გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2/2751-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე
მოსარჩელე - შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“
წარმომადგენელი - თ------- მ-----------–-
მოპასუხეები - 1. ა---------– გ---–------
წარმომადგენელი - ხ----- კ-----
2. კ---- ნ-------
3. ლ-------- გ---–------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2018 წლის 30 ივნისის მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის #5------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს შპს „მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 2825,56 ლარის გადახდა, საიდანაც 2700 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 100,70 ლარი - სესხის პროცენტი, ხოლო 25 ლარი - დასაფარი ჯარიმა.
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით.
1.3. მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის #5------------ ხელშეკრულების 2.18. პუნქტისა და სსსკ 268-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 30 ივნისს შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #5------------, რომლის საფუძველზეც ა---------– გ---–------ს სახელზე 70 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 3200 ლარის ოდენობით. თვიური პროცენტი შეადგენდა 6,81%-ს (ხელშეკრულების დანართი #1). მსესხებელს სესხი სრულად უნდა დაეფარა 2018 წლის 8 სექტემბრამდე ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მიხდვით.
ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა კ---- ნ-------მ და ლ-------- გ---–-------, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, მან დაარღვია ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და არ იხდიდა თანხას მის შესაბამისად. ამ დრომდე მსესხებლის მიერ თანხის დასაფარად გადახდილია მხოლოდ 787.30 ლარი. ვინაიდან მოპასუხეებს დღემდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“ სასამართლოს საშუალებით ითხოვს დავალიანების მოპასუხეთათვის დაკისრებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ა---------– გ---–------ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
2.2. მოპასუხე კ---- ნ-------მ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოადგინა.
2.3. მოპასუხე ლ-------- გ---–------- სარჩელზე შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
მთავარ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ა---------– გ---–------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელემ ვალის სანაცვლოდ წაიღო 800 ლარად ღირებული დახლ-მაცივარი და 300 ლარად ღირებული კონდიციონერი, რის გამოც სესხის ძირ თანხას უნდა გამოაკლდეს 1100 ლარი.
მთავარ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე კ---- ნ-------მ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის - 1600 ლარის, პროცენტის - 100.70 ლარის და ჯარიმის - 25 ლარის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 30 ივნისს შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #5------------, რომლის საფუძველზეც ა---------– გ---–------ს სახელზე 70 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 3200 ლარის ოდენობით. თვიური პროცენტი შეადგენდა 6,81%-ს (ხელშეკრულების დანართი #1). მსესხებელს სესხი სრულად უნდა დაეფარა 2018 წლის 8 სექტემბრამდე, ხელშეკრულების დანართი #1 -ით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მიხედვით.
3.1.2. მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა კ---- ნ-------მ და ლ-------- გ---–-------, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების 2.8 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #5------------, ხელშეკრულების დანართი #1 და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (იხ. ს.ფ. 16-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მსესხებლის ა---------– გ---–------ს მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მას 2018 წლის 8 სექტემბრამდე ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მიხედვით ვალდებულება სრულად უნდა შეესრულებინა, რაც არ განუხორციელებია.
3.2.2. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 2 ივლისს, როდესაც ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული გადასახადი სრულად არ გადაიხადა. ამის შემდეგაც, იგი გადახდის გრაფიკის დარღვევით აგრძელებდა გადახდას. საბოლოო ჯამში მოვალის მიერ ეტაპობრივად გადახდილი არის დავალიანების ნაწილი, ჯამში 787.30 ლარი, საიდანაც 499,51 ლარი გამოაკლდა სესხის ძირს, 73,30 ლარი - პროცენტს, 214,49 ლარი - ჯარიმას, ხოლო 62,70 ლარით - დაიფარა საკომისიო. ასევე დადგენილია, რომ ბოლო შეტანა 500 ლარის ოდენობით, განხორციელდა 2018 წლის 28 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების დანართი #1 (იხ. ს.ფ. 18);
- ამონაწერი სალაროდან (იხ. ს.ფ. 20)
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხეთა დავალიანება მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის #5------------ ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 2825,56 ლარს. საიდანაც 2700,49 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 100,07 ლარი - სესხის პროცენტი, ხოლო 25 ლარი - ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 21);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის #5------------ ხელშეკრულების 2.18 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #5------------ (იხ. ს.ფ. 16-17);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოპასუხე კ---- ნ-------მ მთავარ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის - 1600 ლარის, პროცენტის - 100.70 ლარის და ჯარიმის - 25 ლარის დაკისრების ნაწილში.
3.2.6. მოპასუხე ა---------– გ---–------ს წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელემ ვალის სანაცვლოდ წაიღო 800 ლარად ღირებული დახლ-მაცივარი და 300 ლარად ღირებული კონდიციონერი, რის გამოც სესხის ძირ თანხას უნდა გამოაკლდეს 1100 ლარი. ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მხარის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები.
3.2.7. მოწმეების დ----- ბ-------- და ლ---- ც------–---ს ჩვენებებით დადასტურდა დახლ-მაცივრის გატანის ფაქტი, მაგრამ მათ განმარტეს, რომ ისინი არც თანხის გადაცემას, არც მოლაპარაკებას ან საუბარს, რომ ვალის გაქვითვა მოხდებოდა - არ შესწრებიან, ისინი უბრალოდ დაეხმარნენ დახლ-მაცივრის ავტომანქანაში ჩადებაში.
3.2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მოპასუხე ა---------– გ---–------ს მამა გ--- გ---–------, რომელიც ასევე მოპასუხე ლ-------- გ---–------ს მეუღლეა. მან განმარტა, რომ კონდიციონერი 300 ლარში წაიღო ზ-------- გ-------–--, რომელიც იმ მ-----------------ში მუშაობდა. მან უთხრა, რომ მოუყვანდა კლიენტს, რომლისთვისაც დახლ-მაცივარი უნდა გაეტანებინა 800 ლარად. მან უთხრა, რომ ეს თანხები გამოაკლდებოდა სესხს. 1200 ლარში წაიღეს ყველაფერი, თუმცა ნივთების ღირებულება გაცილებით მეტი იყო. მათთვის აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე ჩეკი არ გადმოუციათ და არც თვითონ არ მოუკითხავთ სესხთან დაკავშირებით არაფერი. შემდეგ მოუვიდათ სარჩელი. ამ ნივთების ღირებულებიდან არც ერთი თეთრი მათ არ მიუღიათ. არც ის იციან ვინ შეიტანა 500 ლარი. ასევე განმარტა, რომ ის ნივთები, რაც საექსპერტო დასკვნაშია მიღებული, ამ მისამართზე აღარ არის და წაღებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებები, საპაექრო სიტყვები და მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-625-ე, 867-ე, 891-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივნისს შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #5------------, რომლის საფუძველზეც ა---------– გ---–------ს სახელზე 70 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 3200 ლარის ოდენობით. თვიური პროცენტი შეადგენდა 6,81%-ს (ხელშეკრულების დანართი #1). მსესხებელს სესხი სრულად უნდა დაეფარა 2018 წლის 8 სექტემბრამდე, ხელშეკრულების დანართი #1 -ით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მიხედვით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა მისი ვალდებულება და მან ნასესხები თანხა გადასცა მსესხებელ ა---------– გ---–------, ხოლო მოპასუხეების მხრიდან არ შესრულებულა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ნასესხები თანხის გადაცემას.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამას ადასტურებს მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 2 ივლისს, როდესაც ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული გადასახადი სრულად არ გადაიხადა. ამის შემდეგაც, იგი გადახდის გრაფიკის დარღვევით აგრძელებდა გადახდას. საბოლოო ჯამში მოვალის მიერ ეტაპობრივად გადახდილი არის დავალიანების ნაწილი ჯამში 787.30 ლარი, საიდანაც 499,51 გამოაკლდა სესხის ძირს, 73,30 ლარი - პროცენტს, 214,49 ლარი - ჯარიმას, ხოლო 62,70 ლარით დაიფარა საკომისიო. ბოლო შენატანი შეადგენდა 500 ლარს, რომელიც შეტანილი იქნა 2018 წლის 28 ივლისს.
დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე კ---- ნ-------მ მთავარ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის - 1600 ლარის, პროცენტის - 100.70 ლარის და ჯარიმის - 25 ლარის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ა---------– გ---–------ს წარმომადგენელის განმარტებას მასზედ, რომ მოსარჩელემ ვალის სანაცვლოდ წაიღო 800 ლარად ღირებული დახლ-მაცივარი და 300 ლარად ღირებული კონდიციონერი, რის გამოც სესხის ძირ თანხას უნდა გამოაკლდეს 1100 ლარი, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მხარეს არ წარმოუდგენია. ხოლო რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეების დ----- ბ-------- და ლ---- ც------–---ს ჩვენებებით დადასტურდა მხოლოდ დახლ-მაცივრის გატანის ფაქტი, მაგრამ ისინი არც თანხის გადაცემას, არც მოლაპარაკებას ან საუბარს, რომ ვალის გაქვითვა მოხდებოდა - არ შესწრებიან. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- გ---–------- განმარტა, რომ 1200 ლარში წაიღეს ყველაფერი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე ჩეკი არ გადმოუციათ და არც თვითონ არ მოუკითხავთ სესხთან დაკავშირებით არაფერი. ამ ნივთების ღირებულებიდან არც ერთი თეთრი მათ არ მიუღიათ. არც ის იციან ვინ შეიტანა 500 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--- გ---–------ საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეა, შესაბამისად, მისი ჩვენება ამ ნივთების შეფასებებთან დაკავშირებით წერილობითი მტკიცებულების გარეშე ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად. ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნას, სასამართლო ვერც ამ დასკვნას ვერ გაიზიარებს, რადგან მოწმე გ--- გ---–------ს განმარტებით, ეს ნივთები დასკვნაში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება, შესაბამისად, დასკვნის გამცემ ექსპერტს ეს ნივთები ფიზიკურად არ უნახავს და შეფასებაც მხოლოდ სავარაუდო შეიძლება იყოს.
შესაბამისად, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, მასზედ, რომ მოვალის მიერ ეტაპობრივად გადახდილი არის დავალიანების ნაწილი ჯამში 787.30 ლარი, საიდანაც 499,51 გამოაკლდა სესხის ძირს, 73,30 ლარი - პროცენტს, 214,49 ლარი - ჯარიმას, ხოლო 62,70 ლარით დაიფარა საკომისიო.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა კ---- ნ-------მ და ლ-------- გ---–-------, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების 2.8 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე საფუძვლიანია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია.
ამ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს წარმოეშვათ სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარათ სესხის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მათ არაჯეროვნად შეასრულეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებითვე, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეიძლება მიჩნეულ იქნეს გონივრულად, რის გამოც იგი შემცირებას არ ექვემდებარება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სრულად შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. თავის მხრივ მოპასუხემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო დაედასტურებინა დავალიანების დაფარვის მიზნით 1100 ლარის გადახდა, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 100 ლარი. ასევე დადგენილია, რომ საქმე მიეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მთავარ სასამართლო სხდომაზე 1725.7 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი ამ ნაწილში უნდა განახევრდეს და მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25.88 ლარი, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 24.12 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 25.88 ლარი. ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ჯამში 74.12 (50+24.12) ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს ა---------– გ---–------, კ---- ნ-------ს და ლ-------- გ---–------ 2018 წლის 30 ივნისის მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის #5------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების გადახდა 2825,56 ლარის ოდენობით, საიდანაც 2700.49 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 100,07 ლარი - სესხის პროცენტი, ხოლო 25 ლარი - ჯარიმა.
3. მოპასუხეებს ა---------– გ---–------, კ---- ნ-------ს და ლ-------- გ---–------ მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 25.88 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 74.12 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბ----: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბ----ს კოდი: TRESGE22 (100.00 ლარი, გადახდის თარიღი: 14/08/2018წ, საგადასახადო დავალება №0, გადამხდელი: შპს „მ----------------- ო---------–-- კ------------------“, გადამხდელის ბ----: სს „თ----- ბ----“).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე