გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
330210119002921857
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6886-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - ლ-–- გ---–--

წარმომადგენელი - ზ-------------–-–---–-

 

მოპასუხე - გ------- მ------–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------- მ------–-–---–ს მოსარჩელე ლ-–- გ---–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 900 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2019 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისში მ--------ს ქუჩაზე მოსარჩელე ლ-–- გ---–--ს, რომელიც მოძრაობდა „მ-–----–---------------თი“, სახელმწიფო ნომრით L-------- შეეჯახა უკუსვლით ეზოს მხრიდან ცენტრალური ქუჩისკენ მიმავალი ავტომანქანა „მ------“ სახელმწიფო ნომრით C-------- , რომელსაც მართავდა მოპასუხე გ------- მ------–-–---–ი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჯახებაში ბრალეულ პირად მიჩნეული იქნა გ------- მ------–-–---–ი. გ------- მ------–-–---–ს 2019 წლის 3 იანვარს ალკოჰოლურ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება 6 თვის ვადით და მოცემულ მომენტში სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მართვის უფლების გარეშე, შესაბამისად იგი დაჯარიმებული იქნა სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე 3 ნაწილით.

 

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე საპატრულო პოლიციის მიერ მოპასუხე გ------- მ------–-–---–ის მიმართ გამოწერილი იქნა საჯარიმო ქვითარი. მოპასუხე გ------- მ------–-–---–მა 2019 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისში მ--------ს ქუჩაზე მოსარჩელე, ლ-–- გ---–--ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე შეჯახებით დააზიანა მ-–----–---------------, კერძოდ ავტომანქანის მარჯვენა უკანა ფრთა და მარჯვენა წინა კარი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მოსარჩელე ლ-–- გ---–--სთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 900 ლარს. სარჩელის მომზადებისთვის და მისი სასამართლოში წარდგენისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა გარკვეული ფინანსური ხარჯები, კერძოდ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნისთვის 241 ლარი, საჯარო რეესტრიდან მოპასუხის ქონების თაობაზე ცნობების აღებისთვის 21 ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან სატრანსპორტო საშუალებაზე ცნობის აღებისთვის 21 ლარი, წარმომადგენელზე რწმუნებულების გაცემისთვის 13.80 ლარი, უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, სარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, საადვოკატო მომსახურებისთვის 500 ლარი, ჯამში 896.80 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ------- მ------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონდა ისეთ დაზიანებას, რომელიც გამოიწვევდა ზიანის მიყენებას მოსარჩელის ავტომანქანაზე 900 ლარის ოდენობით. მათ ადგილზე, პატრულის თანდასწრებით, ზედაპირულად შეისწავლეს დაზიანებები და თავად მოსარჩელემ განაცხადა, რომ 300 ლარის დაზიანებები იყო დაახლოებით და ანგარიშის გაწევის მიზნით 50 ლარს დაუკლებდა და საპატიოდ ჩაუთვლიდა. შესაბამისად, შეთანხმდნენ, რომ აანაზღაურებდა 250 ლარის ოდენობით მიყენებულ ზიანს, რადგან ზიანი რეალურად გაცილებით ნაკლებსაც შეადგენდა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აქვს მხოლოდ 250 ლარის ოდენობით და დღეს მოსარჩელის მოთხოვნილი თანხა - 900 ლარის ოდენობით სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისში მ--------ს ქუჩაზე მოსარჩელე ლ-–- გ---–--ს, რომელიც მოძრაობდა „მ-–----–---------------თი“, სახელმწიფო ნომრით L-------- შეეჯახა უკუსვლით ეზოს მხრიდან ცენტრალური ქუჩისკენ მიმავალი ავტომანქანა „მ------“ სახელმწიფო ნომრით C--------, რომელსაც მართავდა მოპასუხე გ------- მ------–-–---–ი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჯახებაში ბრალეულ პირად მიჩნეული იქნა გ------- მ------–-–---–ი და დაჯარიმდა 1000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პატაკი (ს.ფ. 17);

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდეგი მახასიათებლებით: მოდელი - M------------, სახელმწიფო ნომერი - C------, წარმოადგენს მოპასუხე გ------- მ------–-–---–ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 37-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ლ-–- გ---–--ს მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი შეადგენს 900 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მოსარჩელე ლ-–- გ---–--ს კუთვნილი ავტომანქანის, მახასიათებლებით: M-------------------, სახელმწიფო ნომრით L--------, სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებების საერთო ღირებულებამ შეადგინა 900 ლარი. აღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ მოპასუხე მხარემ მხოლოდ განმარტების სახით აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მოსარჩელესთან სიტყვიერი საუბრის დროს, მოსარჩელემ მიუთითა, რომ არსებული დაზიანებების საერთო ღირებულება არ აღემატებოდა 300 ლარს, 50 ლარს პატიობდა, შეთანხმების საფუძველზე, მას ზიანი უნდა აენაზღაურებინა მხოლოდ 250 ლარის ოდენობით. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, ვინაიდან მისი ზეპირი განმარტება არ არის არგუმენტირებული სათანადო მტკიცებულებებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო ზიანის ოდენობასთან მიმართებაში მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, შესაბამისად, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გაიზიაროს მოსარჩელე მხარის, როგორც არგუმენტირებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პატაკი (ს.ფ. 17);

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 18);

- ექსპერტის 2019 წლის 26 თებერვლის დასკვნა (ს.ფ. 21-29);

- სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 37-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–- გ---–--ს სარჩელი გ------- მ------–-–---–ის მიმართ, 900 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, ლ-–- გ---–--ს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ------- მ------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 100 ლარის, ამასთან, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების, კერძოდ, ექსპერტის მომსახურეობისთვის გადახდილი თანხის- 241.00 ლარის (იხ. სალაროს შემოსავლის ორდერი #1----- ს.ფ. 30), ცნობების გაცემის ღირებულების - 42.00 ლარის, რწმუნებულების გაცემის ღირებულების - 13.80 ლარის და იურიდიული მომსახურების ღირებულების - 36.00 ლარის (დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობა) ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან ლ-–- გ---–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო გ------- მ------–-–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - ,,M------------’’, სანომრე ნიშანი - C--------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გამოშვების წელი - 2---- საიდენტიფიკაციო ნომერი - B---------, ფერი - რუხი 1/8.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ლ-–- გ---–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ------- მ------–-–---–ს ლ-–- გ---–--ს სასარგებლოდ დაეკისროს 900 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე გ------- მ------–-–---–ს ლ-–- გ---–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტის მომსახურეობისთვის გადახდილი თანხის- 241.00 ლარის, ცნობების გაცემის ღირებულების - 42.00 ლარის, რწმუნებულების გაცემის ღირებულების - 13.80 ლარის და იურიდიული მომსახურების ღირებულების - 36.00 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე გ------- მ------–-–---–ს ლ-–- გ---–--ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე