გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
080210117002135032
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 080210117002135032

საქმე № 2/2999-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივლისი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე – ე-–------ი გ--–-----ე;

წარმომადგენელი - ზ------ წ----–--ე;

მოპასუხე – მ-----------–--ე, მ--ა მ--–-----–--ე, ა------- ჩ---–--ე;

წარმომადგანელი – რ--------- ხ----–--–--ა;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, თანამესაკუთრედ ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მ-----------–--ეს და მ--ა მ--–-----–--ეს ე-–------ი გ--–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 13000 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. ა------- ჩ---–--ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ-----------------------–--------------------, საკადასტრო კოდი 0------------------, თანამესაკუთრედ ცნობილი იქნას მისი მეუღლე, მოპასუხე მ-----------–--ე და აღნიშნული ქონების ½ წილის რეალიზაციის გზით დაიფაროს დავალიანება 13000 აშშ დოლარი.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 29 იანვარს მოპასუხეებმა მ--ა მ--–-----–--ემ და მ-----------–--ემ მოსარჩელისაგან მიიღეს სესხი 13000 აშშ დოლარის ოდენობით, რაზედაც მხარეებმა შეადგინეს ხელწერილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხი უნდა დაფარულიყო ვინმე გ--ი ჩ---–--ის კუთვნილი 81.96 კვ.მეტრი ფართის, რომელიც თითქოსდა გააჩნდა მშენებარე კორპუსში, ამხანაგობა „მ----–--------ს“ გაყიდვისთანავე. მიუხედვად მოსარჩელის არერთგზის თხოვნისა, მოპასუხეები თავს არიდებენ ვალდებულების შესრულებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ოქტომბრის წერილით ირკვევა, რომ გ--ი ჩ---–--ის საკუთრებაში რაიმე ქონება არ ფიქსირდება, რაც ადასტურებს მსესხებლების სურვილს, მოეტყუებინათ მოსარჩელე. ამავე დროს, მ-----------–--ის მეუღლის ა------- ჩ---–--ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ-----------------------–--------------------, საკადასტრო კოდი 0------------------, რომელიც შეძენილია მ-----------–--ის და ა------- ჩ---–--ის თანაცხოვრების პერიოდში, შესაბამისად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. სწორედ აღნიშნული ქონების ½ ნაწილის რეალიზაციის გზით, მოსარჩელე აპირებს თავისი, როგორც კრედიტორის უფლებების დაკმაყოფილებას.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მ--ა მ--–-----–--ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის ვალი არ გააჩნია, იმ დროისათვის როდესაც ხელწერილი დაიწერა, დაკავებული იყო თ-----------ე, რომლის ვალის გადახდასაც მას და მ-----------–--ეს სთხოვდა ე-–------ი გ--–-----ე, სწორედ თ-----------ისათვის დამატებითი პრობლემის აცილების მიზნით დაწერეს, რომ თითქოს ჰქონდათ მოსარჩელის ვალი, მოთხოვნა არის უსაფუძვლო და ხანდაზმული.

2.2. მოპასაუხე მ-----------–--ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის ვალი არ გააჩნია, იმ დროისათვის დაკავებული იყო თ-----------ე, რომლის ვალის გადახდასაც მას და მ--ა მ--–-----–--ეს სთხოვდა ე-–------ი გ--–-----ე. სწორედ თ-----------ისათვის დამატებითი პრობლემის აცილების მიზნით, დაწერეს, რომ თითქოს ჰქონდათ მოსარჩელის ვალი, მოთხოვნა არის უსაფუძვლო და ხანდაზმული.

2.3. მოპასუხე ა------- ჩ---–--ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე, შეძენილია ქორწინებამდე, ორდერში მ-----------–--ე საერთოდ მითითებული არ ყოფილა, 2006 წელს კი განახორციელა ბინის პრივატიზაცია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2013 წლის 29 იანვრის ხელწერილის დედანი, რომლის შინაარსი ასეთია: „მე მ--ა მ--–-----–--ეს (პ/ნ 0----------) და მ-----------–--ეს (პ.ნ. 6----------) გვაქვს ე-–------ი გ--–-----ის (პ/ნ 6----------) ვალი 13000 აშშ (ცამეტიათასი), რომელიც გასტუმრდება „მ----–--------ის“ გ--ი ჩ---–--ის ფართის (81,96) კვ.მ გაყიდვისთანავე, რასაც ხელს ვაწერ და პასუხისმგებლობას ვკისრულობთ“. ხელშეკრულება ხელმოწერილია მ--ა მ--–-----–--ის, მ-----------–--ის და ე-–------ი გ--–-----ის მიერ, ხელმოწერის ნამდვილობას მხარეები სადავოდ არ ხდიან.

მტკიცებულებები:

-ხელწერილი (ს.ფ. 17);

3.2.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ-----------------------–--------------------, საკადასტრო კოდი 0------------------, რეგისტრირებულია ა------- ჩ---–--ის საკუთრებაში. უფლების დამდგენი საბუთია პრივატიზაციის ხელშეკრულება, დამოწმებული 05.06.2006. მ-----------–--ის და ა------- ჩ---–--ის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1975 წლის 12 აპრილს, ხოლო ორდერი N5212, რომლის საფუძველზეც დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, გაცემულია 02.10.1973 წელს.

მტკიცებულებები:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

-პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-28);

-ქორწინების სააქტო ჩანაწერი (ს.ფ. 127);

3.2.3. მოპასუხეთა განმარტებით, მათ ე-–------ი გ--–-----ისაგან ფული არ უსესხებიათ, რეალურად, მათ თანამშრომელს თ-----------ეს ჰქონდა მოსარჩელის ვალი და ვინაიდან იგი დაკავებული იყო, მისთვის დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად დაწერეს ხელწერილი (იხ. შესაგებელი), რასაც ადასტურებს პოლიციიდან გამოთხოვილი გამოკითხვის ოქმებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის თანახმადაც, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (102-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს თავად მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად. დამატებით, სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა მოწმის თ-----------ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ მოპასუხეებმა მის ნაცვლად დაწერეს სესხის ხელწერილი, თუმცა მიუთითა, რომ იგი ამ დროისათვის დაკავებული არ ყოფილა, რაც ეწინააღმდეგება მოპასუხეების პოზიციას და ამასთან გაუგებარს ხდის ერთი და იგივე სასესხო ურთიერთობაზე სხვა პირების მიერ ხელწერილის დაწერის აუცილებლობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა თავად თ-----------ე არ აცხადებდა ვალის გადახდაზე უარს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სესხის ხელშეკრულების არსებობას მოდავე მხარეებს შორის.

3.2.4. დადგენილია, რომ მოპასუხეებს ხელწერილით გათვალისწინებული თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდიათ, რადგან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე, მეტიც, მოპასუხეები საერთოდ არ ადასტურებენ მოსარჩელისაგან ხელწერილში მითითებული თანხის მიღებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის, მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 623-ე და 625-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ--ა მ--–-----–--ემ და მ-----------–--ემ ე-–------ი გ--–-----ისაგან ისესხეს 13000 აშშ დოლარი, რომელიც არ დაუბრუნებიათ გამსესხებლისათვის.

სესხის ხელწერით მოპასუხეებს ვალის დაბრუნების კონკრეტული თარიღი არ მიუთითებიათ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ვალს გაისტუმრებდნენ „მ----–--------ის“ გ--ი ჩ---–--ის ფართის (81,96) კვ.მ გაყიდვისთანავე.

მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შესრულების ვადაზე ბათილია, რადგან სახეზეა ნებაზე დამოკიდებული პირობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლით კი, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეები ვალს გადაიხდიდნენ გ--ი ჩ---–--ის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისთანავე, შესაბამისად, ამ პირობის დადგომა ან დაუდგომლობა საერთოდ არ იყო დამოკიდებული მხარეების ნებაზე, რადგან იგი უკავშირდებოდა მესამე პირის, გ--ი ჩ---–--ის მიერ თავისი ქონების გასხვისების საკითხს და ეს მესამე პირი გარიგების მხარე საერთოდ არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, გარიგების მხარეების შეთანხმება მისი შესრულების ვადაზე მაინც ბათილია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 91-ე მუხლის საფუძვეზე, რომლის თანახმადაც, ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ პირობაზეა დამოკიდებული, მთლიანად ბათილია.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, გ--ი ჩ---–--ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, მხარეების შეთანხმდნენ ისეთ პირობაზე, რომლის შესრულებაც შეუძლებელი იყო, რაც ასეთი შეთანხმების ბათილობის საფუძველია.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2016 წლის 29 იანვარს, სარჩელი კი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 18 ოქტომბერს, ამასთან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, რომ გ--ი ჩ---–--ის სახელზე უძრავი ქონების საკუთრების უფლება რეგისტრირებული არაა, რადგან ეს შეთანხმება პირველ რიგში ბათილია და მეორეც, მოსარჩელეს უნდა გამოეჩინა წინდახედულობა და გადაემოწმებინა, არსებობდა თუ არა რაიმე ქონება, გ--ი ჩ---–--ის სახელზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე-–------ი გ--–----ის მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა თანამესაკუთრედ ცნობის და ქონების რეალიზაციის თაობაზე.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სარჩელის აღძვრისათვის ბაჟი 969 ლარი ვინაიდან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. სარჩელის უზრუნველყოფა.

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა------- ჩ---–--ეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ-----------------------–--------------------, საკადასტრო კოდი 0------------------, გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა, უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ე-–------ი გ--–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

1.1. ე-–------ი გ--–-----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 969 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა------- ჩ---–--ეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ-----------------------–--------------------, საკადასტრო კოდი 0------------------, გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა, გაუქმდეს.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე