გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
140210017001856753
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210117001985719

საქმე №2/452-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე _ ხ---ა ბ--–----–---–ი, მ----ა გ-------ი

წარმომადგენელი –ლ--–ი ბ-–--–---–ი

მოპასუხე _ გ---ა ბ--–----–---–ი

დავის საგანი _ მოძრავი ნივთების ღირებულების დაკისრება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. გ---ა ბ--–----–---–ს მოპასუხე ხ---ა ბ--–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს უკანონოდ მითვისებული მოძრავი ნივთების ღირებულების ჯამში - 13406 ლარის გადახდა.

1.2. გ---ა ბ--–----–---–ს მოპასუხე მ----ა გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით

 

მოსარჩელის პოზიცია;

 

ხ---ა ბ--–----–---–ი წარმოადგენს გარდაცვლილი ი----ბ ბ--–----–---–ის ერთადერთ შვილს. მიუხედავად აღნიშნულისა ი----ბ ბ--–----–---–მა, კასპის რაიონ, სოფელ ბ--–--ში მდებარე უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მეზობელს - გ---ა ბ--–----–---–ს. ხსენებულ ხელშეკრულებაში არსად არის მითითებული, რომ უძრავ ქონებასთან ერთად ი----ბ ბ--–----–---–მა გ---ა ბ--–----–---–ს აჩუქა აღნიშნულ სახლში არსებული მოძრავი ნივთებიც. ნაჩუქარ ქონებას შეადგენდა მხოლოდ უძრავი ქონება. ი----ბ ბ--–----–---–ის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელეებს საცხოვრებელ სახლში მანამდე არსებული არცერთი ნივთი სახლში აღარ დახვდათ. ი----ბ ბ--–----–---–ის ოჯახი იყო მატრიალურად ძლიერი, შესაბამისად ჰქონდათ მრავალი დასახელების მოძრავი ნივთი, რომელიც უკანონოდ მთლიანად მიითვისა გ---ა ბ--–----–---–მა. აღნიშნული ქონების ჩამონათვალი (სულ 24 ერთეული) შეფასებულ იქნა 13406 ლარად, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მისი უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე გ---ა ბ--–----–---–მა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები კასპის რაიონ სოფელ ბ--–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთების მითვისებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს და მოსარჩელს არ გააჩნია მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სანადირო თოფი ჩაბარებული აქვს პოლიციას. ავტომანქანა ჟიგული შეიძინა თავად და წარმოადგენდა მის საკუთრებას, რაც შეეხება სარჩელში მითითებულ სხვა დასახელების ნივთებს ნაწილი მათგანი მოხმარდა ი----ბ ბ--–----–---–ის დაკრძალვის ხარჯებს, ხოლო რიგი დასახელების ნივთებთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხ---ა ბ--–----–---–ი წარმოადგენს გარდაცვლილი ი----ბ ბ--–----–---–ის შვილს.

 

3.1.2. კასპის რაიონ, სოფელ ბ--–--ში მდებარე უძრავი ქონება ს.კ. 6-.03.0--003. საკუთრების უფლებით დღეისათვის რეგისტრირებულია გ---ა ბ--–----–---–ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ი----ბ ბ--–----–---–სა და გ---ა ბ--–----–---–ს შორის გაფორმებული 16.11.2010 წლის უძრავი ქონების N1------78 ჩუქების ხელშკერულება.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე ხ---ა ბ--–----–---–ი მართალია წარმოადგენს გარდაცვლილი ი----ბ ბ--–----–---–ის შვილს, რომელსაც კანონით დადგენილი წესით არ მიუღია ი----ბ ბ--–----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, როგორც ფაქტობრივი ფლობითი, ისე კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების შესაბამისი განცხადების წარდგენის გზით. სასამართლო ასევე დადგენილად თვლის, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება კაპის რაიონი, სოფელ ბ--–--ში მდებარე, გ---ა ბ--–----–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების არსებობისა და ამ ნივთების მოპასუხე გ---ა ბ--–----–---–ის მიერ უკანონოდ დაუფლების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---ა ბ--–----–---–ისა და მ----ა გ-------ის სარჩელი მოპასუხე გ---ა ბ--–----–---–ისათვის მოძრავი ნივთების ღირებულების დაკისრებისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე და 1433-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვერ დასტურდება ხ---ა ბ--–----–---–ს მიერ მამის - ი----ბ ბ--–----–---–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვდროს მიღების ან მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობის (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---ა ბ--–----–---–ს მამკვიდრებლის - ი----ბ ბ--–----–---–ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია, შესაბამისად, იგი არ წამოადგენს უფლებამოსილ პირს ი----ბ ბ--–----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე და არ არსებობს მითვის, ისევე როგორც მ---- გ-------ისათვის სადავო ნივთების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

6.2. სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგზე:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის ნივთების ღირებულების დაკისრების მოთხოვნის დამდასტურებელ მტკიცებულება მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე და წარმოადგინა დამოუკიდებელი შემფასებლის დაკვნა მოძრავი ქონების მიახლოებითი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ .

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი; სუსგ №ას-279-264-17, 21.04.17 „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული“).

 

სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.

 

სასამართლო აფასებს რა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დამოუკიდებელი შემფასებლის დაკვნას, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს წერილობითი მტკიცებულებისათვის კანონით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 134.1 მუხლი), რადგანაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო არნიშნული ნივთების რეალურად არსებობის ფაქტი გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, შესაბამისად იგი ვერ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციული მნიშვნელობის დოკუმენტს. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტებს სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს და მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვერ დაასკვნის მოთხოვნის ნამდვილობას. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით თუ სხვა სარწმუნო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის სასამართლოს მიერ მათი გაზიარებით სარჩელის დაკმაყოფილება მართებული არ იქნება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში იგულისხმება დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს, რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეთა ქმედებების შედეგად მოსარჩელეს შეერყა ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადის მკურნალობის კურსს, აქედან გამომდინარე, იგი ითხოვს, როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაშიც იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას.

 

განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, მ----ა გ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა და მისი მკურნალობის აუცილებლობლობა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ მოსარჩელეს მართალია წარმოდგენილი აქვს გარკვეული დოკუმენტები მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა მან ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ აღნიშნული მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო მოპასუხის ქმედებასთან. ასეთად ვერ გამოდგება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ სქმეზე წარმოდგენილი ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რამეთუ აღნიშნული სახის მტკიცებულებით უტყუარად ვერ დასტურდება მოპასუხის ქმედებებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი მე-18 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანხმად, პირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც, ამასთან სსკ -ის 413 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ბრალეულ ქმედებასა და მიყენებულ მორალურ ზიანს შორის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მ----ა გ-------მა ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელე მ----ა გ-------ისათვის მატერიალური ან მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, სარჩელს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულად უნდა ეთქვას უარი დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფა

 

ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სსსკ 1991-ე მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს ამ სარჩელზე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ხ---ა ბ--–----–---–ისა და მ---- გ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო გ---ა ბ--–----–---–ის (პ/ნ №2--------11) საკუთრებაში არსებელ უძრავ ქონებას, მდებარე: კასპის რაიონი, სოფ. ბ--–--ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #6-.03.0--003.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის

 

რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე