განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/2358-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ----- ქ-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. ა-------------–---–ი - დაბადებული 2--- წლის 6-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: კ----ს რაიონი, სოფლი ე-----–------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–- ზ-------–---------------------- ბ---------
ადვოკატი - ს----- ფ-–-–--
2. ნ--- ბ------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–--------–--------------------------------------.
ადვოკატი - ნ----- პ---------
კვალიფიკაცია:
1. ა-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის და გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
2. ნ--- ბ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის და გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 31 მარტიდან 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ვ---------–-ს ზ-------–----------- კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ შპს „ე-------–--ის“ კუთვნილ სუპერმარკეტ „მ-------------დან“ თანამშრომლებმა ა-------------–---–მა და ნ--- ბ------–---–მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს და გაფლანგეს თანხა და სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, კერძოდ: ა-------------–---–ი ნ--- ბ------–---–თან შეთანხმებით მოქალაქეების მიერ სხვადასხვა პროდუქციის შეძენის დროს ხშირ შემთხვევაში არ ახდენდა გაყიდული პროდუქციის აღრიცხვას და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გამოწერას, რის საფუძველზე სალაროდან იღებდა თანხას და ნ--- ბ------–---–ს უყოფდა. ასევე, აღნიშნული პირები სუპერმარკეტიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტს თანხის გადახდისა და აღრიცხვის გარეშე იღებდნენ და ითვისებდნენ, მათ შორის, ფლანგავდნენ ფულს და პროდუქტს, კერძოდ: ნ--- ბ------–---–ის ოჯახის წევრს სალაროში არსებული ნავაჭრი თანხიდან მისცეს თანხა და საფასურის გადახდის გარეშე გაატანეს სხვადასხვა პროდუქტი. ა-------------–---–ის და ნ--- ბ------–---–ის ქმედებით შპს „ ე-------–--ს“ ჯამში მიადგა 905 ლარის და 15 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა თუ ეს ნივთი
მიმთვისებლის და გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა,ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
2.1. ბრალდებულმა ა-------------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 31 მარტიდან 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა რა ქ.თბილისში, ვ---------–-ს ზ-------–----------- კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ შპს „ე-------–--ის“ კუთვნილ სუპერმარკეტ „მ------------ში“ მოლარედ, ნ--- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა თანხა და სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-------------–---–მა ჩადინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის ან გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
2.4. ბრალდებულმა ნ--- ბ------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, 2019 წლის 31 მარტიდან 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა რა ქ.თბილისში, ვ---------–-ს ზ-------–----------- კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ შპს „ე-------–--ის“ კუთვნილ სუპერმარკეტ „მ------------ში“ კონსულტანტად, ა-------------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა სუპერმარკეტის კუთვნილი თანხა თანხა და სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
2.5. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ--- ბ------–---–მა ჩადინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის ან გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მითვისება და გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.7. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ა-------------–---–ისა და ნ--- ბ------–---–ის ქმედების შედეგად დაზარლებულ შპს „ ე-------–-ს“ ჯამში მიადგა 905 ლარის და 15 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 905 ლარის და 15 თეთრი.
2.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ა-------------–---–მა და ნ--- ბ------–---–მა ჩაიდინეს მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მითვისება და გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.10. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ა-------------–---–ი და ნ--- ბ------–---–ი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. კერძოდ, 2019 წლის 31 მარტიდან 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით, პერიოდში შპს „ე-------–--ის“ კუთვნილ სუპერმარკეტ „მ-------------დან“ ა-------------–---–ი ნ--- ბ------–---–თან შეთანხმებით მოქალაქეების მიერ სხვადასხვა პროდუქციის შეძენის დროს ხშირ შემთხვევაში არ მოეხდინათ გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გამოწერა, რის საფუძველზე სალაროდან იღებდნენ თანხას და იყოფდნენ. ასევე სუპერმარკეტიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტს თანხის გადახდისა და აღრიცხვის გარეშე იღებდნენ, ითვისებდნენ და ფლანგავდანენ.
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.12. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა-------------–---–ი და ნ--- ბ------–---–ი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ა-------------–---–ისა და ნ--- ბ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმის სახით ა-------------–---–ის, ნ--- ბ------–---–ის, ქ---- ბ------–---–ის, რ----- ზ-----ის, თ------ ც--–------–-–---–ის, ლ--------–------–---–ის, ე---------- პ----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ვიდეო ჩანაწერი და ვიდე ჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის და გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ--- ბ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის და გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-------------–---–ისა და ნ--- ბ------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ა-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინ---ებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ა-------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.3. ნ--- ბ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინ---ებს ჩადენილ დანაშაულს.
5.4. ნ--- ბ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ა-------------–---–ი და ნ--- ბ------–---–ი წარსულში არ არიან ნასამართლევები, გულწრფელად აღიარებენ და ინ---ებენ ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ბრალდების მტკიცებულებები არ გაუხდიათ სადაოდ, ა-------------–---–ი არის 1--–ლის, ნ--- ბ------–---–ი--- წლის, არიან დასაქმებულები, ა-------------–---–ი არის სოციალურად დაუცველთა ოჯახის წევრი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ა-------------–---–ს და ნ--- ბ------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებულები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენენ დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ა-------------–---–ის და ნ--- ბ------–---–ის მიმართ, მათივე მოთხოვნის გათვალიწინებით, ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. შპს „ე-------–--ის“ კუთვნილი სუპერმარკეტ „მ-------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი ხუთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ხუთ პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.2. ბრალდებულ ა-------------–---–ისგან ამოღებული თანხა 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით, რომელიც დალუქული სახით, ერთ პაკეტად ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.3. ბრალდებულ ნ--- ბ------–---–ისგან ამოღებული თანხა 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ქ-------–---------–-–----------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ა-------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით
3. ა-------------–---–ს 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება.
4. ნ--- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. ნ--- ბ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
6. ნ--- ბ------–---–ს 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება
7. ა-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. ნ--- ბ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
9. ნივთმტკიცება:
9.1. შპს „ე-------–--ის“ კუთვნილი სუპერმარკეტ „მ-------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი ხუთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ხუთ პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9.2. ბრალდებულ ა-------------–---–ისგან ამოღებული თანხა 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით, რომელიც დალუქული სახით, ერთ პაკეტად ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9.3. ბრალდებულ ნ--- ბ------–---–ისგან ამოღებული თანხა 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ქ-------–---------–-–----------------------------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/