განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმე №1/347-19 02.07.2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე
ბრალდებული ნ-----–---- პ---–--- ძე ჭ------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ხ--------------- N85
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ–--------------ა N4/4
სისხლის სამართლის საქმე №041280319003
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–---- ჭ------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხადა შემდეგში:
2019 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ი-------–-------------- N18-ში მდებარე საცხოვრებელი ოთახის კართან ნ-----–---- ჭ------ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ--- ხ--------. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. მ--- ხ-------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 10 მაისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ-----–---- ჭ------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ნ-----–---- ჭ------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა შემდეგი გარემოებები:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ--- ხ-------- სასამართლოს განუმარტა, რომ ის ამჟამად ცხოვრობს შვილებთან და დედასთან ერთად ი-----–-----–---- ქ---- N18-ში. ნ-----–---- ჭ------ გაიცნო 2007 წელს, რომლისგანაც მას ეყოლა ერთი შვილი გ------- ჭ------, 11 წლის. მასსა და მის მეუღლეს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2019 წლის 28 მარტს, როდესაც ნ-----–---- ჭ------ სახლში მიდიოდა ნასვამ მდგომარეობაში და ეზოში ნახა თავისი შვილი გ-------, რომელსაც უთხრა, რომ დედამისი არ აძლევდა საშუალებას, რომ ენახა ის და ამიტომ იძულებული იყო, რომ მოეკლა და ამის საფუძველზე მოეპოვებინა მასზე უფლება. ამის შემდეგ, ბავშვი მივიდა მასთან შეშინებული და უთხრა, რომ მამამისი იყო ნასვამ მდგომარეობაში და მასზე ასეთი შინაარსის სიტყვებს ლაპარაკობდა და შეეშინდა, რომ რამე არ დაეშავებინა, რაზეც მ--- ხ-------- თავის შვილს უთხრა, რომ ნუ შეეშინდებოდა, რადგან ის მას ვერაფერს დაუშავებდა. მოწმის განმარტებით, ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით ათ საათზე, კარებზე გაიგონეს ბრახუნის ხმა და სიტყვები, რომ გაეღო კარები, რის გამოც ბავშვს შეეშინდა და უთხრა, რომ ძალიან ეშინოდა, კარები გადაეკეტა და არ გაეღო. ის კარებს აწვებოდა, რადგან საკეტი გაფუჭებული იყო და ეშინოდა, რომ არ შემოეღწია ნ-----–---- ჭ------ს, ხოლო როდესაც ვერაფერს გახდა, მ--- ხ-------- გადაწყვიტა თავდაცვის მიზნით დაერეკა პოლიციაში, რადგან ნ-----–---- ჭ------ არის ნასამართლევი და რას მოიმოქმედებდა არ იცოდა და ამიტომ დარეკა თავისი უბნის რწმუნებულთან და უთხრა, რომ მასთან სახლში იყო მოსული ბავშვის მამა ნ-----–---- ჭ------, რომელიც მას აგინებდა ოჯახის მისამართით, ემუქრებოდა სიკვდილით და ეუბნებოდა, რომ ის მას ვერ უზამდა ვერაფერს, რადგან მოკლავდა და თავის შვილს წაიყვანდა. აღნიშნულის გამო, მოწმის განმარტებით, რადგანაც ბრალდებული ნასამართლევი იყო, გაუჩნდა შიში, რომ მას რამეს დაუშავებდა. ამის შემდეგ მათთან მივიდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომელებზეც ნ-----–---- ჭ------ იძახდა, რომ მათაც მოკლავდა. ეს სიტყვები თავად პოლიციელებმაც მოისმინეს. ამის შემდეგ ის წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისცა ჩვენება. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ნ-----–---- ჭ------ მასზე ახორციელებდა მუქარას, ამის შემსწრე მხოლოდ მისი შვილი გ------- ხ------- იყო (პირველი ქმრის გვარზეა), ხოლო მისი მეორე შვილი, სხვა ოთახში იყო, ეძინა და არ გაუგია არაფერი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც ნ-----–---- ჭ------ გამოვიდა ციხიდან, მათთან მოდიოდა ნასვამ მდგომარეობაში და ბავშვს ნახულობდა ხოლმე, ხოლო როდესაც ნასვამი იყო, ყოველთვის გადმოდიოდა მუქარაზე და შეტევაზე. მან ბავშვს მასთან დააბარა, რომ ვინაიდან დედამისი მის თავს არ ანახებდა, ამიტომ დღეს დაამთავრებდა მასთან ლაპარაკს, კერძოდ, საღამოს შემოვიდოდა სახლში, მ--- ხ-------- გამოჭრიდა კისერს და მოიპოვებდა თავის შვილზე უფლებას, ამის გამო მ--- ხ-------- შეეშინდა და მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც მიმართა პოლიციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქმის არსებით განხილვაზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დანარჩენ ნაწილზე შეთანხმდნენ.
ნ-----–---- ჭ------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ი-----–- ხ------, ბ---- ხ--------ს, გ------- ხ--------, კ------------- ა----–----, მ--- ხ-------- გამოკითხვის ოქმებით, მ--- ხ--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით თანდართული მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმის არსებით განხილვაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ნ-----–---- ჭ------ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯად ქმედებად მიიჩნევა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 1 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად, დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება.
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ კი ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. ასევე დამნაშავემ მუქარა შეიძლება შეუთვალოს ადამიანს სხვა პირის მეშვეობით. მუქარად ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როცა დამნაშავე პირის ახლობლებთან იმუქრება, რომ გადაწყვეტილი აქვს ამ პირის მოკვლა. ამასთან, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. სუბიექტური მხრივ, მუქარა ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. მუქარის მოტივს კი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს და იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ი-------–-------------- N18-ში მდებარე საცხოვრებელი ოთახის კართან ნ-----–---- ჭ------ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ--- ხ--------. კერძოდ ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. მ--- ხ-------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- ჭ------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენებითა და მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ-----–---- ჭ------ს ბრალეულობას.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- ჭ------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ჭ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ნ-----–---- ჭ------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის განაჩენით ნ-----–---- ჭ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც 4 (ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ნ-----–---- ჭ------ 2018 წლის 12 ნოემბერს კალენდარულად გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და მოსახდელი დარჩა პირობითი მსჯავრი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად ნ-----–---- ჭ------ს უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით) უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ნ-----–---- ჭ------ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ნ-----–---- ჭ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 9 (ცხრა) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ჭ------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–---- ჭ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ-----–---- ჭ------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით), შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ნ-----–---- ჭ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 9 (ცხრა) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ჭ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ნ-----–---- ჭ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივლისიდან.
მსჯავრდებულ ნ-----–---- ჭ------ს მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები ერთ ცალ CD დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე