განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100118002648608
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4328-18

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

05 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-----–------–ი

სტაჟიორ - პროკურორი - ი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ----------------------–-–--, დაბადებული - 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–---–---------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ზ------------–----------------------ში (დაუსწრებლად).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ადვოკატი - ი-----–--------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის დასაწყისში, გ--–-----–-–--მ გადაწყვიტა თაღლითურად დაუფლებოდა ე-–--------–--ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას და ამ მიზნით, ე-–--------–--ის ნდობით აღჭურვილ პირს, სიძეს - მ-----------–----–---–ს თავისი დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, 2017 წლის 3 მარტს გადასცა ქირის პირველი თვის თანხა - 300 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც მოიპოვა დაზარალებულის ნდობა.

 

გ--------–-–--სათვის ცნობილი იყო ე-–--------–--ის მონაცემები, მისივე პირადი ნომრით 0----------, რ------------------–-ის ქ. მ-------ის ნოტარიუსის - ი-------–--–-------ს სახელით, 2----–-–---------------–ის თარიღით დაამზადა ყალბი სანოტარო აქტი - მინდობილობა #-----------, რეესტრის ნომრით #-------, რომლითაც თითქოსდა ე-–--------–--ე სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა გ--------–-–--ს - განეკარგა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ჯ-----------------–--–----------------------ში.

 

1.2. 2----–-–------------, ზემოაღნიშნული ყალბი მინდობილობა გ--------–-–--მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა; იმავე დღეს, როგორც ე-–--------–--ის წარმომადგენელმა ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და ხსენებული ბინა საკუთრების უფლებით თავის სახელზე დაარეგისტრირა. აღნიშნულით გ--------–-–--მ თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვა ქონებრივი უფლება ე-–--------–--ის კუთვნილ დიდი ოდენობით, 107 649 ლარად ღირებულ საცხოვრებელ ბინაზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

2.1. დაზარალებულ ე-–--------–--ის ჩვენების თანახმად, 2013 წელს ს----------ში მყოფი დის - მ--------–--ის თხოვნით მოიძია და 37 000 აშშ დოლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ჯ-----------------–--–---------------------------------ში (შავი კარკასი). ვინაიდან მ--------–--ე საქართველოში არ იმყოფებოდა, ბინა დაარეგისტრირა თავის სახელზე, გაარემონტა და მ-----------–----–---–მა (მ--------–--ის მეუღლე) გააქირავა გ--------–-–--ზე. მოწმისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულმა ერთი თვის ქირის თანხა წინასწარ გადაუხადა მ-----------–----–---–ს და დაპირდა, რომ რამდენიმე დღეში შევიდოდა ბინაში. დაახლოებით 10 დღის შემდეგ, მ------- დაურეკა უცნობმა პიროვნებამ, უთხრა, რომ გ--------–-–-- ავარიაში მოჰყვა და ბინაში შესვლას ვერ ახერხებდა. 2017 წლის აპრილის თვეში, მ--------–--ე დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა ბინის გადაფორმება. საჯარო რეესტრში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული ქონება ყალბი მინდობილობის გამოყენებით დარეგისტრირებული იყო გ--------–-–--ს სახელზე. გაყალბებულ მინდობილობაში აღნიშნული იყო, რომ თითქოს ე-–--------–--ე უფლებას აძლევდა გ-----------–--ს გაეყიდა მისი საცხოვრებელი ბინა; რეალურად ე-–--------–--ეს მინდობილობა არ გაუცია. მოწმე მ-------ში ნამყოფი არ არის და ნოტარიუსთან, რომელიც მინდობილობაშია მითითებული, შეხება არ ჰქონია. დღეის მდგომარეობით, ბინა გ--------–-–--ს სახელზეა და ყადაღა ადევს. ბრალდებული საერთოდ არ უნახავს, მასთან სატელეფონო საუბარიც კი არ ჰქონია.

 

2.2. მოწმე მ--------–--ის განმარტებით, 1995 წლიდან 2017 წლამდე იმყოფებოდა ს----------ში, თუმცა საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა; დააგროვა გარკვეული დანაზოგი და მის დას - ე-–--------–--ეს სთხოვა თბილისში ბინის ყიდვა. 2013 წელს, ე-–--------–--ემ 37 000 აშშ დოლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, ჯ-----------------–--–--------------------------------ში, რომელიც მისმა მეუღლემ - მ-----------–----–---–მა გაარემონტა და გააქირავა. რემონტის ხარჯებმა 12 000 აშშ დოლარი შეადგინა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, როცა მდგმურებმა ბინა დაცალეს, დედამისმა - ა-–--------------–--ემ, მისი (მ--------–--ის) თხოვნით, გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ განათავსა განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე. 2017 წლის 3 მარტს, განცხადებას გამოეხმაურა გ--------–-–--, რომელიც დაუკავშირდა მ-----------–----–---–ს, დაათვალიერა ბინა და ბე-ს სახით დაუტოვა 50 აშშ დოლარი. რამდენიმე დღის შემდეგ, გ--–-----–-–--მ მის მეუღლეს გადასცა დამატებით 250 აშშ დოლარი, რითაც წინასწარ გადაიხადა ერთი თვის ქირა და ბინის გასაღები წაიღო. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული არ გამოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკეს მოწმის მეუღლეს და უთხრეს, რომ გ--------–-–-- ავარიაში მოჰყვა, საუბარი არ შეეძლო და ბინაში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2017 წლის 27 აპრილს, მოწმე ჩამოვიდა ს----------იდან და გადაწყვიტა ბინა გადაეფორმებინა; ამ მიზნით საჯარო რეესტრში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ბინა გადაფორმებული ჰქონდა გ--------–-–--ს. ასევე აღმოჩნდა, რომ ბინა იპოთეკით იყო დატვირთული 45 000 ლარის სანაცვლოდ. საფუძველი იყო ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც, თითქოს მისმა დამ - ე-–--------–--ემ, ქალაქ მ-------ში, ნოტარიუსის მეშვეობით მისცა უფლება გ--------–-–--ს გაესხვისებინა აღნიშნული ბინა. მოწმის ჩვენებით, ე-–--------–--ეს ბინა არ გაუყიდია, იმ პერიოდში მასთან (მ--------–--ე) ერთად იმყოფებოდა ა----–- და მინდობილობას ვერ გასცემდა მ-------ში.

 

2.3. მოწმე მ-----------–----–---–ის ჩვენების თანახმად, მეუღლესთან - მ--------–--ესთან ერთად წლების განმავლობაში იმყოფებოდა ს----------ში სამუშაოდ. მათ დააგროვეს გარკვეული დანაზოგი და მეუღლის დამ - ე-–--------–--ემ, მათი თხოვნით, 37 000 აშშ დოლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჯ-----------------–--–-----------------------------------ში. შეძენილი ფართი დროებით ე-–--------–--ის სახელზე გადაფორმდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მ-----------–----–---–მა ბინა გაარემონტა და გააქირავა. რემონტის ხარჯებმა 12 000 აშშ დოლარი შეადგინა. მას შემდეგ რაც მდგმურებმა ბინა დაცალეს, სიდედრმა - ა-–--------------–--ემ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ გამოაქვეყნა ახალი განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე, რომელსაც გამოეხმაურა გ--------–-–--. ბრალდებულმა მ-----------–----–---–ს უთხრა, რომ დაინტერესებული იყო ბინის დაქირავებით. გ--------–-–--მ ბინა დაათვალიერა, მოეწონა და 50 აშშ დოლარი დაუტოვა ბე-ს სახით. ბრალდებულმა დაახლოებით ერთ კვირაში გადასცა დამატებით 250 აშშ დოლარი, რითაც წინასწარ გადაიხადა ერთი თვის ქირა 300 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადახდის შემდეგ, მოწმემ ბინის გასაღები გადასცა ბრალდებულს. რამდენიმე დღის შემდეგ, მ-----------–----–---–ს დაურეკა გ--------–-–--ს მეგობარმა, რომელმაც უთხრა, რომ ბრალდებული ავარიაში მოჰყვა, საუბარი არ შეეძლო და დაახლოებით 10 დღეში დაურეკავდა. გ--------–-–-- ბინაში საცხოვრებლად არ გადასულა. მოწმე სისტემატიურად ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა ბრალდებულს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. 2017 წლის აპრილის თვეში, ს----------იდან ჩამოსულმა მეუღლემ გადაწყვიტა ბინის გადაფორმება. საჯარო რეესტრში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ბინა გ--------–-–--ს სახელზე იყო დარეგისტრირებული. ასევე აღმოჩნდა, რომ ფართი იპოთეკით იყო დატვირთული. მოწმის განმარტებით, გ--------–-–-- არის დაახლოებით 30-40 წლამდე ასაკის. იგი ორჯერ ჰყავს ნანახი. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე; მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ფოტოსურათით ამოიცნო პიროვნება, რომელსაც ბინა მიაქირავა.

 

2.4. 2018 წლის 8 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე მ-----------–----–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით პირველ ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, სახის საერთო მოყვანილობით, ცხვირით, ტუჩებით და საერთო ნიშნებით.

 

2.5. ნოტარიუსმა - თ--------------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ სწორედ მან დაარეგისტრირა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ--------–-–-- სესხის სახით იღებდა დაახლოებით 40 000 ლარს (ზუსტად არ ახსოვს), სანაცვლოდ კი იპოთეკით ტვირთავდა მის კუთვნილ ბინას ვ---------––ი. ხელშეკრულების გაფორმებამდე, ნოტარიუსმა შეამოწმა დოკუმენტაცია, მოახდინა ხელშეკრულებაში მონაწილე პირებისა და იპოთეკით დასატვირთი ქონების იდენტიფიკაცია. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო გ--------–-–--ს სახელზე და მასზე რაიმე შეზღუდვა დაფიქსირებული არ ყოფილა. ხელშეკრულება იმავე დღეს გაფორმდა, მხარეები შინაარსს გაეცნენ და მოაწერეს ხელი. ხელმოწერის შემდეგ, თ--------------------–--ემ ხელშეკრულება დაამოწმა ბეჭდით და გაატარა სანოტარო მოქმედებათა რეესტრში.

 

2.6. 2----–-–------------ს სანოტარო აქტის თანახმად, ნოტარიუს თ--------------------–--ის სანოტარო ბიუროში, გ--------–-–--------------------ისგან ისესხა 45 500 ლარი, რის სანაცვლოდაც იპოთეკით დატვირთა ქ. თბილისში, ჯ-----------------------–--–-----------------------–------------.

 

2.7. მოწმე ნ----------------ის განმარტებით, 2----–-–------------, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შევიდა განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირი, გ--------–-–-- ითხოვდა უძრავი ქონების - საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციას, მდებარე ქ. თბილისში, ჯ-----------------------–--–----------------------------------ში. უძრავი ქონება 2013 წლის 13 ნოემბერს ჰქონდა შეძენილი ე-–--------–--ეს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება (დაინტერესებული პირი იყო გ--------–-–--). ქონების ბრალდებულის სახელზე რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2017 წლის 25 თებერვალს, რ------------------–-აში გაფორმებული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც გ--------–-–--ს ნებას რთავდა ე-–--------–--ე, განეკარგა ამ უკანასკნელის უძრავი ქონება (უფლებას აძლევდა გადაეფორმებინა საკუთარ თავზე). უძრავი ქონების რეგისტრაცია დასრულდა იმავე დღეს, დაჩქარებული წესით. როგორც მოწმისთვის ცნობილია, დღეის მდგომარეობით აღნიშნული ბინა დატვირთულია იპოთეკით და მასზე დადებულია ყადაღა.

 

2.8. მოწმე ქ--------------------–---–ის განმარტებით, 2017 წელს მუშაობდა შუამავლად (მაკლერად), ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩაზე მდებარე ოფისში. 2017 წლის მარტის თვეში, ერთ-ერთმა სამაკლერო ოფისმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ 35 000 ლარის სანაცვლოდ, იპოთეკით იტვირთებოდა ქ. თბილისში, ვ---------––ი, ჯ-------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა. ქ--------------------–---–მა იპოთეკარ ზ--------------ეს შესთავაზა თანხის ჩადება და გადასცა ბინის მეპატრონის მობილური ტელეფონის ნომერი. მეორე დღეს, მოწმეს დაურეკა ზ--------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ ბინა მოეწონა და მეპატრონეს პირობებზე შეუთანხმდა. იმავე დღეს, ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 45 500 ლარზე. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ზ--------------ემ ქ. თბილისში, რ---------–-----------ზე მდებარე 24 საათიან „თ-----------დან“ გამოიტანა თანხა და გადასცა ბინის მეპატრონეს. თვითონ (ქ--------------------–---–მა) მიიღო კუთვნილი საშუამავლო 1050 ლარის ოდენობით და დაშორდა მათ. სხვა შეხება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან მოწმეს არ ჰქონია.

 

2.9. მოწმე ზ--------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 7 მარტს დაუკავშირდა მაკლერი და გადასცა გ--------–-–--ს მობილური ტელეფონის ნომერი, რომელსაც სურდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვა. 2017 წლის 9 მარტს, დაათვალიერეს ქ. თბილისში, ვ---------––ი, ჯ-------ის ქუჩაზე მდებარე, #--------------------, რომელიც ზ--------------ეს მოეწონა და იმავე დღეს, ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩა #---–- მდებარე, თ--------------------–--ის სანოტარო ბიუროში მხარეებმა გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შეთანხმების მიხედვით, ზ--------------ემ გ--------–-–--ს გადასცა 35 000 ლარი, სანაცვლოდ ბრალდებულს ერთი წლის შემდეგ უნდა დაებრუნებინა 45 000 ლარი. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო გ--------–-–--ს სახელზე და რაიმე ეჭვი მოწმეს არ გასჩენია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბრალდებულთან კონტაქტი ზ--------------ეს არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, გ--------–-–-- არის დაახლოებით 30-35 წლის, საშუალოზე მაღალი, დაახლოებით 175 სანტიმეტრი სიმაღლის, ღია ფერის კანით. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მის მიერ ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობა.

 

2.10. 2018 წლის 7 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ზ--------------ემ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით მეორე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, სახის საერთო მოყვანილობით, ცხვირით, ტუჩებით, და საერთო ნიშნებით.

 

2.11. ნოტარიუს ქ----------------ს განმარტებით, 2017 წლის 20 მარტს დაადასტურა, რ------------------–-აში გაცემული მინდობილობის თარგმანის სისწორე. მასთან მივიდა თარჯიმანი, რომელსაც ახლდა ახალგაზრდა მამაკაცი. თარჯიმანმა გადაიხადა თარგმანის დამოწმების მომსახურების საფასური - 4 ლარი. სხვა ინფორმაცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეს არ გააჩნია.

 

2.12. 2013 წლის 12 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ჯ------------------------–--–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ფიქსირდება ე-–--------–--ე. ბინაზე რაიმე სახის აკრძალვა ან ყადაღა დაფიქსირებული არ არის.

 

2.13. 2017 წლის 14 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ჯ------------------------–--–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ფიქსირდება გ--------–-–--, ხოლო იპოთეკარია - ზ--------------ე.

 

2.14. 2017 წლის 6 მარტის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ--------–-–--მ ე-–--------–--ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ჯ-----------------------–--–----------------------------------–------------.

 

2.15. 2----–-–---------------–ით დათარიღებული #----------- მინდობილობის თანახმად, ე-–--------–--ემ გ--------–-–--ს სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს ეძლევა საშუალება მართოს და განკარგოს მისი კუთვნილი ბინა მდებარე საქართველოში, ქ. თბილისში, ჯ-----------------------–--–-----------------------–-------------ში. მინდობილობა შედგენილ იქნა რუსულ ენაზე და დამოწმდა ქალაქ მ-------ის ნოტარიუს - ი-----–--–------ას მიერ.

 

2.16. 2017 წლის 14 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ი---------------------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ი---------------ს მიერ, ნოტარიუს თ--------------------–--ისგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ 2----–-–------------ს #--------- სანოტარო ხელშეკრულება.

 

2.17. 2017 წლის 16 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ი---------------------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ი---------------ს მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------------------------------ - ზ--------–------–---–ისგან ამოღებულ იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დათარიღებული 2----–-–---------------------–-–-------------- დათარიღებული #--------- სანოტარო აქტი, თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები სამ ფურცლად, ე-–--------–--ის განცხადება და ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის ბარათი, 2----–-–--------–--ით დათარიღებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება #-, ასევე 2012 წლის 3----–----- დათარიღებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირადობის მოწმობის ასლები, გ--------–-–--ს ბინაზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, განცხადებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, მინდობილობა რუსულ ენაზე.

 

2.18. 2017 წლის 13 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ი---------------------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ი---------------ს მიერ, ქ. ზ--------–-----------------------ში მდებარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა--------------------–---- რეესტრის სამსახურიდან ამოღებულ იქნა გ--------–-–--ს სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებით არსებული ყველა დოკუმენტაცია დედნის სახით.

 

2.19. 2017 წლის 17 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ი---------------------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ი---------------ს მიერ, ქ. თბილისში, თ------–---–--------------ში მდებარე, საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–-------------------------იდან ამოღებულ იქნა გ--------–-–---------–-----------------–-----–------------------–ის ანკეტა დედნის სახით.

 

2.20. გამომძიებელმა ი---------------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება.

 

2.21. საქართველოს შ-----------------------------------------–------------------------–----------–-–---------------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ, 2----–-–---------------–ით დათარიღებულ 7----------- მინდობილობაზე (რეესტრის ნომერი ი----), ე-–--------–--ის სახელით არსებული ხელმოწერები, როგორც ა------- ჩანაწერის, ისე მოკლე ტრანსკრიფციის სახით, შესრულებულია არა ე-–--------–--ის, არამედ სხვა პირის მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილ 2----–-–------------თ დათარიღებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე (რეესტრით #---------) გრაფაში - „იპოთეკარი“ ზ---------ის სახელით შესრულებული ხელმოწერები შესრულებულია ზ--------------ის მიერ.

 

2.22. ექსპერტმა თ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.23. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2----–-–------------თ დათარიღებული სანოტარო აქტის - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გრაფაში - „მესაკუთრე,“ გ--------–-–--ს სახელით არსებული ხელმოწერა და 2017 წლის 6 მარტით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე არსებული ჩანაწერები (გ--------–-–--) შესრულებულია სხვადასხვა პირთა მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილი 2----–-–------------თ დათარიღებული სანოტარო აქტის - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გრაფაში - „მესაკუთრე,“ გ--------–-–--ს სახელით არსებული ხელმოწერა და 2017 წლის 6 მარტით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე ფურცელზე გრაფებში - „ხელმოწერა“ გ-----–-–--ს სახელით, მოკლე ტრანსკრიფციით არსებული ხელმოწერები სავარაუდოდ შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ.

 

2.24. ექსპერტმა ქ----------–---–---მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.25. ლ----------------–--------–-----------------–------------------------------–-----------------–-–------------------------ დასკვნის თანახმად, ქ თბილისი, ჯ------------------------–--–------------------------–--------------------ის მთლიანი საბაზრო ღირებულება, 2017 წლის მარტის თვის მდგომარეობით, შეადგენს 43 558 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით შეადგენს 107 649 ლარს.

 

2.26. ექსპერტმა ქ--------–---------მ დაადასტურა მის მეირ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.27. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------–--------------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერები გ--------–-–--ს სახელით (ტექსტის სახით განლაგებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე დათარიღებული 2----–-–------------თ, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ორი ეგზემპლარი), ბოლო გვერდებზე, გრაფაში - „მესაკუთრე,“ სავარაუდოა, რომ შესრულებული იყოს გ--------–-–--ს მიერ, კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ნიმუშების სიმცირის გამო. ხელმოწერები გ--------–-–--ს სახელით (ტექსტის სახით განლაგებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, დათარიღებული 2017 წლის 6 მარტით), მეორე გვერდზე, გრაფებში - გამყიდველის წარმომადგენელი და მყიდველი - შესრულებულია გ--------–-–--ს მიერ.

 

2.28. ექსპერტმა მ-----------------მ- დაადასტურა მის მიერ გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.29. საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებათა ნუსხაში, 5.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულება -მინდობილობა დალუქული სახით.

 

2.30. სასამართლოსთვის უცნობია ბრალდებულ გ---------–-–--ს პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში, ვინაიდან მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და მის მიმართ ქ. თბილისის ი--------------------------–ი პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის 2----–-–-------------ოს დადგენილებით გამოცხადდა ძებნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ--------–-–--ს მიერ: 1. თაღლითობის ჩადენა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება დიდი ოდენობით და 2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ--------–-–--მ, განიზრახა რა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, ე-–--------–--ის ნდობით აღჭურვილი პირისგან - მ-----------–----–---–სგან იქირავა ქ. თბილისში, ჯ-----------------–--–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა და ამ უკანასკნელს, 2017 წლის 3 მარტს გადასცა ქირის პირველი თვის თანხა - 300 აშშ დოლარის ოდენობით. ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ე-–--------–--ის მონაცემები, რაც მან გამოიყენა ბოროტად და დაზარალებულის პირადი ნომრით, რ------------------–-ის ქ. მ-------ის ნოტარიუს - ი-------–--–-------ს სახელით, 2----–-–---------------–ის თარიღით, დაამზადა ყალბი სანოტარო აქტი - მინდობილობა #-----------, რეესტრის ნომრით #-------, რომლითაც თითქოსდა ე-–--------–--ე სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა გ--------–-–--ს, განეკარგა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ჯ-----------------–--–----------------------ში. 2----–-–------------, ზემოაღნიშნული ყალბი მინდობილობა გ--------–-–--მ წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და როგორც ე-–--------–--ის წარმომადგენელმა, ყალბი მინდობილობის გამოყენებით, გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და ხსენებული ბინა საკუთრების უფლებით თავის სახელზე დაარეგისტრირა. აღნიშნულით ქმედებით გ--------–-–--მ, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვა ქონებრივი უფლება ე-–--------–--ის კუთვნილ, დიდი ოდენობით - 107 649 ლარად ღირებულ საცხოვრებელ ბინაზე.

 

3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია გ--------–-–--ს უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:

 

· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ--------–-–--ს უდანაშაულობისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა არასაკმარისობისა თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, ცალსახად დგინდება, რომ გ--------–-–--მ, 2017 წლის 3 მარტს, მ-----------–----–---–იგან იქირავა ე-–--------–--ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ჯ-----------------–--–---------------------------------ში, წინასწარ გადაიხადა ერთი თვის ქირა - 300 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც შევიდა ნდობაში დაზარალებულ მხარესთან. ე-–--------–--ის პირადი მონაცემების გამოყენებით, გ--------–-–--მ დაამზადა ყალბი მინდობილობა, რომლითაც თითქოსდა დაზარალებული გ--------–-–--ს აძლევდა კუთვნილი ბინის გასხვისების უფლებას. ყალბი მინდობილობა, რომელიც შედგენილი იყო რუსულ ენაზე, ქალაქ მ-------ის ნოტარიუსის მიერ, გ--------–-–--მ ათარგმნინა ქართულ ენაზე და პირადად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ყალბი მინდობილობის საფუძველზე შედგა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისში, ჯ-----------------–--–--------------------------------ში მდებარე ბინა, გ--------–-–--მ გადაიფორმა თავის სახელზე. აღნიშნულის შემდეგ, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება, მანვე დატვირთა იპოთეკით და სანაცვლოდ მიიღო 35 000 ლარი. ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ გ--------–-–-- მოქმედებდა წინასწარი განზრახვით, იგი ნდობაში შევიდა დაზარალებულთან და მის მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე დაეუფლა სხვის უძრავ ქონებას, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რის გამოც სასამართლოს დაცვის მხარის პოზიცია სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულად მიაჩნია.

 

· 3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის ჩადენის მთავარი ხერხი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

 

3.10. რაც შეეხება გ--------–-–--ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:

 

· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულ ე-–--------–--ის პირადი მონაცემების გამოყენებით, გ--------–-–--მ დაამზადა ყალბი მინდობილობა, რომლის მეშვეობითაც თავის სახელზე დაირეგისტრირა დაზარალებულის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ჯ-----------------–--–----------------------ში.

 

· თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს ჯამში 107 649 ლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.

 

3.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით დასჯადია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის საგანია - ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პირს ანიჭებს რაიმე უფლებას. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაში ოფიციალურ დოკუმენტში იგულისხმება რაიმე უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. მაშასადამე, ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. ოფიციალურ დოკუმენტს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად იმ პირობით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რაიმე ალტერნატიულ მოქმედებაში: ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანი ფაქტიური დოკუმენტის დამზადება, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება. ყალბი დოკუმენტის დამზადება თავისთავად უკვე დამთავრებული დანაშაულია. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. მოტივსა და სხვა სუბიექტურ ელემენტებს კანონი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობას არ ანიჭებს.

 

· მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ გ--------–-–--ს მიერ ყალბი მინდობილობის დამზადებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, კერძოდ, ბრალდებულმა თავის სახელზე დაირეგისტრირა ე-–--------–--ის საცხოვრებელი ბინა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 107 649 ლარის მატერიალური ზიანი; შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება -მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ გ--------–-–--ს მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, გ--------–-–-- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--------–-–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო 362-ე მულის მე-2 ნაწილით გათვალისწინელი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ გ--------–-–--ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისთვის მიყენებულია დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული, ასევე მსჯავრდებული ძებნილია და უცნობია მისი ადგილსამყოფელი, რის გამოც სასამართლო ვერ შეაფასებს მის სოციალურ და ეკონომიკურ მდოგმარეობას, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია სასჯელის - ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------–-–--ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------–-–--ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული N----------- გენერალური მინდობილობა, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------–-–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

2. გ--------–-–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–-–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ გ--------–-–--ს სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

5. მსჯავრდებულ გ--------–-–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული N----------- გენერალური მინდობილობა, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

8. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით; განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე