გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.07.2019
საქმის ნომერი
120310019002998394
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2998394-3/0-3-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.07.2--9წ ქ. ახალციხე

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

მოსარჩელე - ს----------–-----------–-----------------

წარმომადგენელი-მ------------–-–---–-

მოპასუხე - გ-------–---–------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გ-------–---–------ს ს----------–-----------–-----------------ს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.0-.2--7 წლის N---- ბრძანებით, რიგითი გ-------–------–--------–------ გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (B--) კურსების რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2--7 წლის 28 ივლისიდან.

 

2--7 წლის 28 ივლისს გ-------–------–--------–------ და ს----------–-----------–-----------------ს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2--- წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული N------- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2--7 წლის N---- ბრძანებით, რიგითი გ-------–------–--------–------ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ----------------------–--------–----------------------------–ი ასეულის III მოტორიზებული ოცეულის საცეცხლე ჯგუფის მსროლელად 2--7 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (B--) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2--- წლის N----- 14.12.2--- წლის N----, 28.12.2--- წლის N--- ბრძანებებით გ-------–------–--------–------ გადაადგილებული იქნა სხვადასხვა თანამდებობებზე.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2--9 წლის N--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის C ქვეითი ასეულის II ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის ყუმბარმტყორცნელი I კლასის რიგითი გ-------–------–--------–------ გათავისუფლდა რა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2--9 წლის 1 მარტიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

გ-------–---–------ს გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

 

28.07.2--7 წლის N---------ოტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად , ’’სამხედრო მოსამსახურე’’ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტით მოქმედების ვადის განმავლობაში . ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული ’’სამხედრო მოსამსახურე’’, უპირობოდ და წინასწარ , კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანევბით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის თანახმად , კონტრაქტის საფუძველზე სახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).

28.07.2--7 წლის N------- კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ ‘’სამხედრო მოსამსახურე’’ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში .ხოლო მე-3 მუხლის 3.3 . პუნქტით გათვალისწინებული ‘სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკიონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქარათველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შეთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ‘სამხედრო მოსამსახურე ‘’ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან ( შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან )10 დღის ვადაში,აუნაზღაუროს ‘სამინისტროს ‘ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

გ-------–----------ს წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს, 7 თვეს 0 დღეს და იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში (ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად ეკისრება ჯარიმა 3 000 (სამი ათასი ) ლარის ოდენობით .

გ-------–----–------- მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის .

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე გ-------–---–------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.0-.2--7 წლის N---- ბრძანებით, რიგითი გ-------–------–--------–------ გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (B--) კურსების რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2--7 წლის 28 ივლისიდან.

2--7 წლის 28 ივლისს გ-------–------–--------–------ და ს----------–-----------–-----------------ს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2--- წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული N------- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.0-.2--7 წლის N---- ბრძანება (დანართიN1); (ს.ფ.14).

-28.07.2--- წლის N------- კონტრაქტი (დანართი N2). (ს.ფ.15-22).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2--7 წლის N---- ბრძანებით, რიგითი გ-------–------–--------–------ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ----------------------–--------–----------------------------–ი ასეულის III მოტორიზებული ოცეულის საცეცხლე ჯგუფის მსროლელად 2--7 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრზოლო მომზადების (B--) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.04.2--7 წლის N---- ბრძანება (დანართი N3).; (ს.ფ.23).

 

3.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2--- წლის N----- 14.12.2--- წლის N----, 28.12.2--- წლის N--- ბრძანებებით გ-------–------–--------–------ გადაადგილებული იქნა სხვადასხვა თანამდებობებზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2--9 წლის N--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბტალიონის C ქვეითი ასეულის II ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის ყუმბარმტყორცნელი I კლასის რიგითი გ-------–------–--------–------ გათავისუფლდა რა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2--9 წლის 1 მარტიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

გ-------–---–------ს გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2--- წლის N----- 14.12.2--- წლის N----, 28.12.2--- წლის N--- ბრძანებები (დანართი N4).;(ს.ფ.24).

- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2--9 წლის N--- ბრძანება, პატაკი (დანართი N5); (ს.ფ.27).

 

3.4. 28.07.2--7 წლის N---------ოტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, ’’სამხედრო მოსამსახურე’’ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტით მოქმედების ვადის განმავლობაში . ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული ’’სამხედრო მოსამსახურე’’, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანევბით მისი ჩარიცხვის დღიდან რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის თანახმად , კონტრაქტის საფუძველზე სახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.07.2--7 წლის N-------კონტრაქტი (დანართიN2);(ს.ფ.15-22).

 

3.5. 28.07.2--7 წლის N------- კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ ‘’სამხედრო მოსამსახურე’’ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში .ხოლო მე-3 მუხლის 3.3 . პუნქტით გათვალისწინებული ‘სამხედრო მოსამსახურე’ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკიონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქარათველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შეთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ‘სამხედრო მოსამსახურე ‘’ უპირობოდ ხდება ვალდებული , კონტრაქტის შეწყვეტიდან ( შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან )10 დღის ვადაში,აუნაზღაუროს ‘სამინისტროს ‘ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

მოპასუხის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს, 7 თვეს 0 დღეს და იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულიტების სფეროში (ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად ეკისრება ჯარიმა 3 000 (სამი ათასი ) ლარის ოდენობით .

მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის .

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა. 28.07.2--7 წლის N------- კონტრაქტი (დანართი N2); (ს.ფ.15-22).

-ბ. ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ, შეტყობინება (დანართი N6); (ს.ფ.29-31).

-გ. ფინანსების მართვის დეპარტამენტის 02.05.2--9 წლის N4----- წერილი (დანართი N7); (ს.ფ.32).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო გაეცნო სარჩელს, შესაგებელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N1-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ს----------–-----------–-----------------ს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს ს----------–-----------–-----------------ს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში ს----------–-----------–----------------- ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილი, რომ ს----------–-----------–-----------------სა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' გ--------–---–------ს შორის 2--7 წლის 28 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.0-.2--7 წლის N---- ბრძანებით, რიგითი გ-------–---–------ გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (B--) კურსების რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2--7 წლის 28 ივლისიდან.

2--7 წლის 28 ივლისს გ-------–---–------ და ს----------–-----------–-----------------ს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2--- წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული N------- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2--7 წლის N---- ბრძანებით, რიგითი გ-------–------–--------–------ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ----------------------–--------–----------------------------–ი ასეულის III მოტორიზებული ოცეულის საცეცხლე ჯგუფის მსროლელად 2--7 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრზოლო მომზადების (B--) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2--- წლის N----- 14.12.2--- წლის N----, 28.12.2--- წლის N--- ბრზანებებით გ-------–------–--------–------ გადაადგილებული იქნა სხვადასხვა თანამდებობებზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2--9 წლის N--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბტალიონის C ქვეითი ასეულის II ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის ყუმბარმტყორცნელი I კლასის რიგითი გ-------–------–--------–------ გათავისუფლდა რა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2--9 წლის 1 მარტიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

გ-------–---–------ს გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

28.07.2--7 წლის N---------ოტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად , ’’სამხედრო მოსამსახურე’’ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტით მოქმედების ვადის განმავლობაში . ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული ’’სამხედრო მოსამსახურე’’, უპირობოდ და წინასწარ , კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას , სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ) დამთავრების შემდეგ , კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანევბით მისი ჩარიცხვის დღიდან , რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის თანახმად , კონტრაქტის საფუძველზე სახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).

28.07.2--7 წლის N------- კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ ‘’სამხედრო მოსამსახურე’’ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში .ხოლო მე-3 მუხლის 3.3 . პუნქტით გათვალისწინებული ‘სამხედრო მოსამსახურე’ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკიონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქარათველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შეთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ‘სამხედრო მოსამსახურე ‘’ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან ( შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან )10 დღის ვადაში ,აუნაზღაუროს ‘სამინისტროს ‘ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

მოპასუხის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს, 7 თვეს 0 დღეს და იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულიტების სფეროში (ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად ეკისრება ჯარიმა 3 000 (სამი ათასი ) ლარის ოდენობით .

მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის .

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარემ სარჩელი მთავარ სხდომაზე ცნო, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე,199-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ--------–---–------ს ( პ/ნ 4----------) დაეკისროს ს----------–-----------–-----------------ს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. გ--------–---–------ს( პ/ნ 4----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია