გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
130210118002570057
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2-85-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი, ქ. ხაშური

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ-–------ რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელეები ი---–---------------------შვილი

წარმომადგენელი გ--------------ია

მოპასუხე ზ--------------ლი

წარმომადგენელი ნ---------–-ძე

დავის საგანი ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დადებულად იქნეს ცნობილი, რომ 2001 წლის 27 აგვისტოს, გამყიდველ ზ--------------ლს და მყიდველებს ი---–--------------------------შვილს შორის დაიდო ხ-–------ მუნიციპალიტეტის დ-----------–-, ჭ----------------ში მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 6----------- ნასყიდობის ხელშეკრულება, ი---–------------------------შვილი აღიარებული იქნან ამ უძრავი ნივთის მესაკუთრეებად.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: 2001 წელს ზ--------------ლი და მოსარჩელეები შეთანხმდნენ დ-----------–-, ჭ-------- (ყოფილი ი--------–------–--) ქ.N1---ში მდებარე უძრავი ნივთის ნასყიდობაზე. მოსარჩელეებმა გადაუხადეს შეთანხმებული ფასი და ზ--------------ლმა - უძრავი ნივთი გადასცა, რომელშიც დღესაც ი---–------ეა რეგისტრირებული და რომელსაც მოსარჩელეები ფლობენ როგორც საკუთარს. მოპასუხე, რომელმაც ნასყიდობის საგნის ი---–------ისათვის გადაცემის ნება 2001 წლის 27 აგვისტოს გაცემული მინდობილობით გამოხატა, სარგებლობს იმ გარემოებით, რომ მის მიერ ი---–------ისათვის მიცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა და თავს არიდებს ნასყიდობის საგნის მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრაციას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

მოპასუხე უარს ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მხარეთა შორის არ დადებულა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით დადგენილი ფორმით, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ზ--------------ლმა, 2016 წელს, მოსარჩელეს გადაუხადა დარიცხული სარგებლით 1750 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, რომელზეც მითითებული ჰქონდა ხელწერილში, რომ ამ ფასად მიჰყიდა პ-----------შვილს სადავო ნივთი. მოსარჩელეებმა თვითნებურად დაუნგრიეს სადავო სახლი ზ--------------ლს და თვითნებურად სარგებლობდნენ მისი მიწის ნაკვეთით, საიდანაც გამოსახლდნენ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ხ-–------ მუნიციპალიტეტის დ-----------–-, ჭ----------------ში მდებარე უძრავი ნივთზე, საკადასტრო კოდით 6----------- რეგისტრირებულია მოპასუხე ზ--------------ლის საკუთრების უფლება 2014 წლიდან და მისი საფუძველია 1990 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.22-23, 27-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. 2001 წლის 27 აგვისტოს გაცემული მინდობილობით, ზ--------------ლი უფლებას აძლევდა ი---–------ეს, გაეყიდა დ-----------–-, ი--------–------–-- ქ.N1---ში მდებარე მისი კუთვნილი სახლი და მიწის ნაკვეთი. მინდობილობა გაცემული იყო სამი წლით - 2004 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა (ს.ფ.25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. 2001 წლის 15 სექტემბერს დაწერილი ხელწერილით, ზ--------------ლი ადასტურებდა, რომ სახლი მიჰყიდა პ-----------შვილს და მისგან მიიღო 1750 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ.26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.4. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ დამოწმებულა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.5. სასამართლო გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა პ-----------შვილის სარჩელი ზ--------------ლის მიმართ იმავე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ.71-76)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. უდავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და ისინი სადავო ნივთის მესაკუთრენი არიან, მოპასუხე - პირიქით, აღნიშნავს, რომ მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დგინდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, უძრავ ნივთზე კანონით დადგენილი აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგების დადებულად ცნობის შესაძლებლობა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის: 477-ე, 59-ე, 68-ე, 183-ე, 323-ე, 327-ე, 328-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე;

59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა;

68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი;

328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მხარეებმა გამოხატეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნება - ზ--------------ლმა - გაყიდა და მან იყიდა უძრავი ნივთი, რომელსაც ფლობდა და ამუშავებდა დიდი ხნის განმავლობაში, ეს გარემოებები კი მათი სადავო ნივთის მესაკუთრედ აღიარების საფუძველია.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ესე იგი, ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, არამედ საჭიროა ასევე, რომ ეს შეთანხმება მოხდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;

სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი დაიდოს წერილობითიფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით ასახვა და ხელმოწერით დადასტურება მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მყიდველს თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს კი თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას.

წერილობითი გარიგების საფუძველზე გამოვლენილი ნების შესაბამისად, გამსხვისებელი ვალდებულია, მიიღოს ნასყიდობის ფასი და დაარეგისტრიროს უძრავი ქონების შემძენი უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, რაც გამოიხატება მის ვალდებულებაში, გადასცეს შემძენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთები და გადაიხადოს რეგისტრაციისათვის აუცილებელი ხარჯები.

უძრავი ნივთის ნასყიდობაზე შეთანხმება სანივთო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვის კანონმა იმპერატიულად დაადგინა კონკრეტული ფორმა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმა.

იმავე შინაარსისაა სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი. როგორც ყველა გარიგებისთვის, უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად, სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამ ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ №ას-1326-1252-2012, 25 მარტი 2013 წელი; სუსგ № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013წელი).

განსახილველ დავაში მოსარჩელეები ცდილობენ დაამტკიცონ მათსა და მოპასუხეს შორის უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, თუმცა მათი პოზიცია ემყარება მხოლოდ ახსნა-განმარტებას და არ არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია წერილობითი ფორმით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემისთვის კანონით განსაზღვრული აუცილებელი პირობაა. საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან კი დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მოპასუხე.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა უჩვენეს, რომ ი---–------ემ და პ-----------შვილმა ზ--------------ლისაგან იყიდეს სადავო უძრავი ნივთი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლება სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რადგან საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათ შორის წერილობითი გარიგება უძრავი ნივთის ნასყიდობაზე არ დადებულა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მინდობილობის გაცემით ზ--------------ლმა გამოხატა მოსარჩელე მხარისათვის უძრავი ნივთის მიყიდვისათვის აუცილებელი ნება, რასაც სასამართლო არ ეთანხმება ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე.

ასეთი გარემოებების არსებობისას, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება - რომ ი---–------ე რეგისტრირებულია სარჩელში მითითებულ სახლში (თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის), - რეგისტრაცია საკუთრების უფლებას არ წარმოშობს და არც აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგების დადებულად ცნობის შესაძლებლობას იძლევა.

ამდენად, მხარეთა შორის სადავო ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დამადასტურებელ მტკიცებულებებად არ გამოდგება სარჩელში მითითებული 2001 წლის 27 აგვისტოს მინდობილობა, ისევე როგორც - 2001 წლის 15 სექტემბერს შედგენილი ხელწერილი, რადგან მხარეთა შორის არ დადებულა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით.

გარდა ამისა, 2001 წლის 15 სექტემბრის ხელწერილთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, პ-----------შვილის მიერ ზ--------------ლის წინააღმდეგ იგივე მოთხოვნით, იმ საფუძვლით აღძრული სარჩელი რომ ზ--------------ლმა 2001 წლის 15 სექტემბერს დაწერა ხელწერილი, რომელშიც ადასტურებდა, სახლი მიჰყიდა პ-----------შვილს და მისგან მიიღო 1750 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინება. ს.ფ. 71-76).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძვლით, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

პ-----------შვილმა, სასამართლო გადაწყვეტილებით, დაიბრუნა აღნიშნული თანხა სარგებლით, მან დაანგრია ზ--------------ლის სახლი 2001 წელს, რასაც ის ადასტურებდა 2014 წელს, ზ--------------ლი მიერ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვისას და ამავე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, მას დაევალა შეეწყვიტა დ-----------–-, ჭ----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთით სარგებლობა, რომელიც მოსარჩელის კუთვნილება იყო (იხ.ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება. ს.ფ.65-69), რაც აღსრულებულია.

აღნიშნულ გარემოებებთან ერთად, მხარეთა შორის რამოდენიმე წლის განმავლობაში სარჩელში აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით დავის მიმდინარეობის ფაქტიც, ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, - მათ შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის მოსარჩელის მიერ ,,იურიდიულ მოქმედებებში გაუთვითცნობიერებლობით“ იმ გარემოების ახსნა, რომ სათანადო წესით არ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.2019 წლის 6 ივნისის სასამართლოს მთავარი მთავარი სხდომის ოქმი:14:32:55-14:33:05).

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

ხ-–------ რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ზ--------------ლს (პირადი ნომერი 5----------) აეკრძალა ხ-–------ მუნიციპალიტეტის დ-----------–-, ჭ----------------ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი 6-----------) რეალიზაცია და უფლებრივად დატვირთვა;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი---–------ის და პ-----------შვილის სარჩელი ზ--------------ლის მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ზ--------------ლისათვის (პირადი ნომერი 5----------) ხ-–------ მუნიციპალიტეტის დ-----------–-, ჭ----------------ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი 6-----------) რეალიზაციისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი