განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/359-19
(№042040419001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივლისი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე:
ბრალდებული ა--------------ი, დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: გ----------------------------–-----------–---ი, მ---------- და დროებით მცხოვრები - ქ-----------------------------.
ადვოკატი: ფრიდონ კენკებაშვილი,თარჯიმანი: ელვინ თაღიევი,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცვდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 10 მაისის მომართვის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოტომბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულია.
ა--------------ი, 2----–-–-----------–-------- საათზე, გ--------ის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი პირადად, ქურთუკის ჯიბეში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,2244 გრამ ჰეროინს, ასევე მის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.რ-------------------------ში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9,1096 გრამ ჰეროინს, ჯამში სულ 11,334 გრამ ჰეროინს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ა--------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მტკიცებულებები შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქმის მასალების მიხედვით, ა--------------ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა მის მიმართ ჩხრეკის ჩატარების საფუძველი და 2----–-–------------–-------------- დროის შუალედში, ა--------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილით, რომელიც დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები მონაწილე პირების მიერ, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი.
2----–-–-----------–-------------- დროის შუელადში ჩატარდა ა--------------ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა სამ ცალად პოლიეთილენის პარკის ნაგლეჯში დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება.
საქმეზე ჩატარებული 2019 წლის 5 აპრილის ქიმიური ექსპერტის დასკვნის თანახმად, ა--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის საიზოლაციო ლენტის ნაჭრებით შემოგარსული, მოთეთრო ძაფით თავმოკრული ყვითელი პოლიეთილენის გაჭრილ ნაჭერში მოთავსებულ კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 3,5329 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშულება „ჰეროინს“ 2, 2244 გრამის ოდენობით. ა--------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამ ცალად დაფასოებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერებები, საერთო წონით მშრალ მდგომარეობაში - 16,3114 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 24,6685 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 9,1096 გრამის ოდენობით. ა--------------ის პირადი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნიოვთიერებებში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო ოდენობა შეადგენს 11,334 გრამს.
მოწმეებმა შ-------------მ და ნ-----–---------------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე შ-------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულს სავარაუდოდ თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შედგა სპეციალური ჯგუფი მისი, ნიკოლოზ ნებიერიძისა და ლაშა მაღრაძის მონაწილეობით, თან ახლდათ ასევე აზერბაიჯანული ენის მცოდნე და გავიდნენ ბრალდებულის დასადგენად. სოფელ ყ--------–---ის გადასახვევთან გამოიარა რუხი ფერის მერსედესმა. გააჩერეს მანქანა და ა--------------ს გამომძიებელმა ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. ამოღებული იქნა შავი ფერის წებოვან ლენტში გადახვეული ნივთი, რაშიც იყო ყავისფერი ფხვნილი. ყველა ნივთი რაც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული დაილუქა ადგილზე და ხელი მოაწერეს როგორც ბრალდებულმა, ისე სხვა პირებმა. მანქანას სადაც იჯდა ბრალდებული იყო ტაქსი და მართავდა მძღოლი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ-----–---------------მ. მისი განმარტებით, ბრალდებულს ჩხრეკის ჩატარებამდე გააცნეს დადგენილება, რაც მან დაადასტურა ხელის მოწერით.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”.
ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებულიოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე, ამოღებული ”ჰეროინის” საერთო წონა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 11,334 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–-----------–-------- საათზე, გ--------ის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი, ა--------------ი პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,2244 გრამ ჰეროინს, ასევე მის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.რ-------------------------ში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9,1096 გრამ ჰეროინს, ჯამში სულ - 11,334 გრამ ჰეროინს.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცვდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ა--------------ი ითვლება ნასამართლევ პირად, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის და სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”დ”, მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პ გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ა--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისთვის, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს და სსკ-ს 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მინიმალურ ვადას.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
ა--------------ი წარსულში ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა--------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, როგორიცაა ჰეროინი, მისი შეძენა საჭიროებს გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს, შესაფასებელია ასევე ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (11,334 გრამი), რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის კანონით დადგენილ ქვედა ზღვარს (1 გრამს), ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ნასამართლობას როგორც ნარკოტიკულ, ისე ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა--------------ს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ს 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. რაც შეეხება ა--------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრს, სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი უნდა დაინიშნოს 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ო.ვალიევს უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის განმეორებით ჩამდენ პირს, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 2 წელი 11 თვე და 25 დღე) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2. ა--------------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ა--------------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–-----------–-----.
4. ა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 11,334 გრამი ჰეროინი, რომლიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა--------------ის პირადი ნივთები დაბრუნებულია.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე