განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
330100119002818438
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ---- ხ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ---- ს------- ძე დ------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 7-------------- ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–--–-- ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–-

 

ადვოკატი - მ-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 1 იანვარს, მ--–---- დ--------–--ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე ლ---- დ------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, 30 დღის ვადით. შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ლ---- დ------ს აეკრძალა მსხვერპლთან და მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება. ამის მიუხედავად, 2019 წლის 1 იანვარს, ლ---- დ------მა არ შესარულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მ--–---- დ--------–--ის საცხოვრებელ სახლთან მდებარე: თბილისი, ვ-–----–----–ას მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–-.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

2.1. 2019 წლის 1 იანვარს, თ---–--–-- ვ-–----–----–ას მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–- მცხოვრები მოქალაქის მ--–---- დ--------–--ის შეტყობინების საფუძველზე, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოსცა #0----- შემაკავებელი ორდერი იმავე მისამართზე მცხოვრები შვილიშვილის ლ---- დ------ის მიმართ.

 

2.2. შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე ლ---- დ------ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ აკრძალვას მოძალადე პირადად გაეცნო და მას გადაეცა ორდერის ასლი, რაც დასტურდება ორდერზე ლ---- დ------ის ხელმოწერით.

 

2.3. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–- გ-----ას ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, დაახლობით 01:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური დანაშაულის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი მ--–---- დ--------–--ე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში აღელვებულ მდგომარეობაში, ტიროდა და განმარტავდა, რომ 2019 წლის 1 იანვარს, ღამის საათებში ლ---- დ------მა იკამათა დედასთან, კამათის დროს იყო უკიდურესად აგრესიული, კარებს საფერფლე ესროლა და დააზიანა, აგინებდა ოჯახის წევრებს მათ შორის დაზარალებულსაც. მომხდარის გამო შეშფოთებული მ--–---- დ--------–--ე ჩავიდა ეზოში და გამვლელი მოქალაქის ტელეფონით დარეკა საპატრულო პოლიციაში. დაზარალებული აცხადებდა, რომ 2019 წლის 1 იანვრის ფაქტი, ლ---- დ------ის მხრიდან არ იყო ოჯახში დებოშის პირველი შემთხვევა, იგი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც მ. დ--------–--ეს, ასევე ოჯახის სხვა წევრებს. დაზარალებული ითხოვდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ბერკეტის გამოყენებას, რომელიც ლ---- დ------ს შეუზღუდავდა მსხვერპლთან მიახლოების უფლებას. დაზარალებულის განცხადების საფუძველზე და ოჯახში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გამოიცა შემაკავებელი ორდერი ლ---- დ------ის მიმართ. ორდერის ასლი გამოცემიდან რამდენიმე წუთში გადაეცა ლ---- დ------ს და განემარტა შეამაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვები, ორდერის მოქმედების ვადა, გასაჩივრების უფლება და ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვვაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩამოერთვა ხელწერილი.

 

2.4. 2019 წლის 1 იანვრის #0----- შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც ასახავს მსხვერპლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებულ ინფორმაციას,- დასტურდება, რომ მ--–---- დ--------–--ეს შვილიშვილი ლ---- დ------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე.

 

2.5. გამომძიებელმა ლ-–- ბ---ამ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ვ-–----–----–ას მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4-- ბინის დათვალიერებაში მონაწილეობდა მსხვერპლის და ბრალდებულის ოჯახის წევრი ე---------- დ------ი, რომელმაც ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით გამომძიებელ ლ-–- ბ---ას მიუთითა კარადაზე და განმარტა, რომ ლ---- დ------მა ოჯახში კონფლიქტის დროს აღნიშნულ კარადას ესროლა საფერფლე და კარი დააზიანა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მასში ასახული ინფორმაციის სიზუსტეს ხელმოწერით ადასტურებს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები ექსპერტ-კრმინალისტები, გამომძიებელი და ბრალდებულის ოჯახის წევრი - ე---------- დ------ი.

 

2.6. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, იმავე რიცხვში, დილის საათებში, თ---–--–-- ვ-–----–----–ას მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4------ პოლიციის განყოფილებაში შევიდა გამოძახება. მისამართზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შემაკავებელი ორდერით აკრძალულ ადგილზე - მსხვერპლის სახლის კართან დახვდა ლ---- დ------ი. საპატრულო ეკიპაჟის მიერ ,,112-ში“ გაკეთდა შეტყობინება შემაკავებელი ორდერის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გახდა საფუძველი პროცესში დამატებით ჩართულიყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება.

 

2.7. პატრულ-ინსპექტორ გ--–- ც---------ას ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, სამახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ,,112-დან’’ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თ---–--–-- ვ-–----–----–ას მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4------. საცხოვრებელი ბინის კართან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დახვდა ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდგომ გაირკვა ლ---- დ------ი, რომელიც კარზე აბრახუნებდა და სახლში შესვლას ითხოვდა. შემთხვევის ადგილზე გამოვლინდა, რომ რამდენიმე საათის წინ ლ---- დ------ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ამ უკანასკნელს აკრძალული ჰქონდა იმ სახლთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. შეტყობინების ინიციატორის ე---------- დ------ის განცხადებით ლ---- დ------ი აპირებდა ბინაში შესვლას, რის გამოც მან პოლიცია გამოიძახა. მისამართზე არსებული ვითარება მიუთითებდა მოძალადის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, რაც მყისიერად ეცნობა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებას, გამომძიებლების მიერ შემთხვევის ადგილზე მოხდა ლ---- დ------ის დაკავება.

 

2.8.პატრულ-ინსპექტორ თ------------საკიას ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, დილის საათებში ,,112’’-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ--–- ც---------ასთან ერთად გამოცხადდა თ---–--–-- ვ-–----–----–ას მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–-. ბინის კართან იდგა ლ---- დ------ი და აბრახუნებდა. ლ---- დ------მა პატრულ-ინსპექტორებს განუცხადა, რომ ცხოვრობდა მითითებულ ბინაში, რამდენიმე საათის წინ მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აკრძალული ჰქონდა აღნიშნულ საცხოვრებელ ბინასთან მიახლოება, რადგან მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა მსხვერპლი (ბებია) მ--–---- დ--------–--ე. მოძალადე აცხადებდა, რომ სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა და ამიტომ დაბრუნდა სახლში. მოძალადესთან გასაუბრების პროცესში საცხოვრებელი ბინის კარი გააღო შეტყობინების ინიციატორმა ე---------- დ------მა, რომელმაც გამოკითხვისას დაადასტურა, რომ ლ---- დ------ს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა დასახელებულ მისამართზე მიახლოება. ბინაში იმყოფებოდა მსხვერპლი მ--–---- დ--------–--ე. მ--–---- დ--------–--ემ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს განუცხადა, რომ ლ---- დ------ი ითხოვდა საცხოვრებველ ბინაში შესვლას და მსხვერპლთან გასაუბრებას, რაც ორდერით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენდა. შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე პოლიციის გადაწყვეტილებით ლ---- დ------ი დაკავებულ იქნა.

 

2.9. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ბ---- მ-------–---–ის და თ------ ჩ------ის ჩვენებებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, მსხვერპლის მ--–---- დ--------–--ის შეტყობინების საფუძველზე თ---–--–-- ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–-, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი შვილიშვილის ლ---- დ------ის მიმართ. მოძალადეს ორდერის პირობების თანახმად აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი მ--–---- დ--------–--ე ცხოვრობდა. შემაკავებელი ორდერის გაცემიდან რამდენიმე საათში, პოლიციის განყოფილებაში შევიდა მეორე შეტყობინება ლ---- დ------ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მისამართზე, თბილისი, ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #-- სადაც დახვდათ ლ---- დ------ი, მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მსხვერპლი, რომლის სახლთან მიახლოებაც მოძალადეს აკრძალული ჰქონდა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ლ---- დ------ი დააკავეს ბრალდებულის სახით შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტზე.

 

2.10.ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ლ---- დ------ი დაკავებულ იქნა თ---–--–-- ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–-. აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა იმ აკრძალულ ადგილს - მსხვერპლის საცხოვრებელ სახლს, სადაც ლ---- დ------ს შემაკავებელი ორდერის პირობის თანახმად აკრძალული ჰქონდა მიახლოება.

 

2.11. დაზარალებულმა მ--–---- დ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის მასშტაბი, რაც გამოწვეულია ოჯახური კავშირით ბრალდებულ ლ---- დ------თან, ამის მიუხედავად დაადასტურა, რომ შვილიშვილის ლ---- დ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფას მის მიმართ. მ. დ--------–--ემ ასევე დაადასტურა, რომ 2019 წლის 1 იანვარს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ლ---- დ------ს სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა დედასთან ე---------- დ------თან. მომხდარით შეშფოთებული მ--–---- დ--------–--ე ეზოში ჩავიდა და ტიროდა. ქუჩაში შემთხვევით გამვლელმა მოქალაქემ მისი დახმარების მიზნით დარეკა საპატრულო პოლიციაში. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ერთი თვის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის შემდეგ, იმავე დღეს ლ---- დ------ი მივიდა დაზარალებულის სახლთან ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #-- და სახლში შესვლის მიზნით კარზე აბრახუნებდა.

 

2.12. ბრალდებულის დედამ, მოწმე ე---------- დ------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2019 წლის 1 იანვარს, ლ---- დ------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი. მოწმის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერის დარღვევამდე, ლ---- დ------მა სახლიდან წაიღო პირადი ნივთები და წავიდა. ე---------- დ------ის განმარტებით შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მან თავად მიიწვია შვილი ლ---- დ------ი სახლში, რადგან ამ უკანასკნელს სხვაგან არსად ჰქონდა წასასვლელი, უთხრა რომ პოლიციაში დარეკავდა და მათი ნებართვით შეიყვანდა სახლში. მისი მიწვევით ლ---- დ------ი სახლის კართან ელოდებოდა პოლიციას, რომელიც მალევე მოვიდა და იგი დააკავა.

 

2.13.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა მოწმე ე---------- დ------ის 01.01.2019 წლის გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,...პოლიციის განყოფილებიდან ლ----ი დაბრუნდა სახლში და განაცხადა, რომ ბებიამისის მ----- დ--------–--ის შეტყობინების საფუძველზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მას უკრძალავდა ჩვენს სახლში მოსვლას, აღნიშნულის გამო ლ----მა წაიღო ტანსაცმელი და წავიდა. მისი წასვლის შემდეგ დედაჩემი დარუნდა სახლში, ხოლო მისი დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ საათში ლ----ი მოვიდა ჩვენთან სახლში მისამართზე, ქ. თბილისი, ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–-, მან დაიწყო კარებზე ბრახუნი და ყვიროდა, რომ შემოგვეშვა სახლში. აღნიშნულ მომენტში სახლში იმყოფებოდა დედაჩემი მ----- დ--------–--ე, მცირეწლოვანი შვილი ო---- დ------ი და ჩემი უფროსი შვილი ზ------ დ------ი. ვინაიდან ლ---- დ------ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და მას ეკრძალებოდა იმ საცხოვრებელ სახლთან მიახლოება რომელშიც ცხოვრობდა დედაჩემი მ----- დ--------–--ე მე გადავწყვიტე, რომ სიტუაციის გამძაფრებისაგან თავის არიდების მიზნით დამერეკა 112-ში და მეცნობებინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მალევე ადგილზე მოვიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ლ----ი იმყოფებოდა კარებთან და აბარახუნებდა კარზე...“. მოწმე ე---------- დ------მა დაადასტურა გამოკითხვის ოქმის ბოლოს ტექსტზე ,,ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, ვეთანხმები, ვაწერ ხელს“ ხელმოწერის კუთვნილება და ნამდვილობა, ამავე დროს ლოგიკური და გონივრული დასაბუთების გარეშე უარყო გამოკითხვის ოქმის ზემოაღნიშნული შინაარსი, მოწმის ამგვარი წინააღმდეგობრივი პოზიცია მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე, ოჯახის წევრის - ბრალდებულის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით დაამახინჯოს რეალური ფაქტები. მოწმის განწყობაზე ბრალდებულის ,,გადარჩენის“ მიზნით ზეპირ ჩვენებაში მოეხდინა ფაქტების დამახინჯება და უარყოფა, მოწმობდა მისი დაბნეული ქცევა სხდომის დარბაზში და ხშირ შემთხვევაში განზრახ თავის არიდება არსებით კითხვებზე პასუხის გაცემაზე. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ ე---------- დ------ი ზეპირ ჩვენებაში ფაქტებს გადმოსცემდა არადამაჯერებლად და არაარგუმენტირებულად, რამაც გააჩინა გონივრული ეჭვი ზეპირი ჩვენების არასარწმუნოობაზე. სასამართლომ მოწმე ე---------- დ------ის ზეპირი ჩვენება და გამოკითხვის ოქმი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასა და გამოიტანა დასკვნა, რომ გაზიარებულ უნდა იქნეს გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაცია, ვინაიდან იგი განსხვავებით მოწმის ზეპირი ჩვენებისა, თანხვედრაშია მოწმე პოლიციელების და დაზარალებულის ზეპირ ჩვენებებთან, რომლებიც დამაჯერებლად გადმოსცემდენ ფაქტებს იმის შესახებ, რომ ლ---- დ------ი მსხვერპლის საცხოვრებელი სახლის კარზე აბრახუნებდა და ითხოვდა სახლში შესვლას.

2.14.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.14.1. ბრალდებულმა ლ---- დ------მა ჩვენებაში, შესავალ და დასკვნით სიტყვაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 1 იანვარს, დაზარალებულის მ--–---- დ--------–--ის შეტყობინების საფუძველზე მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ამ ორდერის საფუძველზე მას 1 თვის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, ასევე დაადასტურა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, რამდენიმე საათში იგი მივიდა დასახელებულ მისამართზე სადაც მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით. აღნიშნულის დადასტურების მიუხედავად ბრალდებულმა წარდენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4------ მისვლა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებით ახსნა, ერთი მხრივ ბრალდებული შესავალ სიტყვაში ადასტურებდა, რომ იგი მსხვერპლის ბინაში მივიდა იმის გამო, რომ სციოდა და ტანსაცმელი - ქურთუკი ესაჭიროებოდა, მეორე მხრივ ჩვენებაში და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ბინასთან დედის ე---------- დ------ის მიწვევით მივიდა და იგი ამ მიწვევას დასთანხმდა, ვინაიდან სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა.

 

2.14.2. ბრადებულის ვერსია, თითქოს შემაკავებელი ორდერის დარღვევა გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. მოწმე პოლიციელებმა დამაჯერებლად და დარწმუნებით განაცხადეს, რომ დაზარალებულის სახლის კართან მდგომი მოძალადე ლ---- დ------ი კლიმატის შესაფერისად ქურთუკით იყო შემოსული, მოწმეთა ამ დამაჯერებელი ჩვენების შემდეგ ბრალდებულმა სტრატეგია შეცვალა და განაცხადა, რომ იგი აკრძალულ ადგილთან - მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მივიდა დედის ე---------- დ------ის მოწვევით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის დედამ შეცვალა გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია და სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მართლაც მან მიიწვია შვილი ბინაში, იმ მიზნით, რომ პარალელურ რეჟიმში დაერეკა პოლიციისთვის და გაერკვია საკითხი, რამდენად შესაძლებელი იყო ლ---- დ------ი დაბრუნებულიყო სახლში, რადგანაც სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა, ე---------- დ------ის და ლ---- დ------ის ამ ჩვენებას გამორიცხავს ნივთიერი მტკიცებულება ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის შეტყობინების ინიციატორის ე---------- დ------ის ხმა და ზარის შინაარსი, აუდიო ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოწმის და ბრალდებულის ჩვენებას პოლიციის გამოძახების მიზანთან მიმართებაში. ნივთიერი მტკიცებულების ,,112-ის ჩანაწერებით დგინდება, რომ ე---------- დ------მა დროის მცირე მონაკვეთში ორჯერ დარეკა აღშფოთებული ხმით ,,112-ში“, პირველი ზარის დროს იგი აცხადებდა, რომ ლ---- დ------ს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და ითხოვდა დახმარებას, მეორე ზარის დროს იგი ასევე ითხოვდა პოლიციის გამოცხადებას ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4--–-. პოლიციაში დარეკვის მიზანი რომ არ იყო კონსულტაციის გაწევა, დასტურდება როგორც აუდიო ჩანაწერის, ასევე მოწმე ე---------- დ------ის გამოკითხის ოქმის შინაარსიდან, რომელიც სასამართლომ გაიზიარა. გარდა აღნიშნულისა, პოლიციელები რომლებიც ე---------- დ------ის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე არ ადასტურებენ, რომ მათი გამოძახება ემსახურებოდა კონსულუტაციის გაწევის მიზანს, პირიქით, მოწმეთა ჩვენებები მოწმობს იმ ფაქტს, რომ შეტყობინების ინიციატორმა ე---------- დ------მა პოლიცია გამოიძახა იმის დასაფიქსირებლად, რომ ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს.

 

2.14.3.ბრალდებულის პოზიციის არათანმიმდევრულობა ასევე გამოვლინდა სხვა ნაწილშიც, ლ---- დ------ი ერთი მხრივ უარყოფს დანაშაულის განზრახ ჩადენას და აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა გააზრებული შემაკავებელი ორდერის არსი, მეორე მხრივ განმარტავს, რომ მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობა და მივიდა ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4------ რადგანაც არ ეთანხმებოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს. მოწმე ლ-–- გ-----ას ჩვენებით დასტურდება, რომ შემაკავებელი ორდერის ასლი გამოცემიდან რამდენიმე წუთში გადასცა ლ---- დ------ს და განუმარტა შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვები, ორდერის მოქმედების ვადა, გასაჩივრების უფლება. ასევე ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გამომძიებლის მიერ მოყვანილი გარემოებები შემაკავებელი ორდერის გაცნობასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ ლ---- დ------ს გათვითცნობიერებული ჰქონდა შეზღუდვის არსი, დასტურდება სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით ლ---- დ------ის ხელწერილით,- 2019 წლის 1 იანვარს, 04:01 საათზე მოძალადეს ჩამოერთვა შემდეგი შინაარსის ხელწერილი ,,გადმომეცა შემაკავებელი ორდერის ასლი, განმემარტა აღნიშნული შემაკავებელი ორდერის შედეგად ჩემს მიმართ დაწესებული აკრძალვები. აღნიშნული აკრძალვების შემდგომ ჩემს მიმართ მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისგების შესახებ’’. გარდა აღნიშნულისა, შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ლ---- დ------მა ჩაიბარა აღნიშნული დოკუმენტი, რაც შეეხება საკითხს რამდენად არსებობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის სამართლებრივი წინაპირობა - სასამართლო განმარტავს, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელშიც ასახულია მსხვერპლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით და გამომძიებლის ლ-–- გ-----ს ჩვენებით არსებობდა სამართლებრივი საფუძველი დაცვის მექანიზმის შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებობაზე, აქვე სასამართლო ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გარემოებას, შემაკავებელი ორდერით, რომლის ასლიც მოძალადეს გადაეცა და გაეცნო, მკაფიოდ განმარტებულია შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების ვადა და წესი, თუმცა ლ---- დ------ს იგი არ გაუსაჩივრებია, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ორდერის გამოცემის საფუძველი მისთვის სადავო არ ყოფილა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- დ------ს გაცნობიერებული ჰქონდა, როგორც მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის არსი, ასევე მისთვის დაწესებული აკრძალვის ფაქტი, ამის მიუხედავად მან განზრახ დაარღვია ორდერით დაწესებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მ--–---- დ--------–--ის საცხოვრებელ სახლთან თ---–--–-- ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #4------ და კატეგორიულად მოითხოვდა ბინაში შესვლის უფლებას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი კი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

3.4. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება - ბებია. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოძალადე ლ---- დ------ი არის მსხვერპლის მ--–---- დ--------–--ის შვილიშვილი, ამდენად - სახეზეა ოჯახური დანაშაული.

 

3.5.სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 1 იანვარს, ლ---- დ------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულება: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ლ---- დ------მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და ორდერის გამოცემის დღესვე 2019 წლის 1 იანვარს მივიდა მსხვერპლის სახლთან: თ---–--–-- ვ-–----–----–------------, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #-- და კატეგორიულად მოითხოვდა სახლში შეშვებას. ლ---- დ------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ---- დ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი, ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და დაზარალებულის მოწყვლადობა ასაკის გამო.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს: ქმედების ჩადენას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, დანაშაულის რეციდივს, დაზარალებულის მოწყვლადობას მისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (ხანდაზმული - 81 წლის).

 

5.4. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით ლ---- დ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სასამართლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ლ---- დ------ს უნდა დაენიშნოს სამართლიანი, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სასჯელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ლ---- დ------ის თვითშეგნების ამაღლება და დამნაშავე პირის სამომავლო პრევენცია.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი და ,,112-დან“ გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი ელექტრონულ დისკებზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- დ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი. ლ---- დ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ლ---- დ------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათი.

 

3. ლ---- დ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 12 ივნისიდან.

 

4. გაუქმდეს ლ---- დ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

5.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა