განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003077971
საქმე N1-559/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16.07.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოლ-----------–---–ი
ბრალდებული: ნი----–-------------ი
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 0--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, 2--------------------------
ადვოკატი - ხა-------------–-ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171200519015
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის მარტიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით (დაკავებამდე), ქალაქ ბათუმში, ნი----–-------------ი ფიზიკურად და ფსიქიკურად - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ქრ----------------–---–ს, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ქალაქ ბათუმში, 26------------------ში მდებარე ბინა N---ის გაყიდვას და მიღებული ფულადი თანხის ნი----–-------------ისათვის გადაცემას, რაც ქრ----------------–---–მა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შისი.
1.2. 2012 წლიდან ნი----–-------------ი და ქრ----------------–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, საიდანაც მათ 2014 წლის 10 თებერვალს შეეძინათ ორი საერთო შვილი მარიამ და გიორგი ჩიქოვანები.
თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლის 06 ოქტომბრიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით (დაკავებამდე), ნი----–-------------მა საცხოვრებელი ბიზნის გაყიდვის მოთხოვნით, ყოველდღიური სატელეფონო ზარების და მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, ასევე უკანონო თვალთვალით არაერთხელ დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთან - ქრ----------------–---–თან, კერძოდ სისტემატურად უგზავნიდა მას მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, ურეკავდა მობილური ტელეფონის საშუალებით, უთვალთვალებდა მის საცხოვრებელ მისამართებს, აკონტროლებდა მის გადაადგილებას, რა დროსაც დაზარალებულს სისტემატურად ემუქრებოდა როგორც მისი, ისე თავისი დის სოცოცხლის მოსპობით, ასევე სისტემატურად აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას.
აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ქრ----------------–---–ის ფსიქიკური ტანჯვა, ასევე მას გაუჩნდა ნი----–-------------ის მხრიდან მისი და თავისი ახლო ნათესავების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც დაზარალებული აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, მცირეწლოვან შვილებთან - მარიამ და გიორგი ჩიქოვანებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ თბილისში, მას შემდეგ რაც ნი----–-------------მა შეიტყო მათი ადგილსამყოფელი, საცხოვრებლად გადავიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნათესავებთან, შემდეგ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში ( თავშესაფარი).
1.3. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლის 06 ოქტომბრიდან, მათ შორის დამცავი ორდერი გამოცემიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით (დაკავებამდე), ნი----–-------------ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ქრ----------------–---–ს, ყოველდღიურად უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, ურეკავდა, უთვალთვალებდა მის საცხოვრებელ მისამართებს, აკონტროლებდა მის გადაადგილებას, რა დროსაც დაზარალებულს სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებულის მიმართ ახდენდა სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რამაც ქრ----------------–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რითაც ნი----–-------------მა არ შეასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესეიგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება - პირადად, მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის,ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
დამცავი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულმა ნი----–-------------მა დაადასტურა, მის მიერ განხორციელებული ქმედებები, რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);
2.3. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0--------, 29.03.2019წ დასკვნის თანახმად, ნიკოლოზ გ---ს ძე ჩიქოვანის ქმედებებიდან გამომდინარე მისი მეუღლე-ქრ----------------–---–ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
2.4. 2018 წლის 28 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქრ----------------–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამმოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; ხსენებული ორდერის საფუძვლზე ნი----–-------------ს აეკრძალა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იმყოფებოდა ქრ----------------–---–ი, მასვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება; დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით; (იხ გადაწყვეტილება ს.ფ.194-199);
2.5. ქრ----------------–---–ი ასოციაცია „მე----------ნ“ არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარში - ქ. ზუგდიდში იმყოფებოდა 2018 წლის 11 დეკემბრიდან 2019 წლის 31 იანვრამდე; (იხ ს.ფ. 187 );
2.6. თავშესაფარში ბენეფიციარის ყოფნის მიზანშეწონილობის დამდგენი ჯგუფის დასკვნაში არნიშნულია, რომ ქრ----------------–---–თან გასაუბრებით დადასტურდა, რომ ის 2012 წლიდან იმყოფება არარეგისტირებულ ქორწინებაში ნი----–-------------თან, თანაცხოვრებვის პერიოდში მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა , ძალადფობისა და მუქარის ფაქტები გამძაფრდა მას შემდეგ რაც მოთხოვნილი იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვა; ; ძალადობა ხორციელდებოდა ბავშვების თანდასწრებით, მან მიატოვა საცხოვრებელი და გადავიდა ქ. თბილისში, სადაც ასევე შეეცადა ეძალადა მასზე; ამის შემდეგ გადაწყვიტა თავშესაფარში წასვლა ბავშვებთან ერთად, რადგან სხვა ადგილი მისთვის უსაფრთხო არ იყო;(იხ დასკვნა ს,ფ,191);
2.7. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებით ქრ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია ნი----–-------------ის მხრიდან სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტები, ძალადობა და მუდმივი მეთვალყურეობა და დევნა, მისთვის არასასურველი კომუნიკაცია, იმ დროს როცა უკვე მოქმედებდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული დამცავი ორდერი; იგივე ოქმით დასტურდება, რომ ის ხშირად მოკვლით ემუქრებოდა, მას მოუწია საცხოვრებლად დროებით მისი დასთან - თბილისში გადასვლა, თუმცა მაინც არ წყვეტდა მასთან კომუნიკაციას, ამოღებული სატელეფონო ზარების ჩანაწერებით დასტურდება, რომ ნი----–-------------ი სისტემატიურად უკავშირდებოდა ქრ----------------–---–ს; 2018 წლის დეკემბრის თვეში ის გადავიდა თავშესაფარში; მას შიში ჰქონდა ასევე იმ პერიოდშიც , როცა მან განაცხადა პოლიციის განყოფილებაში ამის თაობაზე; (იხ გამოკითხვის ოქმი)
2.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რა, რომ ნი----–-------------ს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით - აკრძალული ქონდა ქრ----------------–---–თან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - 2018 წლის 06 ოქტომბრიდან, მათ შორის 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდში ნი----–-------------ი უთვალთვალებდა მის საცხოვრებელ მისამართებს, ასევე მობილური ტელეფონის ნომრიდან ახორციელებდა სატელეფონო ზარებს და წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.
2.9. ნი----–-------------ისათვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული ორდერის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა ქრ----------------–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 6 თვის ვადით 2018 წლის 28 დეკემბრიდან; ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამცავი ორდერის საფუძველზე ქრ----------------–---–თან მიახლოება და კომუნიკაციის აკრძალვის ვადა იყო რა 6 თვე, - ნი----–-------------ი ქრ----------------–---–ის ნახვას და მასთან კომუნიკაციას ცდილობდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან 20 მაისის ჩათვლით პერიოდში.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის. სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.
2.11. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.12. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნი----–-------------ი და ქრ----------------–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ საერთო შვილები;
2.13. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების ქრ------------------------------------------------------------------------–---–-------------–--–------------------------–---–ის, ნი----–-------------ის, თა---–----------ის გამოკითხვის ოქმი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ამონაწერი და ქალაქ ბათუმში, 26------------------ში მდებარე ბინა N---ის ნასყიდობის ხელშეკრულება, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნი----–-------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნი----–-------------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ნი----–-------------ს ჰქონდა განზრახვა, მოეხდინა დაზარალებულზე ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, რათა დაზარალებულს ქრ----------------–---–ს მიეღო მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, კერძოდ გაეყიდა მასზე რიცხული უძრავი ქონება და ფულადი თანხა გადაეცა მისთვის, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში; ასევე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ნი----–-------------ი ახორციელებდა უკანონო თვალთვალს დაზარალებულთან, უთვალთვალებდა საცხოვრებელ მისამართებზე, ახორციელებდა სატელეფონო საუბრებს და უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს სისტემატურად, რითაც ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას დაზარალებულთან, რის გამოც დაზარალებულმა შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი რამოდენიმეჯერ. ასევე ის გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა თავშესაფარში; ასევე, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ნი----–-------------მა დაარღვია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 28 დეკემბრის - დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნი----–-------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები; ინანიებს ჩადენილს; თუმცა ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ დაზარალებულთან შერიგებული არ არის;
5.6. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ნი----–-------------ის მიმართ პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - სანქციით გათვალისწინებული ჯარიმის სახით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სასჯელის ნაწილი უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნი----–-------------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაა - შსს სსიპ 112-დან ოპერატიული მართვის ცენტრიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ქრ----------------–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი მოკლეტექსტური შეტყობინებები და აუდიოჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნი----–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 05 (ხუთი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დაჩენილი ნაწილი - 05 (ხუთი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და ნი----–-------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 05 (ხუთი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 05 (ხუთი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ნი----–-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ნი----–-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 მაისიდან.
მსჯავრდებულ ნი----–-------------ს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ ყოფაქცევაზე კონტროლის განსახორციელებლად 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან ოპერატიული მართვის ცენტრიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ქრ----------------–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი მოკლეტექსტური შეტყობინებები და აუდიოჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და შესაბამის პრობაციის ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე