გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
110210019002961550
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 11--1-019002961550

N2/230-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.07.2019 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი - სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე - ს.ს. ,, სა---------–--------ი’’

წარმომადგენელი - გი-------–-----ა

მოპასუხე - ნა------ი კე-–--------ძე

წარმომადგენელი - ნა-----------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 უძრავ ნივთზე ნა------ი კე-–--------ძის უკანონო მფლობელობის აღკვეთა, ს.ს. ,,სა---------–--------ის’’ კუთვნილი უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ ზესტაფონი, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი, ს/კ 3-.1-.3--1-- მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძის გამოსახლება და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის ჩაბარება.

1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელის პოზიცია:

სს ,,სა---------–--------მა '' საჯარო აუქციონზე შეიძინა ნა------ი კე-–--------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ზესტაფონი, ღა---–--ის ქუჩა N25, ს/კ 3-.1-.3--1--. აღნიშნული ქონება შეძენის შემდეგ ისევ იმყოფება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაში, რის გამოც ბანკი ვერ ახერხებს თავისი უძრავი ქონების მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. სს ,,სა--------–--------მა'' მიმართა სასამართლოს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შესაგებლით მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძემ და მისმა წარმომადგენელმა ნა-----------ემ სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ ნა------ი კე-–--------ძე სააღსრულებო ბიუროს მიერ მითითებულ ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა თანხებს და ბანკი იღებდა თანხას. მისთვის ცნობილი არ იყო ქონების ბანკის სახელზე გადასვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განახორციელებდა თანხების ჩარიცხვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,სა---------–--------მა'' საჯარო აუქციონზე შეძინა ნა------ი კე-–--------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ზესტაფონში, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი, ს/კ 3-.1-.3--1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. 2019 წლის 04 მარტიდან უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ზესტაფონში, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი, ს/კ 3-.1-.3--1-- ირიცხება სს ,,სა---------–--------ის'' საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N8-----------

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3. ს.ს. ,,სა---------–--------ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძე და მისი ოჯახის წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

მხარეთა განმარტება.

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძე ფლობს და სარგებლობს ს.ს. ,,სა---------–--------ის“ საკუთრებაში არსებულ ქ. ზესტაფონში, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი მდებარე N3-.1-.3--1-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება მის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- მხარეთა განმარტება

 

3.2.2. მოსარჩელე ს.ს. ,,სა---------–--------ის“ მიმართვის მიუხედავად გაეთავისუფლებინა უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართი და აღეკვეთა უკანონო მფლობელობა, მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძე კვლავ განაგრძობს სადავო საცხოვრებელი სახლის ფლობას და არ ათავისუფლებს მას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- ს.ს. ,,სა---------–--------ის“ წარმომადგენლის ჯონი ტალახაძის მიმართვა.

 

3.2.3. სადავო საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს ნა------ი კე-–--------ძე ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებთაც სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ და გამოსახლებით გაუარესდება მათი სოციალური პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძე გამოსახლებული იქნას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი”-ს კუთვნილი ქ.ზესტაფონში, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი მდებარე, N3-.1-.3--1-- საკადასტრო კოდის მქონე საცხოვრებელი ბინიდან და აღნიშნული ბინა მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

 

მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე, 168-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 131-133-ე 268-269-ე მუხლები.

- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აღნიშნულ ნორმაში გადმოცემული ელემენტების ერთობლიობა ქმნის საკუთრების სოციალური უფლების შინაარსს. კანონის საკუთრების აბსოლუტური უფლების არსის გამოხატულებაა მესამე პირისათვის საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარდგენა, სწორედ ამგვარი ვითარებაში შეძლებს მესაკუთრე ნივთზე იმგვარი ბატონობის განხორციელებას, როგორც ეს ზემოაღნიშნულ ნორმაშია გადმოცემული. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების შეზღუდვამ მოსპოს საკუთრების უფლების რეალიზაცია. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკუთრების სანივთო სამართლებრივ დაცვის საშუალებებს მიეკუთვნება სავინდიკაციო სარჩელი, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172- ე მუხლების შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ა. ნივთის მესაკუთრეა; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სამივე ელემენტის არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის პირველი ორი საფუძვლის დადასტურება, ხოლო მესამე ელემენტზე მითითების ვალდებულება გააჩნია და ნივთის ფლობის კანონიერების დადასტურება მოპასუხის ვალდებულებაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183 და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად ქალაქ ზესტაფონში, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი, ს/კ 3-.1-.3--1-- მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ის“ საკუთრებად, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება უძრავ ქონებაზე მისი საკუთრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელის მიერ ქონების აუქციონზე შეძენისა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირების ფაქტი. მაშასადამე არსებობს ნამდვილი გარიგება და არ ვლინდება ხელშეკრულების არაკანონიერად მიჩნევის რაიმე საფუძველი. მოსარჩელე არის მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ. მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“ არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია, დადასტურებულია მხარეთა განმარტებით; სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ნა------ი კე-–--------ძის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი გაგზავნილი გაფრთხილებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

მოპასუხე მხარე კახა აბაშიძე ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას და აღიარებს ოჯახის წევრებთან ერთად მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, აღიარების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხეს პრეტენზია არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობისა და ამ ნივთით სარგებლობის ფაქტი.

 

6.5. მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც ადასტურებს უძრავ ქონებაზე მის მესაკუთრეობას, მხარეები ადასტურებენ, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია. მოპასუხის მტკიცების საგანში კი შედის იმისი დადასტურება, რომ მას გააჩნია ნივთის ფლობის ნამდვილი უფლება.

 

მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ამ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

6.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს უძრავი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ს.ს. ,, სა---------–--------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ნა------ი კე-–--------ძე გამოსახლებული უნდა იქნეს ზესტაფონში, ღაბაშიძის ქუჩა N2--–ი მდებარე უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი N3-.1-.3--1--) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე ს.ს. ,, სა---------–--------ს“.

 

6.7. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------მა“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებილს აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს“ გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს, რომელიც ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა გადახდეს მოპასუხე მხარეს, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,, სა---------–--------ის’’ (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. აღიკვეთოს მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძის (პ/ნ 1----------) უკანონო მფლობელობა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქ ზესტაფონში, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი, ს/კ 3-.1-.3--1--.

2.1. საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალოს მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ზესტაფონში, ღა---–--ის ქუჩა N2--–ი, ს/კ 3-.1-.3--1-- გაათავისუფლოს უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ს’’.

3. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ის’’ (ს/კ 2--------) სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე ნა------ი კე-–--------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე