის გაფორმების დღეს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი.
ამდენად სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ 2014 წლის 16 აპრილს ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ე.წ. ”სკაიპის”) საშუალებით მინდობილობა №140375938-ის დამოწმებისას ა-----–--- კ------–--ის მიერ ნების გამოვლენა არ შეესაბამებოდა რეალური ვითარების სწორად აღქმას, იმ დროისათვის ა-----–--- კ------–--ეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, შესაბამისად არსებობს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად კი დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 16 აპრილს სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული იქნა სწორედ წარმომადგენლის მიერ, რომლის თანახმადაც მ----------მ, როგორც ა-----–--- კ------–--ის წარმომადგენელმა მარწმუნებლის ნამდვილი ნების არარსებობის პირობებში ა-----–--- კ------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მიყიდა მის ძმას ი-–---------ს. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ა-----–--- კ------–--ის მიერ ნების გავლება არ შეესაბამებოდა რეალური ვითარების სწორად აღქმას და ბათილად იქნა ცნობილი ა-----–--- კ------–--ის მიერ მ----------ს სახელზე გაცემული მინდობილობა, შესაბამისად ბათილია ამ მინდობლობის საფუძველზე დადებული გარიგება.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54 და 58-ე მუხლების საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის მიერ 2014 წლის 16 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება №140376001, რომლის თანახმადაც ა-----–--- კ------–--ის მინდობილმა პირმა მ----------მ ა-----–--- კ------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში მიყიდა ი-–---------ს და შესაბამისის ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრის მონაცემებში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319 მუხლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 16 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრის მონაცემებში და ქ. ბათუმი, 2-------- ქN99-ში მდებარე სადაო უძრავი ქონება (ს/კ N------------) კვლავ უნდა აღირიცხოს 2015 წლის 16 აპრილს გარდაცვლილი ა-----–--- კ------–--ის სახელზე და შეტანილი უნდა იქნეს ა-----–--- კ------–--ის სამკვიდრო მასაში.
6.5. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 105 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მ------ მ----ის სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1022,61 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს ი-–---------ს, მ----------ს და ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 1022,61 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ------ მ----ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ა-----–--- კ------–--ის მიერ მ----------ს სახელზე 2014 წლის 16 აპრილს ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ის სანოტარო აქტის საფუძველზე გაცემული მინდობილობა №140375988 და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე იმავე ნოტარიუსის მიერ გაფორმებული 2014 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება №140376001, რომლის თანახმადაც ა-----–--- კ------–--ის მინდობილმა პირმა მ----------მ ა-----–--- კ------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, 2-------- ქ№99-ში მიყიდა ი-–---------ს. შესაბამისად ცვლილებები იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრის მონაცემებში. ქ. ბათუმი, 2-------- ქN99-ში მდებარე სადაო უძრავი ქონება (ს/კ N------------) კვლავ აღირიცხოს 2015 წლის 16 აპრილს გარდაცვლილი ა-----–--- კ------–--ის სახელზე და შეტანილი იქნეს ა-----–--- კ------–--ის სამკვიდრო მასაში.
3. დაეკისროთ მოპასუხეებს ი-–---------ს, მ----------ს და ნოტარიუს ე---------- ჭ--–--ეს მოსარჩელე მ------ მ----ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1022,61 ლარის ოდენობით და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე