განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
010100118002601519
დავის ტიპი
177 4 ბ , 177 3 ა
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N-------------------

ს--------------

განაჩენი

საქართველოს სახელით

05 აპრილი, 20-9 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე

სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–--------------------

ადვოკატი - პ------–-----

1. ბრალდებული: ი-----–--–--–---

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 1-.0-.19----–--–-

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------–--–---–---------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

2. ბრალდებული: მ---------–-–--–---

მამის სახელი: ბ-----

დაბადებული: 1-.0-.1-----–--–-

პირადი ნომერი: 6--0-0-3---

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდები არსი:

 

1.1 ი-----–--–--–---ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 20-8 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბათუმში, შ----------–--–---–-------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ვ------------------- კუთვნილი ,-------------------- მარკის ავტომანქანიდან (სახ. ნომერი: 0-S---1) ი-----–--–--–---, წინასწარი შეთანხმებით მ---------–-–--–---სთან ერთად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------------------- კუთვნილ 6 000 აშშ დოლარს, 200 ევროს და 300 ლარს (ეროვნული გაცვლითი კურსის მონაცემებით შეადგენს 15 468 ლარს), რითაც მ------------------ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

1.2 ი-----–--–--–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

2. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა

 

2.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-----–--–--–---მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 20-8 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბათუმში, შ----------–--–---–-------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ვ------------------- კუთვნილი ,-------------------- მარკის ავტომანქანიდან (სახ. ნომერი: 0-S---1) ი-----–--–--–--- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------------------- კუთვნილ 6 000 აშშ დოლარს, 200 ევროს და 300 ლარს (ეროვნული გაცვლითი კურსის მონაცემებით შეადგენს 15 468 ლარს), რითაც მ------------------ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2.2 ი-----–--–--–---- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

2.3 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, მ------------------- ჩვენების თანახმად, თბილისში ჩამოვიდა 0- ივლისს. 4 თუ 5 ივლისს, საღამოს საათებში ჩამოვიდა ქ. ბათუმში, მეორე საღამოს იყო ცუდი ამინდი და გადაწყვიტეს მანქანით გასეირნება. გაისეირნეს სარფის მიმართულებით, შემდეგ დაბრუნდნენ იუსტიციის სახლთან, ,,ორბის'' შენობასთან და იქვე ტერასაზე გააჩერეს მანქანა. შემდეგ სანაპიროზე გაისეირნეს 10 წუთის განმავლობაში და გადაწყვიტეს კაფეში ჩამოსხდომა, რომლის დასახელება არ ახსოვს. შეუკვეთეს ყავა, ვიდრე ყავას მოიტანდნენ უნდოდათ ინტერნეტით ესარგებლათ და ქსელი მოიკითხეს. ბატონ ვ-------- დასაჭირდა მხედველობის სათვალე. სთხოვა მანქანიდან მოეტანა. როცა გავიდა მანქანასთან და კარები გააღო, დაინახა, რომ მინები იყო ჩამოსხვრეული და უკანა სავარძელზე, სადაც თვითონ დააწყო მანქანიდან ჩამოსვლამდე ქურთუკები და ხელჩანთები, აღარ იდო ხელჩანთები. გაიქცა კაფეში და უთხრა, რომ გაქურდეს მათი ავტომანქანა. კაფიდან, სადაც ისხდნენ, ის ადგილი ჩანდა სადაც მანქანა იყო გაჩერებული, მაგრამ არაფერი დაუნახავთ. შემდეგ ტაქსისტმა უთხრა, რომ გაქურდეს. კაფიდან გამოსვლის შემდეგ, გაახსენდა, რომ ტელეფონი დარჩა კაფეში. ვ-------- წავიდა ტელეფონის გამოსატანად, მაგრამ ტელეფონი ვერ იპოვეს. იქვე რესტორანში იყო გოგონა, რომელმაც დარეკა 11--ზე. მოვიდნენ პოლიციელები და უთხრეს, რომ უკვე იცოდნენ მომხდარის შესახებ, რადგან ტაქსის მძღოლმა, რომელმაც დაინახა ქურდობის ფაქტი, გამოიძახა პოლიცია. შემდეგ წავიდნენ განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. პატარა ჩანთის შიდა ჯიბეში იდო 5500 დოლარი, რომელიც მას უნდა წაეღო გერმანიაში თავისი ძმის წამლის საყიდლად. ცალკე იდო 200 ევრ და უკანა ჯიბეში იდო 500 დოლარი, რომელიც საქართველოში უნდა დაეხარჯა. ,,აიფონ 6'' ფირმის მობილური ტელეფონი და მაისური და ქვედა ბოლო. ეს ყველაფერი პატარა ზომის ჩანთაში იდო. დიდი ზომის ჩანთაში იდო 300 ლარი და პირადი ნივთები: სათვალეები, შორტები, საზღვაო კოსტიუმი. ღამე სასტუმროში დაბრუნების შემდეგ თავისი მობილური ტელეფონი აღმოაჩინა ქურთუკში, დაურეკა გამომძიებელს და უთხრა რომ ამ ნაწილში პრეტენზია არ გააჩნდა. მეორე დღეს დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ ჩანთები იყო ნაპოვნი, მაგრამ ნივთები და ფული აღარ იდო. მივიდა განყოფილებაში და მიიღო მონაწილეობა ჩანთების ამოცნობაში. მისივე განმარტებით, ქურდობის შედეგად მას მიადგა ქონებრივი ზიანი 18 500 ლარამდე ოდენობით, მაგრამ პრეტენზია გააჩნია უშუალოდ ფულად თანხაზე და თავისი ბინის გასაღებზე.

 

2.4 მოწმე ო------------ ჩვენების თანახმად, მუშაობს ტაქსის მძღოლად. ჰყავდა ,,ტოიოტას" მარკის ავტომანქანა. 20-8 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე დროის შუალედში იმყოფებოდა სასტუმრო ,,სქაი თაუერთან" არსებული ღამის კლუბის შესასვლელთან, რესტორან ,--------------–--- მოპირდაპირე მხარეს. წინ ტბაა და რესტორანი. დაიღალა და მანქანაში ისვენებდა. დაინახა, რომ ორი პირი მოდიოდა გზის მეორე სავალი ნაწილიდან, იუსტიციის სახლის მიმართულებით. ცოტა ხანში გაიგონა მინის გატეხვის ხმა და 10-1- მეტრში დაინახა, რომ იმ პირთაგან ერთ-ერთმა ხელი ჩაყო მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ,------------------- მარკის ავტომობილის უკანა საქარე მინაში და ამოიღო ორი ხელჩანთა - ერთი პატარა, მეორე ცოტა დიდი. მეორე იქვე იდგა და ზურგით იცავდა. ორივე გაემართნენ ახალი ბულვარის მიმართულებით და ჩაჯდნენ ვერცხლიფერი ,-------–-----------------–-- , რომელსაც არ ჰქონდა უკანა ბამპერი. დარეკა პოლიციაში, აცნობა მომხდარის თაობაზე და გაყვა მათ მანქანას. ამ პირთა სახეები კარგად დაამახსოვრდა.

 

2.5 20-8 წლის 09 ივლისს, ო------------ მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ო------------ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელმაც 20-8 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17:20 საათზე, ქ---------–---–-----–--–---–----------- არსებულ რესტორან ,--------------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „------------------ მარკის ავტომანქანის უკანა საქარე მინა გატეხა და ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღო ორი ცალი ხელჩანთა. მათგან ერთი იყო შედარებით მოზრდილი, მუქი ყავისფერი, ხოლო მეორე შედარებით პატარა ღია ყავისფერი. ამ დროს მას თან ახლდა მეორე პიროვნება, რომელიც მის დაფარვას ცდილობდა. ხელჩანთების გამოღებისთანავე ორივე პიროვნება სწრაფად წავიდა ახალი ბულვარის მიმართულებით, სადაც ჩასხდნენ იქვე გაჩერებულ ,--------------- მარკის ავტომანქანაში და გაიქცნენ.

 

მოწმე ო------------ ამოიცნო ბრალდებული - ი-----–--–--–---.

 

2.6 20-8 წლის 08 ივლისს ჩატარებული ი-----–--–--–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, შ-----–--–---–----------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში განთავსებული სამზარეულოს კარადის თაროდან, რომელსაც გააჩნია დასახური კარი და განთავსებულია სამზარეულოს კარადის ქვედა მარცხენა ნაწილში, ამოღებულ იქნა თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ზურგჩანთა, რომელიც არის მუქი ყავისფერი, გააჩნია თასმები და იკითხება წარწერა „LV”, აღნიშნულ ჩანთაში მოთავსებულია მეორე, შედარებით მცირე ზომის ზურგჩანთა, რომელსაც გააჩნია თასმა. სახელურზე ჯაჭვით დამაგრებული აქვს „P“ ასოს გამოსახულება და მასზე იკითხება წარწერა „PICARD”. ჩანთებს გააჩნია გადასაკიდი თასმები.

 

2.7 საგამოძიებო მოქმედების (ი-----–--–--–---- სახლის ჩხრეკა) ჩამტარებელმა პირმა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ზ-------------------–---- დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული გარემოებები.

2.8 20-8 წლის 09 ივლისს, ი-----–--–--–---- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან, ი-----–--–--–---- მითითებით გავიდნენ ქ. ბათუმში, ხ--–--–---–------------------------------ მიმდებარედ, სადაც ა---------------- მხარეს, ავტომანქანის სავალი ნაწილის განაპირა მხარეს მოწმე ი-----–--–--–---მ მიუთითა ის ადგილი, სადაც 20-8 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე გაჩერებული იყო „------------------- მარკის ავტომანქანა, რომელსაც გააჩნდა სომხეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნები და რომლიდანაც მოიპარა აღნიშნულ ავტომანქანაში არსებული მ------------------- კუთვნილი ორი ხელჩანთა. ამის შემდეგ, მისივე მითითებით წავიდნენ აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 40 მეტრს გზის გასწვრივ, სადაც მისი განმარტებით, 20-8 წლის 06 ივლისს, ქურდობამდე, გააჩერა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა (----–---------------------------------------------- აღნიშნულის შემდეგ მოწმე ი-----–--–--–---- მითითებით წავიდნენ ახალი ბულვარის მიმართულებით, სადაც მიუთითა სავაჭრო ცენტრ „ეიფორიასთან“ მისვლამდე არსებული წრიული, სადაც მოატრიალა მანქანა და წავიდა იუსტიციის სახლის მიმართულებით. ამის შემდეგ მისივე მითითებით მივიდნენ შ. ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში (ახალი ბულვარის შესასვლელთან) არსებულ წრიულთან, სადაც ი-----–--–--–---მ მიუთითა შ. ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში არსებულ საცხოვრებელი ბინების ეზოსკენ, წრიულიდან მარჯვენა მხარეს სასტუმრო „ვეგასის“ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც გავიდა ინასარიძის ქუჩაზე და წავიდა აეროპორტის მიმართულებით. ასევე მისი მითითებით გავიდნენ ქ. ბათუმში, აეროპორტის შესასვლელის მიმდებარედ, სადაც ი-----–--–--–---მ მიუთითა ის ადგილი, სადაც გააჩერა თავისი ავტომანქანა და გადმოსვა მ---------–-–--–---. აღნიშნულის შემდეგ მოწმე ი-----–--–--–---- მითითებით გავიდნენ გონიოს ხიდზე, სადაც მან მიუთითა ხიდის შუა ნაწილი, სადაც თავისივე განმარტებით, მდინარე ჭოროხში გადაყარა 20-8 წლის 06 ივლისს, ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–------------------------------ მიმდებარედ გაჩერებული „------------------ ავტომანქანიდან მ------------------- კუთვნილი მის მიერ მოპარული ხელჩანთაში არსებული წვრილმანი ნივთები და თავისი ჯინსის ჟილეტი, რომელიც ეცვა ქურდობის დროს. აღნიშნულის შემდგომ მოწმე ი-----–--–--–---- მითითებით წავიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------------------–--–---–----------ში, სადაც მან მიუთითა თავისი საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე არსებულ სამზარეულოს ოთახში, სამზარეულოს კარადის ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ სათავსოზე, სადაც მისივე განმარტებით შეინახა 20-8 წლის 06 ივლისს მის მიერ მოპარული მ------------------- კუთვნილი ორი ხელჩანთა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ--------------

 

2.9 20-8 წლის 10 ივლისს, მ------------------- მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ხელჩანთიდან მ------------------- ამოიცნო პირობითად დანომრილი N1 ზურგჩანთა, „LOUVIS VUTTON PARIS“-ის ფირმის, ტყავის, მოყავისფრო ფერის, მისი განმარტებით, აღნიშნული ხელჩანთა არის სწორედ ის ხელჩანთა, რომელიც 20-8 წლის 06 ივლისს, მას მოპარეს ქ---------–---–-----–--–---–----------- მდებარე რესტორან ,--------------–---- მიმდებარედ გაჩერებული ,-------------------- მარკის ავტომობილიდან და რომელშიც იდო მისი კუთვნილი ტანისამოსი, მისი მეგობრის სათვალე, ასევე სხვა წვრილმანი ნივთები.

 

2.10 20-8 წლის 10 ივლისს, მ------------------- მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ხელჩანთიდან მ------------------- ამოიცნო პირობითად დანომრილი N1 ხელჩანთა, „PICARD“-ის ფირმის, ტყავის, ყავისფერი. აღნიშნული ხელჩანთა არის სწორედ ის ხელჩანთა, რომელიც 20-8 წლის 06 ივლისს, მას მოპარეს ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–------------------------------ მიმდებარედ გაჩერებული ვ------------------- კუთვნილი ,,რენჯ როვერის'' მარკის ავტომობილიდან და რომელშიც იდო მისი კუთვნილი ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები.

 

2.11 ნივთმტკიცებები წარმოადგინა ბრალდების მხარემ და გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 ქურდობა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი დაკისრებული სამუშაოს გამო.

 

ქურდობის ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება და მისი სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. ფარულობას აქვს ორი კრიტერიუმი: ობიექტური და სუბიექტური.

 

ობიექტურად ფარულად ხდება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, როცა მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება მესაკუთრისათვის და სხვა პირებისათვის, ან დაზარალებული ვერ იგებს, რომ მას ქურდავენ, ასევე ვერ აღიქვამს ქურდობის ფაქტს სიმთვრალის ან გონების დაკარგვის გამო, ან ქურდობა ხდება იმ პირთა თანდასწრებით, რომლებიც თავისი ასაკობრივი თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო ვერ აღიქვამენ ქურდობის ფაქტს.

 

სუბიექტური კრიტერიუმი გამოიხატება დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდება სხვებისაგან შეუმჩნევლად, თუმცა, შესაძლოა მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებდეს და სხვა პირები ხედავდნენ ქურდობის ფაქტს, რაც დამნაშავისათვის ცნობილი არ არის. უპირატესობა სუბიექტურ კრიტერიუმს ენიჭება.

 

3.2 მოცემულ შემთხვევაში, ი-----–--–--–---ს არავითარი უფლებამოსილება მ------------------- მოძრავ ნივთებზე არ გააჩნდა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის ნივთებს, თუმცა მის ქმედებას ხედავდა ოთარ მესხი.

 

სასამართლო თვლის, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს ი-----–--–--–---- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ, ი-----–--–--–---- სახლიდან ამოღებული ჩანთები, რომლებიც ამოიცნო დაზარალებულმა მ-------------------, როგორც ვ------------------- მანქანიდან მოპარული და მოწმე ო------------ ჩვენება, რომელიც ამხელს ი-----–--–--–---ს დანაშაულის ჩადენაში.

 

ამდენად, სახეზეა არამარტო ნაქურდალი ნივთები, რომლებიც ი-----–--–--–---- სახლის ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–--–--–---- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-8 წლის 24 მაისის განჩინება, საქმე N674 აპ-17).

 

3.3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილების (N424 აპ-16) თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა საქმეში მაშინ, როცა ის არ ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის ჩვენების შემოწმებას და არც მხოლოდ ფაქტობრივი გარემოების მშრალი აღწერით შემოიფარგლება. საგამოძიებო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა მაშინ, როცა მას გარკვეული შედეგი მოჰყვა (ნივთმტკიცების ამოღება) ან ამ ექსპერიმენტმა უტყუარობის მაღალი ხარისხი შესძინა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც გამოყენებული იყო მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ გამოიყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა ი-----–--–--–---მ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო მის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩასადენად. მან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა ის ადგილები, სადაც მოძრაობდა შემთხვევის დღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ი-----–--–--–---მ მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლში ის ადგილი (სამზარეულოს კარადის ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ სათავსო), სადაც ინახავდა მოპარულ ჩანთებს (აღნიშნული ადგილიდან იქნა ამოღებული ჩანთები, 20-8 წლის 08 ივლისს, ი-----–--–--–---- სახლის ჩხრეკის დროს).

 

3.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ------------------ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი - 1-------–----- ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–--–--–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

4.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესს.

 

ი-----–--–--–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

სასამართლო თვლის, რომ ი-----–--–--–---ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა საპატიმრო სასჯელმა უნდა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

5. წარდგენილი ბრალდები არსი:

 

5.1 მ----------–-–--–---- ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 20-8 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბათუმში, შ----------–--–---–-------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ვ------------------- კუთვნილი ,,რენჯროვერის’’ მარკის ავტომანქანიდან (სახ. ნომერი: 0-S---1) მ---------–-–--–---, წინასწარი შეთანხმებით ი-----–--–--–---სთან ერთად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------------------- კუთვნილ 6 000 აშშ დოლარს, 200 ევროს და 300 ლარს, რაც ეროვნული გაცვლითი კურსის მონაცემებით შეადგენს 1-------–----- რითაც მ------------------ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

5.2 მ---------–-–--–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

5.3 მოწმე ო------------ ჩვენების თანახმად, მუშაობს ტაქსის მძღოლად. ჰყავდა ,,ტოიოტას" მარკის ავტომანქანა. 20-8 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე დროის შუალედში იმყოფებოდა სასტუმრო ,,სქაი თაუერთან" არსებული ღამის კლუბის შესასვლელთან, რესტორან ,--------------–--- მოპირდაპირე მხარეს. წინ ტბაა და რესტორანი. დაიღალა და მანქანაში ისვენებდა. დაინახა, რომ ორი პირი მოდიოდა გზის მეორე სავალი ნაწილიდან, იუსტიციის სახლის მიმართულებით. ცოტა ხანში გაიგონა მინის გატეხვის ხმა და 10-1- მეტრში დაინახა, რომ იმ პირთაგან ერთ-ერთმა ხელი ჩაყო მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ,------------------- მარკის ავტომობილის უკანა საქარე მინაში და ამოიღო ორი ხელჩანთა - ერთი პატარა, მეორე ცოტა დიდი. მეორე იქვე იდგა და ზურგით იცავდა. ორივე გაემართნენ ახალი ბულვარის მიმართულებით და ჩაჯდნენ ვერცხლიფერი ,-------–-----------------–-- , რომელსაც არ ჰქონდა უკანა ბამპერი. დარეკა პოლიციაში, აცნობა მომხდარის თაობაზე და გაყვა მათ მანქანას. ამ პირთა სახეები კარგად დაამახსოვრდა.

 

5.4 20-8 წლის 09 ივლისს, ო------------ მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ო------------ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 20-8 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17:20 საათზე, ქ---------–---–-----–--–---–----------- არსებულ რესტორან ,,გრანდ გრილის'' მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ „------------------ მარკის ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს იდგა და ფარავდა მის თანმხლებ პიროვნებას, რომელმაც გატეხა აღნიშნული ავტომანქანის უკანა მარცხენა საქარე მინა და ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღო ორი ხელჩანთა - მუქი ყავისფერი და ღია ყავისფერი. აღნიშნულის შემდეგ კი ორივე პიროვნება სწრაფად წავიდნენ ახალი ბულვარის მიმართულებით, სადაც ჩასხდნენ იქვე გაჩერებულ ,--------------- მარკის ავტომანქანაში და გაიქცნენ.

 

მოწმე ო------------ ამოიცნო ბრალდებული მ---------–-–--–---.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო მ-------- ც-–--–---- ბრალეულობაზე მსჯელობისას, ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების არასაკმარისობაზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, მოწმე ო------------ ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან ორივე მტკიცებულების წყაროს ერთი და იგივე პირი წარმოადგენს. მართალია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ი-----–--–--–---მ ქურდობაში თანამონაწილედ დაასახელა მ---------–-–--–---, თუმცა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, მან უარყო აღნიშნული.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი-----–--–--–---- ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

2. ი-----–--–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარი და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–--–--–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

4. ი-----–--–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-8 წლის 09 ივლისიდან.

 

5. ი-----–--–--–---- მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 1- ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. მ---------–-–--–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 1- ივლისის განჩინებით, მ-------- ც-–--–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

8. ნივთმტკიცებები: ი-----–--–--–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მ------------------- ორი ცალი ხელჩანთა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე და 11- - დან მიღებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9. გამართლებულ მ---------–-–--–---ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან გელოვანი