გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/1620-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ზ--------------–-–---–ი
წარმომადგენლები - მ----------ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენლები - ი-------------------ე
მესამე პირი - ჯ-------------–------–---–ი
მესამე პირი - ე----------------–------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები (სარჩელი, 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:43:20):
1.1. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-----------ის №01.1-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №80255 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - ე----------------–------–---–ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ე----------------–------–---–მა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.
3.2. მოსარჩელე მხარისა და მესამე პირის - ე----------------–------–---–ის განმარტებით, ჯ-------------–------–---–ი გარდაიცვალა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 1 მარტის N--.---80 გადაწყვეტილებით ლენინის რაისაბჭოს აღმასკომს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები გამოეყო, რომელთა შორის იყო პრ---–------ის ქუჩა N69-დან N107-ის ჩათვლით მდებარე მიწის ნაკვეთები. 1990 წლის 2 ივლისს მიწის ნაკვეთების გეგმა გაიცა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 27 მაისის N--- გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პრ---–------ის ქუჩაზე მდებარე N41 მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა ჯ-------------–------–---–ს, ხოლო N42 მიწის ნაკვეთი - ზ--------------–-–---–ს.
მტკიცებულება: თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 1 მარტის N--.---80 გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-24), ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 27 მაისის N--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-20), მიწის ნაკვეთების გეგმა (ს.ფ. 27-29, 103, 104).
4.2. 2007 წლის 24 იანვარს ჯ-------------–------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, პრ---–------ის (ახლანდელი ზ--------ს) ქუჩა N69-დან N107-ის ჩათვლით, ჩ-------–---–ის ქუჩის მხრიდან N41 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 27 მაისის N--- გადაწყვეტილება, მიწის ქონების გადასახადის გადახდის ქვითარი, მიწის ნაკვეთის გეგმა, დისკები და აზომვითი ნახაზი (თავის დისკთან ერთად) წარედგინა.
მტკიცებულება: განცხადება, თანდართული დოკუმენტები (ს.ფ. 93, 94-100).
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, პრ---–------ის (ახლანდელი ზ--------ს) ქუჩა N69-დან N107-ის ჩათვლით, ჩ-------–---–ის ქუჩის მხრიდან 287 კვ.მ ფართობის N41 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N01.---1--9--001) ჯ-------------–------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა და გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 110, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 102, 101).
4.4. 2007 წლის 26 თებერვლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით ჯ-------------–------–---–მა ე----------------–------–---–ს აჩუქა ქალაქ თბილისში, პრ---–------ის (ახლანდელი ზ--------ს) ქუჩა N69-დან N107-ის ჩათვლით, ჩ-------–---–ის ქუჩის მხრიდან მდებარე 287 კვ.მ ფართობის N41 მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N01.---1--9--001. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-----------ის №01.1-------- გადაწყვეტილებით N01.---1--9--001 საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი ე----------------–------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა.
მტკიცებულება: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 75-79), განცხადება, თანდართული დოკუმენტები (ს.ფ. 73, 74-80), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-----------ის №01.1-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 89), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 91, 90).
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- გადაწყვეტილება ზ--------------–-–---–ის წარმომადგენელმა მ----------მა 2018 წლის 12 თებერვლის N9------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №80255 გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-13).
4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №80255 გადაწყვეტილებით ზ--------------–-–---–ის წარმომადგენელს მ----------ს 2018 წლის 12 თებერვლის N9------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №80255 გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-13).
4.7. საჯარო რეესტრის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს მომზადებული საკადასტრო რუკის მიხედვით, რომელზეც დატანილია 1990 წლის 2 ივლისს გაცემული მიწის ნაკვეთების გეგმა, N01.---1--9--001 საკადასტრო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მდებარეობა შესაბამისობაშია 1990 წლის 2 ივლისს გაცემული მიწის ნაკვეთების გეგმაზე დატანილი N41 მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და მდებარეობასთან, ხოლო ზ--------------–-–---–ის დაკვეთით ,,ალგეთის“ მიერ 2008 წლის 22 აპრილს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის შესაბამისობაში 1990 წლის 2 ივლისს გაცემული მიწის ნაკვეთების გეგმაზე დატანილ N42 მიწის ნაკვეთთან და N01.---1--9--001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს.
მტკიცებულება: საკადასტრო რუკა (ს.ფ. 174), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დანართი (ს.ფ. 25, 26), გეგმა (ს.ფ. 27-29).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია), საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბერის N800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია“
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- და 2----–-–-----------ის №01.1-------- გადაწყვეტილებების, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №80255 გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- გადაწყვეტილებისა და 2----–-–-----------ის №01.1-------- გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, მართლზომიერად განხორციელდა თუ არა ქალაქ თბილისში, პრ---–------ის (ახლანდელი ზ--------ს) ქუჩა N69-დან N107-ის ჩათვლით, ჩ-------–---–ის ქუჩის მხრიდან 287 კვ.მ ფართობის N41 მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.---1--9--001) ჯერ ჯ-------------–------–---–ის, ხოლო შემდგომ ე----------------–------–---–ის საკუთრების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- გადაწყვეტილების გამოცემის დროისათვის მოქმედებდა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენდა უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესსა და პირობებს, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს და განსაზღვრავდა საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესს.
მითითებული კანონის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია განმარტებული იყო, როგორც საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის სარეგისტრაციო განცხადებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე (მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტი), ხოლო უფლების დამადასტურებელ საბუთად მიიჩნეოდა კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას ან შეწყვეტას (მე-2 მუხლის ,,მ“ და ,,რ“ პუნქტები).
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდებოდა უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე. სარეგისტრაციო წარმოება დასტურდებოდა შემდეგი საბუთებით: ა) განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი; ბ) უძრავი ნივთების სააღრიცხვო ბარათი; გ) სარეგისტრაციო მოწმობა; დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ე) საკადასტრო გეგმა (მე-5 და მე-6 მუხლები). პირველადი რეგისტრაცია ხორციელდებოდა ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი საბუთის, ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადებისა და სხვა საბუთების საფუძველზე (მე-13 მუხლის პირველი პუნქტი).
მითითებული კანონი ასევე ადგენდა საკადასტრო გეგმის და საკადასტრო რუკის დეფინიციას, რომლის მიხედვით, საკადასტრო გეგმა განმარტებული იყო, როგორც ამონაბეჭდი საკადასტრო რუკიდან, რომელიც შესრულებული იყო ერთი მიწის ნაკვეთისათვის, ხოლო საკადასტრო რუკა - ნომენკლატურის მიხედვით, განსაზღვრულ მასშტაბში წარმოდგენილი უძრავი ნივთების ურთიერთგანლაგებისა და უფლებრივი დატვირთვის კარტოგრაფიული გამოსახულება (მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები). საკადასტრო გეგმა წარმოადგენდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და იყო საკადასტრო რუკიდან ამონაბეჭდი, რომელიც შესრულებული იყო ერთი მიწის ნაკვეთისათვის და წარმოადგენდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ საკადასტრო მონაცემების კარტოგრაფიულ გამოსახულებას. საკადასტრო რუკის საფუძველს წარმოადგენდა ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის არქივში არსებული ინფორმაცია, ურბანული დაგეგმარების ან არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია და საკადასტრო აზომვითი ნახაზი (მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მისი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის მიზნით, უძრავ ნივთს ენიჭებოდა საკადასტრო კოდი (მე-4 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, პრ---–------ის (ახლანდელი ზ--------ს) ქუჩა N69-დან N107-ის ჩათვლით, ჩ-------–---–ის ქუჩის მხრიდან 287 კვ.მ ფართობის N41 მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.---1--9--001) ჯ-------------–------–---–ის საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტის - ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 27 მაისის N--- გადაწყვეტილებისა და 1990 წლის 2 ივლისს გაცემული მიწის ნაკვეთების გეგმის საფუძველზე და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია და მდებარეობა შესაბამისობაში იყო მითითებული, 1990 წლის 2 ივლისის მიწის ნაკვეთების გეგმაზე დატანილ N41 მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და მდებარეობასთან (4.9 პუნქტი). ამდენად, დასტურდება, რომ ჯ-------------–------–---–ზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლება კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, ისევე, როგორც კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა ე----------------–------–---–ის უფლების რეგისტრაცია და მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა.
ამასთან, ზურიკო კობლიაშვილს არ გააჩნია ჯ-------------–------–---–ისა და ე----------------–------–---–ის სასარგებლოდ განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის ინტერესი, რამეთუ აღნიშნული რეგისტრაციით დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები არ ფარავს მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს.
7.3. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №01.1-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე სასამართლომ იმსჯელა რა არსებითად, მოსარჩელეს არ გააჩნია მასზე წარდგენილი საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ინტერესი.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე სასამართლო ხარჯები გადახდება მოსარჩელე მხარეს.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სარჩელის წარდგენის ეტაპზე არის შესრულებული (ს.ფ. 30-33).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ--------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია