გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32347-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს ,,ყ--------------------–--ი”
წარმომადგენელი - გ-----------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი - დ------------------ა, მ-------------–---–-
სარჩელის დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (სამოქალაქო საქმეზე #2/32347-18)
1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1552.98 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 01 მარტს ქ. თბილისში, ა--–--ის ქ. #38-ის მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი თამაზ ბეკურაშვილი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 1078.82 ლარი.
2016 წლის 16 მარტს ქ. თბილისში, ნ--–----ას ქ. #22-ის მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ლევან გელენიძე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 374.78 ლარი.
2016 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, დ-------------------ს მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ივანე ცხვედაძე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 99.38 ლარი.
2.1.2. მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1185.09 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისში, მ--------------------- დამაკავშირებელ გზაზე შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ამირან მონასელიძე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 883.58 ლარი.
2018 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში, ხ----------ის ქუჩაზე შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 223.98 ლარი.
2018 წლის 09 თებერვალს ქ. თბილისში, შარაშენიძის ქუჩა #22-ის მიმდებარედ, შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი მამუკა ალბუთაშვილი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 77.53 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარე თითოეულ დაზიანების ფაქტთან მიმართებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: 2016 წლის 01 მარტის ეპიზოდზე - 535 ლარის ნაწილში, 2016 წლის 16 მარტის ეპიზოდზე - 238.57 ლარის ნაწილში, 2017 წლის 17 მაისის ეპიზოდზე- 71.38 ლარის ნაწილში, 2017 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდზე 454.35 ლარის ნაწილში, 2018 წლის 23 იანვრის ეპიზოდზე - 132.48 ლარინს ნაწილში და 2018 წლის 09 თებერვლის ეპიზოდზე - 47.53 ლარის ნაწილში.
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მხარის ხარჯთაღრიცხვას გაზის გაშვება-გამორთვითი სამუშაოების, სატრანსპორტო ხარჯის და დაკარგული/გაფრქვეული გაზის დანაკარგის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით გამოთვლის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 01 მარტს ქ. თბილისში, ა--–--ის ქ. #38-ის მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი.
მოსარჩელე მხარის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა და შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დანახარჯი გაიწერა 1078.82 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 24);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 25);
- ანგარიშ-ფაქტურა #171 (ს.ფ. 26);
- 16.03.2016 წლის წერილი (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 16 მარტს ქ. თბილისში, ნ--–----ას ქ. #22-ის მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი.
მოსარჩელე მხარის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა და შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დანახარჯი გაიწერა 374.78 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 28);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 29);
- ანგარიშ-ფაქტურა #219 (ს.ფ. 30);
- 28.03.2016 წლის წერილი (ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, დ-------------------ს მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი.
მოსარჩელე მხარის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა და შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დანახარჯი გაიწერა 99.38 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 32);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 33);
- ანგარიშ-ფაქტურა #363 (ს.ფ. 34);
- 23.05.2016 წლის წერილი (ს.ფ. 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისში, მ--------------------- დამაკავშირებელ გზაზე შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი.
მოსარჩელე მხარის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა და შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დანახარჯი გაიწერა 883.58 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 24);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2018 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში, ხ----------ის ქუჩაზე შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი.
მოსარჩელე მხარის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა და შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დანახარჯი გაიწერა 223.98 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 26);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2018 წლის 09 თებერვალს ქ. თბილისში, შარაშენიძის ქუჩა #22-ის მიმდებარედ, შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი.
მოსარჩელე მხარის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა და შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დანახარჯი გაიწერა 77.53 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 28);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტაბების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შპს ,,ყ--------------------–--ისთვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამში ყველა შემთხვევის ფარგლებში შეადგენს 1480.20 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ შპს „ჯ---------------------------------ი“ 2016 წლის 01 მარტს, 2016 წლის 16 მარტს, 2016 წლის 17 მაისს, 2017 წლის 30 ნოემბერს, 2018 წლის 23 იანვარს და 2018 წლის 09 თებერვალს, თბილისში მდებარე სხვადასხვა მისამართებზე ახორციელებდა სამუშაოების, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა მილები, რომლებიც ამ უკანასკნელმა თავადვე აღადგინა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2016 წლის 01 მარტის ხარჯთაღრიცხვიდან დგინდება, რომ ზიანის ოდენობა მთლიანობაში შეადგენს 1078.82 ლარს, საიდანაც მოპასუხემ მხარემ ცნო 535 ლარი, რომელიც შეადგენს აღდგენით სამუშაოებს და შრომის დანახარჯს, ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილს და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ხარჯის ნაწილს (დაანგარიშებულს ტარიფით 0.461394); 2016 წლის 16 მარტის ხარჯთაღრიცხვიდან დგინდება, რომ ზიანის ოდენობა მთლიანობაში შეადგენს 374.78 ლარს, საიდანაც მოპასუხემ მხარემ ცნო 238.57 ლარი, რომელიც შეადგენს აღდგენით სამუშაოებს და შრომის დანახარჯს, ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილს და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ხარჯის ნაწილს 171.56 ლარს (დაანგარიშებულს ტარიფით 0.461394); 2016 წლის 17 მაისის ხარჯთაღრიცხვიდან დგინდება, რომ ზიანის ოდენობა მთლიანობაში შეადგენდა 99.38 ლარს, საიდანაც მოპასუხე მხარემ ცნო 71.38 ლარი, რომელიც შეადგენს აღდგენით სამუშაოებს და შრომის დანახარჯს, ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილს და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ხარჯს; 2017 წლის 30 ნოემბრის ხარჯთაღრიცხვიდან დგინდება, რომ ზიანის ოდენობა შეადგენს 883.58 ლარს, საიდანაც მოპასუხე მხარემ ცნო 454.36 ლარი, რომელიც შეადგენს აღდგენით სამუშაოებს და შრომის დანახარჯს, ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილს და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ხარჯის ნაწილს 239.23 ლარს (დაანგარიშებულს ტარიფით 0.461394); 2018 წლის 23 იანვრის ხარჯთაღრიცხვიდან დგინდება, რომ ზიანის ოდენობა შეადგენს 223.98 ლარს, საიდანაც მოპასუხე მხარემ ცნო 132.48 ლარი, რომელიც შეადგენს აღდგენით სამუშაოებს და შრომის დანახარჯს, ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილს და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ხარჯის ნაწილს 61.51 ლარს (დაანგარიშებულს ტარიფით 0.461394); 2018 წლის 09 თებერვლის ხარჯთაღრიცხვიდან დგინდება, რომ ზიანის ოდენობა შეადგენს 77.53 ლარს, საიდანაც მოპასუხე მხარემ ცნო 47.53 ლარი, რომელიც შეადგენს აღდგენით სამუშაოებს, შრომის დანახარჯს და ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილს.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 1479.32 ლარის ნაწილში. სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილში, რომელიც ცნო მოპასუხე მხარემ, ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის მოპასუხის მიერ მითითებული ტარიფით (0.461394) გაანგარიშების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ ცნობილ იქნა სასარჩელო მოთხოვნა მთლიანობაში 1480.20 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სადავოდ გამხდარ გაზის გაშვება-გამართვითი სამუშაოების ხარჯს, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, ამასთან, მოსარჩელემ არ წარმოადგინა აღნიშნული ხარჯის როგორც აუცილებელი ხარჯის, ასევე მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, ზიანის ოდენობის აღნიშნული ნაწილის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარემ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად ვერ განახორციელა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა. ასეთ მტკიცებულებად მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან თავდაპირველი დოკუმენტი ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით მხარის მიერ არ წარმოდგენილა. განსახილველ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვა არის მხოლოდ ერთობლიობაში დაჯამებული სხვადასხვა სახის ხარჯი და არა ის პირველადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დგება უკვე ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის მიერ აღიარებულ ნაწილში დააკმაყოფილებს სასამართლო მოთხოვნას სატრანსპორტო ხარჯთან დაკავშირებით. აქვე, საგულისხმოა, თავად მოსარჩელე მხარის მირ წარმოდგენილი 2014 წლის 26 ივნისის ბრძანება N26-დ, რომელიც განსაზღვრავს სატრანსპორტო ხარჯის გამოთვლის მეთოდს კომპანიის შიგნით. მითითებული ბრძანების შესაბამისად, სატრანსპორტო ხარჯი ხარჯთაღრიცხვაში განისაზღვრება მასალების ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 12 ლარისა. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო განხილვისას, თავად ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მასალების შესაბამისი პროცენტულობა არ არის აღნიშნულ გამოთვლის მეთოდთან თანხვედრაში. მოპასუხე მხარის მიერ ცნობილი იქნა სატრანსპორტო ხარჯი სწორედ 12 ლარის (მინიმალური ზღვარის) ნაწილში და შესაბამისად, აღნიშნული მოცულობის ზემოთ ხარჯის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელე მხარეს, რაც მისი მხრიდან ვერ განხორციელდა.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ტარიფთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სადავო არ გახადა გაბნეული გაზის მოცულობა და მხოლოდ ტარიფი გახადა სადავო, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ აღნიშნულზე იმსჯელებს. სასამართლო სხდომაზე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის მიერ გაბნეული გაზი დაანგარიშებული იქნა კომერციული ტარიფით ანუ მაქსიმუმი ტარიფით. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გაზის მილის დაზიანება მოხდა საცხოვრებელ რაიონში, სადაც მოსახლეობას და არა მხოლოდ კომერციულ სუბიექტს (სუბიექტებს) მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, დაზიანების შედეგად გაბნეული აირიც სწორედ იმ ტარიფით უნდა დაანგარიშდეს, რაც ღირს იმ სუბიექტებისთვის, ვისაც იგი მიეწოდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 24);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 25);
- ანგარიშ-ფაქტურა #171 (ს.ფ. 26);
- 16.03.2016 წლის წერილი (ს.ფ. 27);
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 28);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 29);
- ანგარიშ-ფაქტურა #219 (ს.ფ. 30);
- 28.03.2016 წლის წერილი (ს.ფ. 31);
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 32);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 33);
- ანგარიშ-ფაქტურა #363 (ს.ფ. 34);
- 23.05.2016 წლის წერილი (ს.ფ. 35);
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 24);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 25);
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 26);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 27);
- საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი (ს.ფ. 28);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 992-ე მუხლები;
საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობის საფუძველზე, შპს ,,ყ--------------------–--ის“ სარჩელი 1479.32 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ მისი ქმედების, აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი სადავოდ არ გამხდარა. მეტიც, წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 1479.32 ლარის ნაწილში, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილში, რომელიც ცნო მოპასუხე მხარემ, ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის მოპასუხის მიერ მითითებული ტარიფით (0.461394) გაანგარიშების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ ცნობილ იქნა სასარჩელო მოთხოვნა მთლიანობაში 1480.20 ლარის ოდენობით (მცირე უზუსტობა გამოწვეული ტარიფის გამრავლების დროს).
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხე მხარემ მოსარჩელე მხარეს უნდა აუნაზღაუროს დამდგარი ზიანი, ჯამში 1480.22 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის მიყენების ყოველი ეპიზოდი წარმოადგენს დამოუკიდებელ შემთხვევას და მათ მიმართ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გამოთვლა. მხარის მიერ საქმე(ებ)ზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შედგენს 100 ლარს (50 ლარი თითოეული გაერთიანებული საქმის ფარგლებში), ნაცვლად 300 ლარისა (6 ეპიზოდი, თითოეული მიმართ 50 ლარი).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 0.24 ლარის ოდენობით, ხოლო ვინაიდან ორი დამოუკიდებელი სარჩელის გაერთიანების შემდეგ, მოსარჩელეს სრულად არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, შპს ,,ყ--------------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 20.98 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1480.22 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------ი“-სათვის 1257.85 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 0.24 ლარის ანაზღაურება.
5. შპს ,,ყ--------------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 20.98 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე