განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2932519-1/087-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს----------–ოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12.07. 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თ----- ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------- ა---–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – კ--- ა-------- -დაბ.0-.0-.1---წ, თ---------- რესპუბლიკის მოქალაქე, მცხოვრები თ---------.
ადვოკატი - კ------- ა-------
კვ--–-ფიკაცია: ს----------–ოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,, ქ/ პუნქტით.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 04 სექტემბერს, ტ-- ა-–-------- ერთად წინასწარ შეთანხმებით კ--- ა-------- ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ვ--–-ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შპს. დ----- ფ--- ჯ--------ს მაღაზიიდან, ორ შეკვრა პარლამენტი აქუას ფირმის თამბაქოს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 106.06 ლარის ოდენობის ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვ--–-სწინებული ს----------–ოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პ-ებით.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ რომ კ--- ა--------მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მოწმე თ----- ბ-------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით საღამოს 11 საათისთვის შემოვიდა 5 კაციანი ჯგუფი, რომელმაც იყიდა 13 ბლოკი სიგარეტი და 4 ნატახტარის ლუდი, 2 ცალი ორ ლიტრიანი, 2 ცალი ლიტრიანი. როდესაც განახორციელა სისტემაში გატარება, აღნიშნული პიროვნების პირადობაზე გაატარა აღნიშნული პროდუქცია. მას შემდეგ დაიწყეს პარკებით სიარული ამ ხუთმა პიროვნებამ, შესყიდვის შემდეგ მაღაზიაში სიარული. შესაბამისად ვერ აკონტროლებდა მათ, კონსულტ--ტი ახორციელებდა მათთან კონსულტაციის გაწევას. როდესაც გათენდა 5 სექტემბერი, აღმოაჩინეს მაღაზიის აღწერის შედეგად, რომ აკლდა 2 ბლოკი ,,პარლამენტი აქვა ბლუ“, რომლის ღირებულება შეადგენდა იმ მომენტისათვის 106 ლარს. 5 სექტემბერს სახლში წავიდა, რადგან იყო ღამენათევი და ვერ აღმოაჩენდა რის გამო მოხდა დანაკლისი, 7 სექტემბერს როდესაც დაბრუნდა სამსახურში, აღმოაჩინა კამერებიდან, რომ ეს 2 ბლოკი ,,პარლამენტი აქვა ბლუ“ იყო მოპარული აღნიშნული პიროვნებისა და მასთან ერთად სხვა დამხმარე პიროვნებასთან ერთად. კამერების აღწერილობით ხდებოდა ასეთი რამე: ერთმა პიროვნებამ რომელსაც ეცვა მწვანე ფერის მაისური 1 ბლოკი სიგარეტი აიღო და უბეში ჩაიდო, ხოლო მეორე პიროვნებამ, რომლის პირადობაც ქონდათ მასთან ერთად დახმარებით ცელოფანში ჩაიდო მეორე ბლოკი სიგარეტი, განხორციელდა ქურდობა მასთან ერთად. პირველი ბლოკის აღებასა და მეორე ბლოკის აღებას შორის ძალიან ახლო ინტერვ--–-ა, პირველი პიროვნება მწვანე მაისურიანი როდესაც იპარავს 1 ბლოკ ,,პარლამენტ აქვა ბლუ“-ს ეს ხდება 23:15 საათზე, მეორე ბლოკის მოპარვა ხდება, მოდის ეს მწვანე მაისურიანი სალაროსთან, მიდის ცელოფნიან პიროვნებასთან ერთად და იღებენ მეორე ბლოკ სიგარეტს, იპარავენ, ეს ხდება დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში მეორე ბლოკის მოპარვაც, როდესაც პირველი ბლოკი აიღო და დამალა მწვანე მაისურიანმა პიროვნებამ მოვიდა მეორე პიროვნებასთან და წაიყვანა, ეს მეორე რომლის პირადობაც მოწმეს ჰქონდა ხსნის ცელოფანს და ის მწვანე მაისურიანი უდებს ცელოფანში მეორე ბლოკ სიგარეტს. აღნიშნული ორივე ბლოკი სიგარეტის თანხა მათ არ გადაუხდიათ, იმიტომ, რომ როდესაც იღებენ დახლებიდან პროდუქციას მიდიან კომპიუტერულ სისტემასთან, სადაც ხდება გატარება და შემდეგ თანხის გადახდა. რაც შეეხება პირადობას- აკონტროლებენ აუცილებლად პირადობებს, თუ ს----------–ოს კონტროლი არ გააჩნიათ, არ შეუძლიათ გაყიდვა მოახდინონ მასზე. იმისი პირადობა ჰქონდათ, რომელსაც ცელოფანი ჰქონდა და რომელსაც პარკში ჩაუდეს და გადახდის გარეშე გაატარა. იმ პიროვნებას, რომელსაც უკავია პარკი, აცვია ღია ყავისფერი შარვ--–-, შავი კაპიშონიანი ზედა, შავი თმა აქვს, საშუალო სიმაღლისაა, შავი ფეხსაცმელი აცვია და მარცხენა ხელზე უკეთია საათი. მეორე პიროვნებას აცვია დ-----ს შავი ჟილეტი, ნაცრისფერი ბოტასი, ცისფერი ჯინსი და მარცხენა ხელზე აქვს ლითონის სამაჯური. აღნიშნული მაღაზიის კონსულტ--ტია თ----- ქ-----–---–-, როდესაც კამერებს უყურა და ეს აღმოაჩინა ამის შედეგად აცნობეს, როგორც მენეჯერს-პ--–---- ჩ------, ასევე აყურებინა კონსულტ--ტსაც და მენეჯერსაც. აღნიშნული ქურდობის შედეგად 106 ლარის ზიანი მიადგა მაღაზიას.
დაახლოებით 40 სათვალთვალო კამერაა განთავსებული მთელ მაღაზიაში და მისი გარე პერიმეტრიც კონტროლდება. როდესაც კამერებს გადახედეს დარწმუნებულია, რომ ის პირი, რომელიც კამერაში აღმოჩნდა, რომ იღებს სიგარეტს, სწორედ ის პიროვნებაა, პარკში ვისაც უდებენ, რომლის პირადობაც მათ ჰქონდათ. აღნიშნული დანაკლისის თანხა მათ ხელფასიდან ჩამოეჭრათ. მოწმე განმარტავს, რომ პროფესიით თურქოლოგია, და პირად გაესაუბრა კ--- ა--------ს-როდესაც პირადობა თხოვა. ეს მოხდა 2018 წლის 4 სექტემბერს ანუ დაახლოებით 8 თვეა გასული, შესაბამისად რა ფერის ტ--საცმელი ეცვათ ეს ყველაფერი ნახა ვიდეოკამერაში, რომელიც არის ფერადი, რაც იყიდეს იმის ფული გადაიხადა სხვამ. 5 კაციანი ჯგუფი შემოვიდა, ფული ვინც გადაუხადა იმან განაცხადა, რომ ლიმიტი არ ჰქონდა და მის მეგობარზე გაეტარებინათ და მიაწოდა ამ პიროვნებამ თავისი პირადობა. მოწმე განმარტავს რომ მაღაზიას ორი კარები აქვს და ორივედან შეუძლია კლიენტს შემოსვლა და გასვლა. მოლარეს აქვს ერთი განკუთვნილი კარები, სადაც არის კომპიუტერი და იქ ზიან მოლარეები, როდესაც ქურდობა მოხდა არავინ არ მისულა სალაროსთან და იმის ღირებულება არ გადაუხდია, დებენ პარკში და პირდაპირ გადის კარებიდან. ხუთივე პიროვნება თ---------- რესპუბლიკის მოქალაქეები იყვნენ პირადობა მხოლოდ ერთის აქვს რომელმაც პარკით გაიტ--ა სიგარეტი., დანარჩენი თანხა გადაიხადეს, რაც იყიდეს, ეს ყველაფერი ნახა ვიდეოკამერაში. ეს მაღაზია საბაჟოზეა მიერთებული, პიროვნება საბაჟო კონტროლს გაივლის და შემოდის ერთი კარიდან და მეორე კარიდან გადის თ---------- მიმართულებით. ამ პიროვნებას გააჩნდა ს----------–ოს კვეთა და გადადიოდა თურქეთში. მათ შეუმოწმეს, რადგან ეს წესებში უწერიათ, რომ მათი საქონელი ს----------–--–ი არ უნდა შემოვიდეს. მეორე პიროვნებას უფრო ამოიცნობს რომელსაც უბეში ჰქონდა სიგარეტი, რადგანაც ის პიროვნება რომელმაც ჯიბეში ჩაიდო ხშირად მივიდა სალაროსთან, მეორემ რომელმაც პარკით გაიტ--ა მხოლოდ პირადობა მიაწოდა, გაიარა და წავიდა. ჩვეულებრივად სალაროს აუარა გვერდი და წავიდა. სანამ სიგარეტს აიღებდა დადიოდა მაღაზიაში, როგორც კი სიგარეტი აიღო აღარ გაჩერებულა მაღაზიაში და გავიდა გარეთ, მოწმე განმარტავს, რომ ის პიროვნება, რომელმაც პირადობა მიაწოდა და რომლის პირადი ნომერიც დააფიქსირა იმ ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც პარკი ეკავა.
მოწმე თ----- ქ-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში მაღაზიაში და საღამოს საათებში შევიდნენ კლიენტები იყო 5 ადამიანი, აქცენტი გადატ--ილი ჰქონდათ სიგარეტებზე, ორმა პირმა აიღო სიგარეტები. მოწმე, როდესაც კლიენტებს დაყვებოდა სალაროსთან არ მისულა. შემდეგ რამდენიმე პირი წავიდა და სხვა სიგარეტები აიღეს. შემდეგ ერთმა პირმა დაუძახა, სათამაშოების ფასი აინტერესებდა. ეს პირი დაატარებდა და ეკითხებოდა სხვადასხვა სათამაშოების ფასებს, მოწმემ არ იცის შეგნებულად აკეთებდა თუ არა ამას, შემდეგ დაუძახეს მეგობრებმა და გავიდნენ. მეორე დღეს რომ დაითვ--–-- ყველაფერი აღმოჩნდა, რომ ორი მთლიანი ბლოკი ,,პარლამენტი“ აკლდათ მაღაზიაში. სმენას ყოველთვის იბარებენ. რადგან დაღლილები იყვნენ იმ დღეს წამოვიდნენ სახლში და მეიორე დღეს მეორე სმენაზე რომ ავიდნენ გადახედეს კამერებს და აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი პირი მიდის, ერთ ,,პარლამენტს“ იღებს, იდებს უბეში, შემდეგ მოდის და სხვა მეგობარსაც ეძახის, ეს მეგობარი მიდის პარკით ხელში, შეგნებულად იღებს მეორე ,,პარლამენტს“ და უდებს პარკში. მაღაზიაში არსი განთავსებული ყველა სექციასთან სათითაოდ ორ-ორი კამერა, მთელს მაღაზიაში დაახლოებით 15 კამერაა ალბათ. უშუალოდ უყურებს ყველა სექციას სათითაო კამერა. ის პირები, რომლებიც შემდეგ კამერაში აღმოჩნდა, რომ იპარავდნენ ეს ორი პირი იმ ხუთეულის ჯგუფში შედიოდნენ. ყველა ჩეკს პირადობის ნომრით ატარებენ და ამავდროულად ამოწმებენ კონტროლი აქვს თუ არა, საბაჟო კონტროლს ნიშნავს ყველა პირის იდენტიფიკაციას პირადი ნომრით. როცა რაიმეს ყიდულობენ ჩეკში ამოდის პირადი ნომერი, ანუ იმ პირის იდენტიფიკაცია ხდება, ვინც შეიძინა რაიმე. ყველას არ ჰქონდა ლიმიტი, იქ აქვთ გადატ--ის ლიმიტი, 3 ბლოკი სიგარეტი, 1 ბოთლი ალკოჰოლი, ამ შემთხვევაში ყიდულობს ხოლმე ერთი, ვისაც აქვს გადატ--ის ლიმიტი და დანარჩენებს ატ--ინებს ხილმე და ერთ პიროვნებაზე გატარდა ეს ყველაფერი. ზუსტად ვის სახელზე გატარდა არ იცის რადგან არ იყო სალაროსთან. პიროვნება, თ----- ბ-------–---–--გან გაიგო რომ რომლის პირადობის მოწმობა გატარებულია მას ჩაუდენია ქურდობა. კ--- ა-------- ხშირად მიდიოდა მაღაზიაში და სახეზე დაამახსოვრდა. კამერაში ნათლად ჩანდა მისი სახე, რომელმაც მოიპარა სიგარეტი. 4 სექტემბერი იყო ღამის 11 საათი, ორი თანამშრომელი იყვნენ მაღაზიაში. ა--------ს ეცვა მწვანე ზედა და შავი კურტკა ზემოდან.
მაღაზიას აქვს ორი კარი, მაგრამ გასასვლელი ერთია, საიდანაც შედიან თანამშრომლები და შემოდიან კლიენტები, რომლი კარიდანაც შედის კლიენტი და გადის, სალარო აპარატსაც ეფარება. წინ არის სიგარეტები, აქეთ არის სალარო აპარატი, შუაში კიდევ სექციაა და ეს სიგარეტები ისე დევს, რომ სალაროდანაც ვერ დაინახავენ იქ ვინ რას აკეთებს, პარკი ხელში ეკავა, სალაროსთან უკვე გატარებული სიგარეტები ელაგა იმას და სიგარეტებთან ერთად მივიდა მასთან, ჩაუდო და გავიდნენ.
პ--–---- ჩ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს თ----- ბ-------–---–- და თ----- ქ-----–---–- მუშაობდნენ სმენაში. მაღაზიაში ხდება აღწერა დილით როდესაც მიდიან თანამშრომლები. ჩაიბარეს მაღაზია, როდესაც დაამთავრეს სამუშაო პროცესი და მოდიოდნენ სახლში განახორციელეს ისევ გადაბარება, როდესაც დაითვ--–-- საქონელი მაღაზიაში, აღმოჩნდა ორი სიგარეტი ,,პარლამენტი“ დანაკლისში. მოლარე და კონსულტ--ტი ღამისნათევნი იყვნენ გაუშვა სახლში, მესამე დღეს, როდესაც დაბრუნდნენ და უყურეს კამერებს, აღმოაჩინეს, რომ მოხდა ქურდობა, იყო შემოსული ხუთ კაციანი ჯგუფი საღამოს საათებში, იმ დროს არ იმყოფებოდა მაღაზიაში. მათ ერთად ვუყურეთ კამერებს და აღმოჩნდა, რომ იყიდეს პროდუქტები რაც უნდოდათ და გადაიხადეს თანხა, როდესაც უნდა დაეტოვებინათ მაღაზია, ერთი პიროვნება, რომელსაც აცვია მწვანე ფერის მაისური და ქურთუკი დაბრუნდა უკან, ღვინის თაროს უკან არის სიგარეტები, ამან იფიქრა ალბათ რომ იქ კამერა არ იყო, თ----- ბ-------–---–- იყო სალაროსთან, რომელიც გამყიდველი იყო, კონსულტ--ტი მაღაზიაში იყო, იყო ხუთ კაციანი ჯგუფი და ამ გოგომ ყურადღება იმდენად ვეღარ გადაანაწილა ყველაზე, ეს პიროვნება წავიდა, ჩაიდო სიგარეტი, გამოვიდა და უთხრა მეორე პირს, რომ წამოდიო, ეს პიროვნება ცელოფანს გაწევს და ჩადებს მეორე სიგარეტს. ალბათ ჯგუფურად შეკრულები იყვნენ, რადგანაც ყველაფერს რასაც ყიდიან სალაროში უნდა გატარდეს როგორც ჩანს კამერებით, ეს გამიზნულად გააკეთეს, მოიპარეს 2 ბლოკი სიგარეტი. მათ ჰქონდათ საშუალება მათ, რომ მაღაზიის თანამშრომლების შეუმჩნევლად მოეხდინათ აღნიშნული ქმედება, მოლარე ოპერატორიც იყო და კონსულტ--ტიც, მაგრამ კამერებს რომ უყურებდნენ ძალიან გზააბნეულებივით დადიოდნენ, უნდოდათ, რომ ყურადღება ერთ ბიჭს გადაეტ--ა კონსულტ--ტის ყურადღება და იქ ეს ორი პიროვნება ლაპარაკობდა და ის მივიდა როცა მოიპარა, მერე წავიდა მეგობარსაც დაუძახა, წაიყვანა და იმასაც ჩაუდო. უბრალოდ გაყიდვა ხდება ასე: რასაც აიღებ უნდა მიხვიდე და სალაროსთან გაატარო, პირადობა წარადგინო. როდესაც ნივთს გაყიდიან კონსულტ--ტი ან მოლარე ვალდებულია, რომ ცელოფანში ჩაუდოს, რაც იყიდა და გადასცეს მყიდველს. საკუთარი ნივთებით გადაადგილება არ აქვთ აკრძალული, მაგრამ მაღაზიის თანამშრომლები ცდილობენ, რომ არ მისცეთ ამის საშუალება და სთხოვენ ხოლმე რომ რაც იყიდეს არ ატარონ მაღაზიაში. ვიღაც თურქები იყვნენ მოსულები, ნათესავები იყვნენ თუ ვინ იყვნენ არ იცის მოწმემ და ზიანის თანხა არ შემოუთავაზებიათ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა ტ-- ა-–-----ს ჩვენება-რომლითაც დგინდება, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს მეზობლად მცხოვრებ მეგობართან კ--- ა--------სთან ერთად წამოვიდა ს----------–--–ი. საბაჟო პუნქტ ვ--–-- გავლით ჩამოვიდნენ ქ.ა---––---–- გაისეირნეს და ისევ დაბრუნდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, გაიარეს თ---------- მიმართულებით საბაჟო კონტროლი და შევიდნენ საბაჟოზე არსებულ მაღაზია ,,დ----------–-- სადაც დაათვ--–-ერეს გასაყიდი პროდუქცია, შეამჩნიეს, რომ გამყიდველები ნაკლებად იჩენდნენ მათ მიმართ ყურადღებას, ამიტომ გადაწყვიტა აღნიშნულ მაღაზიაში მოეპარა სიგარეტი, მივიდა სიგარეტების სექციასთან და გამყიდველისაგან ფარულად ერთი ბლოკი სიგარეტი პარლამენტი აქუა აიღო და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ დაუძახა მის მეგობარ ა--------ს, რომელსაც ხელში ეჭირა ცელოფნის პარკი, როდესაც ახლოს მივიდა მასთან უთხრა, რომ სიგარეტი მოეპარათ და კიდევ ერთი ბლოკი სიგარეტი პარლამენტი აქუა აიღო თაროდან. მან გაწია პარკი და ჩაუდო მასში. შემდეგ ცოტახანს კიდევ იმყოფებოდნენ მაღაზიაში და ისე გამოვიდენენ და წავიდნენ თ---------- რესპუბლიკაში, რომ მაღაზიიდან აღებული სიგარეტის საფასური არ გადაუხდიათ მაღაზიისათვის.
2018 წლის 28 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვ--–-ერების ოქმით დადგენილია, რომ გახსნილი და დათვ--–-ერებული იქნა სსN0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, N3--- ლუქით დალუქული კომპაქტური დისკი, რომელშიც ჩაწერილი არის სგპ ვ--–-- ადმინისტრაციული შენობის სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 4 ცალი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახული არის 2018 წლის 04 სექტემბერს შპს დ-----ფ--- ჯ--------ს მაღაზიაში თამბაქოს ქურდობის ფაქტის ჩამდენი პირების შემოსვლა და გასვლა. დათვ--–-ერების შედეგად გაირკვა, რომ სგპ ვ--–-- რეგისტრაციის დარბაზში ს----------–--–ი შემოსვლის ვიდეო სათვალთვალო კამერის დრო და რეალური დრო არის სუსტი, ხოლო გარეთა სათვალთვალო კამერა, რომელიც აკონტროლებს ს----------–ოდან გასვლის შიდა კამერასთანაც და რეალურ დროსთან მიმართებაში ცდომილებაში არის 2 წუთით უკან, დათვ--–-ერების შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს 20:43:20 საათზე შემოდის საშუალო აღნაგობის მუქი ფერის საშუალო ზომის თმით და პატარა ზომის წვერით, ტ--თ აცვია რუხი ფერის შარვ--–-, ქუდიანი მკლავიანი ქურთუკი ელვა შესაკრავით, რომელსაც აქვს თეთრი ზოლი ელვა შესაკრავის გასწვრივ, ქურთუკს ელვა აქვს გახსნილი, ასევე აცვია შიგნიდან თეთრი ფერის პერანგი და შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც გადის მებაჟე ოფიცერთან საბაჟო კონტროლის შემოწმებას და 20:43:50 საათზე გადის დარბაზიდან გარეთ, ამის შემდეგ შემოდის 20:44:30 საათზე საშუალო აღნაგობის მუქი ფერის საშუალო ზომის თმით და ულვაშით, ტ--თ აცვია ჯინსის მოთეთრო მოლურჯო ფერის შარვ--–-, ზემოდან მომწვანო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, უკლაო შავი ფერის ქურთუკი ელვა შესაკრავით და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმლით, მარცხენა ხელის მაჯაზე უკეთია მოთეთრო ფერის სამაჯური, რომელიც ასევე გადის მებაჟე ოფიცერთან საბაჟო კონტროლს, რომელიც 20:45:10 საათზე გადის რეგისტრაციის დარბაზიდან გარეთ, რის შემდეგაც კაპიშონიანი პიროვნება დარბაზიდან გარეთ გადის 20:44:20 საათზე და მიემართება ქალაქ ვ--–-- მიმართულებით, რის შემდეგაც 20:53:50 საათზე ზემოაღნიშნული კაპიშონიანი და მომწვანო მაისურიანი პიროვნებები ორ პიროვნებასთან ერთად ბრუნდებიან ვ--–-- საბაჟოზე და მიდიან რეგისტრაციის გასავლელად, სადაც 22:54:20 საათზე მიდის მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება რეგისტრაციის გასავლელად და როდესაც გადის რეგისტრაციას გამოდის მოშორებით და ელოდება მის თანმხლებ კაპიშონიან პიროვნებას, რომელიც 22:55:53 საათზე ორივე მათგანი ტოვებენ ს----------–ოს საბაჟო კონტროლს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სგპ ვ--–-- სათვალთვალო კამერებში ასახული პირების და დ-----ფ---ს ვიდეო-ჩანაწერებში ასახული ქურდობის ჩამდენ პირებს თუ შევადარებთ ირკვევა, რომ ზუსტად ის ტ--ისამოსი აცვიათ და ის პირები არიან, რომლების შპს. დ-----ფ--- ჯ--------ს მაღაზიაში ჩადიან ქურდობას. ვიდეო-ჩანაწერის დათვ--–-ერების შემდეგ CD დისკი დაილუქა N 3--- ლუქით.
2018 წლის 28 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვ--–-ერების ოქმით დადგენილია, გახსნილი და დათვ--–-ერებული იქნა სს N0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება. კერძოდ N3--- ლუქით დალუქული კომპაქტური CD დისკი, რომელშიც ჩაწერილი არის შპს ,,დ-----ფ--- ჯ---------ს N5-ე, N8-ე და N9-ე სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სამი ცალი ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახული არის 2018 წლის 04 სექტემბერს აღნიშნულ მაღაზიაში თამბაქოს ქურდობის ფაქტი. დათვ--–-ერების შედეგად გაირკვა, რომ ვიდეო-ჩანაწერების დასაწყისში ელექტრონული საათი აჩვენებს 2018 წლის 04 სექტემბერს 23:13 საათს, რაზეც დ-----ფ--- ჯ--------ს მენეჯერმა პ--–---- ჩ------მ განმარტა, რომ იმის გამო, რადგან მათი მაღაზიის სათვალთვალო კამერების კომპიუტერული სისტემის ელექტრონული საათი რეალურ დროსთან შედარებით დროს აჩვენებს 18 წუთით ადრე, ამის გამო ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მათ მიერ განჩინებაში მითითებული დროების მიხედვით რეალურ დროსთან შესაბამისობაში მოიყვანეს ჩანაწერების დრო და ამიტომ კომპიუტერული სისტემიდან ამოჭრეს და წარმოადგინეს ჩანაწერები 23:13 საათიდან 23:18 საათამდე რაც შეესაბამება რეალური 22:55 საათიდან 23:00 საათამდე დროს სამივე ზემოაღნიშნულ სათვალთვალო კამერის ვიდეო-ჩანაწერებში ჩანს რომ ისინი სხვადასხვა მხრიდან აკონტროლებენ მაღაზიის მთელ შიდა სივრცეს. ჩანაწერების მიხედვით ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ სალაროს დახლთან დგას 2 ახალგაზრდა მამაკაცი, ამათგან ერთი არის საშუალო აღნაგობის მუქი ფერის საშუალო ზომის თმით და ულვაშით. ტ--თ აცვია ჯინსის მოლურჯო-მოთეთრო ფერის შარვ--–-, ზემოდან მომწვანო ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, უკლავო შავი ფერის ქურთუკი ელვა შესაკრავით და თეთრი ფერის სპორტულ-ფეხსაცმელი. მარცხენა ხელის მაჯაზე უკეთია ღია ფერის სამაჯური. მეორე პიროვნებაც არის საშუალო აღნაგობის, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით და პატარა ზომის წვერით, ტ--თ აცვია რუხი ფერის შარვ--–-, ქუდიანიმკლავიანი ქურთუკი ელვა შესაკრავით, რომელსაც აქვს თეთრი ზოლი ელვა შესაკრავის გასწვრივ და ქუდი აქვს შიგნიდან მოთეთრო ფერის, აცვია შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. ორივე მათგანი ესაუბრება მაღაზიის მოლარეს. დ-----ფ---ს მენეჯერის პ--–---- ჩ------ს განმარტებით სწორედ ეს ორი პიროვნება იპარავს თამბაქოს, მათ შორის ქუდიანი ქურთუკი რომელსაც აცვია არის ის პიროვნება, რომლის პასპორტის ნომერი A-------- აქვთ ჩატარებული მათ და რომელიც მიაწოდეს გამოძიებას, მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება 23:13:16 საათზე გადის ალკოჰოლური სასმელების სექციაში, სადაც იმყოფებიან სამი სხვა პიროვნება და მაღაზიის კონსულტ--ტი გოგონა, სადაც 23:14:00 საათამდე. ამასთანავე პიროვნება, რომელსაც აცვია შავი ფერის ქუდიანი ქურთუკი სალაროსთან ჩერდება 23:13:39 საათამდე, რის შემდეგაც ალკოჰოლური სექციების გვერდის ავლით მიდის თამაქოების სექციასთან ათვ--–-ერებს თამბაქოებს და მისი დაძახების შემდეგ მასთან 23:14:08 საათზე მიდის სამი პიროვნება, მათ შორის მწვანე პერანგიანი, რომლებიც საუბრობენ და ათვ--–-ერებენ თამბაქოებს, შემდეგ 23:14:45 საათამდე ტრიალებენ და ათვ--–-ერებენ თამბაქოს სექციებს, რა დროსაც მათთან პერიოდულად მიდის კონსულტ--ტი გოგონა, ამის შემდეგ კონსულტ--ტი გოგონა და ალკოჰოლური სასმელების სექციიდან გამოსული მამაკაცები ისევ გადიან სათამაშოების სექციასთან, ხოლო მომწვანო ფერის მაისურიანი და ე.წ. კაპიშონიანი პიროვნებები რჩებიან თამბაქოს სექციაში, მაღაზიის შესასვლელ კართან ახლოს, სადაც 23:15:48 საათზე მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება თაროდან იღებს ერთ ბლოკ თეთრი ფერის თამბაქოს, იდებს ქურთუკის უბეში და იკრავს ელვა შესაკრავს, რის შემდეგაც ორივე მათგანი გამოდიან თამბაქოების დახლიდან და მიდიან სალაროსთან, სადაც 23;16:08 საათზე ირებენ პოლიეთილენის თეთრ პარკებს და კაპიშონაინი პიროვნება ისევ მიდის თამბაქოების დახლთან, საიდანაც ეძახის მომწვანო ფერის მაისურიან პიროვნებას, რომელიც მიდის მასთან და 23:16:38 საათზე იღებს მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება ერთ ბლოკ თამბაქოს და უდებს კაპიშონიან პიროვნებას პარკში, რის შემდეგაც ბრუნდებიან სალაროსთან, მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება იღებს იატაკიდან პარკს და უკვე 23:17:10 საათზე ორივე მათგანი ერთად გადიან მაღაზიიდან გარეთ. ვიდეო-ჩანაწერის დათვ--–-ერების შემდეგ CD დისკი დაილუქა 32/3 ლუქით.
გამომძიებელ შ---- ი-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში შევიდა შეტყობინება საზღვრის გამშვები პუნქტის ვ--–-ს ადმინისტრაციული შენობის მენეჯერის პ--–---- ჩ------საგან, რომელმაც შეტყობინებაში განაცხადა, რომ ,,დ----- ფ---ს“ მაღაზიაში ორმა თურქმა პიროვნებამ მოიპარა თამბაქოს ბლოკები, რასთან დაკავშირებითაც ადიგენის რაიონულ სამმართველოში დაიწყეს გამოძიება, რის შემდეგაც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, შემდეგ გამოკითხული იქნა მენეჯერი პ--–---- ჩ------, რომელმაც წარმოადგინა სალაროს გადახდის ქვითარი, სადაც მითითებული იყო ერთ-ერთი პიროვნების პირადი ნომერი, შემდეგ შ---- ი-------ის მიერ ჩატარებული იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, მიწერილი იქნა მიმართვის წერილები ,,დ----- ფ---ს“ ადმინისტრაციული შენობის ხელმძღვანელებთან ვიდეო-ჩანაწერების მისაღებად. მის მიერ ამოღებული და დათვ--–-ერებული იქნა ვიდეო-კამერები, ამოიცნო პ--–---- ჩ------მ სამართალდამრღვევი პირები, შემდეგ დაზარალებულს გააცნო დადგენილება და დაზარალებულადაც პ--–---- ჩ------ დაკითხა, ასევე ვ--–-ს საბაჟო გამშვები პუნქტის ვიდეო-კამერების ჩანაწერებიც არის მის მიერ ამოღებული და დათვ--–-ერებული და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა იქნა დანიშნული. ყველა ის დოკუმენტი, სადაც შ---- ი-------ის სახელი, გვარი და ხელმოწერაა დაფიქსირებული, არის მის მიერ შესრულებული. ქვითარზე იყო მითითებული პიროვნების პირადობის ნომერი. ვ--–-ს საბაჟო პუნქტიდან და ,,დ----- ფ---დან“ გამოთხოვილი იქნა ვიდეო-კამერების ჩანაწერები, რისი საფუძველი იყო ერთ-ერთი პიროვნება სამართალდამრღვევთა შორის, რომელმაც ნივთი იყიდა და სხვა ნივთთან ერთად გაატარეს სალაროში, სადაც დაფიქსირდა პირის პირადობის მოწმობის ნომერი და შემდეგ მიუთითა ,,დ----- ფ---ს“ მენეჯერმაც, რომ სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც გაატარა თავისი პირადობის მოწმობა და ის პიროვნება იყო, რომელმაც თამბაქო მოიპარა. კამერებში არის ასახული ის ფაქტი, რომ ორი პიროვნება ტ-- ა-–----- და ა-------- კ---, რომლებიც შემდეგ იქნენ დადგენილი, მიდიან თამბაქოს სექციასთან, იღებენ თამბაქოს ბლოკებს, ერთი იდებს უბეში და მეორეს უდებს ცელოფანში. მიმართვის წერილები იყო მიწერილი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით იმ ორი პიროვნებას ჰქონდათ თუ არა ს----------–--–ი კვეთა. ერთ-ერთი პიროვნება რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, დაფიქსირებული იყო იმ ქვითარზე, რომელიც წარმოადგინა მენეჯერმა და შემდეგ მეორე დააფიქსირეს, როდესაც უკვე დანიშნეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, კამერების ნახვის შემდეგ დადგინდა, რომ ესენი ერთი და იგივე პიროვნებები იყვნენ და რომელ საათზე შედიოდნენ ს----------–--–ი და შემდეგ რომელ საათზე გადიოდნენ ს----------–ოდან ეს ყველაფერი დაფიქსირებული და გადაგზავნილი იქნა ექსპერტიზაზე. დადგენილი იქნა, რომ ესენი იყვნენ ერთი და იგივე პიროვნებები. ერთი პიროვნება უკვე დადგენილი იყო, იცოდნენ მისი მონაცემები, ხოლო მეორე პიროვნება, რომლის მონაცემებიც არ იყო დაფიქსირებული, მისი იდენტიფიცირება მოხდა შემდეგ ვიდეო-კამერებით. დაზარალებული ითხოვდა სამართალდამრღვევი პირების დასჯას. ზიანი არ ჰქონდათ ანაზღაურებული, როდესაც მან დაკითხა ეს პიროვნება. მათგან არც ერთი არ იყო ს----------–--–ი, მათ ჰქონდათ ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული. დაზარალებულის დაკითხვა მოხდა ვ--–-ს საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებულ კამერებში, სადაც არის ოთახი. შ---- ი-------ემ ჩაატარა ვიდეო-კამერის ამოღება. ა-------- კ---ს პირადად არ იცნობს, იცნობს საქმიდან გამომდინარე. შ---- ი-------ე ადასტურებს იმ საგამოძიებო მოქმედების სისწორეს იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში. საქმეში ფაქტი რიოგორცაა დაფიქსირებული არის სწორი. შ---- ი-------ემ გამოკითხა მხოლოდ დაზარალებული პ--–---- ჩ------, მას არ გამოუკითხავს თ----- ბ-------–---–-, ის გამოკითხა სხვა გამომძიებელმა ს-----–--- თ-----–---–-ა. პ--–---- ჩ------მ მიუთითა სახელი და გვარი, მაგრამ შ---- ი-------ეს არ ახსოვს კ--- ა-------- დაასახელა თუ ტ-- ა-–----- მიუთითა იმ პიროვნების აღნაგობა, რომელმაც მოიპარა სიგარეტის ბლოკი, რომელმაც ჯერ უბეში ჩაიდო სიგარეტის ბლოკი, შემდეგ კი ცელოფანში ჩაუდო მეგობარს. გამოკითხვის შემდეგ დიდი დრო არის გასული და აღარ ახსოვს ზუსტად დეტალები. პ--–---- ჩ------მ პიროვნება აღწერა ტ--საცმლით და ვიზუალურად. ვიდეო-კამერის დათვ--–-ერებისას მასთან ერთად იმყოფებოდა პ--–---- ჩ------, დეტალები დაფიქსირებული იქნება დათვ--–-ერების ოქმში.
პატრულ -ინსპექტორ კ------- ღ----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს ასრულებდა სამსახურეობრივი მოვალეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ვალეზე, მიმართა მას კ--- ა--------მ მოახდინა მისი იდენტიფიცირება და შემოუშვა ს----------–--–ი, შემდგომ გაიგო რომ მოხდა ქურდობის ფაქტი დაიწყო გამოძიება, მასთან მივიდნენ გამომძიებლები შ----- პ----–---–- და რ------ კ-------- აყურებინეს ვიდეო ჩანაწერს და თუ ამოიცნობდა იმ პიროვნებებს რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ქურდობაში, დისკის ყურების შემდგომ მან ამოიცნო ის პიროვნება რომელიც შემოუშვა ს----------–--–ი, დისკზე ჩანდა 2 პიროვნება რომლებიც იპარავდნენ სიგარეტს, ერთერთი იდებდა მას ქურთუკში, ამის შემდეგ მან ამოიცნო ის ორი პიროვნება რომლებიც მან გაატარა და შემოუშვა ს----------–--–ი. ამ პროგრამაში ფიქსირდება პირის მონაცემები, ფოტოსურათი, დაბადების წელი თვე, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, ამ ორმა პიროვნებამ წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნულ პროგრამაში ფიქსირდება ვინ რა დროს რომელ წუთასა და წამზე გადაკვეთა საზღვარი
2018 წლის 26 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით
1. სს N 0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ასხელწოდებით: “v--- cam_IP Camera5_v---2_2-------------------------------------, “v--- cam_IP Camera8_v---2_2---------------------- და “v--- cam_IP Camera9_v---2_2------------------------------------- ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია ანუ შესაძლებელია კონკრეტული პიროვნების, კონკრეტულ ფოტოსურათ შედარებით პიროვნების სავარაუდო დადგენა- ამოცნობა.
2. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,1“ ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია ანუ შესაძლებელია კონკრეტული პიროვნების, კონკრეტულ ფოტოსურათ შედარებით პიროვნების სავარაუდო დადგენა- ამოცნობა.
3. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,2“, ,,3’’ და ,,4’’ ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
4. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: “v--- cam_IP Camera5_v---2_2-------------------------------------, “v--- cam_IP Camera8_v---2_20180-04231304_20180-04231759-7419326” და “v--- cam_IP Camera9_v---2_2------------------------------------- ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N5; N6 და N9) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
5. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: “v--- cam_IP Camera5_v---2_2-------------------------------------, “v--- cam_IP Camera8_v---2_20180-04231304_20180-04231759-7419326” და “v--- cam_IP Camera9_v---2_2------------------------------------- ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4; N7 და N8) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
6. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: “v--- cam_IP Camera5_v---2_2-------------------------------------, “v--- cam_IP Camera8_v---2_20180-04231304_20180-04231759-7419326” და “v--- cam_IP Camera9_v---2_2------------------------------------- ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N5; N6 და N9) და წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,1’’ ამოღებულ N11 ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
7. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: “v--- cam_IP Camera5_v---2_2-------------------------------------, “v--- cam_IP Camera8_v---2_20180-04231304_20180-04231759-7419326” და “v--- cam_IP Camera9_v---2_2------------------------------------- ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4; N7და N8 ) და წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,1’’ ამოღებულ N10 ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.( ტ.1.ს.ფ.106-129)
ექსპერტმა ვ--–------ მ----- დაადსტურა მის მირ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეო ჩანაწერები რითიც დადგენილია, რომ მასზე ასახულია 2018 წლის 04 სექტემბრის პერიოდში შპს დ-----ფ--- ჯ--------ს მაღაზიაში მომხდარი ფაქტის დათვ--–-ერების შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს 20:43 საათზე სახელმწიფო საზღვარს კვეთს და შემოდის ბრალდებული კ--- ა--------, 20:44 წუთზე კი შემოდის ტ-- ა-–-----.
მეორე კამერის ჩანაწერზე 22:54 საათზე კადრში მოძრაობს 4 პიროვნება მათ შორის ერთი კ--- ა-------- და მეორე ტ-- ა-–-----. ეს 4 პიროვნება ერთად გადაადგილდებიან დ----- ფ---ს ტერიტორიაზე.
მე-5 სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერზე ჩანს რომ ხელმარჯვნივ არის სიგარეტების განყოფილება ხოლო ხელმარცხნივ ალკოჰოლური სასმელების სექცია. ჩანაწერზე ჩანს ტ-- ა-–----- რომელსაც აცვია მომწვანო ფერის მაისური თეთრი ფერის ფეხსაცმელი, ჯინსის შარვ--–- და შავი დ-----ს ჟილეტი. სალაროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და მის წინ დგას კ--- ა-------- რომლის პირადობითაც ხდება ნაყიდი პროდუქციის გატარება.
23:15 საათზე აღნიშნული პირები მოძრაობენ დ----- ფ---ს ტერიტორიაზე და იქცევენ იქ დასაქმებული პირების ყურადღებას. ხელით რომელიც ეხება სიგარეტს არის კ--- ა--------, ტ-- ა-–----- იღებს სიგარეტს და იდებს უბეში, შემდეგ ორივე გამოდიან, ცოტახანში უკან ბრუნდებიან სიგარეტების სექციასთან ტ-- ა-–----- კვლავ იღებს სიგარეტის ბლოკს და კ--- ა--------ს რომელსაც უკავია ცელოფნის პარკი, სიგარეტის ბლოკს უდებს პარკში და ერთად ტოვებენ ტერიტორიას.
2019 წლის 04 აპრილის ახალციხის რაიონული სასამართლოს 04 აპრილის საქმე №1/432-18წ.განაჩენის მიხედვით ტ-- ა-–-----ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 04 სექტემბერს, ა-–---- ტ--ი (A--------- წინასწარშეთანხმებით კ--- ა--------სთან (A------------ ერთად ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ვ--–-ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ, შპს „დ----- ფ--- ჯ--------ს“ მაღაზიიდან, ორ შეკვრა „პარლამენტი აქუას“ ფირმის თამბაქოს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 106.06 ლარის ოდენობის ზიანი. აღნიშნული განაჩენით ტ-- ა-–----- (პირადი №------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–ოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.( ტ.2.ს.ფ.8-12)
შსს. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის, სასაზღვრო მონტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების 2018 წლის 13 სექტემბრის მიმართვით შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის -ინსპექტორ შ---- ი-------ის მიმართ დადგენილია რომ 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე ს----------–ოს სახელწმიფო საზღვრის კვეთისას სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით პასპორტის N----------ით ფიქსირდება თუქრეთის მოქალაქე A-----------( დაბ.0-.0-.1---წ) ს.ს.კ.გ,,ვ--–---ს გავლით.
2018 წლის 29 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დადგენილია რომ შპს,,დ----- ფ--- ჯ--------“ ( წარმომადგენელი პ--–---- ჩ------) ცნობილი იქნა დაზარალებულად ს----------–ოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ა“ ქ/პ-ით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ კ--- ა--------ს მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნეობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტ--დარტით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ--- ა--------მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაული გათვ--–-სწინებული ს----------–ოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვ--–-ფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
ს----------–ოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტ--ილია ს----------–ოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და ს----------–ოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ს----------–ოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–ოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/0-, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
ს----------–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”ს----------–ოს მოქალაქე ზ------------- ს----------–ოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტ--დარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტ--დარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია ს----------–ოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტ--დარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტ--დარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია შედეგის დადგომა. ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას.
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
მიზანი, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მიზნის არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების დადგენით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს, ტ-- ა-–-------- ერთად წინასწარ შეთანხმებით კ--- ა-------- ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ვ--–-ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შპს დ----- ფ--- ჯ--------ს მაღაზიიდან, ორ შეკვრა პარლამენტი აქუას ფირმის თამბაქოს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 106.06 ლარის ოდენობის ზიანი.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ბრალდებულის ქმედება შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც ქურდობა, აუცილებელია ქმედება შეიცავდეს დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობას. ბრალდებულის ქმედების შესაბამისობა ქურდობის ობიექტურ შემადგენლობასთან საქმის მასალებით დადგენილ იქნა. რაც შეეხება სუბიექტურ შემადგენლობას, ის მოიცავს განზრახვას. უფრო მეტიც, კანონმდებელი მოითხოვს კონკრეტული მიზნის - მისაკუთრების მიზნის - არსებობას. ნივთების დაუფლება, აღნიშნული ნივთებისთვის სხვა ადგილის მიჩენა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ბრალდებულს ამოძრავებდა მესაკუთრის მფლობელობიდან აღნიშნული ნივთების გამოსვლისა და მის მფლობელობაში გადასვლის მიზანი, რათა მომავალში მას შეძლებოდა გარკვეული სარგებელი მიეღო აღნიშნული ნივთებისგან.
სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ - ამის უფლების გარეშე - ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს; ითვ--–-სწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა.
ქურდობა, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში.
მოწმე თ----- ბ-------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით საღამოს 11 საათისთვის შემოვიდა 5 კაციანი ჯგუფი, რომელმაც იყიდა 13 ბლოკი სიგარეტი და 4 ნატახტარის ლუდი, 2 ცალი ორ ლიტრიანი, 2 ცალი ლიტრიანი. მას შემდეგ დაიწყეს პარკებით სიარული ამ ხუთმა პიროვნებამ, შესყიდვის შემდეგ მაღაზიაში სიარული. შესაბამისად ვერ აკონტროლებდა მათ, კონსულტ--ტი ახორციელებდა მათთან კონსულტაციის გაწევას. 7 სექტემბერს როდესაც დაბრუნდა სამსახურში, აღმოვაჩინე კამერებიდან, რომ ეს 2 ბლოკი ,,პარლამენტი აქვა ბლუ“ იყო მოპარული აღნიშნული პიროვნებისა და მასთან ერთად სხვა დამხმარე პიროვნებასთან ერთად. კამერების აღწერილობით ხდებოდა ასეთი რამე: ერთმა პიროვნებამ რომელსაც ეცვა მწვანე ფერის მაისური 1 ბლოკი სიგარეტი აიღო და უბეში ჩაიდო, ხოლო მეორე პიროვნებამ, რომლის პირადობაც ქონდათ მასთან ერთად დახმარებით ცელოფანში ჩაიდო მეორე ბლოკი სიგარეტი, განხორციელდა ქურდობა მასთან ერთად. პირველი ბლოკის აღებასა და მეორე ბლოკის აღებას შორის ძალიან ახლო ინტერვ--–-ა, პირველი პიროვნება მწვანე მაისურიანი როდესაც იპარავს 1 ბლოკ ,,პარლამენტ აქვა ბლუ“-ს ეს ხდება 23:15 საათზე, მეორე ბლოკის მოპარვა ხდება, მოდის ეს მწვანე მაისურიანი სალაროსთან, მიდის ცელოფნიან პიროვნებასთან ერთად და იღებენ მეორე ბლოკ სიგარეტს, იპარავენ, ეს ხდება დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში მეორე ბლოკის მოპარვაც, როდესაც პირველი ბლოკი აიღო და დამალა მწვანე მაისურიანმა პიროვნებამ მოვიდა მეორე პიროვნებასთან და წაიყვანა, ეს მეორე რომლის პირადობაც მოწმეს ჰქონდა ხსნის ცელოფანს და ის მწვანე მაისურიანი უდებს ცელოფანში მეორე ბლოკ სიგარეტს. აღნიშნული ორივე ბლოკი სიგარეტის თანხა მათ არ გადაუხდიათ, იმიტომ, რომ როდესაც იღებენ დახლებიდან პროდუქციას მიდიან კომპიუტერულ სისტემასთან, სადაც ხდება გატარება და შემდეგ თანხის გადახდა. რაც შეეხება პირადობას- აკონტროლებენ აუცილებლად პირადობებს, თუ ს----------–ოს კონტროლი არ გააჩნიათ, არ შეუძლიათ გაყიდვა მოახდინონ მასზე. იმისი პირადობა ჰქონდათ რომელსაც ცელოფანი ჰქონდა და რომელსაც პარკში ჩაუდეს და გადახდის გარეშე გაატარა.იმ პიროვნებას, რომელსაც უკავია პარკი, აცვია ღია ყავისფერი შარვ--–-, შავი კაპიშონიანი ზედა, შავი თმა აქვს, საშუალო სიმაღლისაა, შავი ფეხსაცმელი აცვია და მარცხენა ხელზე უკეთია საათი. მეორე პიროვნებას აცვია დ-----ს შავი ჟილეტი, ნაცრისფერი ბოტასი, ცისფერი ჯინსი და მარცხენა ხელზე აქვს ლითონის სამაჯური. აღნიშნული მაღაზიის კონსულტ--ტია თ----- ქ-----–---–-, როდესაც კამერებს უყურა და ეს აღმოაჩინა ამის შედეგად აცნობე როგორც მენეჯერს-პ--–---- ჩ------, ასევე აყურებინა კონსულტ--ტსაც და მენეჯერსაც. აღნიშნული ქურდობის შედეგად 106 ლარის ზიანი მიადგა მაღაზიას.
მოწმე თ----- ქ-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში მაღაზიაში და საღამოს საათებში შევიდნენ კლიენტები იყო 5 ადამიანი, აქცენტი გადატ--ილი ჰქონდათ სიგარეტებზე, ორმა პირმა აიღო სიგარეტები, მოწმე როდესაც კლიენტებს დაყვებოდა სალაროსთან არ მისულა. შემდეგ რამდენიმე პირი წავიდა და სხვა სიგარეტები აიღეს. შემდეგ ერთმა პირმა დაუძახა, სათამაშოების ფასი აინტერესებდა. ეს პირი დაატარებდა და ეკითხებოდა სხვადასხვა სათამაშოების ფასებს, მოწმემ არ იცის შეგნებულად აკეთებდა თუ არა ამას, შემდეგ დაუძახეს მეგობრებმა და გავიდნენ. მეორე დღეს რომ დაითვ--–-- ყველაფერი აღმოჩნდა, რომ ორი მთლიანი ბლოკი ,,პარლამენტი“ აკლდათ გადახედეს კამერებს და აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი პირი მიდის, ერთ ,,პარლამენტს“ იღებს, იდებს უბეში, შემდეგ მოდის და სხვა მეგობარსაც ეძახის, ეს მეგობარი მიდის პარკით ხელში, შეგნებულად იღებს მეორე ,,პარლამენტს“ და უდებს პარკში. . კამერაში ნათლად ჩანდა მისი სახე, რომელმაც მოიპარა სიგარეტი. 4 სექტემბერი იყო ღამის 11 საათი, ორი თანამშრომელი იყვნენ მაღაზიაში. ა---------- ეცვა მწვანე ზედა და შავი კურტკა ზემოდან.
მაღაზიას აქვს ორი კარი, მაგრამ გასასვლელი ერთია, საიდანაც შედიან თანამშრომლები და შემოდიან კლიენტები, რომლი კარიდანაც შედის კლიენტი და გადის, სალარო აპარატსაც ეფარება. წინ არის სიგარეტები, აქეთ არის სალარო აპარატი, შუაში კიდევ სექციაა და ეს სიგარეტები ისე დევს, რომ სალაროდანაც ვერ დაინახავენ იქ ვინ რას აკეთებს, პარკი ხელში ეკავა, სალაროსთან უკვე გატარებული სიგარეტები ელაგა იმას და სიგარეტებთან ერთად მივიდა მასთან, ჩაუდო და გავიდნენ.
პ--–---- ჩ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს თ----- ბ-------–---–- და თ----- ქ-----–---–- მუშაობდნენ სმენაში. მაღაზიაში ხდება აღწერა დილით როდესაც მიდიან თანამშრომლები. ჩაიბარეს მაღაზია, როდესაც დაამთავრეს სამუშაო პროცესი და მოდიოდნენ სახლში განახორციელეს ისევ გადაბარება, როდესაც დაითვ--–-- საქონელი მაღაზიაში, აღმოჩნდა ორი სიგარეტი ,,პარლამენტი“ დანაკლისში. უყურეს კამერებს, აღმოაჩინეს, რომ მოხდა ქურდობა, იყო შემოსული ხუთ კაციანი ჯგუფი საღამოს საათებში, მე იმ დროს არ იმყოფებოდა მაღაზიაში. მათ ერთად ვუყურეთ კამერებს და აღმოჩნდა, რომ იყიდეს პროდუქტები რაც უნდოდათ და გადაიხადეს თანხა, როდესაც უნდა დაეტოვებინათ მაღაზია, ერთი პიროვნება, რომელსაც აცვია მწვანე ფერის მაისური და ქურთუკი დაბრუნდა უკან, ღვინის თაროს უკან არის სიგარეტები, ამან იფიქრა ალბათ რომ იქ კამერა არ იყო, თ----- ბ-------–---–- იყო სალაროსთან, რომელიც გამყიდველი იყო, კონსულტ--ტი მაღაზიაში იყო, იყო ხუთ კაციანი ჯგუფი და ამ გოგომ ყურადღება იმდენად ვეღარ გადაანაწილა ყველაზე, ეს პიროვნება წავიდა, ჩაიდო სიგარეტი, გამოვიდა და უთხრა მეორე პირს, რომ წამოდიო, ეს პიროვნება ცელოფანს გაწევს და ჩადებს მეორე სიგარეტს.
ტ-- ა-–-----ს ჩვენებით დგინდება, რომ კ--- ა--------სთან ერთად წამოვიდა ს----------–--–ი. საბაჟო პუნქტ ვ--–-- გავლით ჩამოვიდნენ ქ.ა---––---–- ისევ დაბრუნდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, გაიარეს თ---------- მიმართულებით საბაჟო კონტროლი და შევიდნენ საბაჟოზე არსებულ მაღაზია ,,დ----------–-- სადაც დაათვ--–-ერეს გასაყიდი პროდუქცია, შეამჩნიეს რომ გამყიდველები ნაკლებად იჩენდნენ მათ მიმართ ყურადღებას, ამიტომ გადაწყვიტა აღნიშნულ მაღაზიაში მოეპარა სიგარეტი, მივიდა სიგარეტების სექციასთან და გამყიდველისაგან ფარულად ერთი ბლოკი სიგარეტი პარლამენტი აქუა აიღო და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ დაუძახა მის მეგობარ ა--------ს რომელსაც ხელში ეჭირა ცელოფნის პარკი, როდესაც ახლოს მივიდა მასთან უთხრა რომ სიგარეტი მოეპარათ და კიდევ ერთი ბლოკი სიგარეტი პარლამენტი აქუა აიღო თაროდან. მან გაწია პარკი და ჩაუდო მასში. შემდეგ ცოტახანს კიდევ იმყოფებოდნენ მაღაზიაში და ისე გამოვიდენენ და წავიდნენ თ---------- რესპუბლიკაში, რომ მაღაზიიდან აღებული სიგარეტის საფასური არ გადაუხდიათ მაღაზიისათვის.
2018 წლის 28 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვ--–-ერების ოქმებით დადგენილია, 2018 წლის 04 სექტემბერს დ-----ფ--- ჯ--------ს ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ სალაროს დახლთან დგას 2 ახალგაზრდა მამაკაცი, ამათგან ერთი არის საშუალო აღნაგობის მუქი ფერის საშუალო ზომის თმით და ულვაშით. ტ--თ აცვია ჯინსის მოლურჯო-მოთეთრო ფერის შარვ--–-, ზემოდან მომწვანო ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, უკლავო შავი ფერის ქურთუკი ელვა შესაკრავით და თეთრი ფერის სპორტულ-ფეხსაცმელი. მარცხენა ხელის მაჯაზე უკეთია ღია ფერის სამაჯური. მეორე პიროვნებაც არის საშუალო აღნაგობის, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით და პატარა ზომის წვერით, ტ--თ აცვია რუხი ფერის შარვ--–-, ქუდიანიმკლავიანი ქურთუკი ელვა შესაკრავით, რომელსაც აქვს თეთრი ზოლი ელვა შესაკრავის გასწვრივ და ქუდი აქვს შიგნიდან მოთეთრო ფერის, აცვია შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. ორივე მათგანი ესაუბრება მაღაზიის მოლარეს. დ-----ფ---ს მენეჯერის პ--–---- ჩ------ს განმარტებით სწორედ ეს ორი პიროვნება იპარავს თამბაქოს, მათ შორის ქუდიანი ქურთუკი რომელსაც აცვია არის ის პიროვნება, რომლის პასპორტის ნომერი A-------- აქვთ ჩატარებული მათ და რომელიც მიაწოდეს გამოძიებას, მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება 23:13:16 საათზე გადის ალკოჰოლური სასმელების სექციაში, სადაც იმყოფებიან სამი სხვა პიროვნება და მაღაზიის კონსულტ--ტი გოგონა, სადაც 23:14:00 საათამდე. ამასთანავე პიროვნება, რომელსაც აცვია შავი ფერის ქუდიანი ქურთუკი სალაროსთან ჩერდება 23:13:39 საათამდე, რის შემდეგაც ალკოჰოლური სექციების გვერდის ავლით მიდის თამაქოების სექციასთან ათვ--–-ერებს თამბაქოებს და მისი დაძახების შემდეგ მასთან 23:14:08 საათზე მიდის სამი პიროვნება, მათ შორის მწვანე პერანგიანი, რომლებიც საუბრობენ და ათვ--–-ერებენ თამბაქოებს, შემდეგ 23:14:45 საათამდე ტრიალებენ და ათვ--–-ერებენ თამბაქოს სექციებს, რა დროსაც მათთან პერიოდულად მიდის კონსულტ--ტი გოგონა, ამის შემდეგ კონსულტ--ტი გოგონა და ალკოჰოლური სასმელების სექციიდან გამოსული მამაკაცები ისევ გადიან სათამაშოების სექციასთან, ხოლო მომწვანო ფერის მაისურიანი და ე.წ. კაპიშონიანი პიროვნებები რჩებიან თამბაქოს სექციაში, მაღაზიის შესასვლელ კართან ახლოს, სადაც 23:15:48 საათზე მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება თაროდან იღებს ერთ ბლოკ თეთრი ფერის თამბაქოს, იდებს ქურთუკის უბეში და იკრავს ელვა შესაკრავს, რის შემდეგაც ორივე მათგანი გამოდიან თამბაქოების დახლიდან და მიდიან სალაროსთან, სადაც 23;16:08 საათზე იღებენ პოლიეთილენის თეთრ პარკებს და კაპიშონაინი პიროვნება ისეცვ მიდის თამბაქოების დახლთან, საიდანაც ეძახის მომწვანო ფერის მაისურიან პიროვნებას, რომელიც მიდის მაასთან და 23:16:38 საათზე იღებს მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება ერთ ბლოკ თამბაქოს და უდებს კაპიშონიან პიროვნებას პარკში, რის შემდეგაც ბრუნდებიან სალაროსთან, მომწვანო ფერის მაისურიანი პიროვნება იღებს იატაკიდან პარკს და უკვე 23:17:10 საათზე ორივე მათგანი ერთად გადიან მაღაზიიდან გარეთ. ვიდეო-ჩანაწერის დათვ--–-ერების შემდეგ CD დისკი დაილუქა 32/3 ლუქით.
პატრულ -ინსპექტორ კ------- ღ----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს ასრულებდა სამსახურეობრივი მოვალეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ვალეზე, მიმართა მას კ--- ა--------მ მოახდინა მისი იდენტიფიცირება და შემოუშვა ს----------–--–ი, შემდგომ გაიგო რომ მოხდა ქურდობის ფაქტი დაიწყო გამოძიება, მასთან მივიდნენ გამომძიებლები შ----- პ----–---–- და რ------ კ-------- აყურებინეს ვიდეო ჩანაწერს და თუ ამოიცნობდა იმ პიროვნებებს რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ქურდობაში, დისკის ყურების შემდგომ მან ამოიცნო ის პიროვნება რომელიც შემოუშვა ს----------–--–ი, დისკზე ჩანდა 2 პიროვნება რომლებიც იპარავდნენ სიგარეტს, ერთერთი იდებდა მას ქურთუკში, ამის შემდეგ მან ამოიცნო ის ორი პიროვნება რომლებიც მან გაატარა და შემოუშვა ს----------–--–ი. ამ პროგრამაში ფიქსირდება პირის მონაცემები, ფოტოსურათი, დაბადების წელი თვე, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, ამ ორმა პიროვნებამ წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნულ პროგრამაში ფიქსირდება ვინ რა დროს რომელ წუთასა და წამზე გადაკვეთა საზღვარი.
შსს. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის, სასაზღვრო მონტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების 2018 წლის 13 სექტემბრის მიმართვით შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის -ინსპექტორ შ---- ი-------ის მიმართ დადგენილია რომ 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე ს----------–ოს სახელწმიფო საზღვრის კვეთისას სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით პასპორტის N----------ით ფიქსირდება თუქრეთის მოქალაქე A-----------( დაბ.0-.0-.1---წ) ს.ს.კ.გ,,ვ--–---ს გავლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: კ--- ა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მიემალა გამოძიებას და სასამართლოს.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვ--–-სწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ--- ა--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვ--–-სწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ--- ა--------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
ნივთიერი მტკიცებულება:
02 ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა ს----------–ოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ--- ა-------- ( დაბ.0-.0-.1---წ)ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–ოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პ-ით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 1 თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ კ--- ა--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულის კ--- ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
4. მსჯავრდებული დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნეს ს----------–ოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
02 ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტ--ილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტ--ციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვოს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე გია ბერაია