განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003029835
საქმე №1-448/2019
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა-–-------------------ის
ადვოკატის _ ზ---------------ის
მონაწილეობით, ბრალდებულ კ------ ს------ის დასწრების გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170220918001 საქმე :
ბრალდებულ კ------ ს------ის მიმართ
მამის სახელი: მ----–---
დაბადებული: 2--------- წელს
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
პასპორტის ნომერი: U--------
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------------–---
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი - მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია - ორი ეპიზოდი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის აგვისტოს თვეში, თ--------------------–---ში რეგისტრირებულმა კომპანია - „ლ-----------მა“ ყაზახეთის რესპუბლიკაში ფოლადის ნაწარმის ტრანსპორტირებისათვის დაიქირავა თ--------------------–---ში რეგისტრირებული გადამზიდი კომპანია „ბ--–---–-----------–--ი“. „ლ-----------სა“ და "ბ--–---–-----------–--ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ბ--–---–-----------–--ს“ უნდა უზრუნველყო 2018 წლის 10 სექტემბრამდე ლითონის ნაწარმის ყაზახეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირება საქართველოს გავლით. „ბ--–---–------------–--მა“ ლითონის ნაწარმის ტრანსპორტირებისათვის დაიქირავა მძღოლი - ჯ------ ჩ-----ი, რომელმაც 2018 წლის 21 აგვისტოს „ბ--–---–-----------–--ის“ კუთვნილი MERCEDES-BENZ”-ის ფირმის სატვირთო ავტომანქანით (სახ.ნომ. 2------) და მისაბმელით (სახ.ნომ: 0------), რაზეც მოთავსებული იყო „ლ-----------სის“ კუთვნილი ლითონის ნაწარმი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, საიდანაც უნდა მომხდარიყო ყაზახეთის რესპუბლიკაში ტვირთის ტრანსპორტირება. საქართველოში შემოსვლის შემდეგ „ბ--–---–-----------–--ის“ კუთვნილი ავტომანქანის მძღოლს - ჯ------ ჩ-----ს შეექმნა პრობლემები ვიზის აღებასთან დაკავშირებით, რის გამოც ამ უკანასკნელმა დატოვა საქართველოს საზღვარი, ხოლო ავტომანქანა, მისაბმელი და მასზე არსებული ფოლადის ნაწარმი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დატოვა ქ. ხაშურში, ტრაილერებისათვის განკუთვნილ ავტოსადგომზე. 2018 წლის სექტემბრის თვეში, „ბ--–---–-----------–--სა“ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ------ ს------ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კ------ ს------ს მიეცა ნებართვა საქართველოში არსებული „ბ--–---–-----------–--ი“-კუთვნილი “MERCEDES-BENZ”-ის ფირმის სატვირთო ავტომანქანა (სახ.ნომ.2------), ავტომანქანის მისაბმელი (სახ.ნომ:0------), და მასზე არსებული ფოლადის ნაწარმი გადაეტანა ყაზახეთის რესპუბლიკაში. კ------ ს------მა, საქართველოში შემოსვლის შემდეგ შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - ჰ-–-- ბ-–-------ს და მოატყუა, რომ საკუთრებაში ჰყავდა ავტომანქანა თავისი მისაბმელით და ყიდდა, რის შემდგომაც, 2018 წლის 18 სექტემბერს, კ------ ს------მა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული „ბ--–---–-----------–--ი“-ს კუთვნილი “MERCEDES-BENZ”-ის ფირმის 70 000 (სამოცდაათიათას) ლარად ღირებული სატვირთო ავტომანქანა (სახ.ნომ.2------), თავისი მისაბმელით (სახ.ნომ:0------), ავტომანქანის მესაკუთრესთან შეუთანხმებლად, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად 8 000 (რვა ათას) აშშ დოლარად, გაასაღა ქალაქ ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ-–-- ბ-–-------ზე, რითაც „ბ--–---–-----------–--ს“ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. 2018 წლის აგვისტოს თვეში, თ--------------------–---ში რეგისტრირებულმა კომპანია - „ლ-----------მა“ ყაზახეთის რესპუბლიკაში ფოლადის ნაწარმის ტრანსპორტირებისათვის დაიქირავა თურქეთში რეგისტირირებული გადამზიდი კომპანია „ბ--–---–-----------–--ი.“ „ლ-----------სა“ და „ბ--–---–-----------–--ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ბ--–---–-----------–--ს“ უნდა უზრუნველყო, 2018 წლის 10 სექტემბრამდე ლითონის ნაწარმის ყაზახეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირება საქართველოს გავლით. „ბ--–---–-----------–--მა“ ლითონის ნაწარმის ყაზახეთში ტრანსპორტირებისათვის დაიქირავა მძღოლი - ჯ------ ჩ-----ი, რომელმაც 2018 წლის 21 აგვისტოს, „ბ--–---–-----------–--ის“ კუთვნილი „MERCEDES-BENZ”-ის ფირმის სატვირთო ავტომანქანით (სახ.ნომ.2------) და მისაბმელით (სახ.ნომ:0------), რაზეც მოთავსებული იყო „ლ-----------ის“ კუთვნილი ლითონის ნაწარმი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, საიდანაც უნდა მომხდარიყო ყაზახეთის რესპუბლიკაში ტვირთის ტრანსპორტირება. საქართველოში შემოსვლის შემდეგ, „ბ--–---–-----------–--ის“ კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის მძღოლს - ჯ------ ჩ-----ს შეექმნა პრობლემები ვიზის აღებასთან დაკავშირებით, რის გამოც ამ უკანასკნელმა დატოვა საქართველოს საზღვარი, ხოლო ავტომანქანა, მისაბმელი და მასზე არსებული ფოლადის ნაწარმი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დატოვა ქ. ხაშურში, ტრაილერებისათვის განკუთვნილ ავტოსადგურზე. 2018 წლის სექტემბრის თვეში „ბ--–---–-----------–--სა“ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ------ ს------ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კ------ ს------ს მიეცა ნებართვა საქართველოში არსებული „ბ--–---–-----------–--ი“-ს საკუთრებაში არსებული „MERCEDES-BENZ”-ის სატვირთო ავტომანქანით (სახ.ნომ.2------), მისაბმელი (სახ.ნომ: 0------) და მასზე არსებული ფოლადის ნაწარმი გადაეტანა ყაზახეთის რესპუბლიკაში. კ------ ს------ი საქალთველოში შემოსვლის შემდგომ შეხვდა ჯემალ საგინაძეს და მოატყუა, რომ ჰქონდა ჯართი და სურვილის შემთხვევაში ჩააბარებდა. რის შემდეგაც, კ------ ს------მა, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული „ბ--–---–-----------–--ის“ კუთვნილ ავტომანქანაზე დასაწყობებული 45 500 (ორმოცდახუთი ათას ხუთას) ლარად ღირებული ფოლადის ნაწარმი, 2018 წლის 17 სექტემბერს, ქ. ბათუმში მესაკუთრესთან შეუთანხმებლად, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად 6 700 (ექვსი ათას შვიდას) ლარად გაასაღა ჯ---------------ეზე, რითაც „ბ--–---–-----------–--ს“ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------ ს------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ :
6. შპს შპს „ბ--–---–-----------–--სის“ წარმომადგენლის მ--------- ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ჰ-–-- ბ-–-------ის, ი----------–--------–---ის, დ-------------ის, ჯ---------------ის, ო---------ს, შ---–------–---ის, ს-------------–----ს, ნ---------------ის, მ----------–-----ის, ჯ------ ჩ-----ის გამოკითხვის ოქმებები; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; ავტომანქანის მისაბმელის დათვალიერების ოქმი; ლითონის ფურცლების დათვალიერების ოქმი; ავტომანქანის ამოღების ოქმი; კ------ ს------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები; ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები; საქართველოს შსს საესპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N854/ს დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის გამწევი “MERCEDES-BENZ AXOR 1840 თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით 2------ საცალო სარეალიზაციო ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 45 000 ლარს, ხოლო ნახევარმისაბმელის SERIN, თურქეთის სახელმწიფო სანომრე ნიშნით 0------ საბაზრო ღირებულება შეადგენს 25 000 ლარს; საქართველოს შსს საესპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N853/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოლადის ფურცლის და 26 ცალი ფოლადის ფურცლის საერთო საბაზრო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 45 500 ლარს; შპს "ბ--–---–-----------–--ის" დირექტორის განცხადება თანდართული მინდობილობით; სატვირთო ავტომანქანის და მისაბმელის მოწმობები; კ------ ს------ის მიერ ბ-–-------ის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილი; შპს "ლ-----------ის" კუთვნილი ლითონის ფურცლების ინვოისი და შეფუთვის სია; შპს "ბ--–---–-----------–--სა" და შპს "ლ-----------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება; მ--------- ბ--------–--ის გაცხადება; შპს"ბალთაშ მედენჯილეის" წარმომადგენლობაზე გაცემული მინდობილობა; "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან ამოღებული დოკუმენტაცია, ინფორმაცია საზღვრის კვეთის თაობაზე; მ--------- ბ--------–--სა და კ------ ს------ს შორის "ვოცსაპით" განხორციელებული მიმოწერები; ჰ-–-- ბ-–-------სა და ო---------ს შორის "ვოცსაპით" განხორციელებული მიმოწერები; ნივთიერი მტკიცებულებები.
7. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
8. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
9. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
10. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ------ ს------ის ბრალდების დადასტურება.
11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
14. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
15. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
16. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
17. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
19. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ------ ს------მა ჩაიდინა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია - ორი ეპიზოდი - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :
20. კ------ ს------ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა - თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას.
21. კ------ ს------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
23. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
24. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
25. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
26. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
27. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
28. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
29. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------ ს------ს, დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
30. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ------ ს------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
31. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ჰ-–-- ბ-–-------ისაგან ამოღებული „MERCEDES”-ის ფირმის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით 2------ და მისაბმელი სახელმწიფო სანომრე ნიშნით 0------, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობები გასაღები, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ასევე ლოგიტრანისის კუთვნილი ლითონის ფურცლები, რაც შესანახად ჩაბარებული აქვს ჯ---------------ეს (მის.: ქ. ბათუმი, გ-------–------–--------------) - უნდა დაუბრუნდეს დაზარალებული ორგანიზაციის შპს „ბ--–---–-----------–--ის“ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სატვირთო ავტომანქანის, ავტომანქანის მისაბმელის და ლითონის ფურცლების დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, შაჰიმ ბ-–-------ის მობილური ტელეფონიდან და ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი მიმოწერები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, მ--------- ბ--------–--ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ გაბრიელ ბაჯელიძესთან - უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 189-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული კ------ მ----–---ის ძე ს------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, კ------ ს------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
მსჯავრდებულ კ------ ს------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
კ------ ს------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - ჰ-–-- ბ-–-------ისაგან ამოღებული „MERCEDES”-ის ფირმის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით 2------ და მისაბმელი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით 0------, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობები, გასაღები, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ასევე შპს "ლოგიტრანისის" კუთვნილი ლითონის ფურცლები, რაც შესანახად ჩაბარებული აქვს ჯ---------------ეს (მის.: ქ. ბათუმი, გ-------–------–--------------) - დაუბრუნდეს დაზარალებული ორგანიზაციის შპს „ბ--–---–-----------–--ის“ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სატვირთო ავტომანქანის, ავტომანქანის მისაბმელის და ლითონის ფურცლების დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, შაჰიმ ბ-–-------ის მობილური ტელეფონიდან და ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი მიმოწერები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, მ--------- ბ--------–--ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ გაბრიელ ბაჯელიძესთან - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი