განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002668567
საქმე N1-923/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
25 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ფრიდონ ქარცივაძე
ადვოკატი - ვალერიან გელბახიანი
ბრალდებული: ლაშა კახიანი
მამის სახელი: ვასილი
დაბადების თარიღი: 10.09.1996 წელი
პირადი ნომერი: 010240891830
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მე-3 მიკრო/რაიონი, კორპუსი N21, ბინა N73
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლი და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი;
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 ლ-–--------- ბრალად ედება ვ--–------------–---–-- განზრახ მკვლელობის მცდელობა და ვ-–---------------–---- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ „B-------- -ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ლ-–----------, დანის გამოყენებით მოკვლის განზრახვით მუცლის ღრუში შემავალი დაზიანებები მიაყენა ვ--–------------–---–-, ხოლო ვ-–---------------–---- დაზიანებები მიაყენა მარცხენა მხრისა და მარცხენა ბარძაყის არეში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვ--–------------–---–- გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
1.2 ბრალდებულმა ლ-–---------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა
2.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-–---------- ჩაიდინა ვ--–------------–---–-- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ვ-–---------------–---- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ „B-------- -ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ლ-–----------, დანის გამოყენებით მუცლის ღრუში შემავალი დაზიანებები მიაყენა ვ--–------------–---–-, ხოლო ვ-–---------------–---- დაზიანებები მიაყენა მარცხენა მხრისა და მარცხენა ბარძაყის არეში.
2.2 ლ-–---------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
2.3 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ვ--–------------–---–-- ჩვენების თანახმად, კლუბ ,-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ვ-–---------------–--- და ლ-–--------- საუბრობდნენ, რა დროსაც ლ-–---------- მათი საერთო ნაცნობი გოგონა ცუდად მოიხსენია, რაც არასასიამოვნო იყო. კლუბის მხარეს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ამ დროს ლ-–- და ვ-–--------- ძიძგილაობდნენ. ლ-–- თავი დაიძვრინა. დაინახა, რომ მას ხელში დანა ეჭირა, რომელიც რამდენჯერმე გაიქნია. შეეცადა მისთვის დანის წართმევას, მაგრამ ძირს დაეცა ზურგით. ლ-–-ც მას დაეცა სახით. წამოდგა და ნახა, რომ დაჭრილი იყო და გაიქცა. კონფლიქტი 10 წუთამდე გაგრძელდა. მ-----–--- როდის დაიჭრა არ იცის. საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ბრალდებულთან შერიგებულია და პრეტენზია არა აქვს. ბრალდებულს მათი მოკვლა, რომ სდომებოდა ხელს არაფერი უშლიდა.
2.4 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ვ-–---------------–---- ჩვენების თანახმად, კლუბ ,-------------- უკანა ტერიტორიაზე მას და ვ--–------------–---–- ლ-–- კ--------- მოუვიდათ კონფლიქტი. ჯიბეში დანა ედო. ტელეფონმა, რომ დარეკა ხელი ჯიბეში ჩაიყო. ამ დროს დანა ამოუვარდა, რომელიც ლ-–-მ აიღო. ჭრილობა ხელის და ბარძაყის არეში ლ-–-სთან ძიძგილაობის დროს მიიღო. დანა ვერ წაართვა. ვ-----– წაიქცა და მერე ლ-–-ც ზედ დაეცა. კონფლიქტში სხვა პირი არ მონაწილეობდა.
2.5 მოწმე დ--------–------–---–-ს ჩვენების თანახმად, ლ-–--------- ორ ბიჭთან ერთად ,--------------- ეზოში იმყოფებოდა. ერთ ბიჭს ლ-–- იღლიაში ჰყავდა ამოდებული და კეფაში ურტყამდა. შემდეგ ლ-–- დაიხარა, მაგრამ არ წაქცეულა. მის ხელში ბასრი საგანი დაინახა. ერთ-ერთმა ბიჭმა იყვირა - ,,დამჭრესო’’ და გაიქცა. მეორე პირმა ლ-–-ს ფეხი დაარტყა. ლ-–-ც ურტყამდა. ორივე წაიქცნენ. ლ-–- ზევიდან დაეცა. ლ-–- წამოდგა და ,,ბ----------ში“ შევიდნენ. დაცვის თანამშრომელმა უთხრათ, რომ უნდა წასულიყვნენ. გაზონზე, რომ გადადიოდნენ ვიღაცა მათი მიმართულებით იგინებოდა. ლ-–- მისკენ წავიდა. შემდეგ დაინახა, რომ ლ-–- პოლიციელებმა დააკავეს.
2.6 მოწმე გ-------------–---–--–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობდა ღამის კლუბ ,,ბ----------ს" დაცვის სამსახურში. 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში კლუბ „ბ----------ს“ წინ მდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც დაინახა, რომ ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც იყო საშუალო ტანის, ოდნავ სახეზე წვერით, თმა არ ჰქონდა, ეცვა ჯინსის შარვალი და შავი ზედა, დაჭრა ორი პირი. მათგან ერთი მუცლის არეში, მეორე ფეხის არეში.
2.7 ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა გ-------------–---–--–---–მა წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი, რომელმაც მისივე განმარტებით 2018 წლის 27 ივლისს, ღამით ქ. ბათუმში, დისკო კლუბ „ბ----------ს“ წინ მდებარე ტერიტორიაზე მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები რამდენიმე პირს, რის შემდეგაც იქვე იქნა დაკავებული პოლიციის მუშაკების მიერ.
2.8 გ-------------–---–--–---–ის მიერ ამოცნობილი პირი არის ბრალდებული ლ-–---------.
2.9 2019 წლის 15 იანვარს გაცემული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვ-–---------------–---- მაისურის (FCI423377) და ჯინსის შარვლის (FCI446494) ზედაპირებზე აღინიშნება მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვაროვნული კუთვნილება ლ-–---------ს (FCI446490) მოკლე სახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლ-–---------ს (FCI446490) მოკლესახლეობიანი მაისურის, ჯინსის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირზე აღინიშნება მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვაროვნული კუთვნილება ვ-–-------- მ-----–---- (FCI423377) მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
2.10 2018 წლის 29 აგვისტოს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემებით ვ--–------------–---–- მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში 27.07.2018 წელს, დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრამვა. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა საზარდულის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.11 2018 წლის 29 აგვისტოს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების თანახმად, ვ-–-------- მ-----–--- მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში 27.07.18 წ. დაესვა დიაგნოზი: ღია ჭრილობები, რომლებიც მოიცავს ზედა და ქვედა კიდურ(ებ) ის რამდენიმე მიდამოს. ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მხარზე და მარცხენა ბარძაყზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.12 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებისა /29.07.18 წ 11:06 სთ/ ლ-–--------- ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
3. წარდგენილი ბრალდების არსი:
3.1 ლ-–--------- ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ი-----–-------იას და გ------------–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ „B---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ლ-–----------, დანის გამოყენებით, ი-----–-------იას მოკვლის განზრახვით მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, ხოლო გ------------–--ეს, ასევე მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის გულ-მკერდის არეში მიაყენა შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება და ცდილობდა მიმალვას, რა დროსაც დაკავებულ იქნა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ი-----–-------ია და გ------------–--ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
3.2 ბრალდებულმა ლ-–---------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
4. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა
4.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-–---------- ჩაიდინა ი-----–-------იას და გ------------–--ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ „B---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ლ-–----------, დანის გამოყენებით, ი-----–-------იას მარცხენა ბარძაყის არტერიაში, ხოლო გ------------–--ეს გულმკერდის, მუცლის, მარცხენა ბარძაყის და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები.
4.2 ლ-–---------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
4.3 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, გ------------–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 27 ივლისს იმყოფებოდა კლუბ ,,ბ----------ში". ი-----–-------იამ გამოიყვანა კლუბიდან და უთხრა მისი მეგობრების - მ-----–---- და თ-----–---–ის დაჭრის თაობაზე. კლუბის წინა ტერიტორიაზე მათთან ერთად იყვნენ ს--–--------------–-ძე, მ---------------–---–ი და ქე-----------------–---–ი. გაბრაზებულმა დაიწყო გინება იმ პირის და მისი საცოლის მიმართ ვინც დაჭრა მისი მეგობრები. ლ-–- მათ მიუახლოვდა და ჰკითხა, თუ ვის აგინებდა. ამ დროს ი-----–-------იამ დაუწყო შებოჭვა. თვითონაც ცდილობდა დანის წართმევას. დანა მარჯვენა ხელში ეჭირა, მაგრამ შეეშინდა და იმ ხელზე რომელშიც დანა ეჭირა, ხელი ვერ მოჰკიდა. ძიძგილაობის და ჭიდაობის დროს მიიღო დანით დაზიანებები მარცხენა ხელის არეში, გულ-მკერდის არეში, მუცელში და ფეხში. გინება, რომ არ ყოფილიყო, ეს ამბავი არ მოხდებოდა.
4.4 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ი-----–-------იას ჩვენების თანახმად, გ------------–--ესთან ერთად იმყოფებოდა კლუბ ,,ბ----------ს" მიმდებარე ტერიტორიაზე. გოგონებიც იდგნენ დაახლოებით 10-15 მეტრში. გ------------–--ის უთხრა მათი მეგობრების დაჭრის თაობაზე. გ------------–--ემ დაიწყო გინება. ამ დროს მოტრიალდა ახალგაზრდა, რომელსაც დანა მარჯვენა ხელში ეჭირა, მათთან მივიდა და იკითხა ვის აგინებდნენ. შეეცადნენ მის შებოჭვას და დანის გაგდებას. ჭიდაობის დროს დანა მოხვდა არტერიაში, მარცხენა ბარძაყის არეში. თვლის, რომ ლ-–--------- მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგან შეეძლო გაეგრძელებინა თავდასხმა, რაც მან არ გააკეთა.
4.5 მოწმე ს--–--------------–-ძე ჩვენების თანახმად, 2018 წლის 27 ივლისს, კლუბ ,-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს იდგა გ------------–--ის გვერდით, დაახლოებით ერთ მეტრში. აქვე იყვნენ მ---------------–---–ი, ქ---------------–---–ი და გ--------------–--ე. მოულოდნელად მათთან მივიდა ბრალდებული, რომელსაც მანამდე გ------------–--ემ შეაგინა და იკითხა ,,ვის აგინებთო“. არ დასცალდათ პასუხი. ლ-–-მ დაჭრა გ------------–--ე გულმკერდის არეში, ხელში და ფეხში. ი-----–-------იაც დაჭრა, თუმცა მისი დაჭრა უშუალოდ არ დაუნახავს.
4.6 მოწმე მ---------------–---–ის ჩვენების თანახმად, გ------------–--ემ ი-----–-------იასაგან გაიგო, რომ მათი მეგობარი ბიჭები დაჭრილები იყვნენ, რაზეც გაბრაზდა და უწმაწური სიტყვებით მოიხსენია ლ-–- და მისი შეყვარებული. ცდილობდნენ მის დამშვიდებას. ლ-–-, რომ მივიდა მათთან იკითხა, თუ ვისი მისამართით იგინებოდნენ. გოგოები უკან გამოვიდნენ. ლ-–-მ პირველი ჭ-----ა დაჭრა, მეორე - ქ---–--ე. ქ---–--ის დაჭრა ხელის არეში დაინახა, თუმცა გულმკერდის არეც სისხლიანი ჰქონდა. ა-----–--ეც იქ იყო, თუმცა ის არ დაუჭრია. უშუალოდ ჭ-----ას როგორ დაარტყა დანა არ დაუნახავს.
4.7 მოწმე გ--------------–--ის ჩვენების თანახმად, ლ-–---------- ჩხუბის დროს დაჭრა ი-----–-------ია და გ------------–--ე. უშუალოდ მხოლოდ ი-----–-------იას დაჭრა დაინახა ფეხის არეში დანისმაგვარი ნივთით.
4.8 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ - პაკეტში წარწერით: „ ... ლ-–---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საკეცი დანა ...“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ N32) შეიცავს სისხლს. ობ N32-ის და დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N33) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–-------იას (ობ N55), ხოლო ობ N32 -ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის გ------------–--ეს (ობ N56).
4.9 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლ-–---------ს (FCI446490) მოკლესახლეობიანი მაისურის, ჯინსის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვაროვნული კუთვნილება გ------------–--ის მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
4.10 მოწმე ე----------------ის (ექიმი-ქირურგი) ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 27 ივლისს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, ჰემორაგიული შოკით მიიყვანეს ი-----–-------ია. მას დაზიანებული ჰქონდა ბარძაყის ზედაპირული, მაგისტრალური არტერია და დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. სამედიცინო დახმარების გაუწევლობა მის სიკვდილს გამოიწვევდა.
პაციენტის სამედიცინო ბარათიდან (N9---) ირკვევა, რომ ი-----–-------იას დაესვა დიაგნოზი: ბარძაყის არტერიის ტრამვა, კერძოდ, „ბარძაყის საერთო არტერიის გაორკაპებიდან დაახლოებით 3-4 მმ ში ბარძაყის ზედაპირული არტერიის ჭრილობა, პრაქტიკულად სრული წყვეტა...“.
4.11 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ი-----–-------იას დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. დაზიანების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ე-------–--–---–მა და კ--------------–-----–---–მა დაადასტურეს სასამართლო-სამედიცინო დასკვნის სისწორე.
4.12 2018 წლის 30 აგვისტოს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების თანახმად, გ------------–--ე მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში 27.07.18 წ. დაესვა დიაგნოზი: მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის სხვა სისხლძარღვების ტრამვა, ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში. ჰემოპერიტონეუმი: მარცხენამხრივი, ტრამვული პნევმოთორაქსი, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, მარცხენა იდაყვის მიდამოს ღია ჭრილობა. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდისა და მარცხენა ბარძაყის არეში, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
4.13 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (29.07.18 წ 11:06 სთ), ლ-–--------- ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1 სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–---------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, მაგრამ სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ლ-–---------ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს მკვლელობის განზრახვის არსებობას.
5.2 საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული.
5.3 სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და შედეგიან დელიქტს წარმოადგენს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, ხოლო მკვლელობის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
5.4 ქმედების განზრახ მკვლელობად (მკვლელობის მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ.
საქმის გარემოებების და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ლ-–--------- დროც ჰქონდა და საშუალებაც, რომ განზრახვა სისრულეში მოეყვანა. ამასვე ადასტურებენ დაზარალებულები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განაცხადეს, რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მათთვის კიდევ მიეყენებინა ჭრილობები, თუმცა მან ეს არ გააკეთა, როგორც ჩხუბის დროს, ისე ჩხუბის დასრულების შემდეგ. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ ლ-–--------- დაზარალებულების მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სახეზეა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხი, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, მაგრამ ანალოგიურ ვითარებაში, ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისათის მიყენებული ნებისმიერი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირდეს, მაშინ საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვეული მტკიცებულებები ადასტურებს არა ლ-–---------ს მხრიდან განზრახ მკვლელობის მცდელობას, არამედ მის მიერ ვ--–------------–---–--, გ------------–--ის, ი-----–-------იასათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ვ-–---------------–----ათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტს.
5.5 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ლ-–---------სათვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს მის სასარგებლოდ, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
5.6 რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომელიც უარყოფს არა მარტო მკვლელობის მცდელობას, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასაც და ლ-–---------ა და დაზარალებულებს შორის კონფლიქტს ,,ძიძგილაობას" უწოდებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ბრალდებული უარყოფდეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ძიძგილაობა’’ ერთგვარად ,,ჩხუბის“ სინონიმს წარმოადგენს, თუმცა ენობრივი განმარტების შესაბამისად, სახუმარო, არასერიოზულ ჩხუბს ნიშნავს.
სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რეალური ფიზიკური დაპირისპირება ლ-–---------ა და დაზარალებულებს შორის, რაც პირველ შემთხვევაში ლ-–---------ს მიერ დაზარალებულების ნაცნობის არაკორექტულმა მოხსენიებამ გამოიწვია, ხოლო მეორე შემთხვევა დაზარალებულების ვიქტიმურმა ქცევამ განაპირობა, კერძოდ, ლ-–---------სა და მისი საცოლის გინებამ და შეურაცხყოფამ.
აღნიშნული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში და ცივი იარაღის - დანის გამოყენებაში გამოიხატა (ლ-–--------- ხელში ეჭირა გაშლილი დანა, რომელსაც ჩხუბის დროს იქნევდა და რომლითაც მან დაჭრა დაზარალებულები). სასამართლო შესაძლებლად თვლის, რომ ჩხუბის მონაწილე დაზარალებულებს, არ ახსოვდეთ დაჭრის კონკრეტული მომენტი, თუმცა დანით დაჭრის ფაქტები დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით.
ამდენად, ჩხუბის, რომლის მონაწილე შეიარაღებულია ცივი იარაღით, ,,ძიძგილაობად’’ შეფასება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, ხოლო დაზარალებულების სხეულებზე სრულიად სხვადასხვა ადგილას დანით მიყენებული დაზიანებები, მთლიანად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ლ-–---------ს გაუფრთხილებლობით, დაზარალებულებმა დაზიანებები გულმკერდის არეში, ბარძაყის არტერიაზე, მუცლის ღრუში ჭრილობების სახით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ-–--------- არავითარი დაზიანება არა აქვს მიღებული. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას ქმედების განზრახ ჩადენის თაობაზე.
5.7. დაცვის მხარის პოზიციის არ გაზიარება ლ-–---------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ
სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ-–---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ვ--–----------–-------ს პოზიციას - წარდგენილი ბრალდების ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად შეფასების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა, რომლის ძირითადი კომპონენტია თავდასხმა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის მომგერიებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი მოგერიების მთავარი კომპონენტი - დაზარალებულების მხრიდან ლ-–- კ-------ე თავდასხმა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნიდა ლ-–- კახიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, არ არის სახეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩხუბი ლ-–---------ს მიერ დაზარალებულების ნაცნობის არაკორექტულმა მოხსენიებამ გამოიწვია. ასევე დაზარალებულების მოქმედება არ ატარებდა საშიშ ხასიათს ბრალდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რაც აუცილებელს გახდიდა მის მოსაგერიებლად დანის გამოყენებასა და სიცოცხლისათვის საშიშ ადგილებში მის დარტყმას, მით უმეტეს, რომ დანა თავიდანვე აღმოჩნდა ლ-–---------ს ხელში, ხოლო ვ-–---------------–---, რომელის მსუბუქად იყო დაიჭრილი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და ლ-–--------- დანით ხელში უპირისპირდებოდა მხოლოდ ვ--–------------–---–-.
5.8 სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის წარმოდგენილ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „------------ ექსპერტიზის დასკვნას №0------- (ექსპერტი ა-–-----------------ე), რომლის თანახმად, ი-----–-------იას სხეულის დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რადგან კომისიური ექსპერტიზის (ექსპერტები - ე-------–--–---–ი და კ--------------–-----–---–ი) დასკვნით და ექიმ-ქირურგის ე----------------ის ჩვენებით, რომელმაც სამედიცინო დახმარება გაუწია ი-----–-------იას, დადგენილია სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხი, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
6.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
6.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (იარაღის გამოყენებით) და შემამსუბუქებელ (შერიგებულია დაზარალებულებთან) გარემოებებს, ასევე ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ ლ-–--------- სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
2. ლ-–---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3. ლ-–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
4. ლ-–---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
5. ლ-–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ-–--------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, ლ-–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
8. მსჯავრდებულ ლ-–---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან.
9. ნივთმტკიცებები: ლ-–---------საგან აღებული სისხლის ნიმუში, ი-----–-------იასაგან აღებული სისხლის ნიმუში, გ------------–--ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, ვ-–---------------–----აგან აღებული სისხლის ნიმუში, ვ--–------------–---–--აგან აღებული სისხლის ნიმუში, ბრალდებულ ლ-–---------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თმის მაგვარი უცხო სხეული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდი, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ლ-–---------ს ტანსაცმელი და ე. წ ,,კეპი“, დაზარალებულ ვ-–---------------–---- ტანსაცმელი, მოწმე გ--------------–--ის ტანსაცმელი, დაზარალებულ გ------------–--ის ფეხსაცმელი, დაზარალებულ გ------------–--ის ტანსაცმელი, დაზარალებულ ვ--–------------–---–-- ტანსაცმელი (ფეხსაცმელი და წინდა), დაზარალებულ ვ-–---------------–---- მაისური, დაზარალებულ ი-----–-------იას ტანსაცმელი, დაზარალებულ ვ--–------------–---–-- პირადი ნოვთები, ბრალდებულ ლ-–---------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა და სანთებელა - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
კაფე-ბარ ,,----------დან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი ჩაწერილი ერთცალ DVD-R დისკზე, - შენახული იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი